ბელარუსის შესახებ


	

ყოველდღე ვეფლობით პუტინიზმის ჭაობში- ახლა უკვე ლუკაშენკოს დანაშაულებრივი რეჟიმის თანამონაწილე და  თანამზრახველიც გავხდით?

დღეს ბალარუსის დემოკრატიული ძალების ინტერნეტ - რესურსმა  NEXTA Live პირდაპირ   მიმართა საქართველოში გადმოხვეწილ ბელარუს სამოქალაქო აქტივისტებს, რათა მათ იფიქრონ საკუთარი უსაფრთხოების საკითხებზე და მოერიდონ საქართველოს მედიაში და  სოციალურ ქსელებში ფოტოების და საპროტესტო მასალების გამოქვეყნებას, რადგან აგვისტოში  ძალაში  შევიდა ბელარუსის და საქართველოს უშიშროების სამსახურებს შორის 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ:

"Служба безопасности Грузии будет сотрудничать с Беларуским КГБ", რაც პირდაპირ აისახება ბელორუსის პროტესტის მონაწილეების საქართველოში ყოფნაზე!

ეს არა მარტო სამარცხვინო და ანტიდემოკრატიული ხელშეკრულებაა, არამედ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის აშშ, მისი მოკავშირეების და ევროკავშირის სტრატეგიულ გეგმასთან ბელარუსში არსებულ რეჟიმთან დამოკიდებულების მიმართ:

აშშ, კანადამ, ინგლისმა და ევროკავშირმა ბელარუსის КГБ და მისი თავმჯდომარე პირველი რანგის სასანქციო სიაში შეიყვანეს, რაც არა მარტო მისი ( კიდევ მთელი ათეული სახელმწიფო ინსტიტუციების და კომერციული სტრუქტურებს ჩათვლით), არამედ მასთან მოთანამშრომლე სხვა მესამე ქვეყნის შესაბამის ორგანოებსაც ეხება!

ესაა ჩვენი "მედასავლეთეობის" დასტური - ბელარუსის დიქტატორულ რეჟიმთან და მის მთავარ სადამსჯელო ორგანოსთან თანამშრომლობა?

სრულიად შესაძლებელია, რომ ბელარუსის დანაშაულებრივმა რეჟიმმა პროვოკაციულად გაავრცელა ეს ინფორმაცია, რაც სასწრაფოდ რეაგირებას მოითხოვს საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს უშიშროების სამსახურის მხრიდან - ეს ქვეყნის დემოკრატიულობის  იმიჯზე უდიდესი დარტყმაა (ან მცდელობა)!

ეს არაა უბრალო მოვლენა - ეს ჩვენი სამშობლოს მომავალი დემოკრატიული  განვითარების ტესტია!

დღეს ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებთან მხოლოდ რამოდენე სახელმწიფო თანამშრომლობს - ჩინეთი, სირია, ერაყი,  რუსეთი და მისი სატელიტი ОДКБ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები!