ლიეტუვა


	

პატარაა ქვეყანაა ლიეტუვა - ფიზიკურად ჩვენზე ორჯერ ნაკლები (ფართობი, მოსახლეობა), მაგრამ "პატარა სოფლად" დარჩენა არ ისურვა და დღეს ეკონომიკურად ჩვენზე 4-ჯერ უფრო დიდია - NATO, EU წევრი, ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავლების ოდენობით "დიად რუსეთს" 3-ჯერ უსწრებს, საქართველოს კი 4-ჯერ!

დღეს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში მსოფლიო "ახალი წესრიგის" დაბადების დღეა - მთავარი NATO-ს რიგებში შვეციის მიღების და უკრაინის გარანტირებულად, მთელი ალიანსის შეთანხმებით, აუცილებლი და უპირობო გაწევრიანების პროცესის დაწყებაა!

შვეციის NATO -ში გაწევრიანება განსაკუთრებული მოვლენაა - შვეცია მსოფლიოში ერთ- ერთი მაღალტექნოლოგიური სამხედრო - სამრეწველო კომპლექსის, მძლავრი არმიის და სამხედრო-საზღვაო მფლობელი ქვეყანაა, რაც რუსეთისთვის ჯერ კიდევ პეტრე I მიერ ევროპისკენ "გაჭრილი ფანჯრის" ამოქოლვა და ბალტიის ზღვის ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის "შიდა წყალსაცავად" გადაქცევის პროცესის დასაწყისია!

ჩვენ ხშირად გვახსენებდნენ, რომ საქართველოს არა აქვს საერთო საზღვარი ევროკავშირთან, დღეს ეს თეორია საბოლოოდ დაინგრა - ჩვენი უახლოესი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი, თურქეთი, ახლო მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყანა იქნება, ხოლო

საქართველო ევროკავშირის უშუალო ფიზიკური მეზობელი გახდება!

ყვალაფერი შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ სად ვართ - არსებული საგარეო პოლიტიკის დინამიკით ალბათ "რუსეთის ფედერაციის ერთ- ერთი სუბიექტის, ჩეჩნეთის მეზობელ ტერიტორიად" დავრჩებით...

ერთწამს წარმოვიდგინოთ, რომ დღეს ვილნიუსს არა პირობითი შალიკო - ვალიკო, არამედ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდეს - ვილნიუსში ბაიდენთან, ერდოგანთან, შოლცთან, მაკრონთან პირდაპირი დიალოგით - ბალტიელი მეგობრების, პრეზიდენტ ანჯეი დუდას მხარდაჭერით, პრეზიდენტ ზელენსკისთან "წყვილში" საქართველოს რა დივიდენდებს მოუტანდა - სულაც წევრობის აგრემანით დაუბრუნდებოდა თბილისს!

რეალურად დღევანდელ საქართველოს "სურვილიზმის" შეგრძნებაც არ დარჩა, და გვინდა ერთ ჩამორჩენილ, გაბანძებულ "პატარა სოფლად", ვინმე არქიპოს სამფლობელოდ დავრჩეთ !

ჩემმა თაობამ მრავალი ბრძოლა - ომის გამოვლით ეს ქვეყანა დღემდე სახელმწიფოდ შეინარჩუნა, მაგრამ ახალგაზრდა თაობას მეტი მართებს - ორიენტირად NATO - EU უნდა დაისახოს.

ექსკლუზიურად.