საფრანგეთის ახალი კალედონიის "სუვერენიტეტის" შესახებ


	

საფრანგეთის ახალი კალედონიის "სუვერენიტეტის" შესახებ

ახალი კალედონია არის საფრანგეთის რესპუბლიკის განსაკუთრებული სტატუსის მქონე ადმინისტრაციულ- ტერიტორიული წარმონაქმნი წყნარ ოკეანეში რეალური თვითმმართველობის ორგანოებით, სადაც ცენტრალური ხელისუფლება(პარიზი) წარმოდგენილია პრეზიდენტის მიერ დანიშნული უმაღლესი კომისრით, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლება შედგება 11 წევრისაგან, რომელიც შეირჩევა ადგილობრივი კონგრესის(პარლამენტის) დეპუტატთა რიგებიდან .

მოკლედ - აბორიგენ მოსახლეობას აქვს ყველა პირობა ნორმალური დემოკრატიული განვითარებისთვის, და ცხოვრების მაღალი დონით აშკარად გამოირჩევა მეზობელი "დამოუკიდებელი" სახელმწიფოების - ვანუატუს და ფიჯის ეკონომიკური მდგომარეობისგან.

საფრანგეთი აბორიგენ მოსახლეობას არ უშლის ხელს "დამოუკიდებლობის რეფერენდუმების"(3-ჯერ ოცი წლის განმავლობაში) ჩატარების პროცესში, ოღონდ დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვი მოსახლეობის 2% არ აღემატება!

აპრილ - მაისში ახალი კალედონიის სუვერენიტეტის მომხრეებმა გარეშე ძალების ინიცირებით მოაწყვეს "ბუნტი", რის შედეგად დაიღუპა 2 სამართალდამცავი, რაც კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავრობისათვის, რასაც მოჰყვა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის 22 მაისის ელვისებური ვიზიტი ახალი კალედონიის დედაქალაქ ნუამეში.

შედეგად - მხოლოდ საპოლიციო ძალებით(!) მთელ ტერიტორიაზე ერთ დღეში აღადგინეს კონსტიტუციური წესრიგი.

ამ მოვლენას არ ექნებოდა ასეთი დრამატული განვითარება, რომ არა აფრიკაში რუსული გასამხედროებული ძალების(ЧВК "Вагнер") გამოყენებით ადგილობრივი პრორუსული რეჟიმების განმტკიცების უკვე არსებული პრაქტიკა, და სამწუხაროდ, ფრანგული სამთავრობო წყაროების ინფორმაციით, ასევე აღნიშნულ პროცესში აზერბაიჯანის ხელისუფლების ჩარევის ფაქტი!

საფრანგეთ - სომხეთის ურთიერთობების განმტკიცებით განაწყენებულმა ბაქომ საფრანგეთს "სამაგიეროს გადახდა" წყნარი ოკეანის განცალკევებულ ტერიტორიაზე მოუნდომა - ამ პროცესში რუსული კვალიც აშკარად იკვეთება - ისიც ხომ მეტად განაწყენებულია ემანუელ მაკრონის ბოლოდროინდელი განცხადებებით უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ!

რეზიუმე:

ავტოკრატ და "ფულიან" მმართველებს უკვე "ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად არ მიაჩნიათ" - ლამისაა "კოლექტიურ დასავლეთს" პირდაპირ ომი გამოუცხადონ, ოღონდ საკუთარი შესაძლებლობების რეალურად შეფასება ნამდვილად არ შეუძლიათ!

ჩვენც ეს ხომ არ გვემართება -

"სანქციების ვის ეშინია" ხმამაღალი განცხადებებით?!

ჩვენში რომ დარჩეს - "კოლექტიურ დასავლეთს" ამ ხელისუფალ - ნავთობბარონებისგან მეტიც კი ეკუთვნის, თვალს რომ ხუჭავდნ/ხუჭავენ ამათ ზღვარგადასულ თავხედობებზე- ამ ავტოკრატებს შორის პირველი მაინც პუტლერის რუსეთია.