ახალი ანგლოსაქსური სამხედრო ალიანსი - AUKUS და ევროკავშირი

ევროკავშირი "გმობს" AUKUS ალიანსს
Mercedes Benz, AUDI - სუპერ თანამედროვე ელექტრომობილების ქარხნები ჩინეთში, BMW, RENAULT - ახალი ქარხნები რუსეთში, SIEMENS გაზოგენერატორების მიწოდება ყირიმში სასანქციო მოთხოვნების გვერდის ავლით და ა.შ., ხოლო რუსული სუფთა "რბილი ძალის" ხასიათის და თანაც რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარ შემავსებელ სახელმწიფო კომპანია ГАЗПРОМ -თან მჭიდრო მრავალმხრივი კონტაქტების ნაწილობრივ შეზღუდვის საკითხებზე, იგივე NORD STREAM თაობაზე, ამერიკელების მრავალწლიან თხოვნა - მოთხოვნებზე სტანდარტული ევროპული პასუხები "ესენი სუფთა ეკონომიკური პროექტებია", მაშინ გამართლებული იყო?
უკრაინის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და პერმანენტული სამხედრო მუქარა აღმოსავლეთ ევროპის "ახალი დემოკრატიის" ქვეყნების მიმართ იგივე "ბებერი ევროპის" ქვეყნებიდან რეაქციად მუდმივად ისმოდა
" რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის" შესახებ, ხოლო რუსეთში ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევების პასუხად შარშან რუსეთს ევროპის საბჭოში მანდატი აღადგინეს!
მიზეზი იყო მეტად ბანალური და სუფთა "ვაჭრუკანული" - ევროპის საბჭოში ყველაზე დიდი საწევროს შემომტანი რუსეთიაო!
სამხრეთ - აღმოსავლეთ აზიაში, ოკეანია - წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთის მზარდი ჰეგემონიური პრეტენზიების პირობებში, გიგანტურ რეგიონში აშშ - ინგლისის ტრადიციული, საკვანძო პარტნიორების : ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეის, ტაივანის და უმთავრესი სამხედრო პარტნიორის - იაპონიის მიმართ იმავე ჩინეთის მზარდი სამხედრო მუქარის ალტერნატივად AUKUS სამხედრო ალიანსის და მისი თანმდევი სამხედრო - ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე (უკვე გვქონდა ამ თემების შედარებითი ფართო განხილვა) "კოლექტიური ევროკავშირის დიპლომატია" (ჟოზეფ ბორელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჟან ივ ლე დრიანი, შარლ მიშელი - ფაქტიურად ფრანგები და გერმანელები) და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მეტად მძიმედ "აღაშფოთა" და პირდაპირ დაგმეს აშშ - ავსტრალიის სამხედრო - ტექნიკური თანამშრომლობის ფაქტი.
დღემდე სულაც ყველა "ერთ ადგილას ეკიდათ" საკუთარი ეკონომიკური გამორჩენის გარდა და დღეს ასე პრინციპულად რამ აღაშფოთა ეს "ტრადიციული ევროპა"?
საფრანგეთის მიერ 70 მილიარდი დოლარის დაკარგული სამხედრო კონტრაქტი - აი, მთავარი მიზეზი!
ოდნავ ირონიულიც კი არის შარლ მიშელის "კატეგორიული მოთხოვნა ამ ალიანსის შესახებ აშშ მხრიდან განმარტების გაკეთების შესახებ"!
აბა, ინგლისს ვერც გაუბედავდნენ - იმდენად გამომწვევად მიიღეს ინგლისის მხრიდან ევროკავშირის დატოვების ფაქტი და სათანადო ხელშეკრულების გაფორმებაზე (მომავალი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ) კატეგორიული უარი უთხრეს!
"შარლ მიშელის კატეგორიული მოთხოვნა" -
ეს პატივცემული ბატონი ჯერჯერობით ასეთი კატეგორიულობით ღარიბაშვილ - კობახიძეს ვერ თხოვს საკუთარი დოკუმენტის თავზე გადახევას და რა "საწყალი აშშ " ნახა ასეთ "დაბალ ღობედ"?
ფული და ვაჭრობა- კომერცია გახდა "ბებერი ევროპის" საფირმო ნიშანი, რასაც ჩინეთი და რუსეთი კი არა, უკვე ამათი "პერიფერიული რეჟიმები და ცალკეული ოლიგარქებიც" მიხვდნენ და ასე თანასწორად გრძნობენ მათთან თავს...
აბა რით გაამართლებს ზოგიერთი ჩვენი "მედასავლეთე" საფრანგეთის მხრიდან რუსი და მათი გავლენის "ახლო საზღვარგარეთის" ოლიგარქების, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის (РПЦ) ფუნქციონერების მასიურ დაჯილდოებებს საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - "საპატიო ლეგიონის კომანდორი" ორდენებით
(რუსი ოდიოზი პოლიტიკოსი სლუცკით დაწყებული ..., ერთი "ბატონ ბიძინასაც" შეხვდა!)
მოკლედ - "ევროკავშირი მთლიანად" ჯერჯერობით ფრანგი, გერმანელი და მათი იდეური მოკავშირე ბელგიელ - ესპანელი ერთეული პოლიტიკოსით შემოიფარგლება მხოლოდ!