მთავარი რედაქტორის ბლოგი

მიმართვა აფხაზეთის მოსახლეობას, საქართველოს საზოგადოებას და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას

 

    დღევანდელ მსოფლიოში არცთუ ისე ბევრია გეოგრაფიული არეალები, რომლების თავიანთი ბუნებრივი, ეკო-სოციალური და ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით იმდენ გავლენას ახდენდნენ ადგილობრივი ეთნოსის, ერის თუ მთლიანი გარემომცველი სამყაროს  ათეულსაუკუნოვან განვითარებაზე, როგორაც გაგრა - ბიჭვინთა - მიუსერა -ახალი ათონი მოქმედებს აფხაზი და ქართველი ხალხების, შავი ზღვის აუზის და მიმდებარე ხმელთაშუაზღვის უძველესი თუ თანამედროვე ცივილიზაციების ისტორიული მნიშვნელობის არსებობა-უნიკალურობაზე.  

       I-III  საუკუნეებში გაგრა იყო იმ დროის მსოფლიო  ცივილიზაციის - ძლევამოსილი რომის იმპერიის   ჩრდილო-აღმოსავლეთის  ბოლო ციტადელი  აზიის ტრამალების ველური და მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან დასაცავად - აქ, გაგრის ციხეში, იდგა რომაელთა კოჰორტა მთელი მცირე აზიის და ზღვისპირეთის ტერიტორიების დასაცავად.

       უდიდესი როლი ეკუთვნის ბუნების  ამ უნიკალურ რეგიონს მსოფლიო, ერთიანი  ქრისტიანული მსოფმხედველობის და კულტურის ჩამოყალიბება-ფორმირების საკითხში: ანდრია პირველწოდებული სხვა მოციქულებთან ერთად ამისოდან, ტრაპეზუნტიდან, იბერიიდან და ფაზისიდან აბაზგიაში(აფხაზეთი) ჩავიდა, სადაც დიდ სებასტოპოლისში(ცხუმი, სოხუმი) ღმერთის სიტყვა იქადაქა და მოციქულებთან ერთად გზა შავი ძღვის ჩრდილოეთისაკენ გააგრძელა!  მსოფლიოს I საეკლესიო კრებაში (ნიკეაში), 325 წელს, ბიჭვინთელი ეპისკოპოსი მონაწილეობდა!

   ბიჭვინთის უნიკალურობას დღეისთვის შემორჩენილი  არა მარტო მისი ადრეისტორიული პარიოდის ფლორა - რელიქტური ფიჭვის მასივი განსაზღვრავს, არამედ ის იყო მსოფლიოს კულტურული ფენომენის -კოლხური კულტურის (ძვ.წ. II ათასწლეულის მე-2 ნახევრის და I ათასწლეულის პირველი საუკუნეების) შემადგენელი ნაწილი, რასაც ამტკიცებს აქ აღმოჩენილი კოლხური ნამოსახლარები და არქეოლოგიური მონაპოვარი. შემდგომში, გვიანდელ ანტიკურ ხანაში და ქრისტიანულ ეპოქაში,  ბიჭვინთა იყო მძლავრი კულტურული და რელიგიური ცენტრი, თავისი IV საუკუნის ბაზილიკით, სადაც საეპისკოპოსო რეზიდენციაც ყოფილა განთავსებული.

   ახალი ათონი (ფსირცხა) -მისი ისტორია იწყება VI საუკუნიდან და „ქართლის ცხოვრებაში“ ის ანაკოფიის სახელით VIII საუკუნიდან მოიხსენიება. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან აქ ფუნქციონირებას იწყებს “ახალი ათონის მონასტერი“, რომელიც თავისი საწყისი დანიშნულებით - საბერძნეთის ათონის წმინდა მთის  მართმადიდებელ ბერმონაზონთა  მონასტრის გარკვეული გამეორებაც იყო.  ზოგადად, საქართველოს ისტორიაში   აღნიშნული სივრცე -ადგილები ქრისტიანული რელიგიის გავრცელების საწყისად მიიჩნევა. მთა, რომელსაც იბერიის მთა ეწოდებოდა  („აგიონ ოროს“, ბერძ.)- წმინდა ადგილადაა მიჩნეული, რომელიც ქართველთათვის ოდითგან  საკრალურ სივრცედაა   მონიშნული.

        რუსეთის ცარისტული თუ საბჭოთა იმპერიების პერიოდშიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი - აფხაზეთი და კონკრეტულად, გაგრის ზონა,  ყოველთვის რჩებოდა რუსული ელიტის  „განსაკუთრებული პოლიტიკური  ყურადღების“ და   მთავარ დასასვენებელ -გასართობ რეგიონად:  დაწყებული პრინც ოლდენბურგის დაწყებული სამშენებლო პროექტებით და დამთავრებული საბჭოთა პოლიტბიუროს და ბელადების აგარაკებით თუ ბიჭვინთის თუ მიუსერის განცალკევებული  საკურორტო ზონებით. ასე იყო  საბჭოეთის დასასრულამდე.

    გასული საუკუნის 90-იან წლეებში აფხაზეთში განხორციელებული ქართველთა  ეთნიკური წმენდა - გენოციდის შემდეგ,   ოკუპაციის თითქმის 30-წლიანი პერიოდში,  აშკარად გამოიკვეთა  თანამედროვე რუსული იმპერიის უპირატესი ანტიქართული საქმიანობის -  „ჰიბრიდული ომის“ მიმართულებები:

  1. ქართული ტოპონიმიკის შეცვლა
  2. ქართული ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება
  3. განათლების სისტემის რეფორმა, როდესაც გალის რაიონში აიკრძალა სწავლება მშობლიურ ენაზე და  მოხდა სკოლებიდან ქართული სახელმძღვანელოების ამოღება (ბუნება, გეოგრაფია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა)
  4. სომხური დიასპორის წახალისება (სომურენოვანი სკოლების გახსნა)

     „აფხაზეთის რესპუბლიკის“ უფუნქციო და უშინაარსო საოკუპაციო რეჟიმმა საბოლოოდ გააპარტახა მსოფლიო ლანდშაფტური არქიტექტურის და ისტორიული  შინაარსის ეს საოცარი ძეგლები. არსებული სახით მისი შემდგომი შენარჩუნება შეუძლებელი გახდა და „გამოსავალიც“ მოიძებნა:  შუა ზამთარში , გაგრის რაიონში ტყის ხანძარი 6 იანვრის ღამეს დაიწყო და სხვადასხვა ინტენსივობით ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. ხანძარი ასევე „შეუმჩნევლად“ გადავიდა ახალი ათონის ტყის მასივზეც, რომელის გაგრიდან  ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული!

        აფხაზეთში გეგმაზომიერად მიმდინარეობს სწორედ ქართული კვალის წაშლა და არა მხოლოდ ქართული კვალის,  რასაც მოწმობს სწორედ  გაგრის, ახალი ათონის… მოხვედრა  გადამწვარი ქალაქების რუკაში, რადგან სწორედ ზემთ აღნიშნული ადგილები წარმოადგენს სამყაროში  ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთ პირველადგილს!

         გადამწვარი გაგრა - ათონის მონაკვეთების რაიმე ფორმით აღდგენა დღევანდელი „აფხაზეთის რესპუბლიკის“ მესვეურთათვის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის  აბსოლუტურად მიუწვდომელი ამოცანაა: ფინანსური და ადამიანური რესურსების არქონა, ადგილობრივი წვრილი ბიზნესის შესაძლებლობები ამის არავითარ საშუალებას არ იძლევა.  „გამოსავალიც“ იქვე, გვერდითაა: მეზობელი რფ სოჭის რეგიონი დიდი ხანია ამ ზრახვებს არც მალავს - ინვესტორებიც და მუშახელიც მაშინვე გამოჩნდება, რადგან ეს განზრახულობა რუსეთის სომხური დიასპორის უკიდურესად გავლელიანმა  წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ გააჟღერეს.

     სწორედ ამ მიზეზთა გამო აუცილებელია გატარდეს ჰუმანიტარული ხასიათის  ღონისძიებები, როგორც სოციალურ კრიზისში მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად, ასევე კულტურული თუ ისტორიული ძეგლების გადასარჩენად და მათი იდენტურობის შესანარჩუნებლად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს  და დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობების გარკვეული შეთანხმებული მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის ფართო ჩართულობით და მოდერატორობით, რათა გადარჩეს  საერთაშორისო  მნიშვნელობის  კულტურულ-ეკოლოგიური რეგიონი : გაგრა - ბიჭვინთა - მიუსერა - ათონი!

     ამ საქმეში გადამწყვეტი იქნება  ქართველი ბიზნესმენების და არასამთავრობო სექტორის  საქმიანობა  თავიანთი უცხოელი პარტნიორების   და  საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრულმასშტაბიანი ჩართულობისთვის, რაც არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით ერთ-ერთი რაციონალური გადაწყვეტილება იქნება.

                          დრო არ ითმენს - აუცილებელია მოქმედება!

       

 

 

 

სრულად

GOD BLESS AMERICA!

ზუსტად ოცი წლის წინ ამერიკამ შეუდარებელი სისასტიკის ტერორისტული აქტების სერია განიცადა: ნიუ - იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიის შტატში

ტერაქტების შედეგად დაიღუპა 3000 - ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მაშველი, პოლიციელი, სამედიცინო მოსამსახურე...

ამერიკას თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე ერთ დღეში ასეთი მასშტაბის დანაკარგები  და თანაც ასე თავხედურად განხორციელებული - არ განუცდია.

დიდი ქვეყანაა ამერიკა, თორემ სრული უფლება ჰქონდა ამ ტერაქტის განმახორციელებელი ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" წევრების მშობლიურ არაბულ ქვეყნებში - მოყოლებული მაროკოდან ვიდრე ემირატებამდე და ირან - ავღანეთის ჩათვლით იმ დღესვე  სასტიკად დაესაჯა :

2001 წლის 11 სექტემბრის შუადღისთვის აშშ ადმინისტრაციამ უკვე ზუსტად იცოდა ტერორისტთა სისასტიკის მასშტაბები, მათი წარმოშობის ქვეყნები და საერთო შეთქმულების არსებობა ამერიკის წინააღმდეგ.

 ამ დროისთვის აშშ შეიარაღებული ძალები მთელ პლანეტაზე სრულ სამხედრო  მზადყოფნაში იყვნენ  მოყვანილნი - ყველაფერი მზად იყო სასტიკი შურისძიებისთვის და არ არსებობდა არავითარი ძალა, რომელიც ამერიკის ამ სამხედრო მანქანას წინ დაუდგებოდა - სულ რაღაც რამოდენიმე საათში მთელი არაბული სამყარო და კიდევ სხვები საშინელ ცეცხლში გაეხვეოდა და დღეს პლანეტის  ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ქვიშიანი უდაბნოები თუ დარჩებოდა!

დიდი ქვეყანაა და დიდი პასუხისმგებლობის მატარებელიც :

იქ, სადაც სხვა ნებისმიერი სახელმწიფო თავს ვერ შეიკავებდა, ამერიკამ თავის თავს სძლია - უფრო ჰუმანური პრინციპებით იხელმძღვანელა და ტერორისტებს არ აჰყვა - განურჩევლად ყველა არ დასაჯა!

სრული მიზეზი კი ჰქონდა!

ოცი წლის შემდეგ ამ ტერაქტის შედეგად დაწყებული ბოლო სამხედრო დაპირისპირებაზეც უარი თქვა და ავღანეთიდანაც გავიდა - არადა ბევრი ამ აქტს დამარცხებას უთვლის და ქილიკობს - ის კი დაავიწყდათ, რომ ოცი წლის წინ შეშინებულები, სულგანაბული ელოდნენ, თუ ასე  შეურაცხყოფილი და სასტიკად გაბრაზებული ამერიკა ყველას ერთად როდის და რა ფორმით  "გადაუვლიდა".

ამერიკამ მაინც უფრო მაღლა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები დააყენა - რამოდენიმე ასეული მილიონი ადამიანი დიდსულოვნად შეიწყალა.

ამ დღეებში ალბათ გამოქვეყნდება 11 სექტემბრის ტერაქტის გამოძიების ის საიდუმლო მასალები, რაც ერთხელ და საბოლოოდ წერტილს  დაუსვამს უპირველესად აშშ საზოგადოებისთვის დღემდე პასუხგაუცემელი მრავალ შეკითხვას...

აი, ამიტომ არის ამერიკა დიდი ქვეყანა  - არა "სუპერ" სახელმწიფო, არამედ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა!

GOD BLESS AMERICA!

სრულად

"შავი არქეოლოგების" შესახებ

აი, რით არიან დაკავებულნი "ერთმორწმუნენი" ოკუპირებულ აფხაზეთში

 - უკანასკნელ წლებში "შავმა არქეოლოგიამ" დე- ფაქტო აფხაზეთში არნახულ მასშტაბებს მიაღწია.  ქართული  კულტურული მემკვიდრეობის უძვირფასესი ნიმუშები სრულად უკონტროლოდ გაედინებიან  რუსეთის მუზეუმებში და მსოფლიოს "შავ ბაზრებზე".

დრანდის მონასტრიდან მოპარული ეს ჯვარი ამ დღეებში  საბერძნეთში გაჰქონდათ კრასნოდარის აეროპორტიდან.

 ახლა მაინც სად არიან ჩვენი "შაოსნები"?

სრულად

რუსეთის სახელმწიფოს შესახებ

რფ სახელმწიფო სათათბიროში მკაცრად დაგმეს გერმანიაში გამოფენილი პლაკატი ყოფილი აღმოსავლეთ პრუსიის ( დღევანდელი რუსეთის კალინინგრადის ოლქი) გერმანიის რუკაზე გამოსახვის გამო  და განაცხადეს : "მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დადგენილი სახელმწიფოთაშორისი  საზღვრები ურღვევია და გადახედვას არ ექვემდებარება,  ხოლო გერმანიისგან ასეთი საქციელი  მიუღებელიაო".

შე ვირეშმაკო - სხვა ქვეყნების:  უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას,  ყაზახეთის, ესტონეთის, ფინეთის თუ იაპონიის საზღვრები ხელშესახებია?

ომის შემდგომ ყველა ტერიტორიული კონფლიქტი ევროპაში  პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის მონაწილეობით მიმდინარეობდა, საიდანაც რუსეთი ან პირდაპირ იტაცებდა სხვა ქვეყნების ტერიტორიების ნაწილს, ან  იმ ტერიტორიებზე ქმნიდა საკუთარი გავლენის "დამოუკიდებელ სახელმწიფოებს", სადაც მხოლოდ მისი სამხედრო ბაზები იყო განთავსებული - სხვა ფუნქციები ამ "სახელმწიფოებს" არც გააჩნიათ!

ეს კი არა, უკვე ჩრდილოეთ პოლუსის მიმდებარე საერთაშორისო იურისდიქციის ტერიტორიებზეც აცხადებს პრეტენზიებს და იქაც "სამეცნიერო კვლევების" საფარქვეშ  პრქტიკულ სამხედრო  დასახლებებს აფუძნებს!

სიტყვა ВЛАДЕЙ რატომ სულ  ასე აქვთ  აკვიატებული ამ ახალმონღოლებს - იქნებ საკუთარ უზარმაზარ ტერიტორიებს მიხედონ და მათთვის ახალი სიტყვა СТРОЙТЬ შემოიტანონ საკუთარ ლექსიკონში!

არა, "არ გათეთრდების ყორანი" ალბათ ამათზეა განსაკუთრებულად მორგებული!

სრულად

გერმანიის შესახებ

Waw, გერმანცებს გაახსენდათ, რომ

იმანუელ კანტი გერმანელია, KONIGSBERG  სამეფო ქალაქს ნიშნავს და აღმოსავლეთ პრუსია მათი სახელმწიფოს ფუძეა?

არადა ლამისაა დამპყრობელს უკანალში შეუძვრნენ...

В Германии развесили плакаты с Калининградской областью в составе страны

Неизвестные жители федеральной земли Мекленбург-Передняя Померания в ФРГ повесили предвыборные плакаты политических партий 1949 года с картой Германии, на которой Калининградская область входит в состав страны. Об этом сообщает газета Nordkurier.

По данным издания, плакаты агитируют за Христианско-демократический союз (ХДС) и Христианско-социальный союз (ХСС). При этом представитель ХДС Ханнес Деттманн подчеркнул, что партия не имеет к ним отношения. По его мнению, подобная агитация «вводит в заблуждение и должна быть убрана».

Полиция расследует инцидент.

Выборы в правительство Германии состоятся 26 сентября, по их итогам будет сформировано новое правительство и выдвинут новый канцлер. Меркель заранее заявляла, что после этих выборов уйдет из политики. Помимо Лашета в выборах принимают участие Анналена Бербок — от «зеленых», Олаф Шольц — от Социал-демократической партии Германии (СДПГ).

სრულად

ბელარუსის შესახებ

ყოველდღე ვეფლობით პუტინიზმის ჭაობში- ახლა უკვე ლუკაშენკოს დანაშაულებრივი რეჟიმის თანამონაწილე და  თანამზრახველიც გავხდით?

დღეს ბალარუსის დემოკრატიული ძალების ინტერნეტ - რესურსმა  NEXTA Live პირდაპირ   მიმართა საქართველოში გადმოხვეწილ ბელარუს სამოქალაქო აქტივისტებს, რათა მათ იფიქრონ საკუთარი უსაფრთხოების საკითხებზე და მოერიდონ საქართველოს მედიაში და  სოციალურ ქსელებში ფოტოების და საპროტესტო მასალების გამოქვეყნებას, რადგან აგვისტოში  ძალაში  შევიდა ბელარუსის და საქართველოს უშიშროების სამსახურებს შორის 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ:

"Служба безопасности Грузии будет сотрудничать с Беларуским КГБ", რაც პირდაპირ აისახება ბელორუსის პროტესტის მონაწილეების საქართველოში ყოფნაზე!

ეს არა მარტო სამარცხვინო და ანტიდემოკრატიული ხელშეკრულებაა, არამედ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის აშშ, მისი მოკავშირეების და ევროკავშირის სტრატეგიულ გეგმასთან ბელარუსში არსებულ რეჟიმთან დამოკიდებულების მიმართ:

აშშ, კანადამ, ინგლისმა და ევროკავშირმა ბელარუსის КГБ და მისი თავმჯდომარე პირველი რანგის სასანქციო სიაში შეიყვანეს, რაც არა მარტო მისი ( კიდევ მთელი ათეული სახელმწიფო ინსტიტუციების და კომერციული სტრუქტურებს ჩათვლით), არამედ მასთან მოთანამშრომლე სხვა მესამე ქვეყნის შესაბამის ორგანოებსაც ეხება!

ესაა ჩვენი "მედასავლეთეობის" დასტური - ბელარუსის დიქტატორულ რეჟიმთან და მის მთავარ სადამსჯელო ორგანოსთან თანამშრომლობა?

სრულიად შესაძლებელია, რომ ბელარუსის დანაშაულებრივმა რეჟიმმა პროვოკაციულად გაავრცელა ეს ინფორმაცია, რაც სასწრაფოდ რეაგირებას მოითხოვს საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს უშიშროების სამსახურის მხრიდან - ეს ქვეყნის დემოკრატიულობის  იმიჯზე უდიდესი დარტყმაა (ან მცდელობა)!

ეს არაა უბრალო მოვლენა - ეს ჩვენი სამშობლოს მომავალი დემოკრატიული  განვითარების ტესტია!

დღეს ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან მხოლოდ რამოდენე სახელმწიფო თანამშრომლობს - ჩინეთი, სირია, ერაყი,  რუსეთი და მისი სატელიტი ОДКБ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები!

სრულად

საქართველო და რუსეთი

ყველა ჩვენი ისტორიული  სიგლახე და პრობლემა ხომ საკუთარი ხელით  შევიქმენით:

- ერთმა  "ბასტარდმა" სახელმწიფო შეუქმნა (პეტრე I);

 - მეორემ ამ ცრუმორწმუნეებთან რაღაც გაუგებარ ქაღალდს (ტრაქტატს) საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ მოაწერა ხელი(ერეკლე II);

- მესამე იმავე ახალმონღოლებს და ფაშისტებს  სისხლისფერი დროშით შემოუძღვა საკუთარ სამშობლოში ( "რკინის სერგო");

- მეოთხემ და მთავარმა ფიზიკური განადგურებისგან გადაარჩინა და სხვისი სისხლით მოგებული ომი ამ ახალმონღებს მიაწერა , თანაც "Великий Народ" ხართო, დაუბარა (სტალინი. კი "დაუფასეს" !);

- მეხუთემ გერმანული ნახაზებით და ამერიკული ნაქურდალი ტექნოლოგიით საშინელი იარაღი(ატომურ - ბირთვული) დააჭერინა ხელში, რომლითაც მთელ სამყაროს ტერორის ქვეშ ამყოფებენ( ბერია, იმასაც "დაუფასეს"!).

ახლა რა გვიკვირს - ველურს, ტყიურს და დაუნდობელს ყველაფერს რომ ასწავლი ( ხეზე ასვლასაც კი), მერე ხომ შენ, მასწავლებელს, მოგდგება -  ესეც გენეტიკაში აქვს - მათი ვითომ  "დიდი მეფე" - ივანე მრისხანე თრობისას საკუთარ ქალიშვილებს აუპატიურებდა  (არადა ფხიზელი ნაკლებად იყო თურმე!).

ახლა მოუნდათ ამ არარაობებს იმ მართლაც არაორდინალური, მაგრამ უმეტესად   არაეროვნული ადამიანების საქმის გამეორება - დაგვეხმარეო, თხოვენ დამპყრობელს (საკუთარი გონის ნამოქმედარი არ ეტყობათ - ალბათ "უფროსმა" დაავალა).

სულ ესაა  ჩვენი "მთავარი საქმეების" რეტროსპექტივა!

სრულად

საქართველოს დიპლომატიის შესახებ

ყველაზე გამოცდილი  და საერთაშორისო პროფესიონალურ წრეებში მეტად დაფასებული ქართველი დიპლომატი, მისი საქმიანობის  ბოლო  წლებში  შევარდნაძის ხელისუფლებისგან ნაწილობრივ შერისხული  ალექსანდრე (საშა)  ჩიკვაიძე,  კარიერის დასასრულს, საბერძნეთში  ელჩად იყო მივლინებული.

იმ  პერიოდში  ჟურნალისტის კითხვაზე : თქვენი კოლეგა ელჩებისგან როგორ ყურადღებას გრძნობთო?

 უპასუხა - საერთოდ არავითარსო!

კორესპოდენტის გაოცებულ შემოხედვაზე, გააგრძელა:

დიპლომატიურ კორპუსში არა ელჩის პიროვნება, არამედ ქვეყნის წონა და მნიშვნელობა საერთაშორისო არენაზე განსაზღვრავს ელჩის მიმართ ყურადღებასო!

"იმ სისხლიანი ცხრა წლის" პერიოდში საქართველოს თითქმის ყველა ელჩი მეტად მიღებული იყო აშშ - ევროკავშირის ქვეყნების  პირველი პირების და მთავრობების კარზე, რაც პირდაპირ ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობით  და ქვეყნის პირველი პირის პიროვნული ავტორიტეტით იყო განპირობებული!

აბა, ახლანდელ ვითარებაში საქართველოს ელჩების დიდი უმეტესობა "ჭ" კლასის მოთამაშებადაა განწირული.

მორალი - პოლიტიკოსის, სახელმწიფო მოღვაწის, დიპლომატის სტატუსს (მნიშვნელობას)  საერთაშორისო არენაზე  უმეტესწილად მისი სახელმწიფოს ავტორიტეტი განსაზღვრავს!

ეს აქსიომაა!

სრულად

მოლდოვას შესახებ

მოლდოვა, რომელიც სულაც ორი წლის წინ ევროპაში ლამის ყველამ "ჩამოწერა", უკვე ლაპარაკობს ეკონომიკის  გიგანტური განვითარების ტემპის შესახებ -  $20 მილიარდიანი ინვესტიციების და განვითარების გეგმის შესახებ.

ამის მიზეზი გახდა მოლდოვაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული საპრეზიდენტო და რიგგარეშე საპარლამენტო გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!

მოლდოვის პრეზიდენტი ამ გარდაქმნების მთავარ ორიენტირად ასახელებს საქართველოს და უკრაინის რეფორმებს - აი იმას, "სისხლიანი ცხრაწლიანი" მმართველობის პერიოდს.

ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას კი სწორება ალბათ დღევანდელი  ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის კურსზე აქვს აღებული: საკუთარი სახელმწიფოებრიობის დაკნინებით და გაქრობით რუსეთის რომელიღაც ფედერალურ ოლქად გადაქცევის მიმართულებით - ოღონდ პარადოქსი ისაა, რომ ამ ბელარუსში "აგროფიურერად" წოდებული ლუკაშენკო უკვე არავის სჭირდება : არც საკუთარ ხალხს და არც  პუტინს - უკვე ვრცელდება ბელარუსის ოპოზიციურ წრეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შესახებ - იმ კვირას პეტერბურგში პუტინთან ვიზიტისას ეტყობა "ნოვიჩოკი" მიართვეს.

მოღალატე, ორპირმა  და"ევროპის ბოლო დიქტატორმა"  საკუთარი როლი უკვე შეასრულა!

ჩვენთან კი საქმე ისე მიდის, რომ ალბათ გადაუდებელ აუცილებლობად იქცა "შარლ მიშელის რეფორმების" მე-2 ჯგუფის დაფუძნება :

პირველმა ხომ რეფორმების(!)  ისეთი კასკადი დააყენა, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებ - რეფერენდუმზე "ოცნებას"  გამარჯვების მყარი ფუნდამენტი შეუქმნა, მეორემ კი იურიდიულად უნდა გაუფორმოს(რა, გამოცდილება არა აქვთ, თუ?).

მოკლედ - სულაც ათი წლის წინ ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის"  აღიარებული ლიდერი ამ ბოლო ათწლეულში "არნახული დემოკრატიის" პირობებში ასევე უპირობო აუტსაუდერად გადავიქეცით - ლამის "უნუგეშო" სომხეთმაც მთელი ნაბიჯით გაგვასწრო!

"ოროსნად"დავრჩით ჩვენ, ხოლო ბელარუსი საერთოდ გამოეთიშა ამ ისტორიულ პროცესს!

ბელარუსი თავს ალბათ იმით იმშვიდებს, რომ ის ისტორიულად "რუსული სამყაროს" შემადგენელი ნაწილი იყო, ხოლო ჩვენ იქ როდის ვიყავით(ოკუპაციის რეჟიმი არ ითვლება), ან მათთან  საერთოდ  რა  გვესაქმება?!

მთავარი მაინც ნამდვილად ესაა:

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი"!

P.S.

" ყველა მხარემ  შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულა"  - ყველაფერს და ყველას ნუ გავამართლებთ - ეს უკვე დიპლომატიური რევერანსი კი არა, სრული კონფორმიზმი და პოლიტიკური შტრეიკბრეხერობაა!

სრულად

"საქართველო აერთიანებს მრავალფეროვნებას"!

ვკითხულობთ - გვესმის:

"საქართველო აერთიანებს მრავალფეროვნებას"!

 გენიოსმა ფრანგმა (ეთნიკურმა ქართველმა)  იურისტმა, ევროკავშირის დაფუძნების თეორიტიკოსმა მიშელ მუსხელმა (მიხეილ მუსხელიშვილი) ჯერ კიდევ 1948 წელს სტრასბურგში გამოაქვეყნა მონოგრაფია:

"ერთიანობა მრავალფეროვნებაში"

"L'unité dans la Diversité"

"Unite in Diversity".

მიშელ მუსხელი მენტალურად და ისტორიული მახსოვრობით ქართველი მეცნიერი და მოღვაწე იყო.

"ქართველი იურისტი, რომელიც ევროკავშირის შექმნამდე ევროპის გაერთიანებისთვის იბრძოდა" - ესაა მისი საერთაშორისო აღიარება!

სრულად

ევროპის ეკონომიკური პოლიტიკა

იხტუნავა "ბებერმა ევროპამ" და შედეგიც მიიღო - 1000 კუბ.მ. ბუნებრივი გაზის საფასური რუსეთმა 950$ გაუხადა!

ეს მაინც არაა "პოლიტიკური იარაღი"?

შეგარგოთ ღმერთმა ასეთი "ეკონომიკური პოლიტიკა"!

ახლა გაიძულებთ NORD STREAM 2  100%-ით "გაზპრომმა" აითვისოს და თქვენი სასამართლო გადაწყვეტება ერთ ადგილას შეიტენოთ-

სრულად რუსეთზე იქნებით დამოკიდებული!

ახლა  მაინც თუ  შეაფასებთ  იმ  ბებერი გერმანელი  და ავსტრიელი შტაზისტების "დამსახურებას", რაზეც პოლონეთი, ცენტრალური ევროპის,  "ბალტიის ალიანსის"  ქვეყნები და უკრაინა წლებია გაფრთხილებდნენ!

აფინანსეთ ახლა პუტინის რეჟიმი და მისი სამხედრო მანქანა - ისემც გიქმნიათ, რომ მალე "რუსი სალდათის"  ჩექმებს კოცნიდეთ!

მალე ისევ აჟრიამულდებით - "დაგვიცვას ამერიკამო" - აკი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი განადგურებული და გაძარცვული დასავლეთ ევროპა ამერიკულმა "ჯორჯ მარშალის გეგმამ" არ მოგიყვანათ დღევანდელ კეთილდღეობამდე?

ბოლო ორი საუკუნის მანძილზე განა  სამჯერ არ  "დაგლაშქრათ"(ბრიტების მოგებული ომებით)  იმ ნახევარველურმა მოსკოვიამ?

მაკიაველი მაინც თქვენი იყო - წაიკითხეთ მისი აზრები ისტორიის განვითარება/გამეორების შესახებ...

სრულად

ახალი ანგლოსაქსური სამხედრო ალიანსი - AUKUS და ევროკავშირი

ევროკავშირი "გმობს" AUKUS ალიანსს

Mercedes Benz, AUDI - სუპერ თანამედროვე ელექტრომობილების ქარხნები ჩინეთში, BMW, RENAULT - ახალი ქარხნები რუსეთში, SIEMENS გაზოგენერატორების მიწოდება ყირიმში სასანქციო მოთხოვნების გვერდის ავლით და ა.შ., ხოლო რუსული სუფთა  "რბილი ძალის" ხასიათის და თანაც რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარ შემავსებელ სახელმწიფო კომპანია ГАЗПРОМ -თან მჭიდრო მრავალმხრივი კონტაქტების  ნაწილობრივ შეზღუდვის საკითხებზე, იგივე  NORD STREAM თაობაზე, ამერიკელების მრავალწლიან თხოვნა - მოთხოვნებზე  სტანდარტული  ევროპული პასუხები "ესენი სუფთა ეკონომიკური პროექტებია", მაშინ გამართლებული იყო?

