დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე გვქონდა


	

დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე გვქონდა :

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების(ფოთის ნავსადგურის დირექტორობისას), დეოკუპაციის ღონისძიებების შემუშავება - განხორციელების (საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის ვიცე-სპიკერობის და აზია - ოკეანეთის სავაჭრო - სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტობის პერიოდში) საქმეებში განსაკუთრებული წვლილისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს "ბედიის ბარძიმის" მედლით დავაჯილდოვეთ ბატონი ჯემალ ინაიშვილი: ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე.

მადლობა მას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების გვერდში დგომისთვის!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო