ბელარუსული პარადოქსები და ქართული სინამდვილე

ლუკაშკას "თათბირები" ბრეჟნევის "ზასტოის ეპოქასაც" კი ვერ უტოლდება - ამდენი "ჩუგუნნი" სახე ერთად სად მოაგროვეს, ან მთავრობის წევრების "კუთხეში დაყენება" და მათი მხრიდან თავის მართლების რიტუალი ნამდვილად ცარისტული რუსეთის ბატონყმობის ეპოქის თანამედროვე რემეიქია!
კიდევ ერთი - როგორი საყურებელია ბლოკნოტებში თავჩარგული მინისტრები, გენერლები, რომლებიც საოცარი გულმოდგინებით "აკონსპექტებენ" ამ გაუნათლებელი კოლხოზნიკის გამონათქვამებს!
მოკლედ, რა გინდა - ამ რეალურ "ბარანებს" გულმოწყალე, ლიბერალურმა ევროპამ ბოლო შვიდი წელიწადში ორი ნობელი "გამოუწერა", ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთ, მსოფლიო დონის ინსტიტუციონალური და ანტიკორუფციული რეფორმების ავტორს, პუტინის ფაშისტურ რუსეთთან მებრძოლ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ან უკანონოდ დაპატიმრებული ოპოზიციური, ეროვნული მნიშვნელობის ტელევიზიის დირექტორს ნიკა გვარამიას ერთი ღონიერი სიტყვა ბოლომდე ვერ შეაწია - რაღაც ირეალურ სამყაროში იგრძნობს ადამიანი თავს...
საერთაშორისო კლასის ქართულ კულტურას, მეცნიერებას თუ ხელოვნებას გაზიარებული ევროპა, მის დამსახურებას ზოგადსაკაცობრიო ზოგადსაკაცობრიო, ქრისტიანული მსოფლმხედველობის ისტორიულ - კულტურული განვითარების სფეროში ნუთუ ბელარუსის დონის შეფასებაც არ ეკუთვნის - ის "კოლხოზი" პოტენციური ევროპაა და ჩვენ კი მუდმივად "განვითარებადი" პოსტსაბჭოთა პერიფერია?
არა, ევროპის მიმართ ქართველს წყენა კი არა, მოწონება და პატივისცემა ახასიათებს, მაგრამ მუდმივ "პერსპექტიულ მოზარდად" ყოფნა რუსეთს ჩვენზე მისეული პოლიტიკური კორელაციის იმედს და სურვილს უმყარებს, რის მაგალითსაც შინაგანად დემოკრატიული და ტოლერანტული საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს ასე მძიმედ განიცდის...
ყველაფერი ფარდობითია, მაგრამ იქვე არსებობენ აბსოლუტური ფასეულობები - ეროვნული იდენტობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ასეულწლიანი ეტაპები, რაც ერებს უფრო საპატივცემულოდ და გამორჩეულად წარმოაჩენს - ჩვენც ზუსტად ამ "ჯილდოს" ვთხოვთ ცივილიზებულ სამყაროს, ვთხოვთ - კი არ ვითხოვთ!
ისე, კუთვნილის მოთხოვნაც არაა ცუდი ტონი, მითუმეტეს დემოკრატიული სამყაროს სინამდვილეში.