 უკრაინის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და პერმანენტული  სამხედრო მუქარა აღმოსავლეთ ევროპის "ახალი დემოკრატიის" ქვეყნების მიმართ იგივე "ბებერი ევროპის" ქვეყნებიდან  რეაქციად  მუდმივად ისმოდა

" რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის" შესახებ, ხოლო რუსეთში  ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევების პასუხად შარშან  რუსეთს ევროპის საბჭოში მანდატი აღადგინეს!

მიზეზი იყო მეტად ბანალური და სუფთა "ვაჭრუკანული" -  ევროპის საბჭოში ყველაზე დიდი საწევროს შემომტანი რუსეთიაო!

სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში, ოკეანია - წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთის მზარდი ჰეგემონიური პრეტენზიების პირობებში, გიგანტურ რეგიონში აშშ - ინგლისის ტრადიციული,  საკვანძო პარტნიორების : ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის, ტაივანის და უმთავრესი სამხედრო პარტნიორის - იაპონიის მიმართ იმავე ჩინეთის მზარდი სამხედრო მუქარის ალტერნატივად AUKUS სამხედრო ალიანსის და მისი თანმდევი სამხედრო - ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე (უკვე გვქონდა ამ თემების შედარებითი ფართო განხილვა) "კოლექტიური ევროკავშირის დიპლომატია" (ჟოზეფ ბორელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჟან ივ ლე დრიანი, შარლ მიშელი - ფაქტიურად ფრანგები და გერმანელები) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეტად მძიმედ "აღაშფოთა" და პირდაპირ დაგმეს აშშ - ავსტრალიის სამხედრო - ტექნიკური თანამშრომლობის ფაქტი.

დღემდე სულაც ყველა "ერთ ადგილას ეკიდათ" საკუთარი ეკონომიკური გამორჩენის გარდა და დღეს ასე პრინციპულად რამ აღაშფოთა ეს "ტრადიციული ევროპა"?

საფრანგეთის მიერ 70 მილიარდი დოლარის დაკარგული სამხედრო კონტრაქტი - აი, მთავარი მიზეზი!

ოდნავ ირონიულიც კი არის შარლ მიშელის "კატეგორიული მოთხოვნა ამ ალიანსის შესახებ აშშ მხრიდან განმარტების გაკეთების შესახებ"!

აბა, ინგლისს ვერც გაუბედავდნენ - იმდენად გამომწვევად მიიღეს ინგლისის მხრიდან ევროკავშირის დატოვების ფაქტი და  სათანადო ხელშეკრულების გაფორმებაზე (მომავალი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ)  კატეგორიული უარი უთხრეს!

"შარლ მიშელის კატეგორიული მოთხოვნა" -

ეს პატივცემული ბატონი  ჯერჯერობით ასეთი კატეგორიულობით ღარიბაშვილ - კობახიძეს ვერ თხოვს საკუთარი დოკუმენტის თავზე გადახევას  და რა "საწყალი აშშ " ნახა ასეთ "დაბალ ღობედ"?

ფული და ვაჭრობა- კომერცია გახდა "ბებერი ევროპის" საფირმო ნიშანი, რასაც ჩინეთი და რუსეთი კი არა, უკვე ამათი "პერიფერიული რეჟიმები და ცალკეული ოლიგარქებიც" მიხვდნენ და ასე თანასწორად გრძნობენ მათთან თავს...

აბა რით გაამართლებს ზოგიერთი ჩვენი "მედასავლეთე" საფრანგეთის მხრიდან რუსი და მათი გავლენის "ახლო საზღვარგარეთის"  ოლიგარქების, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის (РПЦ) ფუნქციონერების   მასიურ დაჯილდოებებს საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - "საპატიო ლეგიონის კომანდორი" ორდენებით

(რუსი ოდიოზი პოლიტიკოსი სლუცკით დაწყებული ..., ერთი "ბატონ ბიძინასაც" შეხვდა!)

მოკლედ - "ევროკავშირი მთლიანად" ჯერჯერობით ფრანგი, გერმანელი და  მათი იდეური მოკავშირე ბელგიელ - ესპანელი ერთეული პოლიტიკოსით შემოიფარგლება მხოლოდ!

სრულად

რუსეთის ახალი რეგიონალური თანამშრომლობის "3+3" პროექტის შესახებ

 

რფ საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა საერთაშორისო "3 +3" ფორმატის შექმნის შესახებ გულისხმობს რეგიონში (სამხრეთ კავკასია) ყველა "სატრანსპორტო კომუნიკაციის  და ეკონომიკური კავშირების" აღდგენას.

ეს "ახალი  ინიციატივა" ჩვენთვის  სხვა არაფერია, თუ არა  "აფხაზეთის რკინიგზის" ამუშავება და მისი საექსპლოტაციოდ მიერთება საქართველოს რკინიგზასთან შემდგომში  რუსეთის   სომხეთთან პირდაპირი  სარკინიგზო საკომუნიკაციო ხაზის აღდგენის  მიზნით.

მოკლედ:

რუსეთის თითქმის 25 - წლიანი განუწყვეტელი ქმედება საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაციის და დანარჩენი ნაწილის  "проходной двор" - ად გადაქცევის საკითხი  ახლა უნდათ  "ახალი რეგიონული თანამშრომლობის" ინიციატივად შემოგვასაღონ!

ლავროვ - კალანტარიანის ზრახვები გასაგებია, მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რამ შეაწუხა, რომ ასეთ მავნებლურ განცხადებას აკეთებს:

"თბილისი არ უნდა ჩამორჩეს რეგიონში განვითარებულ პროცესებს და მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში" !

რა გამოდის - საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში  რუსული სამხედრო ბაზების ლოჯისტიკური  უზრუნვყოფის და საოკუპაციო ჯარების მომარაგების პროექტებში?

სულ ესაა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თუ სრულად ხელისუფლების  პოზიცია?

P.S. რომელ "რეგიონალურ თანამშრომლობაზე" ლაპარაკობს მოსკოვი , როცა ერთი წლის წინ აზერბაიჯან/ თურქეთს  ფართომასშტაბიანი ომი ჰქონდათ სომხებთან გაჩაღებული, თუ ახლა, როცა ირან - აზერბაიჯანი პირდაპირ საომარ მზადებაში არიან, ან ალბათ საკუთარი "მშვიდობიანი" ინიციატივები აწუხებს საქართველოს მიმართ, რომლის 20% ოკუპირებული და "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აქვს გამოცხადებული?

მოსკოვის, ანუ ლავროვის  გასაგებია, მაგრამ ზალკალიანს რა "გონება გაეხსნა" ასეთი, ლავროვს რომ ლამის  ღიად უჭერს მხარს?

ზალკალიანი რას გაბედავდა, ან რომელი ინიციატივების გენერატორია, მის უკან ივანიშვილი რომ არ იდგეს...

P.S.S. ამას ხომ ბელარუსის სკოლა აქვს გამოვლილი და ახლაც იქაა - ლუკაშენკოს ხომ არ ბაძავს საერთაშორისო თანამეგობრობის შანტაჟში :

თუ არ "შეგვეშვებით", მაშინ ჩვენ რუსულ - ირანული ალტერნატივაც გვაქვს მარაგშიო!

(უფრო ეს იყო, ალბათ)

სრულად

მენტალური გამარჯვების სიმბოლო - 20/14/2021, თბილისი, თავისუფლების მოედანი

წინა დღეებში დემოკრატი  რუსი ანალიტიკოსები (იგივე Егор Куроптев  - из фонда СВОБОДНОЙ РОССИИ) ძალიან მონდომებით ადარებდნენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის პიროვნულ რეიტინგებს.

რატომ ნავალნის?

- იმიტომ,  რომ დღეს ნავალნი საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში მეტად ცნობადი სახეა და მასთან ნებისმიერი ფორმით შედარება ყველა პოსტსაბჭოთა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის თავისებური "საგამოცდო ტესტია"!

მათი გათვლებით საქართველოში მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით 10 000, მაქსიმუმ 12 000 ათასი კაცი თუ შეიკრიბებოდა, რისი შედარებაც  ნავალნის ელექტორალურ რეიტინგთან მათი დასკვნებით  უსაზღვროდ მცირე გამოდიოდა.

დღეს თბილისში გამოვიდა მინიმუმ 50 000 კაცი (საერთაშორისო მონაცემებით), რაც რუსეთის მოსახლეობის გათვალისწინებით მოსკოვში 2 მილიონ 200 ათას კაციან მიტინგს შეესაბამება (რუსეთი მინიმუმ 42-ჯერ დიდია საქართველოზე)!

ძვირფასო "მეგობრებო" რუსეთიდან - ერთხელ თუ ჩაგიტარებიათ თქვენი ბოლო 100-იანი ისტორიის მანძილზე ოპოზიციური (ნებისმიერი ძალის თუ პიროვნების მხარდამჭერი) მინიმუმ 2- მილიონიანი მიტინგი?

თუ გნებავთ, თქვენი "როსგვარდიაც" მიათვალეთ...

რატომ იმსახურებს ასეთ დაწვრილებით მათემატიკურ ანალიზს ცალკეული პიროვნების მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოთქმული მოსაზრება?

მიზეზი მარტივია:

- ის "მეგობარი"  რუსი ანალიტიკოსი მართლაც დემოკრატიული მიმდინარეობის რუსი მოღვაწეა;

- მის აზრს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტისას, ხშირად იზიარებენ დასავლეთის  რუსულენოვანი მედიური პლატფორმები;

- ყოფილი პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი რუსულენოვანი პოლიტიკოსი (ძირითადად უკრაინის, ბალტიის ქვეყნების,...) ამ ანალიზს უპირობოდ იზიარებს, რის გამოძახილსაც ბოლო წლებში ასე მტკივნეულად აღიქვამს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი;

- ამ ექსპერტების პირველწყაროები დამტკიცებულად ზოგიერთი  ქართული ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ან  ცალკეული გავლენიანი პოლიტიკური  პერსონებია, რაც  მათი "სანდოობის" ხარისხს უფრო ამაღლებს;

- ზუსტად ასეთი "ანალიზით"   სარგებლობენ  საერთაშორისო სტრუქტურების "რუსული გავლენის"  მაღალჩინოსნები, რაც  საბოლოოდ  რუსეთის "ჰიბრიდული ომის" ერთ - ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია.

სწორედ ეს მოცემულობა უფრო სენსიტიურს და  მნიშვნელოვანს  ხდის "დამოუკიდებელი და მიუკერძოებლი" უცხოელი ექსპერტების ნებისმიერ განცხადებას საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

სრულად

დასავლეთი, რუსეთი და საქართველო

 

გუშინ - დღეს ევროპარლამენტში ისმის განცხადებები, თუ რა უფლებით გამოიყენა უკრაინის მხარემ რუსული არტილერიის წინააღმდეგ თურქული უპილოტო საფრენი აპარატი BAIRAKTAR -TB2 , და ამაში ტონს, რა თქმა უნდა, გერმანელი ევროპარლამენტარები ("ალტენატივიდან") აძლევენ.

რა გამოდის - გერმანელი "შტაზისტების" აზრით უკრაინას (და ჩვენც!) თავდაცვის უფლებაც არ გაგვაჩნია?

აქ საქმე "ობიექტურობაში" კი არ არის ( ან როდის იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები ობიექტური უკრაინა - საქართველოს მიმართ?), არამედ "რუსული ჭმუნვები" ემართებათ:

რუსეთი ჩვეულებრივი შეიარაღების დარგში კარგავს ყოველგვარ უპირატესობას უკრაინელებთან სწორედ ამ BAIRAKTAR -ების ფაქტორით : უკრაინელი და თურქი სამხედროების ანალიზით სულაც 2 ერთეული BAIRAKTAR სრულად გააკონტროლებს რუსეთ - უკრაინის სამხედრო დაპირისპირების ხაზს და საჭირო მომენტში ამ ხაზის გადაულახავად საკადრის პასუხს გასცემს აგრესორს-უპასუხოდ ნამდვილად არ დატოვებს!

უკრაინელმა დამსახურებულმა სამხედრო მოღვაწემ (უკრაინის აერომობილური ჯარების ყოფილმა სარდალმა) საკადრისი პასუხი გასცა რუსეთის "სასარგებლო იდიოტებს" (ან ფარულ აგენტურას?) - 2008 წელს მერკელის პიროვნული პოზიციის( თუ დაინტერესების?) გამო დაიბლოკა უკრაინა - საქართველოს NATO -ში მიღება და ამას მოჰყვაო რუსეთის ღია აგრესია ჯერ საქართველოზე, შემდეგ კი უკრაინაზეო!

იგივე NORD STREAM 2 პროექტს უკრაინელები და აღმოსავლეთ ევროპის "ახალი დემოკრატიის" ქვეყნები რუსეთის ჰიბრიდული ომის მთავარ შემადგენლად თვლიან და ამაშიც ისინი ღიად "მუტი მერკელს" ადანაშაულებენ!

მოკლედ - ზოგადად გერმანელების მიმართ კი არის ესეთი ნეგატივი ყოფილ პოსტ საბჭოთა/კომუნისტური ქვეყნების მხრიდან, არამედ მათი პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულების მიმართ "ახალი დემოკრატიის" ქვეყნებისადმი:

თითქმის ერთი თვეა სასიკვდილო შიმშილობს პოსტსაბჭოთა სივრცის პირველი "დემოკრატიის შუქურის" მედროშე პრეზიდენტი და სად დაიკარგნენ საქართველოზე "მზრუნველი" ვიოლა ფონ კრამონი, მარკეტა გრიგოროვა და მათი იდეური კოლეგები?

ქოცხელისუფლების ნებისმიერ "დაძახებაზე" თბილისში ლამის ფეხით გამორბოდნენ (ელჩი ქნირში ცოცხალია?) და ახლა რა ეტაკათ -

თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სულაც ათი წლის წინ ( 2011 - მდე, სანამ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი შემოვიდოდა) ლამის პლანეტის "უდიდესი რეფორმატორი და თანამედროვე დასავლური ტიპის სახელმწიფოს" შემქმნელი იყო, მერე რა მოხდა - 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით ოპოზიციისთვის გადაბარება "არადემოკრატიული" აქტი იყო, თუ შემდგომში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ტერორისტულ საქმიანობაში" შეამჩნიეს?

ძალიან მძიმე დრო უდგას ქართულ დემოკრატიას და მის მთავარ გმირს - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკვე "სიკვდილის უფლებასაც" აძლევს პრორუსული ხელისუფლება და ამ დროს რატომ ასე საეჭვოდ გაიყურსნენ ევროპელი მამები იმავე შარლ მიშელის მეთაურობით?

(კი ბატონო - "თაფლობის თვე" აქვს...)

მოკლედ - ახლა სჭირდება საქართველოს მისი ჭეშმარიტი მეგობრების მხარში დგომა - ან ქვეყანა ისევ დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, ან რუსულ წყვდიადში ჩაიკარგება სამუდამოდ...

(ბელარუსი გახსოვთ?)

სრულად

"აფხაზეთის რესპუბლიკაში" განვითარებული მოვლენების შესახებ

"აფხაზეთის რესპუბლიკის" საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნულ ინალ არძინბას ქართველთმოძულეობის უმაღლესი სკოლა აქვს დამთავრებული:

- გაიზარდა სულწაწყმედილი ვლადისლავ არძინბას ოჯახურ გარემოცვაში;

- დაამთავრა მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლა;

- მისი სადისერტაციო კურსის ხელმძღვანელი იყო "მამალი" რუსი პოლიტოლოგი, ბებერი ჩეკისტი სერგეი

კარაგანოვი;

- მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "სუვერენული დემოკრატიის" მთავარი თეორიტიკოსის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის უშუალო ხელმძღვანელობით;

- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კურირებდა "აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკის სახალხო და ლუგანსკის რესპუბლიკების" მიმართულებას;

- 2015 წლიდან გამოცხადებულია უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტული საქმიანობის ხელშემწყობად და შეყვანილია " უკრაინის მტრების" სიაში!

2016 წლის მარტში ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა "სწრაფი რეაგირების ჯგუფი" სურკოვ - არძინბას მიერ უკრაინის სამხრეთ რეგიონებში მასშტაბური მადესტაბილიზირებელი "ბესარაბიის პროექტის" საწინააღმდეგოდ.

ინალ არძინბა უშუალოდ ხელმძღვანელობდა ღიად პრორუსი პოლიტიკოსის და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი მოწინააღმდეგის გენადი ტრუხანოვის ოდესის მერად არჩევის ფარულ კამპანიას.

(ცალკე ანალიზის საგანია ამ ადამიანის მიერ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული "შთამბეჭდავი" ტერორისტული ხასიათის ქმედებები)

2017 წელს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული საექსპერტო - ანალიტიკური საბჭოს მიერ ინალ არძინბა შეყვანის იქნა "ევრაზიული კავშირის ახალგაზრდა ლიდერების" სამეულში.

2017 წელს ინალ არძინბამ ინიციირება გაუკეთა "აფხაზეთის რესპუბლიკის" მხარდამჭერ საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტს "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები" (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "აფხაზეთის რესპუბლიკის" საერთაშორისო აღიარების ხელშემწყობი პროექტი).

2018 წლიდან ინალ არძინბა ხელმძღვანელობს რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.

2017 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ინალ არძინბას მინიჭებული აქვს "მე-3 კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის" რანგი, რაც რუსული კანონმდებლობის მიხედვით გენერალ- მაიორის სამხედრო წოდებას შეესაბამება.

2021 წლის ნოემბერში დაინიშნა "აფხაზეთის რესპუბლიკის" საგარეო საქმეთა მინისტრად ...

(რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირდაპირი შეკვეთით ინალ არძინბა უკვე "აფხაზეთის რესპუბლიკის" მომავალი პრეზიდენტად მოიაზრება).

რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ამ ადამიანისგან?

ბიძამისის - ცნობილი აფხაზი სეპარატისტის, 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის ინსპირატორის, აფხაზეთში განხორციელებული ქართველთა ეთნიკური წმენდის ინიციატორის,

საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისათვის მებრძოლი ორთოდოქსი კომუნისტების ბოლო საკავშირო უმაღლესი საბჭოს სადეპუტატო ფრაქცია "სოიუზის" თავმჯდომარის მოადგილის ვლადისლავ არძინბას საქმეების "ღირსეულად" გაგრძელებას!

P.S. ასეთია რეალობა, როცა კრემლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ერთი წამითაც არ ფიქრობს "ყურადღების" მოდუნებას და მიზანმიმართულად მუშაობს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სრულად გარუსებისთის - ამისთვის პირდაპირ კრემლში ამზადებს შესაბამის "ნაციონალური კადრებს".

ჩვენ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი რეგიონი კი არა, საკუთარი სახელმწიფოს მომავალი სრულად "ფეხებზე გვკიდია" - მთავარი ოლიგარქის ქონების და ფინანსების დაცვის საკითხია, ხოლო სახელმწიფოს ერთმა რიგითმა "დურაკმაც" (ან "დურაკების კამანდამ") შეუძლია უხელმძღვანელოს!

მალე ალბათ სერიოზულ "სიურპრიზებს" უნდა ველოდოთ დე-ფაქტო აფხაზეთის მხრიდან...

სრულად

კაბინეტური ომი პუტინის გარემოცვაში (ფიქრები რუსული მედია-ვერსიების თაობაზე)

 

უკრაინა - რუსეთის მოსალოდნელი ღია ომის ანალიზს დღეს ბევრი ცდილობს, მათ შორის, საქართველოშიც. მთავარი საზრუნავი, ალბათ, ისაა, განიმუხტოს გლობალური დაპირისპირება, რაც რუსეთის აგრესიული ქმედებებიდან მომდინარეობს და, საბოლოოდ, შეიძლება მე-3 მსოფლიო ომში გადაიზარდოს. საყურადღებოა, რომ ამ შესაძლო პლანეტარულმა კატაკლიზმმა რუსეთის შიდა პოლიტიკურ წრეებშიც გარკვეული ფარულ უთნხმოებები თუ პოსტ-პუტინისეული პერიოდის ხელისუფლების გადანაწილების პრობლებიც გამოამზეურა. გარეგნულად მონოლითურმა და აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელმა „პეტერბურგულმა კლანმა“ იგრძნო ცვლილებების გარდუვალობა და, უკრაინის მოვლენების ფონზე, მისი წევრები საკუთარ პერსონალურ ინტერესებზე კონცენტრირებას ცდილობენ.

მიმდინარე წლის 23 ნოემბერს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, რუსეთის ფაქტიურმა მე-2 პირმა ნიკოლაი პატრუშევმა „პირველმა გაისროლა“: 2018 წელს აშშ სასანქციო „კრემლის სიის“ ნომინანტი ნ.პატრუშევი 2021 წლის 6 ნოემბერს ჯერ მოსკოვში სპეციალური მისიით ჩამოსულ ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსს უილიამ ბერნსს შეხვდა, ხოლო მოგვიანებით სატელეფონო მოლაპარაკება გამართა აშშ პრეზიდენტის თანაშემწესთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ეტყობა ამერიკელ „ტოპ მოღვაწეებთან“ შეხვედრების შემდეგ პატრუშევმა ჩათვალა, რომ „გზა ხელისუფლების პირველი პოზიციისკენ უკვე ხსნილია“ და 23 ნოებერს რუსულ გავლენიან ტაბლოიდს „Аргументы и Факты.ru“ ვრცელი ინტერვიუ მისცა არა მხოლოდ უკრაინის თემატიკაზე, არამედ რუსეთის როლზე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში.

მაგრამ დაბერებულმა ჩეკისტმა რაღაც „ვერ მოზომა“ და ყველასთვის მოულოდნელად მეტად არაპოლიტიკური და მიუღებელი ფრაზა „უკრაინაში ცეცხლი მალე აგიზგიზდება“ გამოიყენა. კი ეცადა კრემლი მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის პირით ამ განცხადების შერბილებას, მაგრამ სტატია გაზეთში უკვე დაბეჭდილიც და გავრცელებულიც იყო. ამას მოჰყვა 24 ნოემბერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (რსდს) ოფიციალური პრეს-რელიზი, რომელიც, ერთი შეხედვით, ნ.პატრუშევის განცხადების „შელამაზებას“ ცდილობდა, მაგრამ ბევრმა იგი ნ.პატრუშევზე პირადად რსდს-ს დირექტორის სერგეი ნარიშკინის თავდასხმად, ანუ კრემლის მმართველთა შიდა დაპირისპირებად აღითქვა.

რუსეთში დიდი ხანია მუსირებს აზრი, რომ სწორედ ს.ნარიშკინია პუტინის ყველაზე რეალური მემკვიდრე მისი „პეტერბურგული კლანიდან“. ამასთან, ნ.პატრუშევი აღიქმება კომუნისტურ - რეტროგრადული, ხოლო ს.ნარიშკინი ე.წ. სისტემური ლიბერალური ძალების წარმომადგენლად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ წინა ადმინისტრაციის პირობებში სწორედ არანაკლებ „სანქციონირებული“ ს.ნარიშკინი, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელ ბორტნიკოვთან და გენშტაბის სამხედრო დაზვერვის უფროს კორობოვთან ერთად, 2018 წელს შეხვდნენ ვაშინგტონში ცსს მაშინდელ უფროსს, შემდგომში სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს და სირიის საკითხებში გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს - ამოქმედდა ე.წ. „ცხელი ხაზი“, რაც გამორიცხავდა აშშ-რუსეთის უშუალო სამხედრო დაპირისპირებას ამ რეგიონში.

აშშ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს „სქემა“ დაირღვა და პირველ პლანზე ნ.პატრუშევი წარმოჩინდა, რაც რუსულ პოლიტიკურ სინამდვილეში უმაღლეს სახელისუფლებო აღმავალ გზაზე დიდ წარმატებად ითვლება: რაც არ უნდა „იხმაურონ“ ადგილზე რუსმა პოლიტიკოსებმა, მათ პიროვნულ წარმატებებაზე გავლენას ამერიკელებისგან „ხელის ჩამორთმევა“ ახდენს.

მაგრამ ნარიშკინს რჩება რესურსი, რომ „უკრაინაში ცეცხლის აგიზგიზების“ მომლოდინე პატრუშევზე ოფიციალური პრეს-რელიზით მსოფლიოს შენიღბული სიგნალი გაუგზავნოს. ეს გზავნილია - არაა პატრუშევი და მისი უწყება უკრაინის საკითხის ერთპიროვნულად გადამწყვეტი ფიგურა/ორგანო; რუსეთში „სხვა სერიოზული ძალაც არსებობს“. შესაძლოა, ამ ყოველივესთან კავშირშია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სენსაციური ცნობა უკრაინაში 1-2 დეკემბერს დაგეგმილი „სახელმწიფო გადატრიალების“ შესახებ. თუ მსგავსი რამ მართლა იგეგმებოდა/იგეგმება, ეგებ ესაა პატრუშევისეული „ცეცხლის აგიზგიზების“ მცდელობა, ხოლო ამ ფაქტის წინასწარი გამჟღავნება თავად რუსეთიდან ამ ჩანაფიქრის გადაფიქრება?

რაც არ უნდა იყოს ყოველივე ამის უკან, ერთი ცხადია: რუსეთის ძალოვანთა ორი „ვოევოდა“ საჯარო სივრცეში ერთმანეთს დაუპირისპირდა. თანაც ორივე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის, „პეტერბურგის კლანის“ უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია.

ერთი შეხედვით პატრუშევიც და ნარიშკინიც მეტად მსგავსი ბიოგრაფიის მატარებელია: პატრუშევი 1951 წელს, ხოლო ნარიშკინი 1954 წელს დაიბადა და ორივე კადრის მზვერავია. ბოლო დრომდე, გარკვეულ ასპექტებში პატრუშევი ოდნავ ასწრებდა მის ვიზავის: იგი არის რფ გმირი და „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენის სრული კავალერი. მისი შვილი, დიმიტრი, რფ სოფლის მეურნეობის მინისტრია. ნარიშკინი არაა ამდენი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, მაგრამ უფრო მაღალი „ინტელექტუალური“ დამსახურებების პიროვნებაა: არის რუსეთის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, აქვს სახელმწიფო მმართველობის „ცივილურ“ ორგანოებში მუშაობის მეტი გამოცდილება: იყო პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მთავრობის ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე.

ჩანს, რუსეთის პრეზიდენტის კაბინეტის სქელი ხალიჩისქვეშ დაიწყო „ბულდოგების დაუნდობელი ბრძოლა“ მთავარი პრიზისთვის - მომავალი პრეზიდენტის სავარძლისთვის. ოღონდ, ცნობილი გამოთქმისა არ იყოს, „გლეხი კაცითვინ არავინ არალი“: ბოლო პერიოდში სწორედ ნარიშკინი აკეთებს იმპერიულ განცხადებებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. 26 ნოემბერს მან აშშ ადმინისტრაცია „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებისთვის გააკრიტიკა. კურირებს იგი პერსონალურად როგორც „ქართული ოცნებიდან“ „რბილი“ გახარიას გამოყოფის და, პარალელურად, ღია კრემლისტური „კონსერვატიული“ პარტიის ფორმირების პროცესს, მომავალში გამოჩნდება.

 

სრულად

"ბუქარესტის ცხრიანი" ანუ B9 შესახებ

ბოლო დღეებში დასავლურ მას-მედიაში ფართოდ გაიჟღერა ტერმინმა "ბუქარესტის ცხრიანი", ანუ B9.

რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური გაერთიანება?

ესაა აღმოსავლეთ ევროპის NATO და EU წევრი ქვეყნების რეგიონალური გაერთიანება- ყოფილი პოსტკომუნისტური და პოსტსაბჭოთა ქვეყნების თემატური ერთიანობა (ე.წ. "ვიშეგრადის ჯგუფის" და "ბალტიის ალიანსის" ერთიანობა), რომელზეც რუსეთის ფედერაცია "ფარულად" აცხადებს გავლენის პრეტენზიას!

ეს ქვეყნებია ( მოსახლეობის და სახელმწიფო ბიუჯეტის სიდიდის მიხედვით- გარკვეული მცირე ცდომილებით. ზ.ჯ):

1.პოლონეთი- 40 მლნ. $106 მილიარდი

2.რუმინეთი -20 მლნ. $65 მილიარდი

3. ჩეხეთი - 10 მლნ. $85 მილიარდი

4. უნგრეთი - 10 მლნ. $67 მილიარდი

5.სლოვაკეთი - 5,5 მლნ. $39 მილიარდი

6.ბულგარეთი - 7მლნ. $20 მილიარდი

7.ლიეტუვა - 3მლნ. $17მილიარდი

8. ლატვია - 2 მლნ. $11მილიარდი

9.ესტონეთი - 1,5 მლნ. $10 მილიარდი

 

B9 საერთო მაჩვენებლები(2019 წლის დასაწყისი):

მოსახლეობა - 100 მილიონი,

ჯამური სახელმწიფო ბიუჯეტი- $420 მილიარდი!

ამ გაერთიანების ფიზიკური მოკავშირე და რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგე:

უკრაინა- 44-45მლნ. $40 მილიარდი.

მათი "ვიზავი" - რუსეთის ფედერაცია - მოსახლეობა - 145 მლნ., სახელმწიფო ბიუჯეტი: $220-230 მილიარდი (რუსული რუბლის კურსის მიხედვით).

საერთო სურათი:

რფ აქვს "გავლენის" პრეტენზია 145მილიონიანი მოსახლეობის და $460-470 მილიარდი ( ფაქტიურად ნახევარტრილიონიანი!) ბიუჯეტის მქონე ქვეყნების გაერთიანებაზე, რომელთაც ზურგს უმაგრებს მსოფლიოში უდიდესი სამხედრო - პოლიტიკური ალიანსი(NATO) და ევროპის პოლიტიკურ - ადმინისტრაციული გაერთიანება (EU) რუსეთთან სიძლიერის მიხედვით მათი არათანაზომადი სამხედრო - ეკონომიკური რესურსებით!

ესაა პუტინიზმი: მონღოლურ - ბოლშევიკური აზროვნება ყოველგვარი გათვლების გარეშე - დეგრადირებული საზოგადოება პროგრესის და განვითარების წინააღმდეგ!

კიდევ ერთხელ გადახედეთ პოსტ კომუნისტურ/საბჭოთა ქვეყნების და არარსებული სსრკ "იმპერიის" სამართალმემკვიდრის შესაძლებლობებს!

დაპირისპირებას მხოლოდ ნავთობი და გაზი რომ იგებდეს, მაშინ მსოფლიო ჰეგემონი ბრუნეი, კატარი, კუვეიტი, საუდის არაბეთი და მათი მსგავსი ქვეყნები უნდა ყოფილიყვნენ!

