„რუსეთი უახლოვდება თავის დასასრულს“

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ჯგუბურია დარწმუნებულია, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. როგორც ჯგუბურია CNews-თან საუბარში აცხადებს, ამ ომმა ანტირუსული კოალიციის შექმნა დააჩქარა. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი დასასრულისკენ მიექანება.
"უკრაინას ორი სახელმწიფო დაესხა თავს: რუსეთი და ბელარუსი. უკრაინამ დაიწყო თავდაცვითი ომი _ არავითარი პანიკა, არმია იბრძვის! NATO იწყებს საგანგებო სხდომას. დაიწყო საერთაშორისო „ანტიპუტინისტური-ანტირუსული კოალიციის შექმნა.
პუტინის ულტიმატუმმა კაპიტულაციის შესახებ პირიქით იმოქმედა _ უკრაინა უფრო შეიკრა აგრესორების წინააღმდეგ. ვუყურებ პირდაპირ ჩართვებს უკრაინიდან _ არმიას ყოველ წამს ემატებიან მოხალისეები - უკვე მთელი უკრაინა ლაპარაკობს არა მხოლოდ შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობაზე, არამედ სრულ პარტიზანულ ბრძოლაზე!
უკრაინა ამ ომს არ წააგებს, ხოლო რუსეთი უახლოვდება მის დასასრულს: Russian delenda est!," - განაცხადა CNews-თან საუბარში ჯგუბურიამ.