მენტალური გამარჯვების სიმბოლო - 20/14/2021, თბილისი, თავისუფლების მოედანი

წინა დღეებში დემოკრატი რუსი ანალიტიკოსები (იგივე Егор Куроптев - из фонда СВОБОДНОЙ РОССИИ) ძალიან მონდომებით ადარებდნენ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის პიროვნულ რეიტინგებს.
რატომ ნავალნის?
- იმიტომ, რომ დღეს ნავალნი საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში მეტად ცნობადი სახეა და მასთან ნებისმიერი ფორმით შედარება ყველა პოსტსაბჭოთა ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის თავისებური "საგამოცდო ტესტია"!
მათი გათვლებით საქართველოში მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით 10 000, მაქსიმუმ 12 000 ათასი კაცი თუ შეიკრიბებოდა, რისი შედარებაც ნავალნის ელექტორალურ რეიტინგთან მათი დასკვნებით უსაზღვროდ მცირე გამოდიოდა.
დღეს თბილისში გამოვიდა მინიმუმ 50 000 კაცი (საერთაშორისო მონაცემებით), რაც რუსეთის მოსახლეობის გათვალისწინებით მოსკოვში 2 მილიონ 200 ათას კაციან მიტინგს შეესაბამება (რუსეთი მინიმუმ 42-ჯერ დიდია საქართველოზე)!
ძვირფასო "მეგობრებო" რუსეთიდან - ერთხელ თუ ჩაგიტარებიათ თქვენი ბოლო 100-იანი ისტორიის მანძილზე ოპოზიციური (ნებისმიერი ძალის თუ პიროვნების მხარდამჭერი) მინიმუმ 2- მილიონიანი მიტინგი?
თუ გნებავთ, თქვენი "როსგვარდიაც" მიათვალეთ...
რატომ იმსახურებს ასეთ დაწვრილებით მათემატიკურ ანალიზს ცალკეული პიროვნების მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოთქმული მოსაზრება?
მიზეზი მარტივია:
- ის "მეგობარი" რუსი ანალიტიკოსი მართლაც დემოკრატიული მიმდინარეობის რუსი მოღვაწეა;
- მის აზრს, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ექსპერტისას, ხშირად იზიარებენ დასავლეთის რუსულენოვანი მედიური პლატფორმები;
- ყოფილი პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის ბევრი რუსულენოვანი პოლიტიკოსი (ძირითადად უკრაინის, ბალტიის ქვეყნების,...) ამ ანალიზს უპირობოდ იზიარებს, რის გამოძახილსაც ბოლო წლებში ასე მტკივნეულად აღიქვამს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი;
- ამ ექსპერტების პირველწყაროები დამტკიცებულად ზოგიერთი ქართული ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ან ცალკეული გავლენიანი პოლიტიკური პერსონებია, რაც მათი "სანდოობის" ხარისხს უფრო ამაღლებს;
- ზუსტად ასეთი "ანალიზით" სარგებლობენ საერთაშორისო სტრუქტურების "რუსული გავლენის" მაღალჩინოსნები, რაც საბოლოოდ რუსეთის "ჰიბრიდული ომის" ერთ - ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია.
სწორედ ეს მოცემულობა უფრო სენსიტიურს და მნიშვნელოვანს ხდის "დამოუკიდებელი და მიუკერძოებლი" უცხოელი ექსპერტების ნებისმიერ განცხადებას საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ.