მარიუპოლი-ХХI საუკუნის სამხედრო ლეგენდა

რუს ბოლშევიკებს, განსაკუთრებით სტალინს, უყვარდათ "პროპაგანდისტული გმირების ან ობიექტების" შექმნა - მეორე მსოფლიო ომის ასეთი კოლექტიური გმირობის საბჭოთა მაგალითი იყო ბრესტის ციხე - სიმაგრე.
სინამდვილეში ბრესტზე უფრო მნიშვნელოვანი გმირობის მაგალითი იყო ლიბავის (ლიეპაია, ლატვია) გარნიზონი, რომლიც სრულად გარშემორტყმული და არც ისე სოლიდარულ გარემოში (ერთი წლის წინ დაპყრობილი ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე) ჩარჩენილი სამხედრო ბაზა(საზღვაო) ორმოც დღეზე მეტხანს აგრძელებდა წინააღმდეგობას - საერთოდ, იმ ბრძოლის არცერთი ცოცხალი მოწმე არ გადარჩენილა - მთელი გარნიზონი "უგზო- უკვლოდ დაკარგულად" გაფორმდა საბჭოთა სამხედრო არქივებში!
ბრესტი 1939 წლის საბჭოეთის, პირადად სტალინის, სირცხვილის სინონიმი იყო - პოლონეთისგან ვერაგულად მიტაცებულ სამხედრო ქალაქში 1939 წლის 30 სექტემბერს პოლონეთზე გამარჯვების აღსანიშნავად "წითელი არმიის" და გერმანული ვერმახტის ერთობლივი სამხედრო პარადი ჩატარდა სახელგანთქმული გერმანელი გენერლის გუდერიანის და ასევე ესპანეთის სამხედრო "ინტერნაციონალური მისიის" გმირის, კორპუსის მეთაურ კლიმოვის ერთობლივი ხელმძღვანელობით.
შემდგომში, ამ "იდეოლოგიური ჩავარდნის" გადაფარვას მოჰყვა საბჭოთა სამამულო ომის პერიოდის ბრესტის ციხე - სიმაგრის გმირობის გაფეტიშება - ის მართლაც გმირობის მაგალითი იყო, მაგრამ არა პირველი და აღმატებული!
მარიუპოლი ჩვენი, ყველასი, მთელი პლანეტის, ყოველდღიურობის ტკივილი და სიამაყეა - სრულად ალყაში მოქცეული, ათჯერ აღმატებული რაშისტ - ფაშისტების წინააღმდეგ მებრძოლი გაუტეხელი უკრაინელი კიბორგები: "აზოვი", საზღვაო - ქვეითები, მესაზღვრეები, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი "კორდი", საპატრულო პოლიციის სპეცრაზმი უკვე 74 - ე დღეა მარიუპოლის "რკინის ჯარისკაცებად" იქცნენ!
თანამედროვე ომების ისტორიას ანალოგიური მაგალითი არ გააჩნია და ამას საერთაშორისო გაფრთხილება და დაფასება სჭირდება:
პლანეტამ მარიუპოლის გარნიზონი უნდა გადაარჩინოს - ეს თავისუფალი და სამართლიანი ადამიანების ღირსების საქმეა!
#მარიუპოლისგარნიზონისგადასარჩენად