დღეს, 8 მაისს, ევროპაში გამარჯვების დღეა!

დღეს, 8 მაისს, ევროპაში გამარჯვების დღეა!
ბიძაჩემი - უფრ.ლეიტენანტი შოთა ჯგუბურია, მსახურობდა ლიბავის(დღევანდელი ლიეპაია, ლატვია) გარნიზონში, რომელმაც პირველმა მიიღო ვერმახტის დარტყმა - საერთოდ იმ გარნიზონიდან არავინ არ გადარჩენილა - გერმანელებმა რიგა აიღეს, და ესენი, ყველა მხრიდან გარშემორტყმული, ბოლომდე იბრძოდნენ!
ამათ გმირობაზე 1971 წელს ლატვიელმა რეჟისორმა ალოიზ ბრენჩმა მხატვრული ფილმი "город под липами" გადაიღო.
უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის მე-3 კურსიდან, ე.წ. სტალინური გაწვევის ფარგლებში, 1939 წელს, 19 წლის წარჩინებული სტუდენტი ნებაყოფლობით წავიდა სამხედრო სასწავლებელში,
და სამუდამოდ წავიდა საქართველოდან, აფხაზეთიდან -
მშობლიური ოქუმიდან!
დიდება გმირებს!