სიახლეები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს მის წინაშე ანგარიშვალდებულ ყველა სახელმწიფო ორგანოს საქმიანობას, ასევე ახორციელებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, დევნილობაში, როგორც აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესის გამომხატველი სახელმწიფო ხელისუფლების ლეგიტიმური ორგანო, შედგება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით 1991 წელს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არჩეული იმ დეპუტატებისაგან და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შემადგენლობაში კოოპტაციის წესით შეყვანილი აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, რომლებიც რეალურად გამოხატავენ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ეროვნების დიდი ნაწილის ინტერესებს და რომელთა უფლებამოსილება დადასტურებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის, 1995 წლის 14 ივნისის, 1996 წლის 17 აპრილისა და 1996 წლის 25 დეკემბრის დადგენილებებით.

უმაღლესი საბჭო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, კანონების, უმაღლესი საბჭოს სხვა აქტების შესრულებას, განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, დადგენილი წესით ამტკიცებს მთავრობის შემადგენლობას, კონტროლს უწევს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, თავისუფლებებისა და მოვალეობების უზრუნველყოფას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებას, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.

ამჟამად აფხაზეთის უმაღლესი საბჭო  შედგება 20 დეპუტატისგან, უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც უძღვება უმაღლესი საბჭოს მუშაობას. უმაღლესი საბჭოს  თავმჯდომარეს ჰყავს 2 მოადგილე.

უმაღლესი საბჭოს  წევრები ქმნიან  ფრაქციებს პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. უმაღლეს საბჭოში შექმნილია მუდმივმოქმედი დარგობრივი კომიტეტები.

უმაღლესი საბჭოს მუდმივმოქმედ ორგანოს წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი, რომელიც მთელ თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია მის წინაშე და კონსტიტუციით გათვალისწინებულ ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციებს უმაღლესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში.

პრეზიდიუმში  შედიან: თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, საპარლამენტო ფრაქციებისა და კომიტეტების თავმჯდომარეები. პრეზიდიუმი  ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას უწევს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს   მუშაობას.

წლის განმავლობაში იმართება 2 საპარლამენტო სესია: გაზაფხულზე (თებერვალი-ივნისი) და შემოდგომაზე (სექტემბერი-დეკემბერი)

უმაღლესი საბჭოს  მუშაობას უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს აპარატი.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე -ჯემალ გამახარია

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე-თამაზ ხუბუა

 აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე-დავით გვაძაბია

 

 აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი:
ჯემალ გამახარია
თამაზ ხუბუა
დავით გვაძაბია
ნუგზარ მგალობლიშვილი
აკაკი გასვიანი
რუდიკ ცატავა
რაისა ქარაია
მურმან კვარაცხელია
თემურ ლორთქიფანიძე
ჯემალ საჯაია

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი 
საბჭოს დეპუტატები
ჯემალ გამახარია

აკაკი გასვიანი
ელგუჯა გვაზავა  
დავით გვაძაბია 
ვახტანგ კაჭარავა  
მურმან კვარაცხელია    
თემურ ლორთქიფანიძე  
ნუგზარ მგალობლიშვილი
ნაპოლეონ მესხია    
თეიმურაზ მჟავია
ოლღა ნაგარნინა
ჯემალ საჯაია
რაისა ქარაია
ვახტანგ ყოლბაია
შოთა ხეცურიანი
თამაზ ხუბუა
როსტომ შამუგია
რუდიკ ცატავა
ანზორ წოწონავა
ზურაბ ჯგუბურია

ადა მარშანია

საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების, უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით უმაღლეს საბჭოში თავისი უფლებამოსილების ვადით შექმნილია უმაღლესი საბჭოს  კომიტეტები, რომელთა  უფლებამოსილება, მათი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, უმაღლესი საბჭოს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

კომიტეტის საქმიანობას უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც  მონაწილეობს კომიტეტის სამუშაო გეგმების, სამუშაო გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში,  ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას, ასრულებს კანონმდებლობით, კომისიისა და უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებებით განსაზღვრულ  ფუნქციებს.

 კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში  შეიმუშავებს, განიხილავს და უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს,  მონაწილეობს უმაღლეს საბჭოში შესული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში. ახორციელებს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს კომიტეტები:

  • ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
  • თავმჯდომარე -აკაკი (გასავ) გასვიანი
  • მოადგილე -ვახტანგ ყოლბაია
  •  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
  •  თავმჯდომარე - მურმან კვარაცხელია
  •  მოადგილე -ანზორ წოწონავა
  • საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტ 
  • თავმჯდომარე - ნუგზარ მგალობლიშვილი
  •  მოადგილე - ზურაბ ჯგუბურია
  • სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტ
  • თავმჯდომარე - რუდიკ ცატავა
  • მოადგილე - ვახტანგ კაჭარავა


ფრაქცია - უმაღლეს საბჭოს საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულებებისა და ინტერესების მქონე უმაღლესი საბჭოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც წარმომადგენლობის მეშვეობით მონაწილეობს კომიტეტებისა და უმაღლესი საბჭოს დელეგაციების საქმიანობაში, მისი  ამოცანებია  გამოხატოს და გაატაროს საკუთარი პოლიტიკური კურსი საკანონმდებლო ორგანოში; მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საბჭოსა და მისი ორგანოების საქმიანობის სრულყოფაში, ხელი შეუწყოს უმაღლესი საბჭოს წევრთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და მათი აქტიურობის გაზრდას, აგრეთვე მათ მიერ ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებას; გამოხატოს ფრაქციის შეჯერებული აზრი უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები:

  • ფრაქციაახალი აფხაზეთი - სამართლიანობა
  •  თავმჯდომარე - რაისა ქარაია
  •   ფრაქციამრგვალი მაგიდა - ერთიანი საქართველოსათვის"
  •  თავმჯდომარე - თემურ ლორთქიფანიძე
  • ფრაქცია  ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
  •  თავმჯდომარე - ჯემალ საჯაია

 უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას უწევს უმაღლესი საბჭოს აპარატი, რომლის სტრუქტურა, ფუნქციები და მუშაობის წესი განისაზღვრება უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით და მის შესაბამისად აპარატის დებულებით. უმაღლესი საბჭოს აპარატის ფუნქციაა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, პლენარული სხდომების, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, უმაღლესი საბჭოს წევრების, კომიტეტების, ფრაქციების, დროებითი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული, იურიდიული, დოკუმენტური, საინფორმაციო, საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური და სოციალურ-­საყოფაცხოვრებო მომსახურება. უმაღლესი საბჭოს აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან: დეპარტამენტები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, სამსახური და კომიტეტების აპარატები.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატი და მისი სტრუქტურა:

  • უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი - ზურაბ მებონია
  • აპარატის უფროსის მოადგილე -დავით ჟვანია
  • აპარატის უფროსის სამდივნო
  • უფროსი -ნინო კუკავა
  • თავმჯდომარის კაბინეტი
  • უფროსი - ნოდარ თოფურიძე
  • ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატი
  • უფროსი - თამაზ სანიკიძე
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატი
  • უფროსი-მურმან ფარფალია
  • სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანმრთელობის დაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტ აპარატი
  • უფროსი-ოთარ ჩარკვიანი
  • საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტ აპარატი
  • უფროსი -ნათია დარსანია
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის, ანალიტიკისა და პროტოკოლის დეპარტამენტი
  • უფროსი - ხვიჩა ქარდავა
  • იურიდიული, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი
  • უფროსი- ნინო ხუნჯუა
  • ლოჯისტიკისა და საფინანსო უზრუნველყოფის სამსახური 
  • უფროსი - ბესარიონ დანელია
სრულად

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურა

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე - რუსლან აბაშიძე
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის მოადგილე - ანზორ მარგიანი

 

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო - ეკა ხოფერია
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ქეთევან ბაკარაძე
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი -  ივანე დოლიძე
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი - ლევან თევზაია
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში - დავით ფაცაცია
სრულად

ჩვენს შესახებ

ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, განსაკუთრებით აფხაზეთის თემატიკაზე, სეპარატისტთა მხრიდან მას-მედიის ელექტრონული და  ბეჭდვითი საშუალებების მეოხებით ვრცელდება აშკარად პროვოკაციული, გაყალბებული და დეზინფორმაციული ხასიათის ე.წ. ფეიკ ნიუსები აფხაზეთის ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, განათლებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.

ზემოთაღნიშნულ ქმედებებში ღიად მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობის პირები, დიპლომატიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ხშირ შემთხვევებში უცხოელი დაქირავებული „ექსპერტები“.

სამწუხაროა, რომ ანალოგიური შემთხვევები გახშირდა აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენელთა მხრიდან, რაც უმეტესად უფრო შორსმიმავალ პოლიტიკურ შედეგებზეა გათვლილი და რომლის ღია მხარდამჭერებად გვევლინებიან ასევე რუსეთის ფედერაციის სომხური დიასპორის წარმომადგენლები რუსეთის ფედერაციის უმაღლესი დიპლომატიური და საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის სფეროებიდან.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელთა, მეცნიერების და პრაქტიკოსი სპეციალისტების პირადი, უშუალო მონაწილეობით შეიქმნა უამრავი დოკუმენტური და პუბლიცისტური მასალები აფხაზეთის/საქართველო ჭეშმარიტი ისტორიის, განათლების, კულტურის, არქიტექტურის, ხელოვნების და სხვა თემებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებათა დარღვევების, მისი ორგანული ეკო-სოციალური სისტემის განადგურებისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ზოგადსაკაცობრიო, ქრისტიანული ძეგლების შეგნებული ხელყოფის ფაქტებზე.

