"აფხაზეთის რესპუბლიკაში" განვითარებული მოვლენების შესახებ

"აფხაზეთის რესპუბლიკის" საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნულ ინალ არძინბას ქართველთმოძულეობის უმაღლესი სკოლა აქვს დამთავრებული:
- გაიზარდა სულწაწყმედილი ვლადისლავ არძინბას ოჯახურ გარემოცვაში;
- დაამთავრა მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლა;
- მისი სადისერტაციო კურსის ხელმძღვანელი იყო "მამალი" რუსი პოლიტოლოგი, ბებერი ჩეკისტი სერგეი
კარაგანოვი;
- მუშაობდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "სუვერენული დემოკრატიის" მთავარი თეორიტიკოსის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის უშუალო ხელმძღვანელობით;
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კურირებდა "აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკის სახალხო და ლუგანსკის რესპუბლიკების" მიმართულებას;
- 2015 წლიდან გამოცხადებულია უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტული საქმიანობის ხელშემწყობად და შეყვანილია " უკრაინის მტრების" სიაში!
2016 წლის მარტში ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა "სწრაფი რეაგირების ჯგუფი" სურკოვ - არძინბას მიერ უკრაინის სამხრეთ რეგიონებში მასშტაბური მადესტაბილიზირებელი "ბესარაბიის პროექტის" საწინააღმდეგოდ.
ინალ არძინბა უშუალოდ ხელმძღვანელობდა ღიად პრორუსი პოლიტიკოსის და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირდაპირი მოწინააღმდეგის გენადი ტრუხანოვის ოდესის მერად არჩევის ფარულ კამპანიას.
(ცალკე ანალიზის საგანია ამ ადამიანის მიერ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული "შთამბეჭდავი" ტერორისტული ხასიათის ქმედებები)
2017 წელს რუსეთის პრეზიდენტთან არსებული საექსპერტო - ანალიტიკური საბჭოს მიერ ინალ არძინბა შეყვანის იქნა "ევრაზიული კავშირის ახალგაზრდა ლიდერების" სამეულში.
2017 წელს ინალ არძინბამ ინიციირება გაუკეთა "აფხაზეთის რესპუბლიკის" მხარდამჭერ საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტს "აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები" (რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს "აფხაზეთის რესპუბლიკის" საერთაშორისო აღიარების ხელშემწყობი პროექტი).
2018 წლიდან ინალ არძინბა ხელმძღვანელობს რუსეთის პატრიარქ კირილესთან არსებულ ახალგაზრდულ საქმეთა საზოგადოებრივ საბჭოს.
2017 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით ინალ არძინბას მინიჭებული აქვს "მე-3 კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის" რანგი, რაც რუსული კანონმდებლობის მიხედვით გენერალ- მაიორის სამხედრო წოდებას შეესაბამება.
2021 წლის ნოემბერში დაინიშნა "აფხაზეთის რესპუბლიკის" საგარეო საქმეთა მინისტრად ...
(რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირდაპირი შეკვეთით ინალ არძინბა უკვე "აფხაზეთის რესპუბლიკის" მომავალი პრეზიდენტად მოიაზრება).
რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ამ ადამიანისგან?
ბიძამისის - ცნობილი აფხაზი სეპარატისტის, 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის ინსპირატორის, აფხაზეთში განხორციელებული ქართველთა ეთნიკური წმენდის ინიციატორის,
საბჭოთა კავშირის შენარჩუნებისათვის მებრძოლი ორთოდოქსი კომუნისტების ბოლო საკავშირო უმაღლესი საბჭოს სადეპუტატო ფრაქცია "სოიუზის" თავმჯდომარის მოადგილის ვლადისლავ არძინბას საქმეების "ღირსეულად" გაგრძელებას!
P.S. ასეთია რეალობა, როცა კრემლი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ერთი წამითაც არ ფიქრობს "ყურადღების" მოდუნებას და მიზანმიმართულად მუშაობს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სრულად გარუსებისთის - ამისთვის პირდაპირ კრემლში ამზადებს შესაბამის "ნაციონალური კადრებს".
ჩვენ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი რეგიონი კი არა, საკუთარი სახელმწიფოს მომავალი სრულად "ფეხებზე გვკიდია" - მთავარი ოლიგარქის ქონების და ფინანსების დაცვის საკითხია, ხოლო სახელმწიფოს ერთმა რიგითმა "დურაკმაც" (ან "დურაკების კამანდამ") შეუძლია უხელმძღვანელოს!
მალე ალბათ სერიოზულ "სიურპრიზებს" უნდა ველოდოთ დე-ფაქტო აფხაზეთის მხრიდან...