მსოფლიოს ჰეგემონიას უმთავრესად დემოკრატიის ხარისხი, განათლების, მეცნიერების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარების დონე განსაზღვრავს, და არა მიწაში ჩამარხული ბუნებრივი სიმდიდრეები!

P.S. რუსულ თვალთმაქცობას ხომ საზღვარი არა აქვს - ზუსტად B9 +უკრაინაა სლავური ეთნოსის უმთავრესი განსახლების ქვეყნები (ბალკანეთის ნახევარკუნძულთან ერთად) : ამ გაერთიანებაში დაახლოებით 120-125 მილიონი მოსახლე სლავური წარმოშობისაა, როცა თვით რუსეთში ეს მაჩვენებელი 75-80 მილიონის ფარგლებში მერყეობს! მაშინ რომელ "რუსული, ანუ სლავური სამყაროს" ერთიანობაზე ქადაგებენ დღევანდელი რუსეთის ფედერაციის ეთნიკურად არასლავი(არარუსი) მმართველები?

ისე, "ოქროს ურდოს" ხანაშიც ასე იყო: მონღოლები და მოსკოვიას მომთაბარეები ერთად ებრძოდნენ აღმოსავლეთ სლავებს...

P.S.2 გუშინ (11/12/2021) აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები ჯარებს შეიყვანენ B9 ქვეყნებში! ამ ქვეყნებში ისტორიულად არასდროს არ ყოფილან ამერიკული ჯარები - ესეც "პუტინის გენიალურობის" შედეგი!

მოკლედ - "მეტი NATO რუსეთის საზღვრებთან"!

ჩვენი ხელისუფლება კი ისევ "კეთილმეზობლობაზე და ერთმორმუნეობაზე" გველაპარაკება...

 

 

სრულად

ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქის მკვლელ რუს ტერორისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

ევროპული მას-მედია მთელი დღეა აშუქებს საქართველოს მოქალაქის, ეთნიკური ჩეჩენის, იჩქერიის გმირის ზელიმხან ხანგოშვილის (თორნიკე ქავთარაშვილის) მკვლელი რუსი ტერორისტისთვის ბერლინის უმაღლესი სასამართლოს მიერ სამუდამო პატიმრობის მისჯის თემას.

ეს სასამართლო პროცესი იმდენად რეზონანსული და მნიშვნელოვანი იყო, რომ ტრადიციული რუსულ - გერმანული თანამშრომლობაც "უძლური" აღმოჩნდა საკითხის მიჩქმალისთვის: დღესვე გერმანიამ მკვლელისთვის, რუსული სპეცსამსახურების თანამშრომელ ვადიმ კრასიკოვისთვის გაწეული დახმარებისთვის, რფ საელჩოს ორი თანამშრომელი "პერსონა ნონ-გრატად" გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა!

რუსეთის ბევრი მცდელობის მიუხედავად საქმე ვერ "ჩაიფარცხა" - თვით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვამ გერმანიის ხელისუფლებისადმი ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადმოცემის შესახებ საჭირო გამოძახილი ვერ ჰპოვა და მკვლელსაც გერმანიის უმაღლესი სასჯელის ზომა - სამუდამო პატიმრობა მიესაჯა!

დღეს გერმანიაში რუსეთის საელჩომ რუსი ტერორისტისთვის გამოტანილი სამართლიანი სასჯელი გერმანიის მხრიდან "რუსეთის მიმართ გამოვლენილ არამეგობრულ აქტად" შეაფასა.

ბოლო პერიოდში ევროპაში რუსეთის ისედაც გაფუჭებულ იმიჯს ეს ფაქტიც დაემატა და გერმანიის ახალ მთავრობას რუსეთთან "მეგობრული" ურთიერთობების გადასინჯვა ნამდვილად მოუწევს.

მსოფლიოში ისედაც ცნობილი იყო რუსეთის მიერ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ტერორისტული მეთოდებით განადგურების ფაქტების შესახებ, მაგრამ რუსული სპეცსამსახურების აგენტ - ტერორისტის ასეთი დემონსტრაციული სახით, სასამართლო წესით, დასჯის მოვლენა მაინც მსოფლიო სენსაცია გახდა!

ამ სასამართლო პროცესმა ყველაფერს თავისი სახელი დაარქვა, მაგრამ მეტად უცნაურად და გაუგებრად გამოიყურებოდა მთელი განვლილი პერიოდის განმავლობაში, 2019 წლის 23 ოქტომბრიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლების უცნაური მოქმედება - ხელისუფლებას არც უცდია ოფიციალურად მოეთხოვა პასუხი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისაგან მისი მოქალაქის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, არამედ საერთოდ არ დაინტერესებულა ბერლინში ხანგრძლივად მიმდინარე სასამართლო პროცესის დეტალების შესახებ!

ნორმალური ხელისუფლება ასე უსულგულოდ არ უნდა ექცეოდეს საკუთარი მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის გამიზნულ აქტს, არამედ საერთაშორისო დონეზე უფრო მძაფრად წარმოაჩენდეს ოკუპანტი სახელმწიფოს ნამდვილ სახეს!

ოკუპანტი არ "გავანაწყენოთ" საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად - ეს რა პოლიტიკაა?

ამას ნორმალურ ენაზე კაპიტულაცია ეწოდება...

სრულად

რუსული პოლიტ-ელიტა გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ

"ამ მინისტრისგან რუსეთი არაფერს სასიკეთოს არ უნდა ელოდოსო" - განაცხადეს რუსეთის ფედერაციის საბჭოში (პარლამენტის ზედა პალატაში) გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მისამართით -

"ის არ მალავდა საკუთარ ანტირუსულ პოზიციას და ახლა ასრულებს საკუთარ წინასაარჩევნო პირობას"!

დღეს ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობაზე რუსეთის სპეცსამსახურის აგენტს ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

კრასიკოვის ხელშემწყობ ორ რუს დიპლომატს კი ანალენა ბერბოკმა გერმანია დაატოვებინა!

საბრალდებო დასკვნაში ჩაიწერა, რომ კრასიკოვმა, რომელიც გერმანიაში სოკოლოვის მოგონილი გვარით შემოვიდა, მკვლელობაზე შეკვეთა მიიღო

"რუსეთის მთავრობის სახელმწიფო უწყებებისგან", რადგან ხანგოშვილი "ხელმძღვანელობდა ჩეჩნურ მილიციას რუსეთის აგრესიის", ასევე, 2008 წელს იბრძოდა საქართველოში შემოჭრილი რუსების წინააღმდეგ!

ამ განჩინებით წერტილი დაესვა რუსეთის პრეზიდენტის საჯარო განცხადებას ზელიმხან ხანგოშვილის "ტერორისტობის" შესახებ!

ზელიმხან ხანგოშვილი (თორნიკე ქავთარაშვილი), საქართველოს მოქალაქე, სიკვდილის შემდეგ გერმანიის მართლმსაჯულებამ გაამართლა, მაგრამ რა გაამართლებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც თავის დროზე რუსებისგან სასიკვდილოდ განწირული პატრიოტის დასაცავად თითიც არ გაანძრია, ხოლო შემდგომ, თავდაცვის მიზნით გერმანიაში იძულებითი ემიგრაციის პირობებში, ტერორისტულად მოკლული მოქალაქის კეთილი სახელის აღსადგენად სიტყვაც კი არ დაძრა!

ასე "დაიცვა" ჩვენმა ხელისუფლებამ არა მარტო ზელიმხან ხანგოშვილის, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების ხელით განადგურებული რუსეთ - საქართველოს ომის მონაწილე ათეულობით ქართველი პატრიოტის სიცოცხლე და ღირსება...

სრულად

ეროვნული თანხმობის აქტი

Place de la Concorde, Paris

"თანხმობის მოედანი" პარიზში

პარიზის ცენტრალურ მოედანს 1830 წელს ეწოდა "თანხმობის მოედანი" სამოქალაქო თანხმობის აქტის მიღების საპატივცემლოდ - პარიზის კომუნის ( რევოლუციის) პერიოდში აქ გილიოტინა იდგა - ამ მოედანზე სიკვდილით დასაჯეს მეფე ლუდოვიკო XVI, დედოფალი მარი - ანტუანეტა, თვით რევოლუციონერები - რობესპიერი, დანტონი, ...

1300 კაცზე მეტი.

1836 წელს აქ დაიდგა ეგვიპტის მეფისგან საჩუქრად მიღებული ისტორიული "ლუქსორის" ქანდაკება(სვეტი).

სრულად

აფხაზთა შესახებ

ასეთი ქართველი აფხაზები გვყავდა, მაგრამ კომუნისტურ ეპოქაში ბევრმა ქართველმა ცრუმეცნიერმა ამ ხალხს ეთნიკურობა "წაართვა" და აფსუებს (ადიღო-ყაბარდა- ყარაჩას) მიანიჭა. 

სრულად

აფხაზთა შესახებ

სულ ასე რატომ უნდა იყოს:

აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩამოთესლილ ადიღე - ყაბარდა - ყარაჩას, კრებსით აფსუას, აფხაზი ვუწოდეთ.

საქართველოში რუსეთის მე-5 კოლონამ, ნაცვლად მოღალატისა, "პატრიოტი" დაირქვა.

მე, მე-11 საუკუნიდან (დოკუმენტალურად - "ბიჭვინთის იადგარი") სააფხაზოში მცხოვრებ კოლხს, აფხაზის სახელი წამართვეს - არა და ასე მიწოდებდნენ კომუნისტურ ეპოქამდე ენგურსაქეთა ჩემი კოლხი მოძმეები - მეგრელები!

ახლა ვიღაც საეჭვო ეთნიკურობის და მრუდე სახელმწიფო აზროვნების "მოღვაწეებმა" სიტყვა "პატრიოტის" ხმარება უარყოფით კონტექსტად მიქციეს - მხოლოდ ნაციონალისტები ხართო!

და სულაც ამ დღეებში - იმავე არსებებმა ერის საუკუნოვანი ევრო -ატლანტიკური მისწრაფება ცვედანური განმარტება "ნეიტრალობით" უნდათ შემასაღონ - ბოლოს და ბოლოს ოქროს საწმისის ქვეყანა ვართ და "ნეიტრალური" როგორ ვიქნებოდით - ჩვენს ისტორიულ- კულტურულ მემკვიდრეობაზე ევროპელი ერები გაიზარდნენ!

მოკლედ :

- ქართველი აფხაზი ვარ;

- პატრიოტი ვარ, ანუ სამშობლოს სიყვარულით ვცხოვრობ;

- ევრო -ატლანტიკური სამყაროს ერთ- ერთი უძველესი წარმომადგენელი სუბიექტის და უმდიდრესი კულტურა - ისტორიის შემქმნელი ერის შვილი ვარ - მხოლოდ იქ მინდა!

შემეშვით, ნუ იგონებთ რაღაც ახალ განმარტება - დასახელებებს,

ვაშინერს!

ცოდნისთვის - ეს საკრალური კოლხური სიტყვა მხოლოდ ჩვენ შემოგვრჩა, ქართველებს!

"ჩვენ ყველანი კოლხეთიდან მოვდივართ " - დაგვიბარა იმ ბუმბერაზმა კაცმა და დედის მაგივრად დედინაცვალს ნუ ვითაყვანებთ!

სრულად

უკრაინის შესახებ

დასავლეთში პოლიტიკოსობამ დაკარგა რომანტიკული სახე, ხოლო "ბიზნესურად", კორუფციის გარეშე, არც არაფრის მომცემია - ისტორიის საკუთრებად იქცნენ ჩერჩილი, რეიგანი, ტეტჩერი და მათი მსგავსი ალტრუისტი გენიოსები!

სამაგიეროდ მომრავლდნენ "საშუალო გაქანების", უფერული და არაფრისმთქმელი, ხშირად კი აშკარად მოაფერისტო "ტიპები".

ჩერჩილის ფიგურის თაყვანისმცემელი ევროპელი როგორ წარმოიდგენდა ევროპის ლიდერად შირაკს, მერკელს, სარკოზის, ვინმე ოლანდს ან სულაც ბერლუსკონის?

ახლა კი მთლად 'საცოდაობით" უნდა დაიწვა მაკრონის, ოლაფ შოლცის თუ შარლ მიშელის შემხედვარე - ეს არა მხოლოდ ჩვენ, "უბრალო მომაკვდავებმა", არამედ ნახევრად ველურმა რაშისტ - ფაშისტებმაც კარგად იგრძნეს და ასპარეზზე ბებერი საბჭოთა "გებისტები" გამოვიდნენ პუტინის მეთაურობით!

ევროპაში ერთადერთი ბორისა "ამოაგდო" მარადიულმა ანგლოსაქსურმა, სამართლიანმა შინაგანმა ძალამ და ჩერჩილ-ტეტჩერის პოლიტიკურმა მემკვიდრეობამ, ხოლო ახალურდოსთან მებრძოლი უკრაინის მთავარსარდალი, პრეზიდენტი ZE რეალ-პოლიტიკაში პლანეტარული, "ახალი ერის" დაწყების იმედს გვაძლევს!

ვნახოთ, მეტი მაინც რა დაგვრჩენია:

"ჩვენ არც შეიარაღება გვაქვს, არც ჯარი გვყავს და არც გვეყოლება" - ამისთანა მთავარსარდალს(!) სად უნდა გავყვეთ?

სალობიეში - ხინკალიც დავუმატოთ, ხოლო "ტრადიციული სმა-ჭამის პროცესში" ვინმემ ხელი რომ არ შეგვიშალოს და დისკომფორტი არ შეგვექმნას, ამისთვის ურდოსთან მებრძოლი და სახელმწიფოს აღმშენებელი პრეზიდენტი ციხეში გამოვამწყვდიოთ!

წინ გამარჯვებისკენ!

დიდება უკრაინას!

დიდება საქართველოს!

გმირებს დიდება!

#თავისუფლებამიხეილსააკაშვილს

სრულად

დიდება უკრაინას!

გერმანულ და ფრანგულ "სამშვიდობო გეგმებზე" აგრესიის მსხვერპლ მხარეს განსაკუთრებული ყურადღება მართებს:

ყველა მათი წინადადება წინდაწინაა რუსულ მხარესთან -რფ საგარეო საქმეთა

სამინისტროსთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შეთანხმებული!

საქართველოში ამის დიდი "გამოცდილება" დაგვიგროვდა:

აფხაზეთის თემაზე- "ბოდენის გეგმა";

კონფლიქტების საერთო თემატიკაზე - "შტაინმაიერის სამშვიდობო წინადადებები";

2008 წლის რუსეთის აგრესიის პირობებში "სარკოზის სამშვიდობო წინადადება".

ყველა ეს გეგმა თუ წინადადებები ცალსახად რუსეთის მხარის სასარგებლოდ იყო შედგენილი:

აფხაზეთის "განსაკუთრებული" სტატუსი საქართველოს სახელმწიფოში - მომავალში ლეგალური გზით დამოუკიდებლობის მიღების შესაძლებლობით.

ანალოგიური იყო შემდგომი "შტაინმაიერის სამშვიდობო წინადადებები" - აქ აქცენტი უმთავრესად ე.წ.სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მომავალზე იყო აქცენტირებული.

2008 წლის რუსეთის აგრესიის სარკოზის საშუამავლო პროექტი (ოქმი "ცეცხლის შეწყვეტის და ..."), რომელიც თავიდან სარკოზი - მედვედევის "სამშვიდობო გეგმის" სახელით იყო ცნობილი - ფაქტიურად საქართველოს უსიტყვო კაპიტულაციას ითვალისწინებდა!

არცერთი ეს მავნებლური გეგმა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებების მიერ არ იქნა მიღებული, რამაც საქართველოს ცალსახად განუმტკიცა იურიდიული საფუძველი "რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების" საერთაშორისოდ აღიარების და დამკვიდრების შესახებ.

ბოდენის გეგმა კი "მიიცვალა" უსახელოდ, მაგრამ შტაინმაიერის "სამშვიდობო წინადადებები" აღმოჩნდა მეტად სიცოცხლისუნარიანი და მომავალში, 2015 წელს, მისი თეზისები ფაქტიურად საფუძვლად დაედო "ნორმანდიის ფორმატის" სამუშაო პროცესს (შტაინმაიერი დღესაც მოქმედი პოლიტიკოსია - "ბუნდესპრეზიდენტი").

ამ ფორმატის ფარგლებში არცერთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული აგრესიის მსხვერპლის - უკრაინის სასარგებლოდ, პირიქით კი - მრავალი და აშკარად ტენდენციური.

დღეს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის პირობებში, "ნორმანდიული ოთხეულის" ძირითადი საერთაშორისო აქტორები - საფრანგეთი და გერმანია ისევ უშედეგო და აშკარად კონტრპროდუქციული "სამშვიდობო წინადადებებით" ქმნიან ილუზიას, რომ კიდევ არსებობს რაღაც რესურსი პუტინთან მოლაპარაკების, ომის შეჩერების და მრავალი უშინაარსო ბლა - ბლა - ბლა!

დიახ, პუტინთან მოლაპარაკების, ომის შეჩერების და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მისი სუვერენიტეტის აღდგენის ერთადერთი გზა მართლა არსებობს: უკრაინისთვის ქმედითი სამხედრო დახმარების - მისთვის თანამედროვე შეიარაღების, ამუნიციის და სხვა საომარი მასალების სასწრაფო მიწოდების გზა!

სხვა ყველა "სატელეფონო საუბრები, გაფრთხილებები და სოლიდარობის გამოხატვები" კრემლისთვის ლამის წაქეზების ტოლფასია.

საფრანგეთის, გერმანიის და მათი დასავლეთევროპელი, უახლოესი იდეური მოკავშირეების ქმედებას რუსულ ენაზე მოჩვენებითი "бурная деятельность" ეწოდება!

უკრაინა იბრძვის, სისხლისგან იცლება - დანაკარგები მშვიდობიან მოსახლეობაში ათასებს სცილდება,მსოფლიოს ყველაზე პატიოსანი ადამიანები ყველაფერს აკეთებენ მის დასახმარებლად, მაგრამ რეალური დახმარება მხოლოდ სახელმწიფოებს -მთავრობებს შეუძლიათ და ახლა არაა "სამშვიდობო წინადადებების" ფრქვევის დრო...

დიდება უკრაინას!

გმირებს დიდება!

P.S. მოლაპარაკებები და სამშვიდობო წინადადებები აუცილებლად იქნება - ოღონდ უკრაინის რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან სრულად განთავისუფლების და პუტინის და მისი კამარილიის ჰააგაში წარდგენის შემდეგ.

ახლა აქტიური ფიზიკური მოქმედებების დროა!

სრულად

J'aime La France !

2021 წელს რფ მიიღო კანონი, რომლის თანახმად ალკოჰოლურ სასმელად "შამპანური - CHAMPAGNE" შეიძლება დასახელებულიყო მხოლოდ რუსეთში ნაწარმოები პროდუქცია, ხოლო სხვა ყველა უნდა გასულიყო "ცქრიალა ღვინოების" კლასიფიკაციაში.

საოცრება ის იყო, რომ "შამპანურად" უნდა მოეხსენებინათ კრასნოდარის, სტავროპოლის მხარეებში და დაღესტანში ჩამოსხმული "ბურდა", ხოლო ჭეშმარიტი ფრანგული CHAMPAGNE : Perrier- Jouet Blason de France, Prestige de France, Moët& Chandon, Veuve Cliequot, Laurent-Perrier, Catherine de France, ... თურმე "ცქრიალა ღვინო" ყოფილა და ასე უნდა გაყიდულიყო რუსეთის ტერიტორიაზე!

ყველაზე უცნაური ამ ისტორიაში ის გამოდგა, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა მხოლოდ რამოდენიმე დღე "აფხაკუნა ფეხები", მაგრამ "კომერციული ინტერესებიდან" გამომდინარე მთელი დელეგაცია აახლა ამ "შიზიკებს" და დღეს რუსეთში ფრანგული იდენტურობის ერთ- ერთი ბუნებრივი მახასიათებელი და მისი ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი CHAMPAGNE (ადგილმდებარეობის, და არა წარმოება-კომპანიის სახელწოდება!) რუსებს დაუთმო!

თუ წარმოიდგენთ, რომ ინგლისელებს სახელწოდება Scotch Whisky რუსების САМОГОН -ისთვის დაეთმოთ და რუსებს ინგლისური პროდუქცია Английский Самогон სახელწოდებით გაეყიდათ?

ანგლოსაქსები პირდაპირ რაკეტებით და ბირთვულ - ატომური ბომბებით დასცხებდნენ მოსკოვს!

იმდენად უთავმოყვარეო და აუხსნელი იყო ფრანგული ოფიციოზის და მეწარმეების მოქმედება, რომ ...

ასეა, რუსები ან იპარავენ- პოლონელებს "ВОДКА" მოჰპარეს, ან ძალით ართმევენ(თუ დაუთმე) - ახლა ფრანგებს CHAMPAGNE აახიეს, ალბათ ჩაფიქრებული ჰქონდათ ჩვენთვის "საფერავი" თუ "წინანდალიც" წაერთმიათ - რუსულ ელიტაში "ნეტარხსენებული" პრეზიდენტ პუტინის ხელდასმით მოდაში შემოვიდა "რუსული მეღვინეობის" აღორძინების რაღაც ბოდვითი თეორია!

რომ არ იკითხოთ - სად ომი და სად CHAMPAGNE :

ბოლო პერიოდში ერთ დროს მსოფლიო ცივილიზაციის და დემოკრატიის მთავარი ბურჯის- საფრანგეთის რესპუბლიკის უკანასკნელი პრეზიდენტების და პოლიტიკურ - სამხედრო და ფინანსური ელიტების დათმობები რუსებისადმი რაღაც კომიკურ და სასაცილო ფორმებს და შინაარს ღებულობდა.

მე განსაკუთრებულად მიყვარს საფრანგეთი (ძველი ფრანკოფონი ვარ) და ნებისმიერი ფორმის სახელმწიფო კონფორმიზმი ჩემთვისაც მტკივნეულია:

J'aime La France !

 

სრულად

ვოლოდიმირ ზელენსკი

ღირსეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს - ღირსეული დაფასება!
ჩეხეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - "თეთრი ლომის" ორდენი მიენიჭა პრეზიდენტ ZE-ს!

სრულად

რუსეთის შესახებ

ერთმა ფსევდოლიბერალმა, "ბაბოჩკიანმა სასარგებლო იდიოტმა", სადღაც ევროპაში თბილად მჯდარმა რუსულენოვანმა ეკონომისტმა ისე "მარტივად" ახსნა რუსეთზე დაწესებული სანქციების უპერსპექტივობა, რომ პირდაპირ "დიადი საბჭოეთის" ეპოქა დააბრუნა!

"იკეას" პროდუქციის ათვისება "პერმლესხოზშიც" მარტივად შეიძლებაო, "შირპოტრებს" (ევროპული ბრენდების ანალოგებს) ჩინეთიდან შემოვიტანთო, "ავტოპრომი" ულიანოვსკში და ტოლიატში ისეთი გვაქვსო, მანქანათმშენებლობაში ცოტა პერიოდი კი გვექნებაო პრობლემები - მაგრამ დავძლევთო, ...

მოკლედ, ბიდლოს ნამდვილად გახარებულს კი დატოვებდა, მაგრამ ვერ ნახავდნენ - TV Настоящее время რუსეთში დაბლოკილია!

ის კი არ უთქვამს, რომ ამ ყველაფერს მიკრო/ნანოტექნოლოგიები რომ სჭირდება და ამის შეცვლას გროზნოს უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალი, თვით რამზან ახმატოვიჩის 3-კლასიანი "მეცნიერული" გამოცდილებით და ხელმძღვანელობით, ვერ დაძლევს!

მოკლედ - მიდის ბიდლოს ტოტალური оболванивание პროცესი - ბიდლოც კმაყოფილია და ХУЙЛО-ც ბუნკერში ხარობს!

წინ, კომუნიზმის გამარჯვებისკენ!

P.S. მოკლედ, ის რაც რუსეთის იმპერიას - СССР- რუსეთის ფედერაციას მთელი 150 წელი არ/ვერ უკეთებია, ამ მართლაც "ჯოჯოხეთური სანქციების" და სრული იზოლაციის პირობებში, რამოდენიმე თვის განმავლობაში როგორ დაძლევს?!

ალბათ კომპიუტერული გრაფიკის და ფოტოშოპის დახმარებით...

სრულად

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური

მსოფლიოში აეს-ებზე ორჯერ მოხდა მძიმე ავარია:

- ჩერნობილი იყო სუფთა "ადამიანური ფაქტორის" შედეგი:აბსოლუტურად გამორთული დამცავი საავარიო სისტემის პირობებში ატარებდნენ სამეცნიერო ცდას, რა დროსაც "ჯაჭვური რეაქციის" კრიტიკული ფაზა გაექცათ- ეს პროცესი უმართავი ხდება თვითგანვითარებული ჯაჭვური რეაქციის პირობებში.

დარგობრივი სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელმა და შემდეგ სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ლეგასოვმა თავი მოიკლა - 1988 წელს სიმართლეს (ვისი ბრძანებით მოხდა ამ უაზრო და არამეცნიერული ცდის ჩატარება) ვინ ათქმევინებდა!

- ფუკუსიმა იყო ბუნებრივი კატაკლიზმის - დამანგრეველი 9-ბალიანი მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის შედეგი - ის თავისი დამანგრეველი ძალით აღემატებოდა მსოფლიოში არსებულ ნებისმიერი ატომური ბომბის თუ ბირთვული საკონტინენტთაშორისო რაკეტის აფეთქების შედეგს, რამაც გათიშა

ე. წ. დამცავი ხუფის ელექტრონული მექანიზმი, მაგრამ 50 იაპონელი ინჟინერ- ფიზიკოსის ლეგენდარულმა ქცევამ (ყველამ იცოდა, რომ ნაღდ სიკვდილზე მიდიოდნენ - იფერფლებოდნენ პირდაპირ, თითოეულს მხოლოდ რამოდენიმე წამის დრო ჰქონდა სამუშაოდ!) ისევ ჩართო დამცავი სისტემა და ბირთვული აფეთქება არ მოხდა, მხოლოდ გაჟონილმა რადიაქტიურმა წყალმა დააბინძურა ოკეანის გარკვეული მცირე ნაწილი - სრული აფეთქება კი პლანეტარულ კატასტროფას გამოიწვევდა- ოკეანის დინებები მთელ პლანეტას უსიცოცხლოდ აქცევდა.

- წუხანდელი რუსული (ამბობენ "კადიროვცების") სიბრიყვე - სატანკო ცეცხლი ცეცხლი გაეხსნათ დროებით (სარემონტოდ) ჩაქრობილი რეაქტორისთვის - ეს დაახლოებით იგივეა, როგორც სანადირო თოფით მოინდომოს ვინმემ "სტელსის" სისტემის ბომბდამშენის ჩამოგდება!

"კადიროვცებს" კაცი რას მოსთხოვს - 3-კლასიანი განათლების გენერალი ხელმძღვანელობდა ამ "სამხედრო ოპერაციას"!

ბირთვული ფიზიკოსების საერთაშორისო ერთობამ მაშინვე გააკეთა შესაბამისი ანალიზი - არავითარი საშიშროება ამ ვანდალური აქტს ვერ მოჰყვება, მხოლოდ ერთი კი დამტკიცდა უეჭველად - გაუნათლებელი ადამიანების სიბრიყვეს საზღვარი არა აქვს : პუტინ- კადიროვის სიჩლუნგე და სტრატეგოსობა მართლაც სატირალია!

მოკლედ - იოდით თუ რაღაც შინნახადი წამლებით საყლაპავი მილი არ დაიწვათ- ეს უფრო რეალური საშიშროებაა აეს აფეთქებაზე!

სრულად

SWIFT

თუთიყუშივით ერთდაიმავეს რომ იმეორებენ : არ გვინდა მესამე მსოფლიო ომი!

თითქოსდა ეს პატარა ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, მოლდოვა, საქართველო დღედაღამ ამაზე ოცნებობენ!

უკრაინის "მსხვერპლთშეწირვა" ამას ააცილებს "ბებერ ევროპას" და ამერიკას?

პირიქით ხომ არ მოხდება - "გამარჯვებულ" რუსეთს მერე სხვას მიუგდებთ და ასე აიცილებთ მესამე მსოფლიო ომს?

ქართული ანდაზა -

"ერთი ბარტყი გადმომიგდე..." -ამათზეა ზედგამოჭრილი!

მორალისტები და დასავლეთის უაზროდ გამპრავებლები - მალე ალბათ პრეზიდენტ ზელენსკის დასწამებენ "გაუწონასწორებელდა ზედმეტად აგრესიულ პოლიტიკას" - აბა, თქვენ იცით - "რუსი ლტოლვილების" მიღება არავინ დაგასწროთ!

ისე, შეკითხვისთვის:

იმ "ჯოჯოხეთური სანქციების" რა ისმის - დაეძინა პატრონივით?

12 მარტს რომ შევა რუსული საბანკო სისტემის SWIFT -დან ჩახსნის გადაწყვეტილება - მანამდე უკრაინაში რამდენი ათასი მშვიდობიანი მოქალაქე, განსაკუთრებით ბავშვები, შეეწირება რუსულ რაკეტებს, ბომბებს, რეაქტიული თუ ჩვეულებრივი არტილერიის ჭურვებს - ეს თუ დათვალეთ?

დათვლა, მიმატება, გამრავლება ნამდვილად არ გეშლებათ - როცა საქმე დოლარს ან ეუროს ეხება, ხოლო სხვა ქვეყნების ათიათასობით მოქალაქის სიცოცხლეს სხვა არითმეტიკა სჭირდება?

თავიდან ბოლომდე ვუსმინე მებრძოლი უკრაინის ახალგაზრდა და მამაცი პრეზიდენტის პრესკონფერენციას - მეტი ადამიანმა რა უნდა თქვას, რა სიგნალები თუ გზავნილები უნდა გაგიგზავნოთ - ბევრი "ლიდერი" არც ისე ლამაზად იკითხებოდით მისი გამოსვლის ქვეტექსტებში!

სრულად

„რუსეთი უახლოვდება თავის დასასრულს“

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ჯგუბურია დარწმუნებულია, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. როგორც ჯგუბურია  CNews-თან საუბარში აცხადებს, ამ ომმა ანტირუსული კოალიციის შექმნა დააჩქარა. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი დასასრულისკენ მიექანება.

"უკრაინას ორი სახელმწიფო დაესხა თავს: რუსეთი და ბელარუსი. უკრაინამ დაიწყო თავდაცვითი ომი _ არავითარი პანიკა, არმია იბრძვის! NATO იწყებს საგანგებო სხდომას. დაიწყო საერთაშორისო „ანტიპუტინისტური-ანტირუსული კოალიციის შექმნა.

