"ბუქარესტის ცხრიანი" ანუ B9 შესახებ


	

ბოლო დღეებში დასავლურ მას-მედიაში ფართოდ გაიჟღერა ტერმინმა "ბუქარესტის ცხრიანი", ანუ B9.

რას წარმოადგენს ეს პოლიტიკური გაერთიანება?

ესაა აღმოსავლეთ ევროპის NATO და EU წევრი ქვეყნების რეგიონალური გაერთიანება- ყოფილი პოსტკომუნისტური და პოსტსაბჭოთა ქვეყნების თემატური ერთიანობა (ე.წ. "ვიშეგრადის ჯგუფის" და "ბალტიის ალიანსის" ერთიანობა), რომელზეც რუსეთის ფედერაცია "ფარულად" აცხადებს გავლენის პრეტენზიას!

ეს ქვეყნებია ( მოსახლეობის და სახელმწიფო ბიუჯეტის სიდიდის მიხედვით- გარკვეული მცირე ცდომილებით. ზ.ჯ):

1.პოლონეთი- 40 მლნ. $106 მილიარდი

2.რუმინეთი -20 მლნ. $65 მილიარდი

3. ჩეხეთი - 10 მლნ. $85 მილიარდი

4. უნგრეთი - 10 მლნ. $67 მილიარდი

5.სლოვაკეთი - 5,5 მლნ. $39 მილიარდი

6.ბულგარეთი - 7მლნ. $20 მილიარდი

7.ლიეტუვა - 3მლნ. $17მილიარდი

8. ლატვია - 2 მლნ. $11მილიარდი

9.ესტონეთი - 1,5 მლნ. $10 მილიარდი

 

B9 საერთო მაჩვენებლები(2019 წლის დასაწყისი):

მოსახლეობა - 100 მილიონი,

ჯამური სახელმწიფო ბიუჯეტი- $420 მილიარდი!

ამ გაერთიანების ფიზიკური მოკავშირე და რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგე:

უკრაინა- 44-45მლნ. $40 მილიარდი.

მათი "ვიზავი" - რუსეთის ფედერაცია - მოსახლეობა - 145 მლნ., სახელმწიფო ბიუჯეტი: $220-230 მილიარდი (რუსული რუბლის კურსის მიხედვით).

საერთო სურათი:

რფ აქვს "გავლენის" პრეტენზია 145მილიონიანი მოსახლეობის და $460-470 მილიარდი ( ფაქტიურად ნახევარტრილიონიანი!) ბიუჯეტის მქონე ქვეყნების გაერთიანებაზე, რომელთაც ზურგს უმაგრებს მსოფლიოში უდიდესი სამხედრო - პოლიტიკური ალიანსი(NATO) და ევროპის პოლიტიკურ - ადმინისტრაციული გაერთიანება (EU) რუსეთთან სიძლიერის მიხედვით მათი არათანაზომადი სამხედრო - ეკონომიკური რესურსებით!

ესაა პუტინიზმი: მონღოლურ - ბოლშევიკური აზროვნება ყოველგვარი გათვლების გარეშე - დეგრადირებული საზოგადოება პროგრესის და განვითარების წინააღმდეგ!

კიდევ ერთხელ გადახედეთ პოსტ კომუნისტურ/საბჭოთა ქვეყნების და არარსებული სსრკ "იმპერიის" სამართალმემკვიდრის შესაძლებლობებს!

დაპირისპირებას მხოლოდ ნავთობი და გაზი რომ იგებდეს, მაშინ მსოფლიო ჰეგემონი ბრუნეი, კატარი, კუვეიტი, საუდის არაბეთი და მათი მსგავსი ქვეყნები უნდა ყოფილიყვნენ!

მსოფლიოს ჰეგემონიას უმთავრესად დემოკრატიის ხარისხი, განათლების, მეცნიერების, ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარების დონე განსაზღვრავს, და არა მიწაში ჩამარხული ბუნებრივი სიმდიდრეები!

P.S. რუსულ თვალთმაქცობას ხომ საზღვარი არა აქვს - ზუსტად B9 +უკრაინაა სლავური ეთნოსის უმთავრესი განსახლების ქვეყნები (ბალკანეთის ნახევარკუნძულთან ერთად) : ამ გაერთიანებაში დაახლოებით 120-125 მილიონი მოსახლე სლავური წარმოშობისაა, როცა თვით რუსეთში ეს მაჩვენებელი 75-80 მილიონის ფარგლებში მერყეობს! მაშინ რომელ "რუსული, ანუ სლავური სამყაროს" ერთიანობაზე ქადაგებენ დღევანდელი რუსეთის ფედერაციის ეთნიკურად არასლავი(არარუსი) მმართველები?

ისე, "ოქროს ურდოს" ხანაშიც ასე იყო: მონღოლები და მოსკოვიას მომთაბარეები ერთად ებრძოდნენ აღმოსავლეთ სლავებს...

P.S.2 გუშინ (11/12/2021) აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები ჯარებს შეიყვანენ B9 ქვეყნებში! ამ ქვეყნებში ისტორიულად არასდროს არ ყოფილან ამერიკული ჯარები - ესეც "პუტინის გენიალურობის" შედეგი!

მოკლედ - "მეტი NATO რუსეთის საზღვრებთან"!

ჩვენი ხელისუფლება კი ისევ "კეთილმეზობლობაზე და ერთმორმუნეობაზე" გველაპარაკება...