მიმართვა აფხაზეთის მოსახლეობას, საქართველოს საზოგადოებას და მსოფლიო დემოკრატიულ თანამეგობრობას

დღევანდელ მსოფლიოში არცთუ ისე ბევრია გეოგრაფიული არეალები, რომლების თავიანთი ბუნებრივი, ეკო-სოციალური და ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობით იმდენ გავლენას ახდენდნენ ადგილობრივი ეთნოსის, ერის თუ მთლიანი გარემომცველი სამყაროს ათეულსაუკუნოვან განვითარებაზე, როგორაც გაგრა - ბიჭვინთა - მიუსერა -ახალი ათონი მოქმედებს აფხაზი და ქართველი ხალხების, შავი ზღვის აუზის და მიმდებარე ხმელთაშუაზღვის უძველესი თუ თანამედროვე ცივილიზაციების ისტორიული მნიშვნელობის არსებობა-უნიკალურობაზე.
I-III საუკუნეებში გაგრა იყო იმ დროის მსოფლიო ცივილიზაციის - ძლევამოსილი რომის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ბოლო ციტადელი აზიის ტრამალების ველური და მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან დასაცავად - აქ, გაგრის ციხეში, იდგა რომაელთა კოჰორტა მთელი მცირე აზიის და ზღვისპირეთის ტერიტორიების დასაცავად.
უდიდესი როლი ეკუთვნის ბუნების ამ უნიკალურ რეგიონს მსოფლიო, ერთიანი ქრისტიანული მსოფმხედველობის და კულტურის ჩამოყალიბება-ფორმირების საკითხში: ანდრია პირველწოდებული სხვა მოციქულებთან ერთად ამისოდან, ტრაპეზუნტიდან, იბერიიდან და ფაზისიდან აბაზგიაში(აფხაზეთი) ჩავიდა, სადაც დიდ სებასტოპოლისში(ცხუმი, სოხუმი) ღმერთის სიტყვა იქადაქა და მოციქულებთან ერთად გზა შავი ძღვის ჩრდილოეთისაკენ გააგრძელა! მსოფლიოს I საეკლესიო კრებაში (ნიკეაში), 325 წელს, ბიჭვინთელი ეპისკოპოსი მონაწილეობდა!
ბიჭვინთის უნიკალურობას დღეისთვის შემორჩენილი არა მარტო მისი ადრეისტორიული პარიოდის ფლორა - რელიქტური ფიჭვის მასივი განსაზღვრავს, არამედ ის იყო მსოფლიოს კულტურული ფენომენის -კოლხური კულტურის (ძვ.წ. II ათასწლეულის მე-2 ნახევრის და I ათასწლეულის პირველი საუკუნეების) შემადგენელი ნაწილი, რასაც ამტკიცებს აქ აღმოჩენილი კოლხური ნამოსახლარები და არქეოლოგიური მონაპოვარი. შემდგომში, გვიანდელ ანტიკურ ხანაში და ქრისტიანულ ეპოქაში, ბიჭვინთა იყო მძლავრი კულტურული და რელიგიური ცენტრი, თავისი IV საუკუნის ბაზილიკით, სადაც საეპისკოპოსო რეზიდენციაც ყოფილა განთავსებული.
ახალი ათონი (ფსირცხა) -მისი ისტორია იწყება VI საუკუნიდან და „ქართლის ცხოვრებაში“ ის ანაკოფიის სახელით VIII საუკუნიდან მოიხსენიება. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან აქ ფუნქციონირებას იწყებს “ახალი ათონის მონასტერი“, რომელიც თავისი საწყისი დანიშნულებით - საბერძნეთის ათონის წმინდა მთის მართმადიდებელ ბერმონაზონთა მონასტრის გარკვეული გამეორებაც იყო. ზოგადად, საქართველოს ისტორიაში აღნიშნული სივრცე -ადგილები ქრისტიანული რელიგიის გავრცელების საწყისად მიიჩნევა. მთა, რომელსაც იბერიის მთა ეწოდებოდა („აგიონ ოროს“, ბერძ.)- წმინდა ადგილადაა მიჩნეული, რომელიც ქართველთათვის ოდითგან საკრალურ სივრცედაა მონიშნული.