სწორედ ამიტომ, გადაუდებელ საჭიროებად მიგვაჩნია ზემოთ ნახსენები მასალების სისტემატიზაცია და მათი მრავალენოვანი, ავთენტური თარგმანების მიწოდება უპირველესად ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ფართო მასებისათვის, რუსული და მსოფლიო საზოგადოებისათვის დღეისთვის ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი პლატფორმის RAbkhazeti.com საიტის დაფუძნებით. 

სრულად

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა

30 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ლევან ჩაკვეტაძის ანგარიში სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

მინისტრმა ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ჯანდაცვის სფეროს გამოწვევებზე, დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ და ტერიტორიულ ხელმისაწვდომობაზე, არსებულ პრობლემებზე.
ანგარიშის მოსმენის შემდეგ, მოსაზრებები გამოთქვეს და შეკითხვები დასვეს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ. დეპუტატები შეეხნენ გალის რაიონის მოსახლეობისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის, და ასევე კერძო პოლიკლინიკების ფუნქციონირების საკითხებს. სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ თავის გამოსვლაში ისაუბრა სირთულეებზე, რაც ენგურს იქით მაცხოვრებელმა ქართულმა მოსახლეობამ განიცადა კოვიდპანდემიის დროს. მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით მოსაზრებები და წინადადებები ასევე გამოთქვეს ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, დეპუტატმა ელგუჯა გვაზავამ. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიასთან მიმართებაში.
 

სხდომის შედეგები შეაჯამა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან დადებითა შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში. ამასთან, აღნიშნა, რომ აუცილებელია ჯანდაცვის კუთხით დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმართული ძალისხმევის გაზრდა და ინიციატივების შესრულება. თავმჯდომარემ გაიზიარა კოლეგების მიერ გამოთქმული ცალკეული შენიშვნები და წინადადებები, რომლებიც საჭიროებენ გათვალისწინებას. გარდა ამისა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ წამოაყენა წინადადება ჯანდაცვის სფეროში არსებულ საჭირბოროტო საკითხებზე დისკუსიის გამართვისა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის ბაზაზე.

სხდომაზე ასევე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადება ბელარუსის პრეზიდენტის ა.ლუკაშენკოს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიზიტთან დაკავშირებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და მკაცრად დაგმო მომხდარი ფაქტი.
 

სხდომის დასასრულს, 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ასევე გამორჩეული პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.

სიგელი იუბილარს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გადასცა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ულოცავს ზურაბ ჯგუბურიას მაღალ სიგელს, უსურვებს ჯანმრთელობას და წარმატებებს ქვეყნის საკეთილდღეო საქმიანობაში.

სრულად

ევროპელი "აგენტები"

მოქმედ ხელისუფლებაში საჯაროდ, დეკლარირებულად ბევრი კი დებს თავს ევროპული იდეალებისადმი ერთგულებაში, მაგრამ ამ იდეალების ღალატისთვის ამ ათწლეულში ქვეყნის სულ ორი ღირსეული მოქალაქე, მაღალი კვალიფიკაციის და დემოკრატიულობის კიდევ უფრო მაღალი შინაგანი რწმენის დიპლომატი გადადგა ელჩობიდან:
- 2021წლის მარტში ქვეყნის ევროპული მომავლის საეჭვო პერსპექტივების შესახებ პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა ნატალი საბანაძე -
საქართველოს საგანგებო და სრუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი;
- იმავე პერიოდში ქვეყნის ევროპული მომავლის საეჭვო პერსპექტივების მიმართ პროტესტის ნიშნად თანამდებობიდან გადადგა გიგი გიგიაძე -
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში, 2014 - 2016 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.

ჩვენი პატივისცემა ამ ღირსეულ ადამიანებს და ქვეყნის პატრიოტ მოქალაქეებს!

მეტი ვინმე გახსოვთ?

ტელევიზიებში მოლაქლაქე "ძველ-ახალ ქოც- ოპოზიციონერებზე" ნუ დავიწყებთ ჭორაობას - ახლაც ეტყობათ ქოცხელისუფლებიდან პანღურებით გამოგდების დროს საჯდომებზე დამჩნეული ფეხსაცმლების კვალი!

არა ბიჭო - თვითონ გადადგებოდნენ ხელისუფლების რუსეთუმეობისადმი პროტესტის ნიშნად !

სრულად