საქართველოს ეროვნული გმირის, 23-ე ბრიგადის მეთაურის, გენერალ - მაიორ გენო ადამიას ბიუსტის საზეიმო გახსნა

დღეს, 23 მაისს, თბილისში, გმირთა მოედანზე - საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის თავშეწირულთა მემორიალის ტერიტორიაზე გაიხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, სოხუმის დამცველი 23-ე ბრიგადის მეთაურის, გენერალ - მაიორ გენო ადამიას ბიუსტი.
ახლა ამ მემორიალურ ადგილს ორი ეროვნული გმირი, აფხაზეთ-სოხუმის დაცვისათვის თავშეწირული ჟიული შარტავას და გენო ადამიას ბიუსტები უდგანან "საპატიო ყარაულში".
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!
სურათზე : მარცხნიდან - დავით ღვინჯილია - პოლკოვნიკი, 23-ე ბრიგადის სოხუმის დამცველი ერთ-ერთი ბატალიონის ყოფილი მეთაური, ზურაბ ჯგუბურია - აფხაზეთის დამცველი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის მეთაურის მოადგილე, ლევან ქეცბაია - 23-ე ბრიგადის საბრძოლო მომზადების უფროსი, სპეცდანიშნულების რაზმის "იუპიტერის" მეთაური, "ღირსების მედლის" ორდენის კავალერი, დღევანდელი ღონისძიების სულისჩამდგმელი და სპონსორი .
ბატონი ლევან ქეცბაია გახლავთ აგრეთვე ქ.ზუგდიდში, დადიანების სასახლის ევროპულ ბაღში, "გმირთა ალეის" ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ- მაიორ გენო ადამიას ბიუსტის დადგმის ინიციატორი და ორგანიზატორი.
მადლობა ბატონ ლევან ქეცბაიას ამ პატრიოტული და სამშვილიშვილო საქმეების კეთებისთვის!
საქართველოს ყოველთვის, ყველა ეტაპზე ჰყავდა პატრიოტი, ღირსეული და საამაყო შვილები!
ისტორია გრძელდება...