თეიმურაზ შენგელია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "საერთაშორისო ბიზნესის" კათედრის გამგე, სრული პროფესორი


	

2005 წლიდან _ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “საერთაშორისო ბიზნესის” კათედრის გამგე, სრული პროფესორი.  

 2018 წლიდან არჩეულია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად.

2006-2012 წლებში _ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულია საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად.

 2012 წლიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს წევრია.

1993-2005 წლებში _ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

2004-2005 წლები _ ფინანსთა სამინისტროს, ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი.

1993-2005 წლები _ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, მეწარმეობის ეკონომიკისა და მართვის კათედრის გამგე.

1999-2002 წლებში _ ეკონომიკური მეცნიერების დარგში მიღწევებისათვის დაენიშნა საქართველოს პრეზიდენტის I ხარისხის სტიპენდია.

2015-2018 წლებში არჩეულია ბიზნესისა და ეკონომიკის საერთაშორისო აკადემიის (რომი, იტალია), მენეჯმენტის საერთაშორისო აკადემიის (აშშ-ი), საერთაშორისო ბიზნესის აკადემიის (აშშ) წევრად, 2009 წლიდან საქართველოს ეკონომიკურ, ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრად.

აქტიური სამეცნიერო-პედაგოგიური მიღწევებისათვის დაჯილდოვებულია: 2002 წელს „ღირსების მედლით“, 2018 წელს აკადემიკოს პ.გუგუშვილის მედლით.

2021 წელს დაჯილდოვდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედლით.

1986 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1998 წელს — სადოქტორო დისერტაციები. 1999 წელს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ აირჩია პროფესორად, 2005 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სრული პროფესორია.

პროფესორმა თეიმურაზ შენგელიამ სტაჟირება გაიარა აშშ-ში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, ჩეხეთსა და ჰოლანდიაში.

სამეცნიერო მოხსენებები გაკეთებული აქვს ვენის, ბარსელონას, ამსტერდამის, რომის, პარიზის, ნიუ-იორკის, სტამბულის, პრაღის, თეირანის, ჟენევის, ბუდაპეშტის, ბრიუსელის, ბერლინის და სხვა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში.

ჟურნალების „ეკონომიკის“, „ახალი ეკონომისტის“, „ეკონომიკისა და ბიზნესის“, „ბიზნესისა და კანონმდებლობის“, „ეკონომისტის“, „თსუ უნივერსიტეტის“, „გადასახადე ბისა და საგადასახადო საქმის“, „კავკასია: გარემო და საზოგადოების“, „ინტელექტის“, „გლობალ ვორლდ“ -ის სარედაქციო საბჭოების წევრია.

მისი კვლევის სფეროებია: გლობალიზაციის, ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის, საერთაშორისო, გლობალური ბიზნესის, საერთაშორისო მარკეტინგის, ინოვაციათა სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის პრობლემები.

არის 160 -ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, 7 მონოგრაფიისა და 14 სახელმძღვანელოს ავტორი ქართულ, ინგლისურ, პოლონურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე.