რუსული პოლიტ-ელიტა გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ

"ამ მინისტრისგან რუსეთი არაფერს სასიკეთოს არ უნდა ელოდოსო" - განაცხადეს რუსეთის ფედერაციის საბჭოში (პარლამენტის ზედა პალატაში) გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მისამართით -
"ის არ მალავდა საკუთარ ანტირუსულ პოზიციას და ახლა ასრულებს საკუთარ წინასაარჩევნო პირობას"!
დღეს ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის განზრახ მკვლელობაზე რუსეთის სპეცსამსახურის აგენტს ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
კრასიკოვის ხელშემწყობ ორ რუს დიპლომატს კი ანალენა ბერბოკმა გერმანია დაატოვებინა!
საბრალდებო დასკვნაში ჩაიწერა, რომ კრასიკოვმა, რომელიც გერმანიაში სოკოლოვის მოგონილი გვარით შემოვიდა, მკვლელობაზე შეკვეთა მიიღო
"რუსეთის მთავრობის სახელმწიფო უწყებებისგან", რადგან ხანგოშვილი "ხელმძღვანელობდა ჩეჩნურ მილიციას რუსეთის აგრესიის", ასევე, 2008 წელს იბრძოდა საქართველოში შემოჭრილი რუსების წინააღმდეგ!
ამ განჩინებით წერტილი დაესვა რუსეთის პრეზიდენტის საჯარო განცხადებას ზელიმხან ხანგოშვილის "ტერორისტობის" შესახებ!
ზელიმხან ხანგოშვილი (თორნიკე ქავთარაშვილი), საქართველოს მოქალაქე, სიკვდილის შემდეგ გერმანიის მართლმსაჯულებამ გაამართლა, მაგრამ რა გაამართლებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც თავის დროზე რუსებისგან სასიკვდილოდ განწირული პატრიოტის დასაცავად თითიც არ გაანძრია, ხოლო შემდგომ, თავდაცვის მიზნით გერმანიაში იძულებითი ემიგრაციის პირობებში, ტერორისტულად მოკლული მოქალაქის კეთილი სახელის აღსადგენად სიტყვაც კი არ დაძრა!
ასე "დაიცვა" ჩვენმა ხელისუფლებამ არა მარტო ზელიმხან ხანგოშვილის, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების ხელით განადგურებული რუსეთ - საქართველოს ომის მონაწილე ათეულობით ქართველი პატრიოტის სიცოცხლე და ღირსება...