ევროპის ეკონომიკური პოლიტიკა

იხტუნავა "ბებერმა ევროპამ" და შედეგიც მიიღო - 1000 კუბ.მ. ბუნებრივი გაზის საფასური რუსეთმა 950$ გაუხადა!
ეს მაინც არაა "პოლიტიკური იარაღი"?
შეგარგოთ ღმერთმა ასეთი "ეკონომიკური პოლიტიკა"!
ახლა გაიძულებთ NORD STREAM 2 100%-ით "გაზპრომმა" აითვისოს და თქვენი სასამართლო გადაწყვეტება ერთ ადგილას შეიტენოთ-
სრულად რუსეთზე იქნებით დამოკიდებული!
ახლა მაინც თუ შეაფასებთ იმ ბებერი გერმანელი და ავსტრიელი შტაზისტების "დამსახურებას", რაზეც პოლონეთი, ცენტრალური ევროპის, "ბალტიის ალიანსის" ქვეყნები და უკრაინა წლებია გაფრთხილებდნენ!
აფინანსეთ ახლა პუტინის რეჟიმი და მისი სამხედრო მანქანა - ისემც გიქმნიათ, რომ მალე "რუსი სალდათის" ჩექმებს კოცნიდეთ!
მალე ისევ აჟრიამულდებით - "დაგვიცვას ამერიკამო" - აკი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი განადგურებული და გაძარცვული დასავლეთ ევროპა ამერიკულმა "ჯორჯ მარშალის გეგმამ" არ მოგიყვანათ დღევანდელ კეთილდღეობამდე?
ბოლო ორი საუკუნის მანძილზე განა სამჯერ არ "დაგლაშქრათ"(ბრიტების მოგებული ომებით) იმ ნახევარველურმა მოსკოვიამ?
მაკიაველი მაინც თქვენი იყო - წაიკითხეთ მისი აზრები ისტორიის განვითარება/გამეორების შესახებ...