პუტინის ულტიმატუმმა კაპიტულაციის შესახებ პირიქით იმოქმედა _  უკრაინა უფრო შეიკრა აგრესორების წინააღმდეგ. ვუყურებ პირდაპირ ჩართვებს უკრაინიდან _ არმიას ყოველ წამს ემატებიან მოხალისეები - უკვე მთელი უკრაინა ლაპარაკობს არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობაზე, არამედ სრულ პარტიზანულ ბრძოლაზე!

უკრაინა ამ ომს არ წააგებს, ხოლო  რუსეთი უახლოვდება მის დასასრულს: Russian delenda est!," - განაცხადა CNews-თან საუბარში ჯგუბურიამ.

სრულად

ევგენი კისელიოვი

ევგენი კისელიოვი (უკრაინელი ჟურნალისტი, УКРАИНА 24):

ომის პერიოდში არ არსებობს არავითარი "ობიექტური ჟურნალისტი", რეალურად ობიექტურია "სუბიექტური" ჟურნალისტი, რომელიც ფაქტებს შეულამაზებლად და პირდაპირ აშუქებს!

"ობიექტურობა" უმეტესად ფაქტების დოზირებაა, ხშირად მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა, შელამაზება და აგრესორის და მსხვერპლის უფლებების ხელოვნური გათანაბრება.

გამოდის, რომ ქართველი ჟურნალისტების აბსოლუტური უმრავლესობა "ობიექტურია", ხოლო "სუბიექტური" ჟურნალისტები გაცილებით ცოტაა - ხელისუფლების და

მისი ყველა მასტის და ჯურის მხარდამჭერების მიერ "ოპოზიციურ - პარტიულ აქტივისტებად" შერაცხული.

სულაც რამოდენიმე ასეთს თუ ვიცნობთ...

და ბოლოს - ევგენი კისელიოვი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა თავისუფალი ტელეჟურნალისტიკის "მეტრია" - პირველი საბჭოთა და შემდეგ რუსული თავისუფალი ტელევიზიის (НТВ) ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი მის განადგურებამდე, ხოლო 2008 წლიდან, უკრაინაში გადასვლის შემდეგ - უკრაინელი ჟურნალისტია. თანამედროვე რუსი პროპაგანდისტი და "დამოუკიდებელი" ჟურნალისტების სრული ანტიპოდი - მისი განსაზღვრებით რეალურად

"სუბიექტური" ჟურნალისტია!

ეს განსაზღვრება იმავდროულად ზუსტად შეესაბამება დღევანდელი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს:

- ღიად რუსეთუმეები;

- ფარული რუსეთუმე - კომფორმისტები;

- კონსტრუქციული ოპოზიცია;

- ლიბერალურ - პოლიტკორექტული, სალონური "შუაშისტები",

და ბოლოს:

- "შეურიგებელი" ოპოზიცია- ახლა მოდაში შემოსული "ომის პარტია".

აქედან მხოლოდ ბოლოა "სუბიექტური", ანუ რეალურად პატრიოტი მოქალაქეების ერთიანობა.

ასე გამოდის.

 

სრულად

მარიუპოლი-ХХI საუკუნის სამხედრო ლეგენდა

რუს ბოლშევიკებს, განსაკუთრებით სტალინს, უყვარდათ "პროპაგანდისტული გმირების ან ობიექტების" შექმნა - მეორე მსოფლიო ომის ასეთი კოლექტიური გმირობის საბჭოთა მაგალითი იყო ბრესტის ციხე - სიმაგრე.

სინამდვილეში ბრესტზე უფრო მნიშვნელოვანი გმირობის მაგალითი იყო ლიბავის (ლიეპაია, ლატვია) გარნიზონი, რომლიც სრულად გარშემორტყმული და არც ისე სოლიდარულ გარემოში (ერთი წლის წინ დაპყრობილი ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე) ჩარჩენილი სამხედრო ბაზა(საზღვაო) ორმოც დღეზე მეტხანს აგრძელებდა წინააღმდეგობას - საერთოდ, იმ ბრძოლის არცერთი ცოცხალი მოწმე არ გადარჩენილა - მთელი გარნიზონი "უგზო- უკვლოდ დაკარგულად" გაფორმდა საბჭოთა სამხედრო არქივებში!

ბრესტი 1939 წლის საბჭოეთის, პირადად სტალინის, სირცხვილის სინონიმი იყო - პოლონეთისგან ვერაგულად მიტაცებულ სამხედრო ქალაქში 1939 წლის 30 სექტემბერს პოლონეთზე გამარჯვების აღსანიშნავად "წითელი არმიის" და გერმანული ვერმახტის ერთობლივი სამხედრო პარადი ჩატარდა სახელგანთქმული გერმანელი გენერლის გუდერიანის და ასევე ესპანეთის სამხედრო "ინტერნაციონალური მისიის" გმირის, კორპუსის მეთაურ კლიმოვის ერთობლივი ხელმძღვანელობით.

შემდგომში, ამ "იდეოლოგიური ჩავარდნის" გადაფარვას მოჰყვა საბჭოთა სამამულო ომის პერიოდის ბრესტის ციხე - სიმაგრის გმირობის გაფეტიშება - ის მართლაც გმირობის მაგალითი იყო, მაგრამ არა პირველი და აღმატებული!

მარიუპოლი ჩვენი, ყველასი, მთელი პლანეტის, ყოველდღიურობის ტკივილი და სიამაყეა - სრულად ალყაში მოქცეული, ათჯერ აღმატებული რაშისტ - ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლი გაუტეხელი უკრაინელი კიბორგები: "აზოვი", საზღვაო - ქვეითები, მესაზღვრეები, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი "კორდი", საპატრულო პოლიციის სპეცრაზმი უკვე 74 - ე დღეა მარიუპოლის "რკინის ჯარისკაცებად" იქცნენ!

თანამედროვე ომების ისტორიას ანალოგიური მაგალითი არ გააჩნია და ამას საერთაშორისო გაფრთხილება და დაფასება სჭირდება:

პლანეტამ მარიუპოლის გარნიზონი უნდა გადაარჩინოს - ეს თავისუფალი და სამართლიანი ადამიანების ღირსების საქმეა!

#მარიუპოლისგარნიზონისგადასარჩენად

 

სრულად

რეტროგრადია, ანუ "ხალხი" პროგრესის წინააღმდეგ

საერთოდ ცნობილი ფაქტია - რეტროგრადებისთვის ყველაზე "ერთგული" მომხრეები უსწავლელი, გაუნათლებელი, უბირი მასაა!

ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი რომანი "ოთხმოცდაცამეტი წელი" ამის სრული ასახვაა - აბა, ვანდეის გლეხებს ასე რატომ აღელვებდათ მეფე - ლუი (ლუდოვიკო ) XVI ბედი?

იმ მეფის, რომელიც საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებას ავსტრიელების და პრუსიელების, გარეშე დამპყრობლების ხელით, ცდილობდა.

აჯანყებული გლეხები ფრანგი დიდგვაროვნების გვერდით

თავგამოდებით და გაშმაგებით ებრძოდნენ საფრანგეთის "დიდ რევოლუციას" - პროგრესის, რესპუბლიკის წინააღმდეგ - სამეფოს აღდგენისათვის იბრძოდნენ!

ქართული მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი დღეს ასეთივე გაშმაგებით იბრძვის ივანიშვილის კაპიტალის გადარჩენისთვის, "ქართული ოცნების" პარტიული ელიტის და არსებული პლუტოკრატიის დასაცავად - ასევე მზადაა მმართველი ოლიგოპოლიის იდეური თუ ფიზიკური მოკავშირის, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების დასაცავად!

რესტავრაციის მეორე და მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო, არის და ალბათ ასეთად დარჩება ეკლესია - ყველაზე რეაქციული ძალა პროგრესის გზაზე, "ხალხთან" ორგანულად და მენტალურად ყველაზე ახლო მდგომი ინსტიტუცია, რომელიც "იმ თუ ამ დროშიც" ყველასთან, ოკუპანტთთანაც, უყოყმანოდ ითანამშრომლებ(და)ს საკუთარი ეკონომიკური ინტერესების - პარაზიტული ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის!

პროგრესი არასდროს, არსად და არც ერთ ვითარებაში არ ყოფილა "ხალხის ფართო მასების" შემოქმედების ნაყოფი - ის ყველგან და ყოველთვის "გიჟი, ალტრუისტი და უკომპრომისო" უმცირესობის ბრძოლის შედეგია!

 

სრულად

ბელარუსიის შესახებ

ქვეყანა, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის საკითხების განსახილველად ბოლო სამ თვეში არც ერთ მის ევროპულ კოლეგას არ შეხვედრია (მხოლოდ წილკნიდან "დაუმესიჯა" მსოფლიოს), ქვეყნის ელჩები ევროპის მთავარ დედაქალაქებში არც კი გამოჩენილან შესაბამისი განცხადებებით, ქვეყნის მთავრობა და პრეზიდენტი ერთმანეთს აბრალებენ უმოქმედობას - ევროპის კავშირში როგორ და რა გზით უნდა მოხვედრიყო?

იმ "სისხლიანი ცხრა წლის" რეფორმებმა არსებული ათწლიანი მმართველობით ევროპამდე ინერციით მოგვაგორეს - მაგრამ მეტი ვერ შესძლო!

ქოცობისთვის სანუკვარი "Остановка Россия" კი უკვე მყარად გამოჩნდა!

ამისთვის იბრძოლა გასული 32 წელი საქართველოს სახელმწიფომ?

ბელარუსს ამისთვის არცერთი ბრძოლა არ გადაუტანია - კი არის "ჩვენზე წინ" - რუსეთთან სამოკავშირეო სახელმწიფოც კი შექმნა...

სრულად

ფრიდრიხ ვილჰელმი

საინტერესო ისტორიაა:

ამ ჭადარზე პატარა ფრიდრიხ ვილჰელმ პრუსიელს - გერმანიის მომავალ იმპერატორ კაიზერ ვილჰელმ II - ს უყვარდაო ძრომიალი!

ეს იყო მე-19 საუკუნის 70-იან წლებში - დაახლოებით 150 წლის წინ...

არც გერმანიის იმპერია არსებობს, არც ვილჰელმის სამშობლო - აღმოსავლეთ პრუსია ეკუთვნის გერმანიას, KONIGSBERG, დღეს რუსეთის ფედერაციის კალინინგრადის ოლქად წოდებული, "ისტორიული რუსული მიწა" აღმოჩნდა, ხოლო ეს ჭადარი გერმანელ იმპერატორთა საყვარელ დასასვენებელ ადგილას, ბადენ - ბადენში, უფრო საფრანგეთის საზღვართან, დღემდე ჯანსაღად კი დგას!

კიდევ კარგი, რუსები იქამდე ვერ ჩავიდნენ, თორემ ხეს ხომ ნამდვილად მოჭრიდნენ - აბა, მონღოლური წესის თანახმად (სტეპების კანონის მიხედვით), ამ სიდიდის ხეს დედამიწაზე რა ესაქმება?!

"მოსუფთავებული" ტერიტორიაა მთავარი...

სრულად

"ადამიანის უფლებები და მისი სასურსათო უზრუნველყოფის დაცვა"

შესანიშნავმა დიპლომატმა, იურისტმა და უფლებადამცველმა, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ქომაგმა საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში ირაკლი გივიაშვილმა საკუთარი ხუთწლიანი მოღვაწეობა სტრასბურგში ფუნდამენტური ნაშრომით - "ადამიანის უფლებები და მისი სასურსათო უზრუნველყოფის დაცვა"

( პირობითი ქართული დასახელება) დააგვირგვინა.

ადამიანის უფლებების დაცვა აღნიშნული მიმართულებით დღევანდელი სამყაროს ერთ- ერთი ძირითად საქმიანობად იქნა აღიარებული.

წარმატებები ბატონ ირაკლის მის მომავალ სამსახურში!

სრულად

უკრაინა

უკრაინამ ოთხ თვეში შეუძლებელი შესძლო: ომში არც რუსეთს დაუთმო და საკუთარ თავიც მსოფლიოს ელიტაში შეიყვანა!

ჩვენმა ბედოვლათებმა საკუთარი მმართველობის ათ წელიწადში იმ "სისხლიანი ცხრა წლის" დემოკრატიული მონაპოვრებიც ვერ შეინარჩუნეს და "ომი გინდათ?" დემაგოგიით ეშაფოტისკენ მიმავალ გზას შეუდგნენ - ამათ ჩვენ კი არა, თვით "კოლექტიური დასავლეთი" არ აპატიებს ამ თავხედობას - ორიათასიანი წლების "აღმოსავლეთ პარტნიორობის" დემოკრატიული გარდაქმნების რეგიონალური ლიდერი პრორუსულ "პატარა სოფლად" აქციეს, თანაც სოფლურ - ვირეშმაკული მეთოდებით ევროპის დაშანტაჟება მოინდომეს.

უკრაინამ საკუთარი შუპოვრობით ევროპის კავშირი "წელში გადატეხა" - ფაქტიურად პრორუსულად განწყობილი საფრანგეთის, გერმანიის, უნგრეთის და კიდევ ზოგიერთი ევროპელი ლიდერებიც დღეს მის უპირობო მხარდამჭერებად აქცია, ხოლო საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ოპონენტები კი არა, საკუთარი ისტორიული მეგობრებიც - პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთიც მოიმდურა და მხარხამჭერ ევროპარლამენტარებს "კრიმინალები" ეძახა, ხოლო მებრძოლი უკრაინის მთელი პოლიტელიტა სამუდამოდ მოიმდურა, კაპიტალურად!

გასული ათწლეულის ფაქტიურად უიმედო მოლდოვამ ერთი გონივრული გადაწყვეტილებით, უფრო სწორედ ბოლო ორი წლის ერთადერთმა გონივრულმა არჩევანმა - პროგრესულმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ არსებული "შესაძლებლობების ფანჯარა" მაქსიმალურად გამოიყენა და დღეიდან მისი სახელმწიფო დროშაც ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით იფრიალებს!

ჩვენი "გონივრული არჩევანიც" ზუსტად რომ ბოლო ათწლეულის საქართველოს განვითარების შესაბამისი იყო - საფრანგეთის მოქალაქე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინტენსიურად ცდილობდა პოლიტიკური პროცესების "ჩაქრობას" საკუთარი ფსევდონოვატორული საეჭვო ინიციატივებით თუ ევროპული სტანდარტების სრული იგნორირებით.

დღეს ყველა ანალიტიკოსი ერთხმად აღნიშნავდა უკრაინის დიპლომატიის უდიდეს ძალისხმევას საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში, რასაც საქართველო საერთოდ მოკლებული იყო ერთი მარტივი მიზეზის გამო - ეს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ბერკეტი ერთმა "ბრძენმა" საერთოდ უფუნქციოდ აქცია და ბოლოს ქვეყნის მთავარი დიპლომატი მხოლოდ ლოკოკინების "ცეხის" პრომოუშენით იყო დაკავებული.

მოკლედ - ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარი კი არ გვითხრეს, არამედ ჩვენი დიდი მცდელობა დააკმაყოფილეს - ხელისუფლებას ექვსი თვით "პატარა სოფლის" ბოქაულად დარჩენის უფლება დაუტოვეს, გარკვეული პირობით...

სრულად

შავი არქეოლოგია

დოკუმენტური კრებულის "შავი არქეოლოგია" ოკუპირებულ აფხაზეთში" სარედაქციო საბჭო:

ლევან ბარბაქაძე(დიზაინი, ბეჭდვა), ზურაბ ჯგუბურია (მთ.რედაქტორ - გამომცემელი), ბაბილინა ბულისკერია, რიტა ცინდელიანი, ნანა შამუგია (ტექნ.რედაქტორები).

გამომცემლობა შპს"ფორმა", თბილისი, 27.06.2022წ.

კრებულის გამოცემაში მონაწილეობდნენ:

მხატვარი - ნუგზარ მგალობლიშვილი,

კონსულტანტი - ჯემალ გამახარია,

რედაქტორები:

მარიამ კვესელავა - Fr.

ოლღა ქავთარია - Русск.

ნინი სამსეიშვილი - En.

ესაა "ქართული საქმე"!

სრულად

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი

 

ამათ (NATO) ომი უნდათ?

რუსეთმა მაგრად დაიქადნა - NATO აღმოსავლეთით გაფართოებას არ დავუშვებო და 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა!

შეიჭრა და "კარგი ჩიტიც" დაიჭირა:

- ტოტალური სანქციების ქვეშ აღმოჩნდა მისი ეკონომიკა და საფინანსო სექტორი;

- ნეიტრალურმა შვეციამ და ფინეთმა განაცხადი შეიტანეს NATO -ში გაწევრიანებაზე და ალბათ უახლოეს მომავალში ალიანსის წევრები გახდებიან - NATO "არგაფართოება" კი არა, ალიანსი ლამის პეტერბურგის გარეუბნებში დაბანაკდება;

- დღეს, 27 ივნისს, ხვინდელი NATO მადრიდის სამიტის წინ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO მნიშვნელოვნად გაზრდის მის მონაწილეობას "აღმოსავლეთის ფლანგზე", ე.ი. რუსეთ- ბელარუსის საზღვრების გასწვრივ და NATO "სწრაფი რეაგირების" ძალების რაოდენობას 40 ათასიდან 300 000 ჯარისკაცამდე გაზრდის!

ასევე, და უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის:

"ალიანსი პირობას დებს გაუზარდოს მხარდაჭერა საქართველოს და მის ტერიტორიაზე ჩაატაროს მეტი სამხედრო წვრთნები"!

ესეც ასე - "ომი გინდათ" დემაგოგიური რიტორიკის მიმდევრებს:

ომო არავის არ უნდა - ომი უკრაინაში რუსეთმა დაიწყო ზუსტად რომ დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ და ახლა საკადრის პასუხს ღებულობს -

RUSSIA DELENDA EST !

ეს "კოლექტიური დასავლეთის" გადაწყვეტილებაა და ამას უკვე ვერაფერი შეაჩერებს!

ჩვენც დემოკრატიული სამყაროს ნაწილი ვართ და "რუსულ სივრცეში" ვერავინ ვერ შეგვათრევს!

ჩვენი ადგილი გაერთიანებულ ევროპაშია - ეს ჩვენი მოქალაქეების სახალხო ნება და ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულებაა!

სრულად

ამერიკის შეერთებული შტატები

აი, როგორი წარმატებულია დასავლური სამხედრო - სამრეწველო კომპლექსი:

სულაც ოთხი HIMERS და რამდენიმე ათეული 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო სისტემა უკრაინელებს უკვე საშუალებას აძლევს ორკებზე სერიოზული სამხედრო შეტევები მიიტანონ!

ახლახან აშშ პრეზიდენტის მიერ გაცხადებული სამხედრო დახმარების ახალი პარტია(მარტო 600 -ზე მეტი ტანკი, 500 საარტილერიო სისტემა და ათეული HIMARS) ღორებს სად შერეკავს?

მოკლედ - უკვე დადგა თანამედროვე "რუსული ურდოს" დასასრულის დასაწყისი...

"ყველაფერი თავის საწყისს უბრუნდება" - პეტრე I (ბასტარდი ბაგრატიონის) მიერ შექმნილი იმპერია თავის პირველწყაროს- მოსკოვიას უნდა დაუბრუნდეს!

თვითონაც მოისვენებენ და გარშემომყოფნიც მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდებიან - სამი საუკუნეა "ოქროს ურდოს" სამართალმემკვიდრის - რუსეთის იმპერიის აჩრდილი ევრაზიაში დაძრწის - დაიღალა მსოფლიო!

სრულად

შავი არქეოლოგია

დავამთავრეთ "შავი არქეოლოგია" ოკუპირებულ აფხაზეთში" დოკუმენტური 4-ენოვანი კრებულის გამოცემა და დაინტერესებული უწყებებებისთვის, დიპლომატიური კორპუსისა და კოლეგა -პოლიტიკოსებისთვის გაგზავნაც!

მადლობა კრებულის სარედაქციო საბჭოს:
ნუგზარ მგალობლიშვილს, ჯემალ გამახარიას, ოლღა ქავთარიას, მარიამ კვესელავას, ნინი სამსეიშვილს, დათო ჟვანიას, ნანა შამუგიას, ბაბი ბულისკერიას, რიტა ცინდელიანს, ლევან ბარბაქაძეს(შპს ltdforma)!

სრულად

ბელარუსული პარადოქსები და ქართული სინამდვილე

ლუკაშკას "თათბირები" ბრეჟნევის "ზასტოის ეპოქასაც" კი ვერ უტოლდება - ამდენი "ჩუგუნნი" სახე ერთად სად მოაგროვეს, ან მთავრობის წევრების "კუთხეში დაყენება" და მათი მხრიდან თავის მართლების რიტუალი ნამდვილად ცარისტული რუსეთის ბატონყმობის ეპოქის თანამედროვე რემეიქია!

კიდევ ერთი - როგორი საყურებელია ბლოკნოტებში თავჩარგული მინისტრები, გენერლები, რომლებიც საოცარი გულმოდგინებით "აკონსპექტებენ" ამ გაუნათლებელი კოლხოზნიკის გამონათქვამებს!

მოკლედ, რა გინდა - ამ რეალურ "ბარანებს" გულმოწყალე, ლიბერალურმა ევროპამ ბოლო შვიდი წელიწადში ორი ნობელი "გამოუწერა", ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთ, მსოფლიო დონის ინსტიტუციონალური და ანტიკორუფციული რეფორმების ავტორს, პუტინის ფაშისტურ რუსეთთან მებრძოლ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ან უკანონოდ დაპატიმრებული ოპოზიციური, ეროვნული მნიშვნელობის ტელევიზიის დირექტორს ნიკა გვარამიას ერთი ღონიერი სიტყვა ბოლომდე ვერ შეაწია - რაღაც ირეალურ სამყაროში იგრძნობს ადამიანი თავს...

საერთაშორისო კლასის ქართულ კულტურას, მეცნიერებას თუ ხელოვნებას გაზიარებული ევროპა, მის დამსახურებას ზოგადსაკაცობრიო ზოგადსაკაცობრიო, ქრისტიანული მსოფლმხედველობის ისტორიულ - კულტურული განვითარების სფეროში ნუთუ ბელარუსის დონის შეფასებაც არ ეკუთვნის - ის "კოლხოზი" პოტენციური ევროპაა და ჩვენ კი მუდმივად "განვითარებადი" პოსტსაბჭოთა პერიფერია?

არა, ევროპის მიმართ ქართველს წყენა კი არა, მოწონება და პატივისცემა ახასიათებს, მაგრამ მუდმივ "პერსპექტიულ მოზარდად" ყოფნა რუსეთს ჩვენზე მისეული პოლიტიკური კორელაციის იმედს და სურვილს უმყარებს, რის მაგალითსაც შინაგანად დემოკრატიული და ტოლერანტული საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს ასე მძიმედ განიცდის...

ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ იქვე არსებობენ აბსოლუტური ფასეულობები - ეროვნული იდენტობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ასეულწლიანი ეტაპები, რაც ერებს უფრო საპატივცემულოდ და გამორჩეულად წარმოაჩენს - ჩვენც ზუსტად ამ "ჯილდოს" ვთხოვთ ცივილიზებულ სამყაროს, ვთხოვთ - კი არ ვითხოვთ!

ისე, კუთვნილის მოთხოვნაც არაა ცუდი ტონი, მითუმეტეს დემოკრატიული სამყაროს სინამდვილეში.

სრულად

რუსეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ

რუსეთის/სსრკ საგარეო პოლიტიკა მუდამ ეფუძნებოდა ერთ მთავარ პრინციპს :

შეექმნა საერთაშორისო სამხედრო ფეთქებადი სიტუაცია - კრიზისი შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზე და შემდგომში "მოლაპარაკებების" გზით მიეღო მისთვის მაქსიმალურად მისაღები პირობები!

ღორი ბიოლოგიურად ყველაზე უფრო განვითარებული ცხოველია, მაგრამ ერთი თვისება - ყველა შემთხვევაში განაგრძოს მოძრაობა უკვე აღებული გეზით, მიმართულებით (ქართველი მძღოლებისთვის ნაცნობი სიტიუაციაა!) ღუპავს მას, ან სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთ.

ევროპელებმა, განსაკუთრებით მათთან "კონტაქტში" (ომის თუ მშვიდობის პერიოდებში) ყველაზე ხშირად მყოფმა გერმანცებმა, რუსნიას ხომ schwein - შვაინ უწოდეს!

ასეცაა - ბოლო ასწლეულების "ტონა დამატებით" მაგალითები, მაგრამ უკრაინასთან ომმა მთელ სამყაროს სრულად დაანახა სვინოსობაკების სრული სახე:

"დონბასის დაცვის" საბაბით კიევის(!), ანუ უკრაინის დაპყრობის მიზანი, მაგრამ მიზნის ჩავარდნის შემდეგ ყველაფერი ღორულ სტილში : დაწყებული "მებრძოლი კოღოებით თუ ბატებით", გაგრძელებული ევროპის "გაყინვის"თუ ბირთვული იარაღის გამოყენების შანტაჟით და ბოლოს - მსოფლიოს საკვები პროდუქტების, განსაკუთრებით ხორბლის, ტოტალური დეფიციტის პირობებში პლანეტის ყველაზე ღარიბ ქვეყნებში

(და ასეთია აფრიკა -აზიის უმეტესი სახელმწიფოები) "შიმშილის არეულობების" პროვოცირება უკრაინასთან "სამშვიდობო მოლაპარაკებების" საერთაშორისო უპირატესი განწყობის შექმის მიზნით!

"სამშვიდობო მოლაპარაკებები" ზოგადად კარგია, მაგრამ ღორების ენაზე ეს სულ სხვა დატვირთვის მატარებელია - უკრაინამ მაქსიმუმ კაპიტულაცია უნდა გამოაცხადოს, ან მინიმუმ უნდა დააკმაყოფილოს ურდოს სურვილი მისი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აგრესორისათვის გადაცემის შესახებ!

რა "კეთილშობილია" პუტლერი და მისი უახლოესი გარემოცვა - გაზის და ნავთობის, არც ბირთვული რაკეტების თემამ "კოლექტიური დასავლეთი" ვერ დააშინა, არც უკრაინამ დაყარა იარაღი (პირიქით კი ხდება), მაგრამ "დამშეული კონტინენტების" ასეულობით მილიონი მოსახლეობისთვის "ჰუმანიტარული დახმარების" კეთილშობილური საბაბით უკრაინამ საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი რომ თქვას, რა პრობლემაა?

მოკლედ,

დიდი ჭკუა - გონებით თუ პროგრესული იდეებით რუსნია არც ერთ პერიოდში არ გამოირჩეოდა, მაგრამ ბოლოს, "ორი ჯუჯას" მმართველობის დროს, მთლად ასტრალში გადაბარგდნენ - ევროპისთვის გაზის, ნავთობის ხელოვნური დეფიციტის, ბირთვული იარაღის გამოყენების თუ სასურსათო კრიზისის მუქარით, შიზოიდი კადიროვ - მზარეული პრიგოჟინის "სტრატეგიით" უკრაინის დაპყრობის მიზანს არაფრით არ ეშვებიან: "უკრაინაში ომი ჩვენ არ დაგვიწყია" - განაცხადა რუსნიას ცხენისთავა, ბასტარდმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერიოჟა ლავროვ - კალანტაროვმა!

ვისაც ეს ბოდვა გჯერათ - დაიჯერეთ, ხოლო ჩვენ, ნორმალური და ადექვატური მოქალაქეები - გაგვატარეთ :

საღორეში თუ ღორებთან თანაცხოვრება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია - გვჯერა, რომ უკრაინა და მისი მოკავშირე "კოლექტიური დასავლეთი" გაიმარჯვებენ და უახლოეს დროში მსოფლიოს წამყვანი მედია - საშუალებები მთელი პლანეტის გასაგონად კიევიდან გადასცემენ:

Доброго вечора, Ми з Украiни!

სრულად

აფხაზეთი და სამაჩაბლო - საქართველოა!

2022 წლის 5 დეკემბერს პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრში შედგა მეტად საჭირო და საინტერესო შეხვედრა "ოკუპირებულ აფხაზეთში ისტორიულ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ღონისძიებების მიზნით".

ჩეხეთის მხარეს წარმოადგენდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში, დოქტორი პეტრ ჰნიზდო(PhDr. Petr Hnizdo), სამინისტროს კულტურული ძეგლების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მაგდა ნემცოვა(PhDr. Magda Nemcova), სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სპეციალისტი ზუზანა იანდლოვა(Zuzana Jandlova) და შეხვედრის ორგანიზატორი, ჩვენი დიდი მეგობარი იოზეფ ჩერმაკი (Ing. Josef Čermák ).

ჩვენგან წარდგენილი დოკუმენტურ - საინფორმაციო მასალები(კრებულები) :

"აფხაზეთის ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობა" -4 ენაზე,

"ოკუპირებული აფხაზეთი -25" - 4 ენაზე, ინგლისურენოვანი "აფხაზეთის მოკლე ისტორია" (პროფესორები: ჯ.გამახარია, ლ.ახალაძე) და სულ ახლახან გამოცემული "შავი არქეოლოგია ოკუპირებულ აფხაზეთში" - 4 ენოვანი - მართლაც შთამბეჭდავი და ფასეული ნაშრომებია - ჩეხური მხარე სერიოზული, დიდი შთაბეჭდილებებით დატვირთული დარჩა!

ასევე - ჩეხურ მხარეს გადავეცი პრაღაში, ემიგრაციის პირობებში (1921-1939წ.წ.) დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის საცხოვრებელი სახლის ფასადზე დასამონტაჟებელი ბარილიეფის მაკეტები(მემორიალური დაფა აღნიშნულ მისამართზე ჯერ კიდევ 2014 წელს გაკეთდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების და ბ-ნ იოზეფ ჩერმაკის დიდი დახმარებით).

მთავარი კითხვა ჩეხი მეგობრებისგან:

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებში (UNESCO, IKOM - IKOMOS, ევროსაბჭო,...) ამ მასალებზე რა პასუხებს ღებულობსო?

"დიპლომატიურად" პასუხს თავი ავარიდე ...

ბოლოს - ჩეხურ მხარეს გადავეცით იმ პრობლემური საკითხების ნუსხა (ინგლისურ ენაზე), რომელთა რეალიზაცია ჩვენი ჭეშმარიტი მეგობრების მცდელობით თავიდან აგვაცილებს დე-ფაქტო აფხაზეთში ათეულობით საუკუნეების მანძილზე ქართველების ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ძეგლების, მასალების განადგურებას, აფხაზეთში ქართული იდენტობის ამსახველი ფაქტების სრულ გაქრობას!

ჩვენ არაფერს არ დავთმობთ :

აფხაზეთი და სამაჩაბლო - საქართველოა!

სრულად

რუსეთმა ფაქტიურად თვითონვე ამოქოლა "ფანჯარა ევროპისკენ"!

სახელმწიფო მხოლოდ რაოდენობრივად დიდი არმიით, პოტენციურად მნიშვნელოვანი რესურსებით თუ "გამოწრთობილი" სახელმწიფო პროპაგანდით ვერ გახდება ზე-სახელმწიფო, თუ მის გეოპოლიტიკური და ნაციონალური ინტერესები არაა მსოფლიო დონეზე დაბალანსებული.

ასე ემართება რუსეთს, რომელსაც რამოდენიმე "პატარა" სახელმწიფომ შეუძლია საერთოდ დაუკარგოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

რუსეთის მრავალსაუკუნოვანი მცდელობა მსოფლიო მნიშვნელობის ფაქტორად გადაქცევისთვის ორ პრინციპულ საკითხზე გადიოდა: "ფანჯარა" ევროპისკენ და სახმელეთო "კორიდორი" ახლო აღმოსავლეთისკენ, ხოლო შავი ზღვის "შიდა აუზად" გადაქცევა მისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გავლენის მექანიზმი უბრალოდ ვერასდროს ვერ გახდებოდა - სრუტეების(ბოსფორის, შემდეგ დარდანელი) ფლობის გარეშე ეს ფაქტი მხოლოდ "შიდა მოხმარების" საგნად დარჩებოდა.

უკრაინის ომმა რუსეთი არა რამოდენიმე ათეული წლით უკან დააბრუნა (უმთავრესად ეკონომიკაში და შემდეგ სამხედრო - პოლიტიკური გავლენის მხრივ), არამედ მისთვის უკვე წარმოიშვა ეგზისტენციალური საფრთხე დაუბრუნდეს ივანე მრისხანის მოსკოვიას პერიოდს - და არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის დაშლის პერსპექტივის გამო, არამედ მისი გეოპოლიტიკური, საერთაშორისო მნიშვნელობის მოთამაშის ტიტულის ფაქტიური დაკარგვის მიზეზით - ამას უკვე ბირთვული რაკეტებით და მონღოლური ურდოს მსგავსი მრავალმილიონიანი უწესრიგო და უსისტემო , ცუდად შეიარაღებული სამხედრო ძალებითაც ვერ დაიმკვიდრებს.

ევროპის "მცირე კოალიციის" - პოლონეთის, ესტონეთის ლიეტუვას და ლატვიის გეოპოლიტიკური სიტუაციით და მათი მაღალი ნაციონალური თვითშეგნება - გამბედაობით, ერთის მხრივ, უკრაინის მებრძოლი სულით და ნაციონალური ერთიანობით, ფინეთის და შვედეთის NATO-ში თითქმის შემდგარი გაწევრიანებით

რუსეთმა ფაქტიურად თვითონვე ამოქოლა "ფანჯარა ევროპისკენ"!

"სამხრეთის კორიდორის" და ასევე, "მცირე აბრეშუმის გზის", ანუ ჩინეთის მზარდი ეკონომიკური ინტერესების გასაღები უპირობოდ საქართველოა - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20% -ის ოკუპაცია ამ სურათს პრინციპულად ვერ ცვლის, რადგან აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის დროებითი ფლობა, ხოლო სრულიად უსაგნო და გეოპოლიტიკურად დაუტვირთავი "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" რა საერთაშორისო პრეფერენციებს აძლევს რუსეთს?

ფაქტიურად არაფერს - ქართველი კონფორმისტების ისტერიული განცხადება: "რუსული ტანკები თბილისიდან 40 კილომეტრში დგანანო" რა დიდი შეღავათია რუსეთისთვის (გარდა უდიდესი საერთაშორისო ზეწოლისა?) - რა, ქვეყანას, რომლის შეარაღებული ძალები მეორე (ჩვენი) ქვეყნის მთლიან მოსახლეობაზე მეტია, და რომელთაც ასეულობით კილომეტრი საერთო საზღვარი, ასევე სუფთა სამხედრო კომპონენტის ფარგლებში უდიდესი, ფაქტიურად თითქმის შეუსაბამო უპირატესობა გააჩნია, რა , თბილისს კრიტიკულ მომენტში ისედაც ვერ დაემუქრებოდა?

აქ მთავარი ჩვენი ნაციონალური ღირსების საკითხია, რომელიც გეოპოლიტიკურ ფაქტორებთან ( მდებარეობა, დასავლურ - ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია) თანხვედრის მომენტში რუსეთს საბოლოოდ, სამუდამოდ ჩაუკეტავდა ახლო აღმოსავლეთისკენ "სახმელეთო დერეფნის" გაკეთების ილუზიას!

ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია ჩვენზე პატარა სახელმწიფოებია - არც მათთვის ყოფილა გზა NATO- EU -სკენ ია - ვარდით მოფენილი, მაგრამ სამივე ნაცია მორალურად და მენტალურად ამისთვის მზად აღმოჩნდა - არ გამოუგონიათ რაღაც "არნახული სუვერენული დემოკრატიის" ახალი რეცეპტები, და არც "პატარა სოფლის" სახელმწიფოდ დარჩენას შეჰგუებიან - დღეს კი ეს ღირსეული ნაციები "უძლეველ და დიად რუსეთს" ლამის საკუთარ დღის წესრიგს უდგენენ!

მოკლედ - "დიდი სახელმწიფო" რომ მხოლოდ დიდი ტერიტორია, უთვალავი და ლამის შეფასებელი ბუნებრივი რესურსები, რაოდენობრივად დიდ არმია და მთლად საოცარი - ბირთვული იარაღის ფლობა არაა - ამას დღევანდელი პუტინისტური რუსეთის უღირსი, ფაშისტურ იდეოლოგიაზე დამყარებული "დიდი ტერიტორიის" საქციელი თვალნათლივ გვიჩვენებს!

მეორეს მხრივ შედარებით პატარა, ხშირად მცირე, მაგრამ ნაციონალური ღირსებით შემკული ქვეყნები სახელმწიფოებრივი მოქმედებების საოცარ სიახლეებს გვთავაზობენ - ის რაც დღევანდელ საქართველოს ყველაზე მეტად აკლია - ნაციონალური ღირსების და სიამაყის განცდა, ისტორიული მისიის შესრულება: ევროპა - აზიის დამაკავშირებელი "ახალი გზის" საკვანძო ქვეყნად ყოფნა!

სრულად

თავხედობა თუ გენეტიკური სიბრიყვე?

თავხედობა თუ გენეტიკური სიბრიყვე?

რფ სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, მართლაც ყოველმხრივ (ინტელექტი +განათლება, პოლიტიკური გამოცდილება, ჰაბიტუსი) "კოლხოზნიკმა" ვოლოდინმა ამერიკელ, ინგლისელ, გერმანელ, ფრანგ კანონმდებლებს (მისი აზრით - კოლეგებს) მოუწოდა არ მიაწოდონ უკრაინას თანამედროვე შემტევი იარაღი (რაკეტები, არტილერია, თვითმფრინავები, ტანკები), რაც ამ ბრიყვის აზრით, საპასუხოდ, რუსეთის "მაღალტექნოგიური იარაღით"(!) მათი სახელმწიფოების განადგურებას გამოიწვევს!

არა, სწორად ასე მიმართა: "რუსული მაღალტექნოლოგიური იარაღი", ანუ სტალინის დროინდელი სსრკ ჯართი ამ რეგვენს დღევანდელ მსოფლიოში მართლა მაღალტექნოგიური ნაწარმი რომ ჰგონია?

თუ ღორისტანს ასეთი ტექნიკური და ტექნოლოგიური უპირატესობა გააჩნია "კოლექტიური დასავლეთის" მიმართ, მაშინ საერთოდ რა აშფოთებს - რამოდენიმე ასეული დასავლური ტანკი, საარტერიო და სარაკეტო სისტემები, რამოდენიმე ათეული F-16(ისიც ჯერ მხოლოდ პერსექტივაში) ამისთანა "მაღალგანვითარებულ სამრეწველო ზე- სახელმწიფოს" რას დააკლებს?

დააკლებს კი არა, პირდაპირ დაასამარებს ამ კორუფციით, ნეპოტიზმით, გაუნათლებლობით და ბოლშევიკური იდეოლოგიით მართულ პუტინისტანს!

ზუსტად ამის შიშით შეპყრობილი კრემლის ერთ - ერთი მაღალჩინოსანი ვირთხა მსოფლიოს განადგურებით იმუქრება - კიევი ხომ აიღეს სამ დღეში, და ახლა ამ ბრიყვების აზრით ვაშინგტონის, ლონდონის, პარიზის თუ ბერლინის ჯერი დამდგარა!

იმდენად გაიხარეთ თქვენ ბოდვებში, სანამ "კოლექტიური დასავლეთი" რუსეთის ტექნოლოგიური უპირატესობით ვერ შეაშინოთ!

სრულად

მეგობრებო, ვინც კი იცნობთ "დემოკრატ" რუსებს, არ დაგვიმალოთ!

მეგობრებო, ვინც კი იცნობთ "დემოკრატ" რუსებს, არ დაგვიმალოთ!

წუხელ, 16/01/2023, FREEDOM UA კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში ეკითხება ამერიკული უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორს, ეთნიკურ რუსს, ქალბატონს:

"რამდენად ზუსტად მიგაჩნიათ პრეზიდენტ პუტინის შეფასება რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ?"

პასუხი იყო "ობიექტური და სამართლიანი":

- ყველაფერს სწორად ამბობდა...

- когда они на НАС санкций наложили ...(რუსულად უფრო "ჟღერადია")

აქ საკვანძო სიტყვებია : они- ანუ დასავლეთი,

на НАС - ანუ რუსეთს!

ეს საერთო რუსული ნარატივია - ყველგან, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ან საქმიანობდეს "რუსი ეროვნების" ადამიანი, ის მენტალურად მუდმივ "დერჟავნიკად", ანუ იმპერიალისტად რჩება!

ასე გაიზარდა, საუკუნეები ამას უნერგავდნენ - შედეგად ისტორიული მახსოვრობა მენტალურში გადავიდა!

სადმე სხვაგან თუ გაგიგიათ სიტყვათაწყობა : "собиратель земель - მიწების შემგროვებელი", ამ "საამაყო" ტიტულით იხსენიება უმეტესი რუსი მონარქი, დაწყებული ივანე მრისხანედან!

ჰო, მთავარი - რუსეთიდან ჩვენთან გამოპარულ რუს დეზერტირებს ყურადღება და მზრუნველობა არ მოაკლოთ - რა იცით, რა დავალებით ჩამოვიდნენ - იქნებ მომავალში გამოგადგეთ!

სრულად

ისტორია მეორდება - ისე ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლება სვერდლოვსკში (დღევანდელ ეკატერინბურგში) საევაკუაციოდ ემზადება!

ისტორია მეორდება - ისე ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლება სვერდლოვსკში

(დღევანდელ ეკატერინბურგში) საევაკუაციოდ ემზადება!

სტალინს როცა აღმერთებენ, და თანაც მეორე მსოფლიო ომში "გამარჯვებას" ვერ ელევიან, მაშინ იმდროინდელი საბჭოთა კავშირის გზაც ხომ უნდა გაიზიარონ?

ერთი პრობლემა უდგათ წინ - უკრაინასთან გამარჯვებას ახალი ამერიკულ - ბრიტანული "ლენდ- ლიზი" სჭირდება, ოღონდ ახლა როლები შეიცვალა - ანგლოსაქსებმა, და მთელმა პროგრესულმა დასავლეთმა, უკრაინის მხარე დაიჭირეს, თანაც ისე სერიოზულად, რომ პუტლერს და მის კამარილიას სვერდლოვსკ - ეკატერინბურგშიც მიაკითხავენ ჰააგაში წასაყვანად - ჰოლანდიური ციხე რუსებისთვის საკუთარი 5*-იანი სასტუმროს ტოლფასია!

ღმერთმა შეარგოთ, ოღონდ ლუკაშენკო და მეგობარი "ღრუზინები" არ დაგვიტოვონ გულნატკენად - ამათაც უყვართ ჰააგა!

რუსებისთვის (და მათი მეგობრებისთვის) გასაგებ ბანდიტურ ენაზე: a DIOS!

 

სრულად

ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა

კი გააფრთხილა თურმე ჯორჯ ბუშ- უმცროსმა ეს ბარაკი(ნუ, ობამა) - მაგრამ რა შეასმინა: ინდოეთი-მოკავშირეა, პაკისტანი - მტერი,

ირან - ჩრდ.კორეას საერთოდ არც დაელაპარაკოთო. დააკვირდით რუსეთს - სსრკ აღდგენა სურსო!

არ გაჰყოთ თავი ახლო აღმოსავლეთის და შუა აზიის მიწისზედა სამხედრო ოპერაციებშიო!

რაში არ ყოფილა ეს ადამიანი სწორი?

ჩვენი დიდი მეგობარი კი ნამდვილად იყო!

ბუში - კლინტონის "გადატვირთვის" უდღეურმა პოლიტიკამ კი მიიყვანა პლანეტა რუსეთის ყალბ წარმოდგენაზე მსოფლიოს ახალი მოწყობის შესახებ.

არადა ამ ბარაკას(!) ნობელის პრემია მიანიჭეს "მშვიდობის დაცვის დარგში"...

სრულად

"აბა, ომი გინდათ?"

"აბა, ომი გინდათ?" - რუსული "ჰიბრიდული ომის" ერთ-ერთი მთავარი მესიჯია, რაც "თარგმანში" ნიშნავს - მაშინ ჩემთან მოგიწევთ ომი!

ამ სლოგანით აცხოვრა ევროპის შუაგულში დიქტატორმა ლუკაშკამ საკუთარი სახელმწიფო -ბელარუსი და დღეისთვის ეს მართლაც ერთ დროს შედარებით განვითარებული საბჭოთა რესპუბლიკა მისი მმართველობის 29 წელიწადში(!) რუსეთის სრულ კოლონიად აქცია, პირდაპირი გაგებით: რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურ დამოკიდებულებას ამ დღეებში ზედ ეკონომიკური დამორჩილებაც დაუმატა - მისი საერთაშორისო საშუალო დონის სამრეწველო პოტენციალი მთლიანად რუსეთის სამხედრო- სამრეწველო კომპლექსს დაუმორჩილა, წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი ვალების გამო!

ამ "გზაზე" მოძრაობდა ჩვენი მეზობელი სომხეთიც, რომლის სანიმუშო განვითარება(!) მისაბაძი იყო საქართველოს ყოფილი პრემიერ ივანიშვილისთვის, და ალბათ ახლაც ასე ჰგონიათ - სომხეთში საქართველოს პრემიერის ბოლოდროინდელი გახშირებული ვიზიტები ამის მანიშნებელია.

რუსთა მფარველობის ქვეშ სომხეთის "განვითარების" შედეგები კი ყველამ ვიცით...

ამ გზით აგრძელებს მოძრაობას დღევანდელი ღრუზინეთი, რომლის "ეკონომიკის დუღილი" უპირატესად რუსეთიდან გადმორიცხული თანხების მზარდი რაოდენობით, ან უცხოური კრედიტებითაა განპირობებული, რაც საერთაშორისო გეოპოლიტიკური ძვრების პასუხად ერთი მოღალატეობრივი სლოგანით მთავრდება:

"აბა, ომი გინდათ"?

ომი ნამდვილად არ უნდოდათ "ბალტიის ალიანსის" ქვეყნებს, და ზუსტად ამიტომაც დღეს ისინი EU -NATO პოლიტიკური ალიანსის ღირსეული წევრები არიან!

ომი უკრაინასაც არ უნდოდა და ამიტომაც 2014 წლიდან რუსეთთან ხან "ჰიბრიდული", ხან პერმანენტულად "ცხელი ომის" სტადიაში იმყოფებოდა, სანამ რუსეთმა 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი ომი არ წამოიწყო მის წინააღმდეგ!

"ომი გვინდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის" - ამ დევიზით გმირი უკრაინელი ხალხი მისი ხელისუფლების დიდი ძალისხმევით დღეს რუსეთის მოწითალო - რუხ იმპერიას საბოლოო, გაქრობის გზაზე მიერეკება!

უკრაინელთა გმირობამ და შეუპოვრობამ პროგრესული მსოფლიოს სრული მხარდაჭერა მოიპოვა და ერთ დროს რუსეთის "ძლევამოსილებით" დაბრმავებულ მრავალ ევროპულ სახელმწიფოს იმაზე მკვეთრი ნაბიჯებიც გადაადგმევნა, რასაც "მეგობარი პუტინი" ნამდვილად არ მოელოდა!

საქართველოს რუსეთთან ომი არც 1992-1993 წლებში, აფხაზეთში, და არც 2008 წელს, ცხინვალის რეგიონში ნამდვილად არ უნდოდა, მაგრამ იმ ომებში ფიზიკურად დამარცხებულ ქვეყანას მსოფლიო პატივისცემით და მოწიწებით ეპყრობოდა - ლამის მთელი სამყაროსთვის მისაბაძი მაგალითი იყო თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და ქვეყნის ინსტიტუციონალური გარდაქმნებისთვის ნოვატორული რეფორმების ჩატარების საქმეში!

დღეს არც "ომი არ გვინდა"(ან რომელ ნორმალურ ადამიანს შეიძლება ომი უნდოდეს?), არც ევროპული ტიპის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის სურვილი გვაქვს და ..."არნახული წარმატებების" გაუგონარი ზღაპრებით მსოფლიოს ვაცინებთ - თან ყელმოღერებული და ჰალსტუხწაჭერილი ბრიყვული სახეებით წარმოთქმული უაზრო თეზისებით მსოფლიოს ნამდვილად ვაოცებთ...

სრულად

მაცუდა კუნინორი - იაპონიის ელჩი უკრაინაში

ეს ფოტო თუ გახსოვთ - გადაღებულია 2022 წლის 26 თებერვალს, როცა კიევიდან ყველა (საელჩოები) გარბოდა, ხოლო იაპონიის ელჩმა, მაცუდა კუნინორმა, სამურაის შთამომავალმა, იუკადრისა ქალაქის დატოვება და საკუთარი, პიროვნული ომი გამოუცხადა ღორისტანს!

სრულად

ბრაზილიელებს ფეხბურთის გარდა სხვა ღირებულებები თუ გააჩნიათ?

ბრაზილიელებს ფეხბურთის გარდა სხვა ღირებულებები თუ გააჩნიათ?

რომელი გლობალური მოთამაშე გახდა ბრაზილიის პრეზიდენტი ლულა და სილვა - ულტრამემარცხენე მუშათა პარტიის ლიდერი, პროფკავშირული მოღვაწე, მკვეთრად გამოხატული მაოისტ - პრორუსი პოლიტიკოსი, რუსული ტიპის კორუფციონერი ("ატკატების" გიგანტური სქემით აფინანსებდა საკუთარ პარტიას !) - რისთვისაც 2017 მისჯილი ჰქონდა 9,5 წელი, საიდანაც მოიხადა თითქმის 2 წელი და შემდგომ, 2021წელს ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა, ხოლო 2022 წელს ხელმეორედ არჩეული იქნა პრეზიდენტად ( ბოლსონარუს გაგრძელებად - ეგ კი ამერიკაში, მაიამიში გაიქცა და დღეს აშშ პრეზიდენტყოფილ ტრამპის მეზობლად ცხოვრობს - გიჟი გიჟს გადაეყარა!).

ამ "მოღვაწემ" უკრაინაში "კონფლიქტის"(!) დამთავრების საკუთარი გეგმა წარმოადგინა - აშშ, ჩინეთის, რუსეთის(!) მონაწილეობით სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება!

მოკლედ - რა ესვატინის მეფე მსვატი III, რა უნგრეთის პრემიერი ორბანი, ბრაზილიის "ნაროდნი" პრეზიდენტი ლულა და სილვა და კიდევ მრავალი ამათთაგანი - ყველას საკუთარი "გენიალურობა" მძიმედ აწუხებთ.

რეზიუმე: "ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის", ანუ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!

სრულად

რუსეთსა და დასავლეთს შორის განსხვავების შესახებ

განსხვავება თანამედროვე რაშისტანს და "კოლექტიურ დასავლეთს" შორის

უკრაინის მეგობრები : აშშ, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, კანადა,...

რუსნიას მეგობრები:

ესვატინი, ერიტრეა, ზიმბაბვე, მალი,...

პრეზიდენტი ზელენსკი სიტყვით გამოდის ინგლისის პარლამენტში- ვესტმინსტერის სასახლეში, ხვდება გაერთიანებული სამეფოს მეფეს კარლ III, საფრანგეთის პრეზიდენტს, გერმანიის კანცლერს,...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერიოჟ ლავროვ-კალანტარიანი პუტინის სახელით (აბა, ვოვოჩკას ბუნკერიდან რა გამოათრევს?) ესვატინის დედაქალაქ მბაბანეში, ბაობაბის ჩრდილქვეშ, ხვდება მეფე მსვატი III -ს ( პირველი და მეორე მსვატები ალბათ ლომმა დაფლითა), დანარჩენ ქვეყნებში ტომების ბელადებს, შამანებს,...

"მასხარა და არაპოლიტიკოსი" პრეზიდენტი ზელენსკი ლონდონში ROYAL AIR FORCE HERCULES თვითმფრინავით და ავიაგამანადგურებლების საპატიო ესკორტით ჩაფრინდა, სერიოჟა კი დასავლეთისგან ნაქურდალი BOEING ჩაიპარა აფრიკაში...

"კოლექტიურმა დასავლეთმა" უკრაინას LEOPARD, CHALLENGER, ABRAMS, LECLERC ტანკებით, PETRIOT, IRIS -T და MAMBA საზენიტო სარაკეტო სისტემებით, F15/16, GRIPEN, EUROFIGHTER, RAFALE თვიფრინავებით, პერსონალის გაწვრთნით აღუთქვა დახმარება,

ხოლო "აფრიკულმა ლომებმა" სერიოჟას რეაქტიული მშვილდ - ისრებით, ბრინჯაოსბუნიკიანი შუბებით, შელოცვებით და ათასნაირი, ევროპელთათვის შეუცნობელი, რიტუალებით დახმარებას დაჰპირდნენ!

და მთავარი - მავზოლეუმში პუტლერის "განსასვენებელი სასახლისთვის" იშვიათი ჯიშის ხის მასალით ( შავი, რკინის, წითელი, მაკოგონი) მომარაგება აღუთქვეს!

ესაა "გარყვნილ და სატანისტ დასავლეთს" და "სუვერენული დემოკრატიის რუსეთს" და პირველყოფილ აფრიკას შორის პრინციპული განსხვავება.

P.S. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი დააჯილდოვა საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი "საპატიო ლეგიონის" ორდენით, ხოლო აფრიკელმა შამანებმა პუტლერს სერიოჟას ხელით რიტუალური, მტრების ავი თვალისგან დამცავი, მაიმუნის გამხმარი ფალოსი გამოუგზავნეს...

 

სრულად

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში - პრაღაში დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის ხსოვნის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით

"ქართული საქმე" ზუსტად რომ ევროპაში უნდა ვაკეთოთ:

ჩეხეთის რესპუბლიკა ჩვენი ისტორიული მეგობარია - 1921 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ საფრანგეთს და ჩეხეთს მიაშურა, ხოლო 1919-1921წლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი(არზაყან) ემუხვარმა თავშესაფარი მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ჰპოვა.

მადლობა პრაღას!

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ : ნონა ქოჩორაშვილი (ელჩის მოვალეობის შემსრულებელი), მარიკა ორჯონიკიძე(საელჩოს I მდივანი), მადინა ბოკერია-კრიზი(ჩეხეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე), ზურაბ ჯგუბურია (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი), ზურაბ ქეცბაია(აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის განყოფილების უფროსი)

სრულად

რუსი "ტურისტები" საქართველოში

რუსეთიდან გადმორიცხული ფულით საქართველოს ეკონომიკის "ადუღების" ქომაგებს რომ ვკითხო:

- ამ ლოგიკით საქართველო ნაწილ - ნაწილ რომ გავყიდოთ, უფრო არ მოვიგებთ?

რა, მიწას ზურგზე მოიკიდებენ და სხვაგან გადაიტანენ თუ რა - მაინც ხომ "ერთმორწმუნენი" არიან (სინამდვილეში ოკუპანტები)!

- ამ ტიპის "პატრიოტებზე" რუსებს აზრი ადრე, მე-19 საუკუნეში, ჰქონდათ ჩამოყალიბებული - თუ წაიკითხავთ გრაფ ვორონცოვ- დაშკოვის ნააზრევს "როგორ დავიპყრათ უომრად კავკასია/საქართველო"!

- ზუსტად ამ ტიპის "პატრიოტებზე" ბრაზობდა ერის მამად მოვლენილი დიდი ილია - "ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნეს" ზუსტად ესაა!

ბოლოს - რუსების მიმართ არც ისე საბრძოლვად განწყობილმა თურქეთმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა მკვეთრად გაამკაცრეს რუსი "ტურისტების" საკუთარ ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის პერიოდი და თითქმის უარი თქვეს ამ კატეგორიის ადამიანებზე საკუთარ ქვეყანაში "დროებითი ბინადრობის ნებართვების" გაცემაზე - არადა რუსეთს არც ერთი მათგანის 20% არა აქვს ოკუპირებული, არამედ ამათგან ორი ქვეყანა ოფიციალურად მათი სამხედრო - სტრატეგიული მოკავშირეა, ხოლო თურქეთი მისი უდიდესი სავაჭრო პარტნიორია ასეულ მილიარდიანი დოლარის მოცულობით!

არ არსებობს მსოფლიოში ანალოგი, როცა ქვეყანა ოკუპანტი ქვეყნის(!) მოქალაქეს საკუთარ ქვეყანაში ტურისტად ყოფნის ერთწლიან ვადას უწესებდეს, თანაც ამ რეჟიმის უსასრულოდ გამეორების გარანტიით!

ეს უკვე არა

სახელმწიფოს გააზრებული პოლიტიკაა, არამედ უკონტროლო ტერიტორიის/ანკლავის ქცევის წესია!

სრულად

თავხედობა თუ გენეტიკური სიბრიყვე?

თავხედობა თუ გენეტიკური სიბრიყვე?

რფ სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარემ, მართლაც ყოველმხრივ (ინტელექტი +განათლება, პოლიტიკური გამოცდილება, ჰაბიტუსი) "კოლხოზნიკმა" ვოლოდინმა ამერიკელ, ინგლისელ, გერმანელ, ფრანგ კანონმდებლებს (მისი აზრით - კოლეგებს) მოუწოდა არ მიაწოდონ უკრაინას თანამედროვე შემტევი იარაღი (რაკეტები, არტილერია, თვითმფრინავები, ტანკები), რაც ამ ბრიყვის აზრით, საპასუხოდ, რუსეთის "მაღალტექნოგიური იარაღით"(!) მათი სახელმწიფოების განადგურებას გამოიწვევს!

არა, სწორად ასე მიმართა: "რუსული მაღალტექნოლოგიური იარაღი", ანუ სტალინის დროინდელი სსრკ ჯართი ამ რეგვენს დღევანდელ მსოფლიოში მართლა მაღალტექნოგიური ნაწარმი რომ ჰგონია?

თუ ღორისტანს ასეთი ტექნიკური და ტექნოლოგიური უპირატესობა გააჩნია "კოლექტიური დასავლეთის" მიმართ, მაშინ საერთოდ რა აშფოთებს - რამოდენიმე ასეული დასავლური ტანკი, საარტერიო და სარაკეტო სისტემები, რამოდენიმე ათეული F-16(ისიც ჯერ მხოლოდ პერსექტივაში) ამისთანა "მაღალგანვითარებულ სამრეწველო

ზე- სახელმწიფოს" რას დააკლებს?

დააკლებს კი არა, პირდაპირ დაასამარებს ამ კორუფციით, ნეპოტიზმით, გაუნათლებლობით და ბოლშევიკური იდეოლოგიით მართულ პუტინისტანს!

ზუსტად ამის შიშით შეპყრობილი კრემლის ერთ - ერთი მაღალჩინოსანი ვირთხა მსოფლიოს განადგურებით იმუქრება - კიევი ხომ აიღეს სამ დღეში, და ახლა ამ ბრიყვების აზრით ვაშინგტონის, ლონდონის, პარიზის თუ ბერლინის ჯერი დამდგარა!

იმდენად გაიხარეთ თქვენ ბოდვებში, სანამ "კოლექტიური დასავლეთი" რუსეთის ტექნოლოგიური უპირატესობით ვერ შეაშინოთ!

სრულად

ევროპელი "აგენტები"

მოქმედ ხელისუფლებაში საჯაროდ, დეკლარირებულად ბევრი კი დებს თავს ევროპული იდეალებისადმი ერთგულებაში, მაგრამ ამ იდეალების ღალატისთვის ამ ათწლეულში ქვეყნის სულ ორი ღირსეული მოქალაქე, მაღალი კვალიფიკაციის და დემოკრატიულობის კიდევ უფრო მაღალი შინაგანი რწმენის დიპლომატი გადადგა ელჩობიდან:
- 2021წლის მარტში ქვეყნის ევროპული მომავლის საეჭვო პერსპექტივების შესახებ პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა ნატალი საბანაძე -
საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი;
- იმავე პერიოდში ქვეყნის ევროპული მომავლის საეჭვო პერსპექტივების მიმართ პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა გიგი გიგიაძე -
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, 2014 - 2016 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ჩვენი პატივისცემა ამ ღირსეულ ადამიანებს და ქვეყნის პატრიოტ მოქალაქეებს!

მეტი ვინმე გახსოვთ?

ტელევიზიებში მოლაქლაქე "ძველ-ახალ ქოც- ოპოზიციონერებზე" ნუ დავიწყებთ ჭორაობას - ახლაც ეტყობათ ქოცხელისუფლებიდან პანღურებით გამოგდების დროს საჯდომებზე დამჩნეული ფეხსაცმლების კვალი!

არა ბიჭო - თვითონ გადადგებოდნენ ხელისუფლების რუსეთუმეობისადმი პროტესტის ნიშნად !

სრულად

ლუკაშენკოს შემოტევა

უკვე თვითმარქვია ლუკაშენკა - გორილაც გვიტევს...

საქართველოსთვის წმინდა დღეს ბელარუსის პარლამენტში გამოსვლისას თვითმარქვია პრეზიდენტმა, ნახევრად ადამიან -ცხოველმა, კარტოფელფიურერმა ლუკაშენკამ მთელ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა:

"საქართველო ფეხებგაჩაჩხული წევს და არ ინძრევაო" - უმძიმესი რუსული "ნაროდნი" შეურაცხყოფაა!

საქართველოს ხელისუფლება:

კიდევ "დაუწექით" ამ გორილას და მთელ მის საბოზეთს, აკეთებინეთ საქართველოში ფული და "სპეცრეისით" გაუგზავნეთ - ღრუზინეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მისი პირადი "ბელავია" დღეში სამ(!) რეისს აკეთებს : თბილისში, ქუთაისში და ბათუმში, თანაც

ყველაზე ძვირი ტარიფებით!

საქართველო რომ ამ პირუტყვის საგინებელი გახდა - თურმე აგენტების "რუსული კანონის" წინააღმდეგ ახალგაზრდობას აშშ - ინგლისმა(!) გაუკეთა პროვოცირება და ამით "დიად სამოკავშირეო სახელმწიფოში" ვერ შევედით...

ბოიკოტი ყველა ბელარუსულ პროდუქტს - არადა მართლაც "ფეხებგაჩაჩხული მეძავი" ვართ ნამდვილად!

სრულად

"სანქციები ნელა დადის, მაგრამ საბოლოოდ ყველას მიადგება"!

ქოცებებს ნამდვილად სასაცილოდ არა აქვთ საქმე- კი დაჰპირდა მადამ პრეზიდენტი, 18 აპრილს ევროპაში კაპიტალურად ჩაგიშვებთო, ანუ დაგასმენთო "რიგითი ბიძინის" გადასარჩენად!

აწი ყველაფერს თქვენ შეიწერთო(გუბაზას სტილში)!

რეზიუმე:

ააგდეს "გოიმებივით" და აგინებინეს ამერიკა - ევროპა, შედეგად

მილანის და პარიზის ნაცვლად სამტრედიაში, ან პენსილვანიის მაგივრად წითელწყაროში რომ გიკრავენ თავს - როგორი მოსათმენია, სიმწრისგან ნამდვილად ხომ გინდათ იცინოთ!

სხვები საერთოდ ვის დაჰკარგვია - აი priZdon კი აქვს თავი ქუდში - საბანკო ანგარიშები და ბინა ელოდება მოსკოვიაში!

"აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი მასშტაბური სანქციებისა",

ან ასე:

"სანქციები ნელა დადის, მაგრამ საბოლოოდ ყველას მიადგება"!

ასე მოხდა იანუკოვიჩის უკრაინაში, და დღემდე გრძელდება(კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ)!

"სასწრაფო დახმარება":

#freemisha

#freenikagvaramia

მორალი:

აშშ - ევროპის ამ ფორმით (ქართული დოზით) გინებას თვით ჩინეთი და მისი თავმჯდომარე, "ამხანაგი SI" ვერ ბედავს, და ამ უაზრო და ზღვარგადასულ გინებას ქართული ბიუჯეტის ქურდებისგან ვინ მოითმენს?

მთავარი :

საქართველო შემოდგომაზე აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ამას კი "მსხვერპლთშეწირვა" სჭირდება!

და აქვე - არც კი იფიქროთ ქართველი ახალგაზრდების რეპრესიებზე - "კოლექტიური დასავლეთისგან" ყველაზე მოკლე და კონკრეტული გზაა ადექვატური ზომების მისაღებად - ისინია მათი მომავალი დასაყრდენია ამ ქვეყანაში!

#არარუსეთისმომაკვდავიმპერიას

P.S. მათთვის, ვისაც კიდევ შერჩა რეალობის შეგრძნება:

- "მაგნიტსკის სია" ძირითადად მისამართლეების, სამართალდამცავ - "ძალოვნების" წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული;

- ამ სიაში მოხვედრის ან სხვა შინაარსის სანქცირების შემთხვევაში მოსალოდნელი "პერსპექტივების" შესახებ კარგი იქნება რუსი მილიარდერების პრიგოჟინ - ახმედოვის საუბრის ჩანაწერებს, ან უმდიდრესი რუსების : დერიპასკას, ფრიდმანის, ავენის, მალოფეევის,... სამომავლო პროგნოზებს გულისყურით გაეცნოთ - უმძიმესი იქნება მილიარდერ- მილიონერობიდან რიგითი ქართველის ყოველდღიურობით, თანაც თანმდევი სახალხო ზიზღის პირობებში ცხოვრება,

ვერ გაუძლებთ!

P. P.S. საქართველოსგან, ჩვენგან, ყველასგან(პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად) - დემოკრატიული სამყარო რომ კონკრეტულ ქმედებებს ელოდება, ნუთუ ვერ ატყობთ, ვერ გრძნობთ?!

საქართველოს "რუსული სამყაროს" სივრცეში რომ არ დატოვებენ - ძნელი მისახვედრია?

ჩვენი შვილები და შვილიშვილები ამას უკვე მიხვდნენ.

სრულად

მათთვის, ვინც "ნაცებთან ერთად ვერ დადგება"

მათთვის, ვინც "ნაცებთან ერთად ვერ დადგება"

იყო ასეთი სალაღობო ისტორიები:

მეორე მსოფლიო ომის პირველ თვეებში, როცა "წითელი კომისრები" განადგურებას გადარჩენილ "წითელარმიელებს"

მე- 19 საუკუნის "ვინტოვკებზე" წამოცმული მეტრიან ხიშტებიანი შეიარაღებით აიძულებდნენ გუდერიანის, გოტის თუ კლაისტის გერმანულ ტანკებზე იერიშის მიტანას, ერთ ეპიზოდში მეგრელი ტიბურსინია (გამოგონილი გვარია) შეტევის მაგივრად უკან გარბის-

Ты куда, красноармеец, расстреляю - უყვირის კომისარი,

Разгон беру, товарищ комиссар - შეშინებული პასუხობს წუთელარმიელი ტიბურსინია, და შედეგად იმ ტანკებს გადარჩენილებმა მოსკოვამდე ჩამოირბინეს!

(ჰო, რომ არა მოკავშირეების ლენდ-ლიზი, ურალამდე აპირებდნენ სირბილს...)

ასე იყო ამ დღეების "ყვარლის ტბის" ისტორიაში - ყველაზე გაბედულები და შერეკილები იქ მიუვარდნენ(რა მაგარი შედარებაა - "მივარდნა")- საქმეც გააკეთეს!

ვინ კიდევ "რაზგონის ასაღებად" თბილისში ემზადებოდა...

და ეს კი არ არის მთავარი - ყველა თავის საქმეს შეძლებისდაგვარად აკეთებდა(ჩვენც, ბებრებიც, იმ წვიმაში). მთავარი სხვაა - ამ "მიმვარდნელებს" ზოგიერთი რომ ისევ აქილიკებს...

2003 წლის "ვარდების რევოლუციის " მთელი ეფექტი და მიმზიდველობა სწორედ რომ მიხეილ სააკაშვილის "მივარდნა" იყო პარლამენტში - ეს იყო სახალხო პროტესტის ულამაზესი ფინალი, საერთაშორისო დონის ეფექტი - მშვიდობიანი რევოლუციის აქტი!

"შერეკილები" და "გიჟები" ქმნიან ისტორიას(არც კი სჭირდება ჩამოთვლა- მგონია ყველამ იცის), თორემ "მოზომილები და ქვეჩაფსიები" წინდების ქსოვით ქმნიან საკუთარ ფეიკ - ისტორიებს!

2003 წლის ნოემბერში ზუსტად მიხეილ სააკაშვილის "სიგიჟემ" ახლებურად გააცნო (შეახსენა) მსოფლიოს უძველესი ქართველი ერის მარადიული ლტოლვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ!

ბოლო დღეებს საპროტესტო გამოსვლებმა მეტად პოზიტიური საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა -

არა, ამ ერს ნამდვილად არ სძინავს, და არც არასდროს შეურიგდება კონფორმისტების და რუსეთუმე რენეგატების მეცადინეობას საქართველოს რუსული გავლენის ორბიტაზე მისაქცევად - ესაა საერთაშორისო მედიური გამოხმაურებების ზოგადი არსი!

ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა ამ ქოცმაცუნა ღრუზინების ბოლოდროინდელ ანტიდასავლური დემარშების ფონზე!

ჩვენი სჯერათ - არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული...

სრულად

სერგეი ლავროვი საქართველოს უპირველესი მტერია

ისე, განსჯისთვის :

სერგეი ლავროვი საქართველოს უპირველესი მტერია, პუტინზე არანაკლები - ის იყო "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების" დამოუკიდებელ სახელმწიფო სუბიექტებად აღიარების რუსული და შემდგომ საერთაშორისო აღიარების "არქიტექტორი"!

არც ვინმე "პეშკაა" - კოლექტიური კრემლის გადაწყვეტილებების მიმღებთა ხუთეულში უეჭველი ადგილი აქვს, ასე მარტივად საქართველოს ხელისუფლება მის შვილს "დეპორტს" ვერ აკადრებს!

ასეთ საერთაშორისო კრიზისში საქართველოს ხელისუფლება შეიძლება ჯერ არც ყოფილიყო - უპირველესად ამერიკელებისგან სანქცირებული ლავროვის ოჯახის საქართველოში ყოფნა ვალერი კვარაცხელიას მოსკოვიდან ჩამოფრენას არ შეედრება...

სრულად

გუშინდელ - დღევანდელ კრიტიკულ სიტუაციას სამხიარულო მომენტებიც ახლდა

გუშინდელ - დღევანდელ კრიტიკულ სიტუაციას სამხიარულო მომენტებიც ახლდა:

კახელი მეგობარი თავის პარტიულ მეგობარს სამეგრელოში, ზუგდიდში, წერს - არ მოდიხართო?

მეგრელი პასუხობს - სანამ ჩვენ ზუგდიდიდან ყვარელამდე 500 კილომეტრს გამოვივლით, ის პატარძალი არაერთხელ მო..ნულიც იქნება და მეტი იქ საინტერესო არც არაფერიაო!

ხუმრობაში კახელ - მეგრელს ღორისშვილი რას გაუგებს - ტრაგიკულსაც რომ კომედიად აქცევენ.

ამიტომაც ჩვენ ყოველთვის გავიმარჯვებთ!

სრულად

სერგეი ლავროვ - კალანტარიანი

2008 წლის 26 აგვისტოს რფ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვ - კალანტარიანი იყო მთავარი მოქმედი პირი, რომელმაც დაარწმუნა რუსეთის მაშინდელი ხელისუფლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების (!) დამოუკიდებელ სახელმწიფო სუბიექტებად აღიარებაში!

200 წლის აგვისტოს ომის პირველ დღეებში იმავე ლავროვ - კალანტარიანი ითხოვდა აშშც მაშინდელი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისგან საქართველოს მოქმედი ხელისუფლების ცვლილებას მათთვის მისაღები კოლაბორაციონისტი პიროვნებებით!

მეტი რა უნდა ექნა?

ახლა კი პირდაპირ, სექსუალური აქტის საქართველოში ჩასატარებლად საკუთარი ოჯახის წევრები გამოგვიგზავნა...

(ჰო, ღრუზინულად: შვილი არის თუ არა ოჯახის წევრი - ჯერ ესეც ხომ გასარკვევია?)

ეს შვილი რომ სანქციონირებულია დემოკრატიული სამყაროს მთავარ ქვეყნებში, ესეც რა პრობლემაა - ჩვენ რუსეთთან მხოლოდ ეკონომიკური საკითხების განხილვა გვაინტერესებს...

სრულად

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ "გააღვიძა" მიძინებული ევროპული ლომი - გერმანია

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ "გააღვიძა" მიძინებული ევროპული ლომი - გერმანია, რომელიც უახლოეს დროში ბრიტებთან, პოლონელებთან, "ბალტიის ალიანსის" ქვეყნებთან ერთად იქნება რუსეთის მთავარი მესაფლავე!

ეს არაფორმალური ალიანსი დიდად არც ჩინეთის ფაქტორით იქნება შებოჭილი (განსხვავებით აშშ პლანეტარული პასუხისმგებლობისა) და ევროპიდან რუსეთის საბოლოო განდევნით დიდხანს იქნება დაკავებული!

გერმანიამ უკრაინას უახლოეს თვეებში(!) დამატებით €2,7 მილიარდი ღირებულების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა უნდა მიაწოდოს!

გერმანელები სიტყვის ხალხია - ასე, ჰარიჰარად არ ისვრიან სერიოზულ დაპირებებს!

დიდება საქართველოს!

დიდება უკრაინას!

გმირებს დიდება!

სრულად

მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის) საფლავი სტრასბურგში

დღეს მე და ჩემმა მეზობელ - მეგობარმა აფხაზეთიდან, პატრიოტმა მოქალაქემ, ამჟამად ემიგრანტმა - სტრასბურგში ოჯახით მცხოვრებმა ჯემალ ქობალიამ პატივი მივაგეთ გენიალური ფრანგი იურისტის, ევროკავშირის დაფუძნების თეორიული საფუძვლების ( L'unité dans la Diversité) ავტორის, ეთნიკური ქართველის მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის) ხსოვნას - მოვინახულეთ მისი ფაქტიურად უპატრონო (მას სტრასბურგში, და საერთოდ, მემკვიდრე არ დარჩენია) საფლავი.

P.S. ჯემალმა საკუთარი ხელით გაწმინდა სასაფლაო სარაველებისგან.

სრულად

შეხვედრები გერმანიის ბადენ - ვიუტენბერგის/ ბადენ - ბადენის, საარის, რეინლანდ-პჰალცის მხარეებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილებთან

ორი დღეა, რაც ერთი ჩემი ერთგული მეგობრის და საქართველოს პატრიოტი მოქალაქის დახმარებით ოთხი სამხრეთ გერმანული მიწები მოვიარეთ - საინტერესო და სასარგებლო შეხვედრები მქონდა ჩვენს დევნილ თანამოქალაქეებთან - ახლა უკვე გერმანიის სრულუფლებიან მოქალაქეებთან

გერმანიის ბადენ - ვიუტენბერგის/ ბადენ - ბადენის, საარის, რეინლანდ-პჰალცის მხარეებში.

(შტუტგარტი, ბადენ- ბადენი, ზაარბრიუკენი, კაიზერსლაუტერნი)

მადლობა ბატონ პაატა შამუგიას ამ დახმარებისთვის - არც ისე ადვილია 1000 კმ-ზე მეტი მანძილის გავლა მძღოლის და საზოგადოებრივი თანაშემწის რანგში ასეთ ინტენსიურ რეჟიმში!

სრულად

საქართველოს ეროვნული გმირის, 23-ე ბრიგადის მეთაურის, გენერალ - მაიორ გენო ადამიას ბიუსტის საზეიმო გახსნა

დღეს, 23 მაისს, თბილისში, გმირთა მოედანზე - საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის თავშეწირულთა მემორიალის ტერიტორიაზე გაიხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის დამცველი 23-ე ბრიგადის მეთაურის, გენერალ - მაიორ გენო ადამიას ბიუსტი.

ახლა ამ მემორიალურ ადგილს ორი ეროვნული გმირი, აფხაზეთ-სოხუმის დაცვისათვის თავშეწირული ჟიული შარტავას და გენო ადამიას ბიუსტები უდგანან "საპატიო ყარაულში".

დიდება საქართველოს!

დიდება გმირებს!

სურათზე : მარცხნიდან - დავით ღვინჯილია - პოლკოვნიკი, 23-ე ბრიგადის სოხუმის დამცველი ერთ-ერთი ბატალიონის ყოფილი მეთაური, ზურაბ ჯგუბურია - აფხაზეთის დამცველი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილე, ლევან ქეცბაია - 23-ე ბრიგადის საბრძოლო მომზადების უფროსი, სპეცდანიშნულების რაზმის "იუპიტერის" მეთაური, "ღირსების მედლის" ორდენის კავალერი, დღევანდელი ღონისძიების სულისჩამდგმელი და სპონსორი .

ბატონი ლევან ქეცბაია გახლავთ აგრეთვე ქ.ზუგდიდში, დადიანების სასახლის ევროპულ ბაღში, "გმირთა ალეის" ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ- მაიორ გენო ადამიას ბიუსტის დადგმის ინიციატორი და ორგანიზატორი.

მადლობა ბატონ ლევან ქეცბაიას ამ პატრიოტული და სამშვილიშვილო საქმეების კეთებისთვის!

საქართველოს ყოველთვის, ყველა ეტაპზე ჰყავდა პატრიოტი, ღირსეული და საამაყო შვილები!

ისტორია გრძელდება...

სრულად

ნიაკო შამუგია, 14 წლის. საფრანგეთი

ნიაკო შამუგია, 14 წლის, საფრანგეთში, სტრასბურგში მცხოვრები - მიმდინარე წლის 10 ივნისს გახდა "ევროპის პატარა გენიოსების" კონკურსის მათემატიკის მიმართულების გამარჯვებული!

ნიაკო, მიყვარხარ!

აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდმა, სტრასბურგის ერთ- ერთი კოლეჯის (ფრანგული განათლების სისტემით არასრული, 9 კლასამდე) მე - 8 საფეხურის მოსწავლემ, ნიაკო შამუგიამ 10 ივნისს საფრანგეთში ჩატარებულ მოსწავლეთა კონკურსში "პატარა გენიოსები", "მენტალური მათემატიკის" მიმართულებით პირველი ადგილი დაიკავა!

ნიაკო სტრასბურგში გაიზარდა, მაგრამ მშობლების - ფიქრია და პაატა შამუგიების აღზრდის შედეგად საქართველოს დროშით გამოვიდა!

ქართული გენი მარადიული და უკვდავია!

დიდება საქართველოს!

Vive la France !

P.S. შესწორება:

კონკურსს ეწოდებოდა "Olympiade des petits génies d'Europe" - "ევროპის პატარა გენიოსები" - ამიტომ კადრებში ჩანს ევროკავშირის და ევროპის ქვეყნების დროშები!

გამონაკლისი: უკრაინის და საქართველოს დროშები!

ესა უკვე მენტალურად ჩამოყალიბებული პატრიოტიზმია!

სრულად

რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა

უკვე დავწერე - სპეცოპერაციის "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა" რუსეთში მთავარ მოქმედ პიარულ გმირად АГЛ (ლუკაშენკო) შემოასაღეს საკუთარ ბიდლოს - უმთავრესი აქ ორი მომენტი იყო:
- ლუკაშენკო "სოიუზნოე გოსუდარსტვოს" (РФ+РБ) ერთ - ერთი პრეზიდენტია(დონე!);
- "ვაგნერელები" ამ ხერხით ბელარუსში გაამწესეს და ამ გზით რუსეთი სრულად იღებს (აიღებენ) კონტროლს ბელარუსზე - იქიდან კი უკრაინა - პოლონეთ - ლიეტუვას მუდმივი, უკონტროლო საფრთხის ქვეშ ამყოფებს!
(NATO ვილნიუსის სამიტის წინა დღეებში)

"მუზიკანტები" ყველაფერს დათანხმდებიან - მათზე სისხლის სამართლის საქმე პუტინის დაპირებისამებრ(!) არც არავის შეუწყვეტია.

ლუკაშენკო რომ გამოუვალ მდგომარეობაშია - ეს არახალია და პუტინი ბოლო პერიოდში ყველა სარისკო საქმეს მას ტენის :
- ბირთვული ტაქტიკური იარაღით ბელარუსიდან უკრაინა - პოლონეთზე შეტევის პლაცდარმად გამოყენების "პერსპექტივით";
- ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინა(კიევზე) თუ პოლონეთ - ლიეტუვაზე სამხედრო ავანტიურის განხორციელებისთვის ბელარუსის ტერიტორიიდან.

ყველაზე სიმპტომატური განსაცდელი რუსეთის ვასალური სახელმწიფოებისთვის, ამ შემთხვევაში ბელარუსისთვის, არის მის მსხვერპლშეწირვის უკვე გამჟღავნებული მომავალი - ლუკაშენკოს პრიგოჟინთან არავითარი რეალური მოლაპარაკებები არ უწარმოებია - მოლაპარაკებებს აწარმოებდა პუტინის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი, მისი ყოფილი პირადი მცველი, შემდეგში გენერალ - პოლკოვნიკობამდე და ტულის ოლქის გუბერნატორობამდე აღზევებული ალექსეი დიუმინი, რომელიც უკვე შოიგუს შემცველადაა გამიზნული.

ასეა, რუსულ - მონღოლური ქცევის წესების თანახმად "მოსკოვს ცრემლების არ სჯერა"- მისთვის "მოკავშირეობა" მხოლოდ ვასალური დამოკიდებულებით შემოისაზღვრება.

ამას გვიმზადებს ჩვენც ჩვენი უგუნური "ნაჩალნიკობის" ხელით...

სრულად

"სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის" სპეცოპერაცია რუსეთში

"სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის" სპეცოპერაცია რუსეთში

მოკლედ - გამოვედით რუსული "ხელოვნური პუტჩის" პერიპეტიებიდან.
შედეგად
"ვაგნერელებს" გადაისვრიან ბელარუსში:
- პუტინი მთლიანად გააკონტროლებს ლუკაშენკოს(ბოლომდე არ ენდობა, ტარაკანა ვირეშმაკობს);
- დაიცავს ბელარუსში შეტანილ რუსულ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს;
- უკრაინას ბელარუსის ტერიტორიიდან თავდასხმის რეალურ საფრთხეს შეუქმნის;
- პრიგოჟინს საბოლოოდ გაამწესებს აფრიკაში - გააკონტროლებს ადგილობრივ რესურსებს, დიდ პრობლემებს შეუქმნის იქაურ დასავლურ, განსაკუთრებით ფრანგულ, ინტერესებს;
- მოიცილებს თავდაცვის მინისტრს (არც არავის სჭირდება უკვე - ვერ უზრუნველყო მასშტაბური ჩინური მხარდაჭერა) და "ჩისტკას" ჩაუტარებს გენერალიტეტს (რეალურ სამომავლო საშიშროებას ზუსტად იქიდან ელოდება);
- გააკეთებს "საჭირო" დანიშვნებს მთავრობაში;
- დასჯის მერყევ ოლიგარქებს;
- ამ "სპეცოპერაციით" ეცდება გადაჯგუფებას, ანუ დასავლეთის დაყოლიებას უკრაინასთან სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად.

ყველაფერი ეს სუფთა ტაქტიკური, მოკლევადიანი სვლებია , მისეული სცენარით განხორციელებული - სტრატეგიული გეგმებით ის არც არასდროს გამოირჩეოდა.

საბოლოოდ მაინც ყველაფერი დამოკიდებულია პროცესების სტრატეგიულ განვითარებასთან - უკრაინასთან ომის შედეგების და "კოლექტიურ დასავლეთთან" სამომავლო დამოკიდებულებით - ვერანაირი "პრობლემების გადაფარვის" რუსულ - კაგებეშჩნიკური მოდელები დიდხანს არ იმუშავებს.
არც იმუშავა - არც უკრაინა, და არც "კოლექტიური დასავლეთი" აქტიურად არ ჩაება მისი "სპეციალური სახელმწიფო გადატრიალების ოპერაციის" განხილვაში.
საერთო დასკვნა კი არის :
Корიль то голый - მეფე შიშველია!

ახლა კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა საქართველოში მთავარი, პრინციპული პოლიტიკური პროცესების მართვის რუსული გეგმების არსებობა და რეალიზაცია "პრობლემების გადაფარვის" მეთოდის აქტიური მოდელირებით -
"ნაროდის" მართვა სუფთა პრორუსულ პროპაგანდისტული და ცრუ საექსპერტო დასკვნებზე დაყრდნობით.

"გრუზინსკი ნაროდი" ყველაფერს მარტივად და იაფად ღებულობს - 5-კგ.კარტოფელ-მაკარონ- ბრინჯი/1ლ.ზეთი, 50-ლარიანი "საქველმოქმედო დახმარება", სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეყვანა თუ მთლად "საოცნებო" - ააიპ/სსიპ - ებში სპეციალისტად განწესება.

გინდ ვაღიაროთ, გინდ არა -
ინტელექტუალურად მეტად ჩამორჩენილი და კოლონიური სინდრომით მძიმედ დაავადებული სოციუმის პატრონი ქვეყანა ვართ!

P.S. რუსულმა ორდღიანმა "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის სპეცოპერაციამ" ერთი საგანგაშო ტენდეცია გარკვევით წარმოაჩინა:
რუსეთი ბანდიტურ შიარაღებულ ფორმირებებს, ან "მშვიდობიანი ტურისტების" ათეულათასიან კონტინენტებს სპეციალურად აგზავნის მისგან საკუთარი გავლენის სფეროდ მიჩნეულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში:
ბელარუსში "ვაგნერი", საქართველო - სომხეთ - ყაზახეთში "მშვიდობიანი ტურისტ/ლტოლვილები".
რეალური მე-5 კოლონა!

P.P.S. რუსულმა ხელისუფლება - პროპაგანდამ ლუკაშენკოს სპეციალურად მიანიჭა "დიდი მომრიგებელ- მომლაპარაკებლის" როლი(არადა, ახლა დასავლურ წყაროებში ჟღერს, რომ ლუკაშკა, პუტინის "თხოვნით", მხოლოდ ტელეფონით ელაპარაკა პრიგოჟინს) - რეალურად პუტინი ცდილობს ბელარუსის სრულ ოკუპაციას პარამილიტარისტული რუსული სამხედრო შენაერთით, იქიდან უკრაინა -პოლონეთ - ლიეტუვაზე სამხედრო აგრესიის ფარული მუქარით.
ყველა გართულებაზე მოსკოვს სურს ჰქონდეს უკვე აპრობირებული პასუხი:
იქ ჩვენ არ ვართ!
ანუ ცნობილი, უკვე სალაღობოდ ქცეული
Ихтамнет!

ამ სპეცოპერაციით სამომავლოდ ყველაზე მეტად ბელარუსი დაზარალდება - საკუთარ ტერიტორიაზე მიიღებს ათეულათასობით შეიარაღებულ რუს ბანდიტს!
იქნება ახალი ტერმინი:
ბანდიტური ოკუპაცია.

სრულად

ესტონეთის პრემიერ - მინისტრის კაია კალასის განცხადება

ესტონეთის პრემიერ - მინისტრი კაია კალასი:

"საქართველო დღეს იმყოფება იმ მდგომარეობაში, როგორშიც უკრაინა იმყოფებოდა მრავალი წლის წინ".

ხალხის და ხელისუფლების განსხვავებული მიზნების, დასავლეთთან წინააღმდეგობრივი ურთიერთობების მაგალითზე ნამდვილად იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდი ჰქონდა მხედველობაში -

"ჩვენ (NATO) ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას".

არადა იმ დროს აღმოსავლეთ ევროპის "ახალი დემოკრატიის" ქვეყნების ერთ - ერთ, ხოლო "ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის" (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) უპირობო ლიდერად ვიყავით მიჩნეული!

"იმედი მაქვს, ევროპას დემოკრატიით გავაოცებთ" - აცხადებდა 2011 წელს მაშინდელი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილი - უკრაინა, ევროპა, აშშ და სხვა მოკავშირეები მართლაც გააოცა, ოღონდ ოკუპანტ რუსეთთან "დათბობის პოლიტიკით"!

 

სრულად

"სიწმინდის დამცველო ღრუზინებო"

"სიწმინდის დამცველო ღრუზინებო":

შარლ პეროს გაკიცხვას ხომ არ აჯობებდა ჯერ პუტლერის საყვარელი რუსთა პირველი მეფე ივან IV ვასილიევიჩი ("გროზნი") მოგეკითხათ - საშინელი ლოთი იყო, თანაც ყოველ სიმთვრალისას საკუთარ გოგოებზე სექსუალურად ძალადობდა.

პასუხი :

"ეს ხომ რუსთა იდენტობის მთავარი ნიშანია: ლოთობა და ბოზობა" - არ მიიღება!

მოკლედ - ან შარლ პერო(მსოფლიოში განთქმული მეზღაპრე მწერალი), ან ივანე მრისხანე - თქვენ რომელს ირჩევთ, ღრუზინებო?

აქვე გაითვალისწინეთ - ეგ ლოთბაზარა და საკუთარ გოგოებზე მოძალადე ივანე IV რუსულ ეკლესიას და თვით ლილიპუტინს წმინდანად ჰყავთ შერაცხული - მაინც ხომ რუსთა მთავარი "მამაა", აი, დედის ამბავი ცოტა რთული გასარკვევი გექნებათ - 8(!) ცოლი ჰყავდა!

რა თქმა უნდა "პრავასლავნი" იყო(მისი "იკონაც" არსებობს), საკუთარი, ერთადერთი ვაჟიც სიმთვრალეში შემოაკვდა, რუსთა "ორთავიანი არწივი"(ის სიმახინჯე) მისი შემოტანილია ამ "ორსახოვანი იანუსების" სიმბოლოდ...

P. S. "სიმართლეც უნდა ითქვას" - იქნებ საერთოდ არ იყო სლავური წარმოშობის - რუსი პროფესორ - ანთროპოლოგის მიხაილ გერასიმოვის მიერ 1963 წელს თავის ქალას ნიმუშის მიხედვით აღდგენილი მისი სახე ტიპიური თვალპაჭუა მონღოლის განსახიერებაა - უფრო სწორად "ტიპიური თანამედროვე რუსის", ანუ ლილიპუტინის ზუსტი ასლია!

P.P.S. ისე, ამ ივანე მრისხანის მეფობა რუსულ ფეიკ - ცნობას ჰგავს - მისი "მეფობის" ერთ მონაკვეთში რუსეთის, ანუ "ახალი ურდოს" "დიდი მთავარი" (უზენაესი გამგებელი) იყო სემეონ ბეკბულატოვიჩი, ვოლგისპირელი თათარი(მონღოლი)

სრულად

ესტონეთის პრემიერ - მინისტრი კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ - მინისტრი კაია კალასი:

"საქართველო დღეს იმყოფება იმ მდგომარეობაში, როგორშიც უკრაინა იმყოფებოდა მრავალი წლის წინ".

ხალხის და ხელისუფლების განსხვავებული მიზნების, დასავლეთთან წინააღმდეგობრივი ურთიერთობების მაგალითზე ნამდვილად იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდი ჰქონდა მხედველობაში -

"ჩვენ (NATO) ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას".

არადა იმ დროს აღმოსავლეთ ევროპის "ახალი დემოკრატიის" ქვეყნების ერთ - ერთ, ხოლო "ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის" (უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) უპირობო ლიდერად ვიყავით მიჩნეული!

"იმედი მაქვს, ევროპას დემოკრატიით გავაოცებთ" - აცხადებდა 2011 წელს მაშინდელი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილი - უკრაინა, ევროპა, აშშ და სხვა მოკავშირეები მართლაც გააოცა, ოღონდ ოკუპანტ რუსეთთან "დათბობის პოლიტიკით"!

სრულად

რევაზ წულაია

დღეს ერთი ღირსეული სოხუმელი კაცი, პატრიოტი მოქალაქე, საზოგადო მოღვაწე - "ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე" რევაზ წულაია "გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის" დაჯილდოვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით - ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი.

მადლობა მას ამ საქმიანობისთვის!

სრულად

"საჯდომის დაცვის" საკითხი...

საქართველოში მოდად იქცა "საჯდომდაცვის" რეგულარული ღონისძიებების ჩატარება დიამეტრალურად განსხვავებული სოციალური ჯგუფებისგან.

