პირველად საქართველოში!
News!
პირველად საქართველოში!
31 ოქტომბერს ქ.ფოთში, 21 -ე საჯარო სკოლაში, (აფხაზეთიდან დევნილთა სკოლა) პირველად საქართველოში, გაიხსნა "აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის ისტორიის კაბინეტი ".
კაბინეტის გახსნის ინიციატორები იყვნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლების და კულტურის კომიტეტი(ზურაბ ჯგუბურია),
"ქ.ფოთში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილთა საზოგადოებრივი საბჭო"(რევაზ წულაია), ქ.ფოთის 21-ე საჯარო სკოლის პედკოლექტივი(ოთარ აძინბაია, ლანა ჯოლოგუა).
კაბინეტის საჭიროებისათვის საჭირო აუცილებელი სამეცნიერო- სამკითხველო ფონდის ფორმირებაში და კაბინეტის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვაში უდიდესი წვლილი მიუძღვით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ისტორიკოსს, პროფესორ ჯემალ გამახარიას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატს(ზურაბ მებონია), აფხაზეთის განათლებისა ყოფილ მინისტრს, ამჟამად აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანაშემწეს ქ-ნ მანანა ქვაჩახიას, უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ზურაბ ჯგუბურიას , რომლებმაც აღნიშნულ კაბინეტს უშურველად გადასცეს საკუთარ საბიბლიოთეკო ფონდებიდან იშვიათი გამოცემები აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, პოლიტოლოგიის საკითხებზე, ასევე დოკუმენტალური ფოტო მასალები(პლაკატები) აღნიშნულ თემაზე.
კაბინეტის გახსნის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია და თემურ მჟავია, ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვასილ თოდუა, ფოთის მერიის განათლებისა რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლანა ღლონტი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლები:
მ.ინილიშვილი, გ.შელია, ნ.ქარდავა, გ.პაპასქუა, ზ.კობახიძე, ქ.ფოთის საჯარო სკოლების ისტორიის მასწავლებლები, დევნილთა საზოგადოების წარმომადგენლები
(დაწვრილებითი რეპორტაჟი იხილეთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საიტზე: scara.gov.ge).

