GOD BLESS AMERICA!

ზუსტად ოცი წლის წინ ამერიკამ შეუდარებელი სისასტიკის ტერორისტული აქტების სერია განიცადა: ნიუ - იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიის შტატში
ტერაქტების შედეგად დაიღუპა 3000 - ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მაშველი, პოლიციელი, სამედიცინო მოსამსახურე...
ამერიკას თავისი არსებობის ისტორიის მანძილზე ერთ დღეში ასეთი მასშტაბის დანაკარგები და თანაც ასე თავხედურად განხორციელებული - არ განუცდია.
დიდი ქვეყანაა ამერიკა, თორემ სრული უფლება ჰქონდა ამ ტერაქტის განმახორციელებელი ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" წევრების მშობლიურ არაბულ ქვეყნებში - მოყოლებული მაროკოდან ვიდრე ემირატებამდე და ირან - ავღანეთის ჩათვლით იმ დღესვე სასტიკად დაესაჯა :
2001 წლის 11 სექტემბრის შუადღისთვის აშშ ადმინისტრაციამ უკვე ზუსტად იცოდა ტერორისტთა სისასტიკის მასშტაბები, მათი წარმოშობის ქვეყნები და საერთო შეთქმულების არსებობა ამერიკის წინააღმდეგ.
ამ დროისთვის აშშ შეიარაღებული ძალები მთელ პლანეტაზე სრულ სამხედრო მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილნი - ყველაფერი მზად იყო სასტიკი შურისძიებისთვის და არ არსებობდა არავითარი ძალა, რომელიც ამერიკის ამ სამხედრო მანქანას წინ დაუდგებოდა - სულ რაღაც რამოდენიმე საათში მთელი არაბული სამყარო და კიდევ სხვები საშინელ ცეცხლში გაეხვეოდა და დღეს პლანეტის ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ქვიშიანი უდაბნოები თუ დარჩებოდა!
დიდი ქვეყანაა და დიდი პასუხისმგებლობის მატარებელიც :
იქ, სადაც სხვა ნებისმიერი სახელმწიფო თავს ვერ შეიკავებდა, ამერიკამ თავის თავს სძლია - უფრო ჰუმანური პრინციპებით იხელმძღვანელა და ტერორისტებს არ აჰყვა - განურჩევლად ყველა არ დასაჯა!
სრული მიზეზი კი ჰქონდა!
ოცი წლის შემდეგ ამ ტერაქტის შედეგად დაწყებული ბოლო სამხედრო დაპირისპირებაზეც უარი თქვა და ავღანეთიდანაც გავიდა - არადა ბევრი ამ აქტს დამარცხებას უთვლის და ქილიკობს - ის კი დაავიწყდათ, რომ ოცი წლის წინ შეშინებულები, სულგანაბული ელოდნენ, თუ ასე შეურაცხყოფილი და სასტიკად გაბრაზებული ამერიკა ყველას ერთად როდის და რა ფორმით "გადაუვლიდა".
ამერიკამ მაინც უფრო მაღლა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები დააყენა - რამოდენიმე ასეული მილიონი ადამიანი დიდსულოვნად შეიწყალა.
ამ დღეებში ალბათ გამოქვეყნდება 11 სექტემბრის ტერაქტის გამოძიების ის საიდუმლო მასალები, რაც ერთხელ და საბოლოოდ წერტილს დაუსვამს უპირველესად აშშ საზოგადოებისთვის დღემდე პასუხგაუცემელი მრავალ შეკითხვას...
აი, ამიტომ არის ამერიკა დიდი ქვეყანა - არა "სუპერ" სახელმწიფო, არამედ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა!
GOD BLESS AMERICA!