რუსეთის ახალი რეგიონალური თანამშრომლობის "3+3" პროექტის შესახებ

რფ საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა საერთაშორისო "3 +3" ფორმატის შექმნის შესახებ გულისხმობს რეგიონში (სამხრეთ კავკასია) ყველა "სატრანსპორტო კომუნიკაციის და ეკონომიკური კავშირების" აღდგენას.
ეს "ახალი ინიციატივა" ჩვენთვის სხვა არაფერია, თუ არა "აფხაზეთის რკინიგზის" ამუშავება და მისი საექსპლოტაციოდ მიერთება საქართველოს რკინიგზასთან შემდგომში რუსეთის სომხეთთან პირდაპირი სარკინიგზო საკომუნიკაციო ხაზის აღდგენის მიზნით.
მოკლედ:
რუსეთის თითქმის 25 - წლიანი განუწყვეტელი ქმედება საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპაციის და დანარჩენი ნაწილის "проходной двор" - ად გადაქცევის საკითხი ახლა უნდათ "ახალი რეგიონული თანამშრომლობის" ინიციატივად შემოგვასაღონ!
ლავროვ - კალანტარიანის ზრახვები გასაგებია, მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რამ შეაწუხა, რომ ასეთ მავნებლურ განცხადებას აკეთებს:
"თბილისი არ უნდა ჩამორჩეს რეგიონში განვითარებულ პროცესებს და მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში" !
რა გამოდის - საქართველომ მონაწილეობა უნდა მიიღოს სამხრეთ კავკასიაში რუსული სამხედრო ბაზების ლოჯისტიკური უზრუნვყოფის და საოკუპაციო ჯარების მომარაგების პროექტებში?
სულ ესაა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თუ სრულად ხელისუფლების პოზიცია?
P.S. რომელ "რეგიონალურ თანამშრომლობაზე" ლაპარაკობს მოსკოვი , როცა ერთი წლის წინ აზერბაიჯან/ თურქეთს ფართომასშტაბიანი ომი ჰქონდათ სომხებთან გაჩაღებული, თუ ახლა, როცა ირან - აზერბაიჯანი პირდაპირ საომარ მზადებაში არიან, ან ალბათ საკუთარი "მშვიდობიანი" ინიციატივები აწუხებს საქართველოს მიმართ, რომლის 20% ოკუპირებული და "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აქვს გამოცხადებული?
მოსკოვის, ანუ ლავროვის გასაგებია, მაგრამ ზალკალიანს რა "გონება გაეხსნა" ასეთი, ლავროვს რომ ლამის ღიად უჭერს მხარს?
ზალკალიანი რას გაბედავდა, ან რომელი ინიციატივების გენერატორია, მის უკან ივანიშვილი რომ არ იდგეს...
P.S.S. ამას ხომ ბელარუსის სკოლა აქვს გამოვლილი და ახლაც იქაა - ლუკაშენკოს ხომ არ ბაძავს საერთაშორისო თანამეგობრობის შანტაჟში :
თუ არ "შეგვეშვებით", მაშინ ჩვენ რუსულ - ირანული ალტერნატივაც გვაქვს მარაგშიო!
(უფრო ეს იყო, ალბათ)