კლიმატური კატასტროფები და მათი გადაჭრის გზები

ყოველი კლიმატური თუ ტექნოლოგიური კატასტროფის შემდეგ იწყება იმპულსური განხილვები: გეოლოგიური კვლევები, მონიტორინგი, უნებართვო მშენებლობები, კორუფცია, სამაშველო სამსახურის გაუმართაობა- იქვე ვერტმფრენები, მძიმე ტექნიკა, ინდივიდუალური სამაშველო საშუალებები, ამუნიცია, მაშველების ანაზღაურების საკითხი და ა.შ.
ყველა შეკითხვა ლეგიტიმურია, და სრულიად ლოგიკური, მაგრამ ამ წუთას, დღესვე, ხომ შეიძლება ყველაზე მარტივი, მაგრამ ქმედითი, ეფექტური და მცირე დანახარჯების ფასად ყველა მეწყერსაშიში სახალხო გამოყენების არეალი - მთის მდინარეების სათავეები, ეროვნული პარკები და სარეკრეაციო ზონები, ზვავ/ქვისცვენა საშიში ფერდობები, უღელტეხილების გზები, გვირაბები,... მაღალი და ფართო, ღამის ხილვადობის კამერებით ავჭურვოთ - GPS კავშირებით შესაბამის ადმინისტრაციულ თუ სპეციალურ ცენტრებთან დავაკავშიროთ და "უსაფრთხოების ერთიანი ეროვნული წრედი" შევკრათ?
არც ახალი სამსახურის "გამოგონება" დაგვჭირდება - არსებობენ პროფესიულად გამოცდილი 112 სამსახური, გარემოს დაცვის ინსპექცია, მუნიციპალური თუ კომერციული დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურები, და კიდევ მრავალი პროფესიულად და დანიშნულებით "მონათესავე" იურიდიული პირები.
ამ საქმეს საწყის ეტაპზე დიდი ფულადი სახსრები არ დასჭირდება - ერთი ახალი MAYBACH ღირებულება ნამდვილად ეყოფა, თუ არადა პატრულის "პორშეს" თუ "ლამბორჯინის", ჩინოვნიკების და ჩინოსნების "ლექსუსების" , "კრუზაკების" და "მერსედესების" ღირებულება დავამატოთ და შვეიცარიის სამთო - სამაშველო სამსახურის გაფრთხილების დარი ქსელი ნამდვილად გვექნება!
P.S.
საერთოდ - ვერტმფრენები მართლაც მძიმე თემაა - სახლში, ასაფრენ მოედანზე დაყენებული კი არა - სახელმწიფოს , ანუ მოქალაქეების საჭიროების შესაბამისი!
ვერტმფრენი - კრიტიკული სიტუაციის, ევაკუაციის საშუალებაა, მაგრამ პრევენციის ცენტრის შექმნას რატომ არ ვითხოვთ?