რუსეთი-უკრაინა


	

საინტერესო დროში ვცხოვრობთ -

"კოლექტიური დასავლეთი" პუტინს ბირთვული იარაღის შიშით ითმენს, მაგრამ ამ ვირეშმაკა ლუკაშენკას რა ამისთანა "კოზირები" გაუჩნდა, რომ უკვე ვარშავასაც ემუქრება კრიმინალური სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერელების" ხელით?

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პუტლერის წაქეზებით მართლაც რომ გაბედოს კოლხოზფიურერმა საკუთარი ტერიტორიიდან ევროპაში პრიგოჟინის "დესანტირება" - ამასაც რაღაც ახსნას მოუძებნიან დასავლეთელი დემოკრატი პაციფისტები - აბა, 2022 წლის თებერვალ-მარტში კიევზე რუსების უმთავრესი შეტევა, და შემდგომაც უკრაინაზე "ისკანდერებით" პირველი სარაკეტო დარტყმები, განა ბელარუსის ტერიტორიიდან არ განხორციელდა?

ლუკაშკა "ევროპის ბოლო დიქტატორის" წოდებას უკვე ათეულწლებია ატარებს, მაგრამ რა - საკუთარი ტერიტორიიდან არა მარტო უკრაინის წინააღმდეგ "საერთო სახელმწიფოს" ეგიდით ღია სამხედრო მოქმედებებს ახორციელებს, არამედ უკვე ნატო-ს წევრების, პოლონეთ - ლიეტუვის წინაღმდეგ შესაძლო პროვოკაციას - სამხედრო აგრესიასაც საჯაროდ, გაცხადებულად აანონსებს!

ლუკაშენკო დასავლეთისთვის ნაცნობი "ფრუქტია", მაგრამ უკვე ღიად, დაუფარავად, პუტინის შეგონებით დასავლეთს დაუფარავად ევაჭრება უკრაინის ტერიტორიის გადანაწილებით(!) - "სამოკავშირეო სახელმწიფოს" (რფ, ბელარუსი) დიდი ტერიტორიული "შენაძენებით", და რამდენადაც არასერიოზულად არ უნდა ჩანდეს - უკრაინის ხარჯზე უნგრეთის ტერიტორიული მადის დასაკმაყოფილებლად!

მორალი :

ესაა ის უმთავრესი მიზეზი, როცა ამ ოდიოზური, უსაზღვრო განდიდების მანიით შეპყრობილი, მაგრამ ჯეროვნად დაუსჯელი ფიგურების შემხედვარე შუა აზიის და სამხრეთ კავკასიის ჰიბრიდული რეჟიმების პირველ პირებსაც, მსოფლიო "ახალი წესრიგის" შემომქმედებად რომ წარმოუდგენიათ საკუთარი უპასუხისმგებლო თავი!

"კოლექტიურ დასავლეთს" ნამდვილად მეტი მიზანმიმართული მოქმედება მართებს, თორემ ადვილად შესაძლებელია, რომ უკრაინასთან ომში დამარცხებული რუსეთი ამ "ახალი მოკავშირეების" ხარჯზე სრულიად ახალი, "მოდერნიზებული იმპერიის" იპოსტასით შეხვდეს მომავალ მსოფლიო წესრიგს!