რაჭა-შოვის ტრაგედია


	

ქვეყანას, რომლის უკიდურეს სასაზღვრო პუნქტებს შორის ვერტმფრენით დაკავშირებას მაქსიმუმ 1,5 საათი სჭირდება - ონში (200 კმ-ზე თბილისიდან) მაშველების ჩასვლას საათები(!) უნდება, მასშტაბური სამაშველო სამუშაობისთვის კი არაფერი გააჩნია!

სახელმწიფო ინსტიტუციები არ არსებობენ - მხოლოდ მაფიოზურ - ფეოდალური სინდიკატები, რომლებიც ან გარე ძალას, ან "უცხო ფიზიკურ პირს" ემორჩილებიან!

ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ საკუთარი ინიციატივების და შესაძლებლობების ზღვარზე ცდილობს საკუთარი სამოქალაქო უფლებების ნაწილობრივ დაცვას - ესაა დღევანდელი საქართველო, რომელიც ათწლეულის წინ არსებული ევროპული ტიპის სახელმწიფოდან კლანურ - ტრაიბალისტურ წარმონაქმნად გადაიქცა!

"ჩვენ ევროპა/დასავლეთი გვინდა!" - უკვე ჩამოყალიბებული კოლონიალური მენტალობის მმართველი სახელმწიფო ადმინისტრაციის და მაღალჩინოსნების ფიზიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების დონეზე თუ აღიქმება - უბრალოდ, ეს სლოგანი "საყიდლებზე თუ საკუთარი მოქალაქეების თვალისგან გადამალული უძრავი ქონების მოსანახულებელი" პერიოდული ვოიაჟებით განისაზღვრება.

"ბანანების რესპუბლიკების" პირველ პირებსაც ჰყავთ საკუთარი "მცირე ავიაცია", ან ყველაზე ძვირადღირებული ავტომანქანების პარკი, მაგრამ ქვეყნის მართვას მხოლოდ ეს რომ შველოდეს - საქართველოში ნებისმიერი ბუნებრივი თუ თანამედროვე ტექნოლოგიური კატაკლიზმების დროს სახელმწიფო "ქრება", და ეკრანებიდან გვესმის "მალოგრამოტნი" ტიპების ბრიყვული განმარტებები, რომელთა "შელამაზება - გაკეთილშობილებაზე" დასაქმებული ჩინოვნიკების და ტროლ-ბოტების ანაზღაურება თავისუფლად გაწვდებოდა ქვეყანაში სუპერთანამედროვე სამაშველო - სამედიცინო სამსახურების ორგანიზებას!

არადა საქართველო საკუთარი ფიზიკურ- გეოგრაფიული და კლიმატური პარამეტრებით ამ სამსახურების გამართული საქმიანობის გარეშე წარმოუდგენელია...

P.S. განვითარებულ სამყაროში მეხანძრე - მაშველების პროფესია ყველაზე დაფასებული კატეგორიაა - ყველაზე მომზადებული, ტექნიკურად აღჭურვილი და უმაღლესი ანაზღაურებებით!