მოლდოვას შესახებ


	

მოლდოვა, რომელიც სულაც ორი წლის წინ ევროპაში ლამის ყველამ "ჩამოწერა", უკვე ლაპარაკობს ეკონომიკის  გიგანტური განვითარების ტემპის შესახებ -  $20 მილიარდიანი ინვესტიციების და განვითარების გეგმის შესახებ.

ამის მიზეზი გახდა მოლდოვაში ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული საპრეზიდენტო და რიგგარეშე საპარლამენტო გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!

მოლდოვის პრეზიდენტი ამ გარდაქმნების მთავარ ორიენტირად ასახელებს საქართველოს და უკრაინის რეფორმებს - აი იმას, "სისხლიანი ცხრაწლიანი" მმართველობის პერიოდს.

ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას კი სწორება ალბათ დღევანდელი  ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის კურსზე აქვს აღებული: საკუთარი სახელმწიფოებრიობის დაკნინებით და გაქრობით რუსეთის რომელიღაც ფედერალურ ოლქად გადაქცევის მიმართულებით - ოღონდ პარადოქსი ისაა, რომ ამ ბელარუსში "აგროფიურერად" წოდებული ლუკაშენკო უკვე არავის სჭირდება : არც საკუთარ ხალხს და არც  პუტინს - უკვე ვრცელდება ბელარუსის ოპოზიციურ წრეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შესახებ - იმ კვირას პეტერბურგში პუტინთან ვიზიტისას ეტყობა "ნოვიჩოკი" მიართვეს.

მოღალატე, ორპირმა  და"ევროპის ბოლო დიქტატორმა"  საკუთარი როლი უკვე შეასრულა!

ჩვენთან კი საქმე ისე მიდის, რომ ალბათ გადაუდებელ აუცილებლობად იქცა "შარლ მიშელის რეფორმების" მე-2 ჯგუფის დაფუძნება :

პირველმა ხომ რეფორმების(!)  ისეთი კასკადი დააყენა, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებ - რეფერენდუმზე "ოცნებას"  გამარჯვების მყარი ფუნდამენტი შეუქმნა, მეორემ კი იურიდიულად უნდა გაუფორმოს(რა, გამოცდილება არა აქვთ, თუ?).

მოკლედ - სულაც ათი წლის წინ ევროკავშირის "აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის"  აღიარებული ლიდერი ამ ბოლო ათწლეულში "არნახული დემოკრატიის" პირობებში ასევე უპირობო აუტსაუდერად გადავიქეცით - ლამის "უნუგეშო" სომხეთმაც მთელი ნაბიჯით გაგვასწრო!

"ოროსნად"დავრჩით ჩვენ, ხოლო ბელარუსი საერთოდ გამოეთიშა ამ ისტორიულ პროცესს!

ბელარუსი თავს ალბათ იმით იმშვიდებს, რომ ის ისტორიულად "რუსული სამყაროს" შემადგენელი ნაწილი იყო, ხოლო ჩვენ იქ როდის ვიყავით(ოკუპაციის რეჟიმი არ ითვლება), ან მათთან  საერთოდ  რა  გვესაქმება?!

მთავარი მაინც ნამდვილად ესაა:

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი"!

P.S.

" ყველა მხარემ  შეთანხმების ყველა პუნქტი შეასრულა"  - ყველაფერს და ყველას ნუ გავამართლებთ - ეს უკვე დიპლომატიური რევერანსი კი არა, სრული კონფორმიზმი და პოლიტიკური შტრეიკბრეხერობაა!