სამი დიდი ოქუმელი


	

ᲡᲐᲛᲘ ᲓᲘᲓᲘ ᲝᲥᲣᲛᲔᲚᲘ ❗

აკაკი ჩხენკელი - უდიდესი ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი (1917-1918), საქართველოს პირველი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში, წარმომადგენელი "ერთა ლიგაში"(მისი არსებობის ბოლომდე).

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორი - საზეიმო გახსნის უფლებაც მას ერგო!

დასაფლავებულია ლევილის სასაფლაოზე.

ვალერიან(ვალიკო) ჯუღელი - საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი, სახელმწიფოს ინტერესების ერთგული გუშაგი - გარედან ინსპირირებული ყველა ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების (სეპარატისტულ - რუსულ/ ბოლშევიკური აჯანყებების) საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციების ხელმძღვანელი.

1924 წელს პარიზიდან საქართველოში არალეგალურად დაბრუნებული იმავე წელს დახვრიტეს აჯანყების მომზადების ბრალდებით.

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარი - აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე 1919-1921 წლებში.

პოლიტიკური ემიგრაციის წლებში ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტის ტომაშ გარიგ მასარიკის მოწვევით ცხოვრობდა ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკაში, პრაღაში.

გარდაიცვალა 1939 წელს პარიზში. დასაფლავებულია ლევილის სასაფლაოზე.

სამივეს ერთი საერთო ბიოგრაფიული ისტორია აერთიანებდათ -

სამივეს დამთავრებული ჰქონდათ ოქუმის ორგანყოფილებიანი ოთხკლასიანი სკოლა (1851წ.) და პირადი, მეგობრული კონტაქტები აკავშირებდათ.

(ხშირად საზოგადო, საჯარო სივრცეში აკაკი ჩხენკელის დაბადების ადგილად შეცდომით, თუ მიზანმიმართულად, მითითებულია ხონი, ხოლო ვალერიან ჯუღელის დაბადების ადგილად ზესტაფონის მაზრის ს.სვირი, საწყისი განათლების მიღების ადგილად - სოხუმის გიმნაზია).

სამივენი ოქუმიდან, აფხაზეთიდან მოდიოდნენ - გონებით, მოღვაწეობით თუ ფიზიკურად საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად იდგნენ!

დიდება საქართველოს ბუმბერაზ მოღვაწეებს!