ჩვენ რას გვემართლებით - თქვენი(ყველასი!) "საჯდომის დაცვა" სინამდვილეში უკვე მხოლოდ რუსის "ჰიბრიდული ომის" ერთ-ერთ კომპონენტად იქცა და არავითარი "დასავლური ღირებულებებით" ეს არ იზომება !

დემოკრატიულ დასავლეთს გაცილებით უფრო აღმატებული ღირებულებები ახასიათებს, ვიდრე პირდაპირ რუსის ან პრორუსი ხელისუფლების მიერ დაქირავებული პროვოკატორების "საჯდომის დაცვის" საკითხი...

ასე ძალიან მარტივად ნუ წარმოიდგენთ დასავლური ცივილიზაციისადმი ერთგულებას - ზუსტად რომ "ერთიანობა მრავალფეროვნებაში" წარმოადგენს დასავლური დემოკრატიის უმთავრეს ღირებულებას და არა რომელიმე კონკრეტული "ინტერეს გრუპის" გამორჩევა საერთო ევროპული ფასეულობების რიგიდან - ეს ხომ პრობილშევიკური ფარული აზრია - საზოგადოების

"ჩემიანებად" და "მტრებად" დაყოფა :

სამწუხაროდ, საქართველოში ამ თემით ნაროდისთვის "ტვინის გამორეცხვის" რუსულკალკიანი სპეცოპერაცია მიმდინარეობს და არა ფასეულობათა ომი!

რატომ?

იმიტომ რომ რუსეთუმეთა "დიად სამშობლოში" "ტრადიციულ ფასეულობებს" ერის და ბერის უმაღლესი დონის არატრადიციული მიმდევრობის იერარქები იცავენ - კირილედან ვიდრე ვოლოდინამდე!

სრულად

"ძლევამოსილ ცარ - პრეზიდენტ" პუტინს პრეზიდენტი ZE პირდაპირ სასაცილოდ იგდებს:

"ძლევამოსილ ცარ - პრეზიდენტ" პუტინს პრეზიდენტი ZE პირდაპირ სასაცილოდ იგდებს:

შავის ზღვის კუნძულ "ზმეიინი"- ს ინსპექცია, ტურნე ევროპა -თურქეთში და "აზოვის " მეთაურების სახლში დაბრუნება - და ყველაფერი

ეს მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში!

რას იზამ -გიჟია!

"ჭკვიანი" კი კანალიზაციის ვირთხასავით ბუნკერშია ჩამძვრალი!

ღრუზინებო, ამის იმედად არ დარჩეთ - უკვე არაა ეს მონღოლნოინი საიმედო, მთავრდება!

P.S. თბილისშიც ბევრი დიდჩინოსანი ფრთხილად უნდა იყოს - დაქრის ის "გიჟი" NATO ევროპელი წევრების AIR FORCE #1 ბორტებით, F35/16 ესკორტით - არ ტოვებს თავისიანებს რუსების ტყვეობაში, ის ერმაკი და ბუდანოვიც ყველგან რომ ასწრებენ?!

(ჰო, ერმაკი ნამდვილად MS მეგობარია)

მორალი:

ჯუანშერა კი არ ჰყავთ თავდაცვის მინისტრად(არმია ლავროვის გოგოს "პირველი ღამის" დამცველად რომ დააყენა), ავიაცია ვინმე რენეგატი გაიაშვილის სამად სამი(!) თვითმფრინავით არ შემოისაზღვრება, და არც უმცროსკლასელებთან "მებრძოლი ჯიგრების" იმედად არიან...

რეზიუმე:

RUSSIA DELENDA EST!

სრულად

რუსული სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შესახებ

საინტერესო ინფორმაციაა რუსული წყაროებიდან (საქართველოზე უკვე არაფერს უფრთხიან და ღიად წერენ):

რუსული სამხედრო სამრეწველო კომპლექსის(РОСТЕХ) კუთვნილი ავიაკომპანია Red Wings საქართველოში სატვირთო ИЛ -76 და ИЛ -96 თვითმფრინავებით აპირებს ფრენებს, რისთვისაც სასწრაფოდ შეიძინეს Sky Gates Airlines კომპანია მისი თვითმფრინავებით და სატვირთო ფრენების ლიცენზიით.

ვინმე თუ ფიქრობს

(ეცდებიან ასეც შემოგვტენონ), რომ სატვირთო თვითმფრინავებით რუსები საქართველოდან პომიდვრის, ტყემლის, ვაშლის, ჭაჭის ... იმპორტს მიაწვებიან - მართლაც ან მთლად გონებადახშული, ან კიდევ უარესი - უცხოპლანეტელებთან ვირტუალურ ინტიმურ კავშირში მყოფი ღრუზინები იქნებიან!

ასე ჩვენ მართლა "შორს ვერ გავფრინდებით" - ან რომელი ამერიკელ - ევროპელი ექსპერტი თუ ჩინოსანი "შეჭამს" ამას?

სრულად

ლიეტუვა

პატარაა ქვეყანაა ლიეტუვა - ფიზიკურად ჩვენზე ორჯერ ნაკლები (ფართობი, მოსახლეობა), მაგრამ "პატარა სოფლად" დარჩენა არ ისურვა და დღეს ეკონომიკურად ჩვენზე 4-ჯერ უფრო დიდია - NATO, EU წევრი, ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავლების ოდენობით "დიად რუსეთს" 3-ჯერ უსწრებს, საქართველოს კი 4-ჯერ!

დღეს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მსოფლიო "ახალი წესრიგის" დაბადების დღეა - მთავარი NATO-ს რიგებში შვეციის მიღების და უკრაინის გარანტირებულად, მთელი ალიანსის შეთანხმებით, აუცილებლი და უპირობო გაწევრიანების პროცესის დაწყებაა!

შვეციის NATO -ში გაწევრიანება განსაკუთრებული მოვლენაა - შვეცია მსოფლიოში ერთ- ერთი მაღალტექნოლოგიური სამხედრო - სამრეწველო კომპლექსის, მძლავრი არმიის და სამხედრო-საზღვაო მფლობელი ქვეყანაა, რაც რუსეთისთვის ჯერ კიდევ პეტრე I მიერ ევროპისკენ "გაჭრილი ფანჯრის" ამოქოლვა და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის "შიდა წყალსაცავად" გადაქცევის პროცესის დასაწყისია!

ჩვენ ხშირად გვახსენებდნენ, რომ საქართველოს არა აქვს საერთო საზღვარი ევროკავშირთან, დღეს ეს თეორია საბოლოოდ დაინგრა - ჩვენი უახლოესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, თურქეთი, ახლო მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება, ხოლო

საქართველო ევროკავშირის უშუალო ფიზიკური მეზობელი გახდება!

ყვალაფერი შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ სად ვართ - არსებული საგარეო პოლიტიკის დინამიკით ალბათ "რუსეთის ფედერაციის ერთ- ერთი სუბიექტის, ჩეჩნეთის მეზობელ ტერიტორიად" დავრჩებით...

ერთწამს წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ვილნიუსს არა პირობითი შალიკო - ვალიკო, არამედ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდეს - ვილნიუსში ბაიდენთან, ერდოგანთან, შოლცთან, მაკრონთან პირდაპირი დიალოგით - ბალტიელი მეგობრების, პრეზიდენტ ანჯეი დუდას მხარდაჭერით, პრეზიდენტ ზელენსკისთან "წყვილში" საქართველოს რა დივიდენდებს მოუტანდა - სულაც წევრობის აგრემანით დაუბრუნდებოდა თბილისს!

რეალურად დღევანდელ საქართველოს "სურვილიზმის" შეგრძნებაც არ დარჩა, და გვინდა ერთ ჩამორჩენილ, გაბანძებულ "პატარა სოფლად", ვინმე არქიპოს სამფლობელოდ დავრჩეთ !

ჩემმა თაობამ მრავალი ბრძოლა - ომის გამოვლით ეს ქვეყანა დღემდე სახელმწიფოდ შეინარჩუნა, მაგრამ ახალგაზრდა თაობას მეტი მართებს - ორიენტირად NATO - EU უნდა დაისახოს.

ექსკლუზიურად.

 

სრულად

უკრაინა-რუსეთი-ევროპა

რუსეთუმეებმა ვერაფრით ვერ გაიგეს, რომ უკრაინა და მისი პრეზიდენტი ამ პლანეტაზე "ბაბაიას" არავის დაუძახებენ - მათთვის ეს ომი სახელმწიფოს ყოფნა - არყოფნის ზღვარზე გადის და თანადგომა მხოლოდ რეალური და ქმედითი დახმარებით განისაზღვრება.

ევროპული ბლა - ბლა აქ ვერ იმუშავებს - მაღალ მატერიებზე და თეორიულ განსჯაზე ღირებული ამ ეტაპზე უკრაინისთვის უახლესი იარაღი, ომში გამარჯვებისთვის აუცილებლი ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფაა!

"კოლექტიური დასავლეთის" ქვეყნების ყველა ის ხელისუფლება თუ პოლიტიკოსი, რომელიც ამ მძიმე გამოწვევის მომენტში ოდნავ უკუსვლას გამოამჟღავნებს, საკუთარი ამომრჩევლების მიერ საბოლოოდ იქნება "ჩარეცხილი".

ესაა დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მონაპოვარი, და არა ის, როცა პუტინი "ამბოხებული" კრიმინალის შიშით დედაქალაქიდან გაურკვეველი მიმართულებით გაიქცევა და საიდუმლო ბუნკერს შეაფარებს თავს, ხოლო სულაც რამოდენიმე დღეში იმავე "ამბოხებულებთან" რამოდენიმე საათიან თათბირს გამართავს და ყველაფერს "შეუნდობს", თანაც დასამშვიდებლად ქრთამსაც გაატანს!

მმართველობის ეს მეთოდი ჩვეულია ბელარუსისთვის, და დიდი ალბათობით საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის - სხვანაირად ავტორიტარიზმი ვერ იარსებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი იქნებოდა გადამწყვეტი!

სრულად

საქართველოს მთავრობის შესახებ

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ომი მართლაც არ გვინდა - ეს თქვენ, ხელისუფლებამ, რეალურად ომი თითქმის უკვე მოიწიეთ:

- ევროპარლამენტის რეზოლუციის, ხუთი ათეული ევროპარლამენტარის წერილი - მომართვის იგნორირება, ქილიკი და ლანძღვა;

- უკრაინის პრეზიდენტის თხოვნის უგულებელყოფა;

- უკრაინის რადას გადაწყვეტილების არგაგონება;

- პოლონეთის პრეზიდენტის, პრემიერ -მინისტრის, პოლონეთის სეიმის მომართვების აბუჩად აგდება;

- "ბალტიის ალიანსის" ქვეყნების ხელისუფლებების თხოვნების არშეგონება;

- ევროკავშირის 27 ქვეყნის პრემიერების ერთობლივი კულუარული დიპლომატიის ვერშეგნება;

- საქართველოში აშშ ელჩის არაერთი განცხადების, მომართვისადმი სრული უყურადღებობა;

- კიდევ უამრავი უცხოელი ცალკეული პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის, ინტელექტუალის, არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდების მთლიანი არშემჩნევა...

მეტი რუსეთის ხელისუფლებას, მის "ცარ-პრეზიდენტს" არც არაფერი გაუკეთებია - უბრალოდ, "კუნთები" მძიმედ ათამაშა და რაც მიიღო, მთელი მსოფლიო, გარდა რამოდენიმე ლუზერი სახელმწიფოსი, რუსეთის "სასარგებლო იდიოტების" და პირდაპირი აგენტურისა დღეს თვალსაჩინოდ ხედავს - რუსეთი ფიზიკური დანგრევის პირასაა!

რეზიუმე:

დემოკრატიული მსოფლიოს წინააღმდეგ გალაშქრება ჯერ ვის შერჩენია, ჩვენ რა გამონაკლისი ვიქნებით?

საქართველოში დღეს ჰუმანური და ადამიანური სოლიდარობის ასპექტებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია - უბრალოდ, ადამიანის, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს შემქმნელი პრეზიდენტის "გაცხადებულ და საილუსტრაციო" მკვლელობის უფლებას თანამედროვე მსოფლიო არ მოგცემთ, არც გაპატიებთ!

სრულად

Слава Украiнi ! Героям слава!

ხშირად სიფრთხილე სტრატეგიულ იდიოტობაში გადადის - რუსნია ამ დღეებში ყირიმიდან, სიმფეროპოლიდან, მიმდებარე რეგიონებიდან რაკეტებით ინტენსიურად ურტყამს ოდესას, ნიკოლაევს, უკრაინის სხვა საზღვაო პორტებს და უკრაინას საპასუხო სამხედრო რეაქციის არავითარი ტექნიკური საშუალება არა აქვს!

ბოლოს და ბოლოს - 1994 წლის "ბუდაპეშტის მემორანდუმის" შესრულების გარანტორ ქვეყნებს ვალდებულება ვინ მოუხსნა?

1994 წელს უკრაინა საკუთარმა დოყლაპია(!) ხელისუფლებამ და ამერიკა - დიდმა ბრიტანეთმა სრულიად განაიარაღეს რუსეთის სასარგებლოდ - ახლა იმ ხელშეკრულების პასუხისმგებლობას შედარებით ყველაზე მეტად ინგლისი გრძნობს - ბოლო თვეებში უკრაინას თავის დასაცავად გადასცა შორსმსროლელი ფრთოსანი რაკეტები Storm Shadow (ოღონდ მიზნამდე მისატანი საავიაციო საშუალებები ჯერჯერობით არა), ხოლო ამერიკა ამ ყბადაღებულ, შედარებით მოძველებულ ATACMS რაკეტებს ვისთვის ან რისთვის ინახავს?

სამყაროში არ არსებობს 100%-იანი საჰაერო თავდაცვა (მითუმეტეს ტერიტორიით ევროპის უდიდეს სახელმწიფოს მოთხოვნების შესაბამისი) - არსებობს მხოლოდ ამ საჰაერო - სარაკეტო შეტევების პრევენციის მექანიზმი :

საპასუხო დარტყმები მოწინააღმდეგის შესაბამის პლატფორმებზე(ბაზებზე)!

უკრაინისკენ გამოშვებული რუსულ რაკეტებს სამიზნედ ჯერ კიდევ ცოცხალი

ბილ კლინტონი

ჯონ მეიჯორი უნდა დაუყენო, ხოლო

ბორის ელცინის, ლეონიდ კუჩმას საფლავებს თითო რაკეტაც ზედ მიაყოლო!

Слава Украiнi❗

Героям слава❗

 

 

სრულად

რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ფაზაში გადადის

ოდესის და ნიკოლაევის სამოქალაქო - კომერციული პორტების ბარბაროსული დაბომბვით რუსნიამ საკუთარ სასიკვდილო განაჩენს მოაწერა ხელი - უკრაინული სურსათი ამ ნავსადგურებიდან ექსპორტზე ძირითადად (80%- მდე) ევროკავშირის ქვეყნებში გადიოდა.

უკვე დაიწყო უკრაინისთვის მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეტევითი იარაღის გაძლიერებული მიწოდება - "ლეოპარდები", ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი პარტიები, ჯავშანტექნიკა, ჭურვების გაზრდილი რაოდენობა, მალე F-16 და ATACMS (ანალიტიკოსების აზრით აგვისტოს თვეში) ვიხილავთ რუსნიას ღრმა საჰაერო სივრცეში!

სულ რამოდენიმე დღეში კასეტურმა ჭურვებმა გარდატეხა შეიტანეს უკრაინული ძალების შეტევების ტემპებში - პრეზიდენტმა ზელენსკიმ დღეს განაცხადა: "უკრაინის კონტრშეტევები ახალ იმპულსს იძენს, უახლოეს საათებში ფრონტებზე დინამიკა შეიცვლება"!

და კიდევ მნიშვნელოვანი :

ამ დღეებში რუსნიამ მის მოკავშირე ირანში ორი ესკადრილია СУ-35 თვითმფრინავები გადააფრინა(ალბათ ვალები გადაიხადა), რაც ახლო აღმოსავლეთის ებრაულ - ირანულ დაპირისპირებაში სრულიად ახალ შტრიხებს შეიტანს - ამან კი ამერიკის "თავშეკავებულობის" უკანასკნელი ზღვარი გადალახა (ისრაელის ინტერესებიდან გამომდინარე ამერიკა გარკვეულწილად "აბალანსებდა" უკრაინისთვის გამოკვეთილად შემტევი იარაღის მიწოდებას) -

პუტლერი გამოუვალ ჩიხში შევიდა!

დასავლეთითაც რუსნიას მოკავშირე ბელარუსს მეტად მძიმე დღეები უდგება - პრიგოჟინის "ჩაწყობილი" ბუნტის შედეგად რუსნიამ "უკონტროლო" სამხედრო ძალები პოლონეთ - ლიეტუვის წინააღმდეგ ბელარუსში გადაისროლა, რასაც იმავე პოლონეთ - ლიეტუვას დემონსტრაციული სამხედრო აქტივობა მოჰყვა - ორივე სახელმწიფომ საკუთარი საბრძოლო კორპუსები უშუალოდ "ბრესტის კარების" ჩასაკეტად ბელორუსის საზღვარს მიაყენეს და საჯაროდ განაცხადეს, რომ სამხედრო მოქმედებებისთვის მზად არიან!

სტრატეგიულად სულ ეს ყოფილა "გენიოსი" პუტლერი...

სრულად

მართმადიდებლობის "დარაჯი" ახალი რუსული ურდო

ესეც თქვენი "ერთმორწმუნე", მართმადიდებლობის "დარაჯი" ახალი რუსული ურდო:

ეს სპასო- პრეობრაჟენსკის ოდესის საკათედრო ტაძრის ნანგრევებია - არა იმ საუკუნის, გერმანელი ნაცისტების ნამოქმედარი, არამედ რუსების მიერ წუხელ, 2023 წლის 23 ივლისის ღამეს, სარაკეტო დარტყმებით განადგურებული...

ეს ღორისტანის სახეა, მისი სავიზიტო ბარათი!

სრულად

ოდესის ისტორიული ცენტრი

წუხელ ღორისშვილებმა რაკეტებით მთლიანად გაანადგურეს ოდესის ისტორიული ცენტრი - UNESCO მფარველობის ქვეშ მყოფი მსოფლიო არქიტექტურული საგანძური!

სრულად

რუსეთი-უკრაინა

საინტერესო დროში ვცხოვრობთ -

"კოლექტიური დასავლეთი" პუტინს ბირთვული იარაღის შიშით ითმენს, მაგრამ ამ ვირეშმაკა ლუკაშენკას რა ამისთანა "კოზირები" გაუჩნდა, რომ უკვე ვარშავასაც ემუქრება კრიმინალური სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერელების" ხელით?

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პუტლერის წაქეზებით მართლაც რომ გაბედოს კოლხოზფიურერმა საკუთარი ტერიტორიიდან ევროპაში პრიგოჟინის "დესანტირება" - ამასაც რაღაც ახსნას მოუძებნიან დასავლეთელი დემოკრატი პაციფისტები - აბა, 2022 წლის თებერვალ-მარტში კიევზე რუსების უმთავრესი შეტევა, და შემდგომაც უკრაინაზე "ისკანდერებით" პირველი სარაკეტო დარტყმები, განა ბელარუსის ტერიტორიიდან არ განხორციელდა?

ლუკაშკა "ევროპის ბოლო დიქტატორის" წოდებას უკვე ათეულწლებია ატარებს, მაგრამ რა - საკუთარი ტერიტორიიდან არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ "საერთო სახელმწიფოს" ეგიდით ღია სამხედრო მოქმედებებს ახორციელებს, არამედ უკვე ნატო-ს წევრების, პოლონეთ - ლიეტუვის წინაღმდეგ შესაძლო პროვოკაციას - სამხედრო აგრესიასაც საჯაროდ, გაცხადებულად აანონსებს!

ლუკაშენკო დასავლეთისთვის ნაცნობი "ფრუქტია", მაგრამ უკვე ღიად, დაუფარავად, პუტინის შეგონებით დასავლეთს დაუფარავად ევაჭრება უკრაინის ტერიტორიის გადანაწილებით(!) - "სამოკავშირეო სახელმწიფოს" (რფ, ბელარუსი) დიდი ტერიტორიული "შენაძენებით", და რამდენადაც არასერიოზულად არ უნდა ჩანდეს - უკრაინის ხარჯზე უნგრეთის ტერიტორიული მადის დასაკმაყოფილებლად!

მორალი :

ესაა ის უმთავრესი მიზეზი, როცა ამ ოდიოზური, უსაზღვრო განდიდების მანიით შეპყრობილი, მაგრამ ჯეროვნად დაუსჯელი ფიგურების შემხედვარე შუა აზიის და სამხრეთ კავკასიის ჰიბრიდული რეჟიმების პირველ პირებსაც, მსოფლიო "ახალი წესრიგის" შემომქმედებად რომ წარმოუდგენიათ საკუთარი უპასუხისმგებლო თავი!

"კოლექტიურ დასავლეთს" ნამდვილად მეტი მიზანმიმართული მოქმედება მართებს, თორემ ადვილად შესაძლებელია, რომ უკრაინასთან ომში დამარცხებული რუსეთი ამ "ახალი მოკავშირეების" ხარჯზე სრულიად ახალი, "მოდერნიზებული იმპერიის" იპოსტასით შეხვდეს მომავალ მსოფლიო წესრიგს!

სრულად

კელი დეგნანი

ახალი არაფერია -

2012-2013 წლებში რუსეთში პოლიტიკოსები და სახელმწიფო მას- მედია ასეთივე გააფთრებით ესხმოდნენ თავს აშშ ელჩს მაიკლ მაკფოლს, უწოდებდნენ :"რუსეთის საპროტესტო მოძრაობის მთავარი ფინანსისტს და პრინციპულ ორგანიზატორს".

დღეს ამ როლში აღმოჩნდა აშშ ელჩი საქართველოში კელი დეგნანი -

ორივე შემთხვევაში პარალელი მხოლოდ ამით არ ამოიწურება:

მაიკლ მაკფოლი ითვლებოდა "რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის"(!) მთავარ არქიტექტორად, ანალოგიურად, 2020- 2021 წლების საქართველოს საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ამერიკის ელჩისგან, ქ-ნ კელი დეგნანისგან პოზიტიურად იქნა შეფასებული.

რუსეთი ხომ უმადურია, და ქართველი პრორუსი პოლიტიკოსებიც მათი "ტოლი და სწორია" - რისი სურათიც ბოლო პერიოდში ღიად და დაუფარავად ჩანს ამერიკის ელჩზე დაუსაბუთებელი თავდასხმების განვრცობად სერიაში...

სრულად

რუსეთმა სოხუმის სტრატეგიული აეროპორტი მიიერთა

სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავზე რუსეთმა სოხუმის სტრატეგიული აეროპორტი მიიერთა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გარდა არავის სიტყვაც არ დაუძრავს...

სოხუმის აეროპორტი სსრკ პერიოდში სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამოქალაქო აეროპორტი იყო, რომელსაც წელიწადის ყველა დროს იმ პერიოდში მოქმედი ყველა ტიპის (სატრანსპორტო და სატვირთო) თვითმფრინავების მიღება შეეძლო - სამომავლოდ, დაგეგმილი მოდერნიზაციის შემდეგ, უკვე შავი ზღვის მთელ რეგიონში მნიშვნელოვან სამხედრო - პოლიტიკურ დატვირთვას შეიძენს!

ჩვენ ხომ "ომი არ გვინდა", მაგრამ ამისთვის ვინმე ანგარიშს გვიწევს?

ჩვენგან "არგაბრაზებულმა" რუსეთმა ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ობიექტი აგვახია - გინდ "ბაბაია", გინდ "ბაბაიაგა" დაუძახეთ - ამით რუსეთში რა შეიცვლება...

სრულად

რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფოების პოლიტიკა

ბათუმში, 10 წლის წინ თურქეთის მოქალაქე, ეთნიკური ქართველი ინვესტორების მოზიდვის პროცესზე "ტრუსიკებიდან ხტებოდით", და დღეს რუს ოკუპანტ - "ტურისტებზე" სიტყვას არ ძრავთ?

აფხაზეთის ომის შემდეგ ხშირად ნიშნისმოგებით გვეუბნებოდნენ - "რა, დაიცავით აფხაზეთი"?

ვერა, ვერ დავიცავით, რადგან მაშინდელ საქართველოშიც თქვენისთანა ქვეჩაფსიები და მოღალატეები არანაკლებ იყვნენ - მაგრამ ჩვენ 13 თვენახევარი ვიბრძოლეთ, სანამ ყველანი ერთად "ოპტომ" არ გაგვყიდეს!

დღეს თქვენ რისთვის იბრძვით - ბინების სარფიანად გაქირავებისთვის თუ პამიდორ - კიტრის, ჭაჭის და "აჭარული ხაჭაპურის" რუსებზე ძვირად მიყიდვისთვის?

თუ მეტი თავმოყვარეობა, ღირსება და პატრიოტული სული არ შეგრჩათ, მაშინ ყველაფერი მოსულა...

სრულად

2024 წლის პარიზის ოლიმპიადა

მსოფლიო თანამეგობრობისთვის როგორი საძულველი უნდა იყოს, როცა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე სოკ-ის 206 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 3(!) არ იქნა მიწვეული:

რუსეთი, ბელარუსი და გვატემალა!

(გვატემალას ეოკ-ს ინსტიტუციონალური პრობლემა აქვს)

სრულად

"РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА *УЙ!"

"РУССКИЙ КОРАБЛЬ, ИДИ НА *УЙ!"

ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება - უკვე აფრიკის "ბანანის რესპუბლიკების" კორუმპირებული და ანტისახალხო რეჟიმებიც კი უფრთხიან რუსეთთან "მეგობრულ კავშირებს" და ამათ რა სჭირთ?

ქართველ "ძალოვნებს":

ცნობილი ამერიკული ფილმი "რიგითი რაიანის გადასარჩენად" ნაციზმთან მებრძოლი ამერიკელი ჯარისკაცის, და არა მილიარდერის ქონების გადასარჩენი ოპერაციის გმირებზეა გადაღებული!

ქართული პოლიცია და უსაფრთხოების ძალები ახლა საკუთარი GEN Z თაობის და პატრიოტი ქართველების სადარაჯოზე, და არა მსოფლიოში ტოქსიკურ ბიო - მასად მიჩნეული ღორისშვილების, საქართველოს ოკუპანტების დასაცავად კი არ უნდა იდგნენ "ცოცხალ კედლად"!

ისე, ცნობისთვის:

ქართული ოლიგარქიის და პირადად "ბორიას მეგობარ" რუს მილიარდერს ვლადიმერ ევტუშენკოვს გასულ კვირაში ჩეხეთის ელიტარულ კურორტ კარლოვი - ვარში მისი კუთვნილი 5*-იანი ფეშენებელური სასტუმრო ჩამოართვეს, ასევე მის შვილზე გაფორმებული ყველა ქონება დაუყადაღეს!

ასე ებრძვიან ცივილიზებულ სამყაროში რუსის გავლენის აგენტურას, და მათ დასაცავად საკუთარ მოქალაქეებზე კი არ ძალადობენ!

მეხსიერების სავარჯიშოდ - მომავლის გზამკვლევად:

უკრაინის სპეცსამსახურებმა - ГУР МО (კირილო ბუდანოვი) და СБУ (ვასილი მალიუკი) ღიად განაცხადეს, რომ ისინი ებრაული "მოსადის" მსგავსად მთელ მსოფლიოში იწყებენ რუსების და მათი "მეგობრების" წინააღმდეგ ტოტალურ დამსჯელ ოპერაციებს - უკვე მოსკოვსაც მისწვდნენ და ღორების ეკონომიკური დარგის სამი წამყვანი სამინისტროს ოფისებიც ნაცარტუტად აქციეს...

სრულად

რაჭა-შოვის ტრაგედია

ქვეყანას, რომლის უკიდურეს სასაზღვრო პუნქტებს შორის ვერტმფრენით დაკავშირებას მაქსიმუმ 1,5 საათი სჭირდება - ონში (200 კმ-ზე თბილისიდან) მაშველების ჩასვლას საათები(!) უნდება, მასშტაბური სამაშველო სამუშაობისთვის კი არაფერი გააჩნია!

სახელმწიფო ინსტიტუციები არ არსებობენ - მხოლოდ მაფიოზურ - ფეოდალური სინდიკატები, რომლებიც ან გარე ძალას, ან "უცხო ფიზიკურ პირს" ემორჩილებიან!

ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ საკუთარი ინიციატივების და შესაძლებლობების ზღვარზე ცდილობს საკუთარი სამოქალაქო უფლებების ნაწილობრივ დაცვას - ესაა დღევანდელი საქართველო, რომელიც ათწლეულის წინ არსებული ევროპული ტიპის სახელმწიფოდან კლანურ - ტრაიბალისტურ წარმონაქმნად გადაიქცა!

"ჩვენ ევროპა/დასავლეთი გვინდა!" - უკვე ჩამოყალიბებული კოლონიალური მენტალობის მმართველი სახელმწიფო ადმინისტრაციის და მაღალჩინოსნების ფიზიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების დონეზე თუ აღიქმება - უბრალოდ, ეს სლოგანი "საყიდლებზე თუ საკუთარი მოქალაქეების თვალისგან გადამალული უძრავი ქონების მოსანახულებელი" პერიოდული ვოიაჟებით განისაზღვრება.

"ბანანების რესპუბლიკების" პირველ პირებსაც ჰყავთ საკუთარი "მცირე ავიაცია", ან ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანების პარკი, მაგრამ ქვეყნის მართვას მხოლოდ ეს რომ შველოდეს - საქართველოში ნებისმიერი ბუნებრივი თუ თანამედროვე ტექნოლოგიური კატაკლიზმების დროს სახელმწიფო "ქრება", და ეკრანებიდან გვესმის "მალოგრამოტნი" ტიპების ბრიყვული განმარტებები, რომელთა "შელამაზება - გაკეთილშობილებაზე" დასაქმებული ჩინოვნიკების და ტროლ-ბოტების ანაზღაურება თავისუფლად გაწვდებოდა ქვეყანაში სუპერთანამედროვე სამაშველო - სამედიცინო სამსახურების ორგანიზებას!

არადა საქართველო საკუთარი ფიზიკურ- გეოგრაფიული და კლიმატური პარამეტრებით ამ სამსახურების გამართული საქმიანობის გარეშე წარმოუდგენელია...

P.S. განვითარებულ სამყაროში მეხანძრე - მაშველების პროფესია ყველაზე დაფასებული კატეგორიაა - ყველაზე მომზადებული, ტექნიკურად აღჭურვილი და უმაღლესი ანაზღაურებებით!

