უკრაინა-რუსეთი-ევროპა

რუსეთუმეებმა ვერაფრით ვერ გაიგეს, რომ უკრაინა და მისი პრეზიდენტი ამ პლანეტაზე "ბაბაიას" არავის დაუძახებენ - მათთვის ეს ომი სახელმწიფოს ყოფნა - არყოფნის ზღვარზე გადის და თანადგომა მხოლოდ რეალური და ქმედითი დახმარებით განისაზღვრება.
ევროპული ბლა - ბლა აქ ვერ იმუშავებს - მაღალ მატერიებზე და თეორიულ განსჯაზე ღირებული ამ ეტაპზე უკრაინისთვის უახლესი იარაღი, ომში გამარჯვებისთვის აუცილებლი ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფაა!
"კოლექტიური დასავლეთის" ქვეყნების ყველა ის ხელისუფლება თუ პოლიტიკოსი, რომელიც ამ მძიმე გამოწვევის მომენტში ოდნავ უკუსვლას გამოამჟღავნებს, საკუთარი ამომრჩევლების მიერ საბოლოოდ იქნება "ჩარეცხილი".
ესაა დემოკრატიული საზოგადოების მთავარი მონაპოვარი, და არა ის, როცა პუტინი "ამბოხებული" კრიმინალის შიშით დედაქალაქიდან გაურკვეველი მიმართულებით გაიქცევა და საიდუმლო ბუნკერს შეაფარებს თავს, ხოლო სულაც რამოდენიმე დღეში იმავე "ამბოხებულებთან" რამოდენიმე საათიან თათბირს გამართავს და ყველაფერს "შეუნდობს", თანაც დასამშვიდებლად ქრთამსაც გაატანს!
მმართველობის ეს მეთოდი ჩვეულია ბელარუსისთვის, და დიდი ალბათობით საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის - სხვანაირად ავტორიტარიზმი ვერ იარსებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი იქნებოდა გადამწყვეტი!