მიშელ მუსხელის შესახებ

ევროპა გვინდა?
გვინდა კი არა, ერთიანი ევროპის დაფუძნების თეორიული დასაბუთება ეთნიკურ ქართველს, გამოჩენილ ფრანგ იურისტს, სტრასბურგის უნივერსიტეტის პროფესორს მიშელ მუსხელს (Michel Muskheli, 1903-1964) ეკუთვნის:
"ერთიანობა მრავალფეროვნებაში"/L'unité dans la Diversité " (1948 წ.), რისი პრაქტიკული განხორციელება საფრანგეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მორის შუმანმა 1949 წელს დაიწყო...
დიდება მიშელ მუსხელის (მიხეილ მუსხელიშვილის) ხსოვნას!
უკვე მე-7 წელია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის, 26 მაისის წინასაზეიმო დღეებში რეგულარულად პატივს მივაგებთ მის საფლავზე საქართველოს და ევროკავშირის დროშების აღმართვით
ამ ტრადიციას საფუძველი დაუდეს ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა ირაკლი გივიაშვილმა და თქვენმა მონა - მორჩილმა.
სწორედ ჩვენი დიდი მეცადინეობით გამოიცა მიშელ მუსხელის ზემოთ მოხსენიებული ფუნდამენტური ნაშრომი ფრანგულ-ქართულ ენებზე, რომელ ნაშრომსაც დღეს დიდი მონდომებით ასწავლიან საფრანგეთის წამყვან - სორბონში, სტრასბურგის, ლიონის,... უნივერსიტეტებში.
დიდება საქართველოს
დიდება გაერთიანებულ ევროპას