რუსეთის ცარისტული თუ საბჭოთა იმპერიების პერიოდშიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი - აფხაზეთი და კონკრეტულად, გაგრის ზონა, ყოველთვის რჩებოდა რუსული ელიტის „განსაკუთრებული პოლიტიკური ყურადღების“ და მთავარ დასასვენებელ -გასართობ რეგიონად: დაწყებული პრინც ოლდენბურგის დაწყებული სამშენებლო პროექტებით და დამთავრებული საბჭოთა პოლიტბიუროს და ბელადების აგარაკებით თუ ბიჭვინთის თუ მიუსერის განცალკევებული საკურორტო ზონებით. ასე იყო საბჭოეთის დასასრულამდე.
გასული საუკუნის 90-იან წლეებში აფხაზეთში განხორციელებული ქართველთა ეთნიკური წმენდა - გენოციდის შემდეგ, ოკუპაციის თითქმის 30-წლიანი პერიოდში, აშკარად გამოიკვეთა თანამედროვე რუსული იმპერიის უპირატესი ანტიქართული საქმიანობის - „ჰიბრიდული ომის“ მიმართულებები:
- ქართული ტოპონიმიკის შეცვლა
- ქართული ისტორიულ -კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება
- განათლების სისტემის რეფორმა, როდესაც გალის რაიონში აიკრძალა სწავლება მშობლიურ ენაზე და მოხდა სკოლებიდან ქართული სახელმძღვანელოების ამოღება (ბუნება, გეოგრაფია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა)
- სომხური დიასპორის წახალისება (სომხურენოვანი სკოლების გახსნა)
„აფხაზეთის რესპუბლიკის“ უფუნქციო და უშინაარსო საოკუპაციო რეჟიმმა საბოლოოდ გააპარტახა მსოფლიო ლანდშაფტური არქიტექტურის და ისტორიული შინაარსის ეს საოცარი ძეგლები. არსებული სახით მისი შემდგომი შენარჩუნება შეუძლებელი გახდა და „გამოსავალიც“ მოიძებნა: შუა ზამთარში , გაგრის რაიონში ტყის ხანძარი 6 იანვრის ღამეს დაიწყო და სხვადასხვა ინტენსივობით ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. ხანძარი ასევე „შეუმჩნევლად“ გადავიდა ახალი ათონის ტყის მასივზეც, რომელის გაგრიდან ათეულობით კილომეტრითაა დაშორებული!
აფხაზეთში გეგმაზომიერად მიმდინარეობს სწორედ ქართული კვალის წაშლა და არა მხოლოდ ქართული კვალის, რასაც მოწმობს სწორედ გაგრის, ახალი ათონის… მოხვედრა გადამწვარი ქალაქების რუკაში, რადგან სწორედ ზემთ აღნიშნული ადგილები წარმოადგენს სამყაროში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთ პირველადგილს!
გადამწვარი გაგრა - ათონის მონაკვეთების რაიმე ფორმით აღდგენა დღევანდელი „აფხაზეთის რესპუბლიკის“ მესვეურთათვის და ადგილობრივი მოსახლეობისათვის აბსოლუტურად მიუწვდომელი ამოცანაა: ფინანსური და ადამიანური რესურსების არქონა, ადგილობრივი წვრილი ბიზნესის შესაძლებლობები ამის არავითარ საშუალებას არ იძლევა. „გამოსავალიც“ იქვე, გვერდითაა: მეზობელი რფ სოჭის რეგიონი დიდი ხანია ამ ზრახვებს არც მალავს - ინვესტორებიც და მუშახელიც მაშინვე გამოჩნდება, რადგან ეს განზრახულობა რუსეთის სომხური დიასპორის უკიდურესად გავლელიანმა წარმომადგენლებმა უკვე არაერთხელ გააჟღერეს.
სწორედ ამ მიზეზთა გამო აუცილებელია გატარდეს ჰუმანიტარული ხასიათის ღონისძიებები, როგორც სოციალურ კრიზისში მყოფი მოსახლეობის დასახმარებლად, ასევე კულტურული თუ ისტორიული ძეგლების გადასარჩენად და მათი იდენტურობის შესანარჩუნებლად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს და დე-ფაქტო აფხაზეთის მთავრობების გარკვეული შეთანხმებული მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის ფართო ჩართულობით და მოდერატორობით, რათა გადარჩეს საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ-ეკოლოგიური რეგიონი : გაგრა - ბიჭვინთა - მიუსერა - ათონი!
ამ საქმეში გადამწყვეტი იქნება ქართველი ბიზნესმენების და არასამთავრობო სექტორის საქმიანობა თავიანთი უცხოელი პარტნიორების და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების სრულმასშტაბიანი ჩართულობისთვის, რაც არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით ერთ-ერთი რაციონალური გადაწყვეტილება იქნება.
დრო არ ითმენს - აუცილებელია მოქმედება!