J'aime La France !

2021 წელს რფ მიიღო კანონი, რომლის თანახმად ალკოჰოლურ სასმელად "შამპანური - CHAMPAGNE" შეიძლება დასახელებულიყო მხოლოდ რუსეთში ნაწარმოები პროდუქცია, ხოლო სხვა ყველა უნდა გასულიყო "ცქრიალა ღვინოების" კლასიფიკაციაში.
საოცრება ის იყო, რომ "შამპანურად" უნდა მოეხსენებინათ კრასნოდარის, სტავროპოლის მხარეებში და დაღესტანში ჩამოსხმული "ბურდა", ხოლო ჭეშმარიტი ფრანგული CHAMPAGNE : Perrier- Jouet Blason de France, Prestige de France, Moët& Chandon, Veuve Cliequot, Laurent-Perrier, Catherine de France, ... თურმე "ცქრიალა ღვინო" ყოფილა და ასე უნდა გაყიდულიყო რუსეთის ტერიტორიაზე!
ყველაზე უცნაური ამ ისტორიაში ის გამოდგა, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა მხოლოდ რამოდენიმე დღე "აფხაკუნა ფეხები", მაგრამ "კომერციული ინტერესებიდან" გამომდინარე მთელი დელეგაცია აახლა ამ "შიზიკებს" და დღეს რუსეთში ფრანგული იდენტურობის ერთ- ერთი ბუნებრივი მახასიათებელი და მისი ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი CHAMPAGNE (ადგილმდებარეობის, და არა წარმოება-კომპანიის სახელწოდება!) რუსებს დაუთმო!
თუ წარმოიდგენთ, რომ ინგლისელებს სახელწოდება Scotch Whisky რუსების САМОГОН -ისთვის დაეთმოთ და რუსებს ინგლისური პროდუქცია Английский Самогон სახელწოდებით გაეყიდათ?
ანგლოსაქსები პირდაპირ რაკეტებით და ბირთვულ - ატომური ბომბებით დასცხებდნენ მოსკოვს!
იმდენად უთავმოყვარეო და აუხსნელი იყო ფრანგული ოფიციოზის და მეწარმეების მოქმედება, რომ ...
ასეა, რუსები ან იპარავენ- პოლონელებს "ВОДКА" მოჰპარეს, ან ძალით ართმევენ(თუ დაუთმე) - ახლა ფრანგებს CHAMPAGNE აახიეს, ალბათ ჩაფიქრებული ჰქონდათ ჩვენთვის "საფერავი" თუ "წინანდალიც" წაერთმიათ - რუსულ ელიტაში "ნეტარხსენებული" პრეზიდენტ პუტინის ხელდასმით მოდაში შემოვიდა "რუსული მეღვინეობის" აღორძინების რაღაც ბოდვითი თეორია!
რომ არ იკითხოთ - სად ომი და სად CHAMPAGNE :
ბოლო პერიოდში ერთ დროს მსოფლიო ცივილიზაციის და დემოკრატიის მთავარი ბურჯის- საფრანგეთის რესპუბლიკის უკანასკნელი პრეზიდენტების და პოლიტიკურ - სამხედრო და ფინანსური ელიტების დათმობები რუსებისადმი რაღაც კომიკურ და სასაცილო ფორმებს და შინაარს ღებულობდა.
მე განსაკუთრებულად მიყვარს საფრანგეთი (ძველი ფრანკოფონი ვარ) და ნებისმიერი ფორმის სახელმწიფო კონფორმიზმი ჩემთვისაც მტკივნეულია:
J'aime La France !