რეტროგრადია, ანუ "ხალხი" პროგრესის წინააღმდეგ

საერთოდ ცნობილი ფაქტია - რეტროგრადებისთვის ყველაზე "ერთგული" მომხრეები უსწავლელი, გაუნათლებელი, უბირი მასაა!
ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი რომანი "ოთხმოცდაცამეტი წელი" ამის სრული ასახვაა - აბა, ვანდეის გლეხებს ასე რატომ აღელვებდათ მეფე - ლუი (ლუდოვიკო ) XVI ბედი?
იმ მეფის, რომელიც საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებას ავსტრიელების და პრუსიელების, გარეშე დამპყრობლების ხელით, ცდილობდა.
აჯანყებული გლეხები ფრანგი დიდგვაროვნების გვერდით
თავგამოდებით და გაშმაგებით ებრძოდნენ საფრანგეთის "დიდ რევოლუციას" - პროგრესის, რესპუბლიკის წინააღმდეგ - სამეფოს აღდგენისათვის იბრძოდნენ!
ქართული მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი დღეს ასეთივე გაშმაგებით იბრძვის ივანიშვილის კაპიტალის გადარჩენისთვის, "ქართული ოცნების" პარტიული ელიტის და არსებული პლუტოკრატიის დასაცავად - ასევე მზადაა მმართველი ოლიგოპოლიის იდეური თუ ფიზიკური მოკავშირის, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების დასაცავად!
რესტავრაციის მეორე და მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო, არის და ალბათ ასეთად დარჩება ეკლესია - ყველაზე რეაქციული ძალა პროგრესის გზაზე, "ხალხთან" ორგანულად და მენტალურად ყველაზე ახლო მდგომი ინსტიტუცია, რომელიც "იმ თუ ამ დროშიც" ყველასთან, ოკუპანტთთანაც, უყოყმანოდ ითანამშრომლებ(და)ს საკუთარი ეკონომიკური ინტერესების - პარაზიტული ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის!
პროგრესი არასდროს, არსად და არც ერთ ვითარებაში არ ყოფილა "ხალხის ფართო მასების" შემოქმედების ნაყოფი - ის ყველგან და ყოველთვის "გიჟი, ალტრუისტი და უკომპრომისო" უმცირესობის ბრძოლის შედეგია!