სრულად

Gen Z თაობა

უკვე წლებია, რაც ერთი კანონზომიერება თვალნათლივ ჩანს:

ადრეც, მაგრამ განსაკუთრებით 2015 წლის 13 ივნისიდან მოყოლებული, საქართველოსთვის ყველაზე დრამატულ მომენტებში მოხალისეებად თუ ქვეყნის ინტერესების უპირატეს დამცველებად ყველაზე განათლებული, უზრუნველყოფილი, ინფორმირებული და ევროპულად მოტივირებული ახალგაზრდები, GEN Z თაობის, გვევლინებიან!

ქოცობა, ალტ-ინფო, მარშისტები, "პატრიოტები", "მორწმუნე მრევლი" და მსგავსი სუბიექტები მხოლოდ ხელისუფლების (სპეცსამსახურების) "დაძახებაზე" ხდებიან "ეროვნული ტრადიციების" და რუსული ინტერესების აქტიური დამცველები.

მარტივი გათვლაა:

პირველები ამას სინდისის, ღირსების და პატრიოტიზმის გრძნობით, ხოლო მეორენი ანგარებით თუ საკუთარი წამხდურობის გამჟღავნების შიშით აკეთებენ ამ ყველაფერს!

სრულად

კლიმატური კატასტროფები და მათი გადაჭრის გზები

ყოველი კლიმატური თუ ტექნოლოგიური კატასტროფის შემდეგ იწყება იმპულსური განხილვები: გეოლოგიური კვლევები, მონიტორინგი, უნებართვო მშენებლობები, კორუფცია, სამაშველო სამსახურის გაუმართაობა- იქვე ვერტმფრენები, მძიმე ტექნიკა, ინდივიდუალური სამაშველო საშუალებები, ამუნიცია, მაშველების ანაზღაურების საკითხი და ა.შ.

ყველა შეკითხვა ლეგიტიმურია, და სრულიად ლოგიკური, მაგრამ ამ წუთას, დღესვე, ხომ შეიძლება ყველაზე მარტივი, მაგრამ ქმედითი, ეფექტური და მცირე დანახარჯების ფასად ყველა მეწყერსაშიში სახალხო გამოყენების არეალი - მთის მდინარეების სათავეები, ეროვნული პარკები და სარეკრეაციო ზონები, ზვავ/ქვისცვენა საშიში ფერდობები, უღელტეხილების გზები, გვირაბები,... მაღალი და ფართო, ღამის ხილვადობის კამერებით ავჭურვოთ - GPS კავშირებით შესაბამის ადმინისტრაციულ თუ სპეციალურ ცენტრებთან დავაკავშიროთ და "უსაფრთხოების ერთიანი ეროვნული წრედი" შევკრათ?

არც ახალი სამსახურის "გამოგონება" დაგვჭირდება - არსებობენ პროფესიულად გამოცდილი 112 სამსახური, გარემოს დაცვის ინსპექცია, მუნიციპალური თუ კომერციული დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურები, და კიდევ მრავალი პროფესიულად და დანიშნულებით "მონათესავე" იურიდიული პირები.

ამ საქმეს საწყის ეტაპზე დიდი ფულადი სახსრები არ დასჭირდება - ერთი ახალი MAYBACH ღირებულება ნამდვილად ეყოფა, თუ არადა პატრულის "პორშეს" თუ "ლამბორჯინის", ჩინოვნიკების და ჩინოსნების "ლექსუსების" , "კრუზაკების" და "მერსედესების" ღირებულება დავამატოთ და შვეიცარიის სამთო - სამაშველო სამსახურის გაფრთხილების დარი ქსელი ნამდვილად გვექნება!

P.S.

საერთოდ - ვერტმფრენები მართლაც მძიმე თემაა - სახლში, ასაფრენ მოედანზე დაყენებული კი არა - სახელმწიფოს , ანუ მოქალაქეების საჭიროების შესაბამისი!

ვერტმფრენი - კრიტიკული სიტუაციის, ევაკუაციის საშუალებაა, მაგრამ პრევენციის ცენტრის შექმნას რატომ არ ვითხოვთ?

სრულად

საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილია!

საკუთარი ხელისუფლება ჯერ ემზადება - პირდაპირ ხომ ვერ დაგმობს რუსეთს მისი აგრესიის მე-15 წლისთავზე, მაგრამ ამერიკამ "გაბედა" და ენტონი ბლინკენის განცხადებით რუსეთს მკაცრად შეახსენა, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები აუცილებლად უნდა შესრულდეს - რუსეთმა საკუთარი ჯარები უპირობოდ უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ასევე მკვეთრად გამოხატეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა და მეგობარი ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

არაა საქართველო მარტო რაშისტების ღია თუ ჰიბრიდული შემოტევების წინააღმდეგ - საქართველო ყველა შემთხვევაში დასავლური ცივილიზაციის ნაწილია!

ჩვენ უკრაინასთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ - ამის საფუძველი საქართველოში რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე პრეზიდენტ ზელენსკის განცხადების შინაარსი და პათოსია!

სრულად

საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ

ამ საღამოს ტვ "настоящее время" (რუსულენოვანი დასავლური არხი) საინფორმაციო პროგრამაში საგამომძიებლო რესურსის The Insider დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა რომან დობროხოტოვმა მეტად შემაშფოთებელი ინფორმაცია გააჟღერა: ბოლო პერიოდში

რუსულმა GRU მუშაობის სისტემა შეცვალა - ევროპა-ამერიკაში კადრის აგენტების მრავალი ხმაურიანი ჩავარდნების შემდეგ ინტენსიურად დაიწყეს ევროპაში, ამერიკაში და საერთოდ ყველა მიმართულებით ახალგაზრდა თაობის "ტურისტების", მობილიზაციას გამოქცეული "უკლონისტების", ფსევდოოპოზიციის, მას - მედიის, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების დიდი რაოდენობით შეგზავნა!

საქართველოში შემოსული რუსების აბსოლუტური უმეტესობა ამ კატეგორიის ახალგაზრდები არიან, თანაც არა პროვინციელი "ვანია -ტანიები", არამედ უმეტესად უცხოური ენების მცოდნე, თანამედროვე საკომუნიკაციო ელექტრონული საშუალებების (IT) სპეციალისტები, მომსახურების სფეროს - მასებთან კომუნიკაციის გამოცდილების მქონე ადამიანები.

სერიოზული გაფრთხილებაა❗

P.S. საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ასაკს, და მათ ფინანსური უზრუნველყოფის დონეს დააკვირდით - ასეთი "ფენომენი" ასე მარტივად არ ხდება!

სრულად

ცურვის საზაფხულო სპორტული ბანაკის გახსნა ფოთში

მიმდინარე წლის აგვისტო - სექტემბერში, სასკოლო არდადეგების პერიოდში, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლების და კულტურის კომიტეტის ინიციატივით, აფხაზეთის იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის აპარატის(ნანა გაბელია, გიორგი გაბედავა)

ფინანსური მხარდაჭერით, ქ.ფოთის მერიისა(ბექა ვაჭარაძე) და ფოთის სპორტული კომპლექსის დირექციის

(უჩა ჯგუბურია) თანადგომით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ფოთში განსახლებულ დევნილთა საზოგადოებრივი საბჭოს"

(რევაზ წულაია) უშუალო მონაწილეობით ორგანიზაცია გაუკეთდა 60 დევნილი ბავშვის(6-16წლის) ცურვის საზაფხულო სპორტული ბანაკის (სკოლის) ფუნქციონირებას.

მადლობა ყველას - სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი მუნიციპალური მმართველობის (მერიის), სპორტული კომპლექსის დირექციის და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამ მეტად საინტერესო ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის!

სრულად

აკაკი ჩხენკელის შთამომავლები უმაღლეს საბჭოში

დღეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ესტუმრნენ ლეგენდარული ქართველი პოლიტიკოსის და დიპლომატის, საქართველოს I რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მსოფლიო სოციალ - დემოკრატიული ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აფხაზეთის, ოქუმის მკვიდრის აკაკი ჩხენკელის შთამომავლები:

გია(გიორგი) ქანთარია - აკაკი ჩხენკელის ძმის, გრიგოლ ჩხენკელის შვილთაშვილი;

ცისმარი სვირავა - აკაკი ჩხენკელის დის, ალექსანდრას შვილიშვილი.

პირველ ფოტოზე - აკაკის მამიდა, ფუცუ, მეუღლესთან(ჭანტურია) ერთად;

მეორე ფოტოზე - აკაკი ჩხენკელის შვილიშვილები- გივი და თამარ ჩხენკელები(ამჟამად ცხოვრობენ პარიზში);

მესამე ფოტოზე -აკაკი ჩხენკელის კუთვნილი ჩაის ფინჯანი, რომელიც სახსოვრად დარჩა აკაკის დას, ალექსანდრას(1920).

სრულად

ქვეყნების წილი მსოფლიო ეკონომიკაში

ქვეყნების წილი მსოფლიო ეკონომიკაში.

რუსეთის აშშ - ჩინეთთან შედარება საერთოდ არ შიძლება, ხოლო დანარჩენი G7 ქვეყნების ეკონომიკებს 1,5- 2-ჯერ რომ ჩამორჩება (იაპონია, გერმანია, ინგლისი, ინდოეთი) და ნაწილობრივ, ათეული პროცენტით საფრანგეთს, იტალიას, კანადას, ეტოლება ბრაზილიას და ესპანეთს, სამხრეთ კორეა - ავსტრალია - მექსიკის რიგშია.

აბა, რომელი პარამეტრით სურს მსოფლიოს ელიტაში ყოფნა - არმიით, რომელიც დღეს სულს ღაფავს?!

მოკლედ - თავის დროზე გაანებივრეს დასავლეთის ქვეყნებმა და მართლაც ირწმუნა საკუთარი "განსაკუთრებულობა"!

სრულად

სამი დიდი ოქუმელი

ᲡᲐᲛᲘ ᲓᲘᲓᲘ ᲝᲥᲣᲛᲔᲚᲘ ❗

აკაკი ჩხენკელი - უდიდესი ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი (1917-1918), საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, წარმომადგენელი "ერთა ლიგაში"(მისი არსებობის ბოლომდე).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი - საზეიმო გახსნის უფლებაც მას ერგო!

დასაფლავებულია ლევილის სასაფლაოზე.

ვალერიან(ვალიკო) ჯუღელი - საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი, სახელმწიფოს ინტერესების ერთგული გუშაგი - გარედან ინსპირირებული ყველა ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების (სეპარატისტულ - რუსულ/ ბოლშევიკური აჯანყებების) საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელი.

1924 წელს პარიზიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნებული იმავე წელს დახვრიტეს აჯანყების მომზადების ბრალდებით.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარი - აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე 1919-1921 წლებში.

პოლიტიკური ემიგრაციის წლებში ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის ტომაშ გარიგ მასარიკის მოწვევით ცხოვრობდა ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკაში, პრაღაში.

გარდაიცვალა 1939 წელს პარიზში. დასაფლავებულია ლევილის სასაფლაოზე.

სამივეს ერთი საერთო ბიოგრაფიული ისტორია აერთიანებდათ -

სამივეს დამთავრებული ჰქონდათ ოქუმის ორგანყოფილებიანი ოთხკლასიანი სკოლა (1851წ.) და პირადი, მეგობრული კონტაქტები აკავშირებდათ.

(ხშირად საზოგადო, საჯარო სივრცეში აკაკი ჩხენკელის დაბადების ადგილად შეცდომით, თუ მიზანმიმართულად, მითითებულია ხონი, ხოლო ვალერიან ჯუღელის დაბადების ადგილად ზესტაფონის მაზრის ს.სვირი, საწყისი განათლების მიღების ადგილად - სოხუმის გიმნაზია).

სამივენი ოქუმიდან, აფხაზეთიდან მოდიოდნენ - გონებით, მოღვაწეობით თუ ფიზიკურად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად იდგნენ!

დიდება საქართველოს ბუმბერაზ მოღვაწეებს!

სრულად

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა

ჩვენ და ჩვენი დიდებული წინაპრებიც მთლად შუაგულ ევროპაში ვართ- საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა ევროპის შუაგულში, უძველესი ისტორიის ქალაქ პრაღაში დაიდებს ბინას!

"ჩავიდა" დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა სამშობლოდან, საქართველოდან, მისი ცხოვრების ბოლო

წლების (1923-1939), პოლიტიკური ემიგრაციის პარიოდის საცხოვრებელ ქალაქში, პრაღაში!

საიმედო ხელშია ეს ძვირფასი ნივთი : ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო -

I მდივანი მარიამ ორჯონიკიძე, საელჩოს მრჩეველი - გვანცა ბარქაია, ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართველთა სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარე მადინა ბოკერია-კრიზი, მისი მეუღლე - ცნობილი ჩეხი იურისტი,ადვოკატი ვლადიმერ კრიზი.

საზეიმო გახსნა მომავალი წლის 20 მარტს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის დაფუძნების 105-ე წლისთავზე.

სრულად

არზაყან ემუხვარის მემორიალური დაფა

Zurab Jguburia ,

Zurab Ketsbaia

წავედით, ანუ გავფრინდით:

Tbilisi International airport - Istanbul - Prague (საელჩოსთვის დიმიტრი/არზაყან ემუხვარის მემორიალური დაფის გადაცემა) - Stuttgart - Kaiserslautern (ქართული სათვისტომო)- Strasbourg (მიშელ მუსხელის/მუსხელიშვილის საფლავის პატივის მისაგებად)- და ისევ Tbilisi International...

სრულად

"ერთიანობა მრავალფეროვნებაში" ავტორის მიშელ მუსხელის(მიხეილ მუსხელიშვილის) ხსოვნას

დღეს სტრასბურგის სასაფლაოზე პატივი მივაგეთ გამოჩენილი ფრანგი (ეთნიკური ქართველის) იურისტის და პოლიტოლოგის, ევროკავშირის დაფუძნების თეორიული საფუძვლების ("ერთიანობა მრავალფეროვნებაში") ავტორის მიშელ მუსხელის(მიხეილ მუსხელიშვილის) ხსოვნას - ქოთანიც, საყვავილე მიწაც მისი მშობლიური საქართველოდან, თბილისიდან ჩავიტანეთ...

მადლობა ჩვენს თანამებრძოლს, ადგილობრივ მასპინძელს პაატა შამუგიას!

#ზურაბჯგუბურია

#ზურაბქეცბაია

სრულად

სტუმრად "კაიზერსლაუტერნელ ქართველებთან"- გერმანია, რაინლანდ - პფალცის მხარე

სტუმრად "კაიზერსლაუტერნელ ქართველებთან"- გერმანია, რაინლანდ - პფალცის მხარე:

საოცრად ამაღლებული და ემოციურად დატვირთული იყო შეხვედრა აფხაზეთიდან, გალიდან, დევნილ გოგა კუკავას ოჯახში :

შესანიშნავი ქალბატონი, საქართველოს დიდი გულშემატკივარი, ოჯახის დიასახლისი ირინა ფრეი-კუკავა(ეთნიკური გერმანელი) და მისი მეუღლე გოგა კუკავა, კაიზერსლაუტერნის ქართველთა სათვისტომოს ერთ - ერთი ბურჯი და "ამძრავი ძალა"!

მათ სახლში, "საქართველოს კუთხეში", გვერდიგვერდაა გამოფენილი საქართველოს და გერმანიის დროშები, ოთახი გადატვირთულია ქართული წარმოშობის რეკვიზიტებით თუ სუვენირებით, აფხაზეთის თემატიკის შესატყვისი ლიტერატურით.

მასპინძლებს გადავეცით სპეციალური ლიტერატურა:

- ფრანგულ - ქართულენოვანი მიშელ მუსხელის (მუსხელიშვილის) "ერთიანობა მრავალფეროვნებაში"

(მთ.რედაქტორი ზ.ჯგუბურია);

- ხუთენოვანი (ქართ., რუს., ინგლ., ფრანგ., გერმ.)

"აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა"

(ზ.ჯგუბურია);

- გერმანულენოვანი

"აფხაზეთის ისტორია" (პროფესორები ლ.ახალაძე, ჯ.გამახარია);

- "ეთნიკური წმენდა/გენოციდი ოკუპირებულ აფხაზეთში" - დოკუმენტალური მასალების კრებული

(მთ.რედაქტორი ჯ.გამახარია).

ზუსტად ამ ოჯახის და ადგილობრივი სათვისტომოს მაგალითზე შეიძლება დავასკვნათ:

აფხაზეთი არ არის დავიწყებული - აფხაზეთი საქართველოა!

მადლობა ჩვენს უცვლელ გიდს საფრანგეთ - გერმანიაში, ჩვენს ერთგულ და საიმედო თანამებრძოლს პაატა შამუგიას.

#ზურაბჯგუბურია

#ზურაბქეცბაია

სრულად

"ჩვენი საქართველო" პრაღაში(მარცხნიდან): ნანა ჩაბრავა-საქართველოს კონსული ჩეხეთის რესპუბლიკაში, ზურაბ ჯგუბურია, ვახტანგ ყოლბაია, თეა მაუსურაძე - საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ჯემალ გამახარია, ნუგზარ მგალობლიშვილი, გვანცა ბარქაია - საქართველოს საელჩოს მრჩეველი, ნანა კვარაცხელია

20/03/2024, პრაღა, Prague :

დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის მემორიალის გახსნა

Inauguration du mémorial Dimitri (Arzakan) Emukhvari

მადლობა ჩვენს ჩეხ მეგობრებს: მიხალ ვანეჩეკს, იოზეფ ჩერმაკს, ვლადიმირ კრიზს;

ქართულ სათვისტომოს:

მადინა ბოკერია - კრიზს,

პაატა ბოკერიას;

საქართველოს საელჩოს ჩეხეთის რესპუბლიკაში:

თეა მაისურაძეს - ელჩს,

ნანა ჩაბრავას - კონსულს,

გვანცა ბარქაიას - საელჩოს მრჩეველს,

საელჩოს ყველა თანამშრომელს.

Merci à l'Ambassade Géorgien en CZ;

Président de la Communauté Géorgienne.

სრულად

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა ქ.პრაღაში

2014 წლის ნოემბერში, პრაღაში, დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის დის შვილიშვილის, ქალბატონ ნატო მარშანიას და ჩვენი მეცადინეობით ჩვენმა ჩეხმა მეგობრებმა Michal Vanecek და Josef Cermak დაადგინეს ემიგრაციის პერიოდში (1923-1939) დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის საცხოვრებელი სახლის მისამართი , შეძლეს მის ფასადზე მემორიალური დაფის გახსნა (ჩეხურ ენაზე, I ფოტო), რომლის ორენოვანი, გორელიეფიანი და საქართველო -ჩეხეთის მეგობრობის სიმბოლოთი (გადაჯვარედინებული სახელმწიფო დროშები) გამშვენიერებული საიუბილეო (საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის გამოცხადების 105-ე წლისთავზე: 20/03/1919), სრულყოფილი საიუბილეო დაფა გაიხსნა 10 წლის მეცადინეობის შემდეგ!

მადლობა:

საქართველოს საელჩოს ჩეხეთის რესპუბლიკაში (ქ-ნი თეა მაისურაძე);

ქართული სათვისტომოს მესვეურებს (ქ-ნი მადინა ბოკერია -კრიზი, პაატა ბოკერია);

ჩეხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს- Michal Vanecek,

Josef Cermak, Vladimir Kriz;

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს (ჯ. გამახარია, ნ.მგალობლიშვილი, ვ.ყოლბაია, ზ.ჯგუბურია, ნ.კვარაცხელია);

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას(რ.აბაშიძე)

ამ ეროვნული საქმის განხორციელებისთვის!

Merci aux :

Tea Mausuradze;

Madina Bokeria - Kriz;

Paata Bokeria ;

Michal Vanecek;

Josef Cermak ;

Vladimir Kriz ;

Jemal Gamakharia- N.Mgaloblichvili, V.Kolbaia, Z.Jguburia, N.Kvaratskhelia;

Ruslan Abachidze - Gouvernement de la République autonome d'abkhazie .

Merci Beaucoup❗

სრულად

20/03/2024, პრაღა:

შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან საქართველოს საელჩოში -

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალის გახსნის ღონისძიებებში გაწეული საქმიანობისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ:

თეა მაისურაძე - ელჩი;

ნანა ჩაბრავა - კონსული;

პაატა ბოკერია - აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში და ჩეხეთში ქართული დიასპორის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.

სრულად

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დელეგაცია ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში

Jemal Gamakharia Vakhtang Kolbaia / ვახტანგ ყოლბაია Zurab Jguburia Nugzar Mgaloblishvili - Mxatvroba-ნუგზარ მგალობლიშვილი მხატვრობა და ჩვენი მასპინძელი პატივცემული ქალბატონები ელჩი თეა მაისურაძე და კონსული, სოხუმელი ნანა ჩაბრავა

სელფი ნანიკოსგან ❤🌹

სრულად

გადაჯვარედინებული დროშები - ქართულ-ჩეხური სიმბოლიზაცია

მხოლოდ ბოლო, ერთი წლის(2023), დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ახალი მემორიალური დაფის პრაღაში დაყენების მცირე ისტორია:

მოსამზადებელი შეხვედრები საქართველოს საელჩოში,

ჩეხეთში ქართული დიასპორის მესვეურებთან,

ჩეხეთის კულტურის სამინისტროში - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში, მინისტრის მოადგილე პეტერ ჰნიზდოსთან.

P.S. რომ არ გამომრჩეს - ყველაფერი კეთდებოდა საჯაროდ, ღიად, განხილვების შემდეგ - პრაღაში სამუშაო ვიზიტებისას თან მახლდა უმაღლესი საბჭოს აპარატის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი ზურაბ ქეცბაია

სრულად

დიმიტრი არზაყან ემუხვარის თავდაპირველი მემორიალური დაფა

აქედან დაიწყო:

2014 წლის ნოემბერში, პრაღაში, ბეთლემის კაპელის სცენაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის ჩეხურენოვანი მემორიალური დაფის გახსნაში შეტანილი პირადი წვლილისთვის და "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დღეების" ჩატარებისთვის საპატიო სიგელით აჯილდოებს ცნობილ ჩეხ არტ-პროდიუსერს Josef Cermak (იოზეფ ჩერმაკი)

სრულად

პარიზი ის ქალაქია, რომელიც ყოველთვის გელოდება - ჩვენ გვინდა ევროპა !

პარიზი არ გიყვარს, ლონდონს მასონებს ეძახი, პრაღა პოლიტიკურ პროვინციად მიგაჩნია და ეს ჭაობი, სახელად რუსეთი, რად ამოგიჩემებია - რამ შეგაყვარა?!

Paris, la France - c'est un véritable cœur de l'Europe ❗

J'aime la France ❗

P.S. საქართველოს ჭეშმარიტ და დაუღალავ მეგობრებს- ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, პოლონეთს, უკრაინას დასანახად ვერ იტან, რადგან ისინი რუსეთს საბოლოოდ გაემიჯნენ

სრულად

აკაკი ჩხენკელის (150 წელი) იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება

აკაკი ჩხენკელის ხსოვნას:

დღეს, 19 მაისს, შესრულდა 150 წელი მისი დაბადებიდან!

საიუბილეო ცერემონია

საფრანგეთში, პარიზში, ლევილის სასაფლაოზე - მისი შვილიშვილის TAMU - თამუ ჩხენკელის მონაწილეობით.

იმავდროულად პატივი მივაგეთ ნოე ჟორდანიას და დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის ხსოვნას

სრულად

აკაკი ჩხენკელის შთამომავლობა პარიზში

აკაკი ჩხენკელის ოჯახის მე-3 და შემდგომი თაობის წევრები:

შვილიშვილი - TAMU CHKHENKELI,

აკაკის დის შვილიშვილის შვილი - ანა ჭეიშვილი,

აკაკის დის შვილიშვილის შვილიშვილი(!) - ელენე, ანა ჭეიშვილის ქალიშვილი

სრულად

აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150-წლის საიუბილეო ღონისძიება

მიმდინარე წლის 19 მაისს საფრანგეთის რესპუბლიკაში, პარიზში, ლევილში, აკაკი ჩხენკელის დაბადებიდან 150-წლის საიუბილეო ღონისძიების ჩატარების ხელისშეწყობისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველს ქალბატონ თეა ქარჩავას და საელჩოს თანამშრომელს ბაჩო(კიაზო) ქიტიაშვილს.

მადლობა თქვენ - საქართველოს პატრიოტო მოქალაქეებო!

სრულად

მიშელ მუსხელის შესახებ

ევროპა გვინდა?

გვინდა კი არა, ერთიანი ევროპის დაფუძნების თეორიული დასაბუთება ეთნიკურ ქართველს, გამოჩენილ ფრანგ იურისტს, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორს მიშელ მუსხელს (Michel Muskheli, 1903-1964) ეკუთვნის:

"ერთიანობა მრავალფეროვნებაში"/L'unité dans la Diversité " (1948 წ.), რისი პრაქტიკული განხორციელება საფრანგეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მორის შუმანმა 1949 წელს დაიწყო...

დიდება მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის) ხსოვნას!

უკვე მე-7 წელია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის, 26 მაისის წინასაზეიმო დღეებში რეგულარულად პატივს მივაგებთ მის საფლავზე საქართველოს და ევროკავშირის დროშების აღმართვით❗

ამ ტრადიციას საფუძველი დაუდეს ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ირაკლი გივიაშვილმა და თქვენმა მონა - მორჩილმა.

სწორედ ჩვენი დიდი მეცადინეობით გამოიცა მიშელ მუსხელის ზემოთ მოხსენიებული ფუნდამენტური ნაშრომი ფრანგულ-ქართულ ენებზე, რომელ ნაშრომსაც დღეს დიდი მონდომებით ასწავლიან საფრანგეთის წამყვან - სორბონში, სტრასბურგის, ლიონის,... უნივერსიტეტებში.

დიდება საქართველოს ❗

დიდება გაერთიანებულ ევროპას❗

სრულად

აკაკი ჩხენკელის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დაფა

აკაკი ჩხენკელის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო დაფა დამზადდა თბილისში, ცნობილი მოქანდაკე - ქვისმჭრელის ირაკლი ყეინოშვილის მიერ აკაკის ოქუმელი თანამემამულეების: ედიშერ ოქუმელის(ჯანჯულია) და ზურაბ ჯგუბურიას პირადი ინიციატივით, ასევე გამოიცა 4-ენოვანი საიუბილეო ბიულეტენი(ზ.ჯგუბურია):

"ქართველი ვარ, სოხუმიდან"

"Je suis Géorgien, de Soukhoumi ",

სადაც პირველად დაიბეჭდა აკაკი ჩხენკელის დიდი ოჯახის წევრების მე-20-ე საუკუნის დასაწყისის ფოტოები (15 ერთ.).

ბიულეტენის თითო - თითო ეგზემპლარი სახსოვრად გადაეცათ :

ქ-ნ თამუ(TAMU)ჩხენკელს-

შვილიშვილს;

ქ-ნ ცისმარი სვირავას, დის შვილიშვილს;

ქ-ნ ანა ჭეიშვილს - ძმის შვილიშვილის შვილს;

ბ-ნ გიორგი(გია) ქანთარიას - ძმის შვილიშვილის შვილს.

სრულად

საფრანგეთის ახალი კალედონიის "სუვერენიტეტის" შესახებ

საფრანგეთის ახალი კალედონიის "სუვერენიტეტის" შესახებ

ახალი კალედონია არის საფრანგეთის რესპუბლიკის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ადმინისტრაციულ- ტერიტორიული წარმონაქმნი წყნარ ოკეანეში რეალური თვითმმართველობის ორგანოებით, სადაც ცენტრალური ხელისუფლება(პარიზი) წარმოდგენილია პრეზიდენტის მიერ დანიშნული უმაღლესი კომისრით, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება შედგება 11 წევრისაგან, რომელიც შეირჩევა ადგილობრივი კონგრესის(პარლამენტის) დეპუტატთა რიგებიდან .

მოკლედ - აბორიგენ მოსახლეობას აქვს ყველა პირობა ნორმალური დემოკრატიული განვითარებისთვის, და ცხოვრების მაღალი დონით აშკარად გამოირჩევა მეზობელი "დამოუკიდებელი" სახელმწიფოების - ვანუატუს და ფიჯის ეკონომიკური მდგომარეობისგან.

საფრანგეთი აბორიგენ მოსახლეობას არ უშლის ხელს "დამოუკიდებლობის რეფერენდუმების"(3-ჯერ ოცი წლის განმავლობაში) ჩატარების პროცესში, ოღონდ დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვი მოსახლეობის 2% არ აღემატება!

აპრილ - მაისში ახალი კალედონიის სუვერენიტეტის მომხრეებმა გარეშე ძალების ინიცირებით მოაწყვეს "ბუნტი", რის შედეგად დაიღუპა 2 სამართალდამცავი, რაც კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავრობისათვის, რასაც მოჰყვა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის 22 მაისის ელვისებური ვიზიტი ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუამეში.

შედეგად - მხოლოდ საპოლიციო ძალებით(!) მთელ ტერიტორიაზე ერთ დღეში აღადგინეს კონსტიტუციური წესრიგი.

ამ მოვლენას არ ექნებოდა ასეთი დრამატული განვითარება, რომ არა აფრიკაში რუსული გასამხედროებული ძალების(ЧВК "Вагнер") გამოყენებით ადგილობრივი პრორუსული რეჟიმების განმტკიცების უკვე არსებული პრაქტიკა, და სამწუხაროდ, ფრანგული სამთავრობო წყაროების ინფორმაციით, ასევე აღნიშნულ პროცესში აზერბაიჯანის ხელისუფლების ჩარევის ფაქტი!

საფრანგეთ - სომხეთის ურთიერთობების განმტკიცებით განაწყენებულმა ბაქომ საფრანგეთს "სამაგიეროს გადახდა" წყნარი ოკეანის განცალკევებულ ტერიტორიაზე მოუნდომა - ამ პროცესში რუსული კვალიც აშკარად იკვეთება - ისიც ხომ მეტად განაწყენებულია ემანუელ მაკრონის ბოლოდროინდელი განცხადებებით უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ!

რეზიუმე:

ავტოკრატ და "ფულიან" მმართველებს უკვე "ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად არ მიაჩნიათ" - ლამისაა "კოლექტიურ დასავლეთს" პირდაპირ ომი გამოუცხადონ, ოღონდ საკუთარი შესაძლებლობების რეალურად შეფასება ნამდვილად არ შეუძლიათ!

ჩვენც ეს ხომ არ გვემართება -

"სანქციების ვის ეშინია" ხმამაღალი განცხადებებით?!

ჩვენში რომ დარჩეს - "კოლექტიურ დასავლეთს" ამ ხელისუფალ - ნავთობბარონებისგან მეტიც კი ეკუთვნის, თვალს რომ ხუჭავდნ/ხუჭავენ ამათ ზღვარგადასულ თავხედობებზე- ამ ავტოკრატებს შორის პირველი მაინც პუტლერის რუსეთია.

 

სრულად