საქართველო დასავლური ცივილიზაციის ნაწილია!


	

საკუთარი ხელისუფლება ჯერ ემზადება - პირდაპირ ხომ ვერ დაგმობს რუსეთს მისი აგრესიის მე-15 წლისთავზე, მაგრამ ამერიკამ "გაბედა" და ენტონი ბლინკენის განცხადებით რუსეთს მკაცრად შეახსენა, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები აუცილებლად უნდა შესრულდეს - რუსეთმა საკუთარი ჯარები უპირობოდ უნდა გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ასევე მკვეთრად გამოხატეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა და მეგობარი ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

არაა საქართველო მარტო რაშისტების ღია თუ ჰიბრიდული შემოტევების წინააღმდეგ - საქართველო ყველა შემთხვევაში დასავლური ცივილიზაციის ნაწილია!

ჩვენ უკრაინასთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ - ამის საფუძველი საქართველოში რუსეთის აგრესიის მე-15 წლისთავზე პრეზიდენტ ზელენსკის განცხადების შინაარსი და პათოსია!