დასავლეთი, რუსეთი და საქართველო


	

 

გუშინ - დღეს ევროპარლამენტში ისმის განცხადებები, თუ რა უფლებით გამოიყენა უკრაინის მხარემ რუსული არტილერიის წინააღმდეგ თურქული უპილოტო საფრენი აპარატი BAIRAKTAR -TB2 , და ამაში ტონს, რა თქმა უნდა, გერმანელი ევროპარლამენტარები ("ალტენატივიდან") აძლევენ.

რა გამოდის - გერმანელი "შტაზისტების" აზრით უკრაინას (და ჩვენც!) თავდაცვის უფლებაც არ გაგვაჩნია?

აქ საქმე "ობიექტურობაში" კი არ არის ( ან როდის იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები ობიექტური უკრაინა - საქართველოს მიმართ?), არამედ "რუსული ჭმუნვები" ემართებათ:

რუსეთი ჩვეულებრივი შეიარაღების დარგში კარგავს ყოველგვარ უპირატესობას უკრაინელებთან სწორედ ამ BAIRAKTAR -ების ფაქტორით : უკრაინელი და თურქი სამხედროების ანალიზით სულაც 2 ერთეული BAIRAKTAR სრულად გააკონტროლებს რუსეთ - უკრაინის სამხედრო დაპირისპირების ხაზს და საჭირო მომენტში ამ ხაზის გადაულახავად საკადრის პასუხს გასცემს აგრესორს-უპასუხოდ ნამდვილად არ დატოვებს!

უკრაინელმა დამსახურებულმა სამხედრო მოღვაწემ (უკრაინის აერომობილური ჯარების ყოფილმა სარდალმა) საკადრისი პასუხი გასცა რუსეთის "სასარგებლო იდიოტებს" (ან ფარულ აგენტურას?) - 2008 წელს მერკელის პიროვნული პოზიციის( თუ დაინტერესების?) გამო დაიბლოკა უკრაინა - საქართველოს NATO -ში მიღება და ამას მოჰყვაო რუსეთის ღია აგრესია ჯერ საქართველოზე, შემდეგ კი უკრაინაზეო!

იგივე NORD STREAM 2 პროექტს უკრაინელები და აღმოსავლეთ ევროპის "ახალი დემოკრატიის" ქვეყნები რუსეთის ჰიბრიდული ომის მთავარ შემადგენლად თვლიან და ამაშიც ისინი ღიად "მუტი მერკელს" ადანაშაულებენ!

მოკლედ - ზოგადად გერმანელების მიმართ კი არის ესეთი ნეგატივი ყოფილ პოსტ საბჭოთა/კომუნისტური ქვეყნების მხრიდან, არამედ მათი პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულების მიმართ "ახალი დემოკრატიის" ქვეყნებისადმი:

თითქმის ერთი თვეა სასიკვდილო შიმშილობს პოსტსაბჭოთა სივრცის პირველი "დემოკრატიის შუქურის" მედროშე პრეზიდენტი და სად დაიკარგნენ საქართველოზე "მზრუნველი" ვიოლა ფონ კრამონი, მარკეტა გრიგოროვა და მათი იდეური კოლეგები?

ქოცხელისუფლების ნებისმიერ "დაძახებაზე" თბილისში ლამის ფეხით გამორბოდნენ (ელჩი ქნირში ცოცხალია?) და ახლა რა ეტაკათ -

თუ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სულაც ათი წლის წინ ( 2011 - მდე, სანამ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი შემოვიდოდა) ლამის პლანეტის "უდიდესი რეფორმატორი და თანამედროვე დასავლური ტიპის სახელმწიფოს" შემქმნელი იყო, მერე რა მოხდა - 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით ოპოზიციისთვის გადაბარება "არადემოკრატიული" აქტი იყო, თუ შემდგომში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ტერორისტულ საქმიანობაში" შეამჩნიეს?

ძალიან მძიმე დრო უდგას ქართულ დემოკრატიას და მის მთავარ გმირს - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკვე "სიკვდილის უფლებასაც" აძლევს პრორუსული ხელისუფლება და ამ დროს რატომ ასე საეჭვოდ გაიყურსნენ ევროპელი მამები იმავე შარლ მიშელის მეთაურობით?

(კი ბატონო - "თაფლობის თვე" აქვს...)

მოკლედ - ახლა სჭირდება საქართველოს მისი ჭეშმარიტი მეგობრების მხარში დგომა - ან ქვეყანა ისევ დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, ან რუსულ წყვდიადში ჩაიკარგება სამუდამოდ...

(ბელარუსი გახსოვთ?)