მათთვის, ვინც "ნაცებთან ერთად ვერ დადგება"


	

მათთვის, ვინც "ნაცებთან ერთად ვერ დადგება"

იყო ასეთი სალაღობო ისტორიები:

მეორე მსოფლიო ომის პირველ თვეებში, როცა "წითელი კომისრები" განადგურებას გადარჩენილ "წითელარმიელებს"

მე- 19 საუკუნის "ვინტოვკებზე" წამოცმული მეტრიან ხიშტებიანი შეიარაღებით აიძულებდნენ გუდერიანის, გოტის თუ კლაისტის გერმანულ ტანკებზე იერიშის მიტანას, ერთ ეპიზოდში მეგრელი ტიბურსინია (გამოგონილი გვარია) შეტევის მაგივრად უკან გარბის-

Ты куда, красноармеец, расстреляю - უყვირის კომისარი,

Разгон беру, товарищ комиссар - შეშინებული პასუხობს წუთელარმიელი ტიბურსინია, და შედეგად იმ ტანკებს გადარჩენილებმა მოსკოვამდე ჩამოირბინეს!

(ჰო, რომ არა მოკავშირეების ლენდ-ლიზი, ურალამდე აპირებდნენ სირბილს...)

ასე იყო ამ დღეების "ყვარლის ტბის" ისტორიაში - ყველაზე გაბედულები და შერეკილები იქ მიუვარდნენ(რა მაგარი შედარებაა - "მივარდნა")- საქმეც გააკეთეს!

ვინ კიდევ "რაზგონის ასაღებად" თბილისში ემზადებოდა...

და ეს კი არ არის მთავარი - ყველა თავის საქმეს შეძლებისდაგვარად აკეთებდა(ჩვენც, ბებრებიც, იმ წვიმაში). მთავარი სხვაა - ამ "მიმვარდნელებს" ზოგიერთი რომ ისევ აქილიკებს...

2003 წლის "ვარდების რევოლუციის " მთელი ეფექტი და მიმზიდველობა სწორედ რომ მიხეილ სააკაშვილის "მივარდნა" იყო პარლამენტში - ეს იყო სახალხო პროტესტის ულამაზესი ფინალი, საერთაშორისო დონის ეფექტი - მშვიდობიანი რევოლუციის აქტი!

"შერეკილები" და "გიჟები" ქმნიან ისტორიას(არც კი სჭირდება ჩამოთვლა- მგონია ყველამ იცის), თორემ "მოზომილები და ქვეჩაფსიები" წინდების ქსოვით ქმნიან საკუთარ ფეიკ - ისტორიებს!

2003 წლის ნოემბერში ზუსტად მიხეილ სააკაშვილის "სიგიჟემ" ახლებურად გააცნო (შეახსენა) მსოფლიოს უძველესი ქართველი ერის მარადიული ლტოლვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ!

ბოლო დღეებს საპროტესტო გამოსვლებმა მეტად პოზიტიური საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა -

არა, ამ ერს ნამდვილად არ სძინავს, და არც არასდროს შეურიგდება კონფორმისტების და რუსეთუმე რენეგატების მეცადინეობას საქართველოს რუსული გავლენის ორბიტაზე მისაქცევად - ესაა საერთაშორისო მედიური გამოხმაურებების ზოგადი არსი!

ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა ამ ქოცმაცუნა ღრუზინების ბოლოდროინდელ ანტიდასავლური დემარშების ფონზე!

ჩვენი სჯერათ - არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული...