ბონდო გასვიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის "საერთაშორისო ბიზნესის" კათედრის მოწვეული ლექტორი


	

2019 წლიდან - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “საერთაშორისო ბიზნესის” კათედრის მოწვეული ლექტორი.

2019 წლიდან — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.

2020 წლიდან — სსიპ თბილი სის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.

2019-2020 წლები აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

2014-2019 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობზებზე (აუდიტორ-ასისტენტი, უფროსი აუდიტორი, წამყვანი აუდიტორი).

2010 — 2013 წლებში შპს “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” მუშაობდა სხვადასხვა (მათშორის ხელმძღვანელ) თანამდებობებზე (სპეციალისტი, განყოფილების უფროსი, დეპარტამენტის უფროსი).

2019 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “საერთაშორისო ბიზნესის სამეწარმეო სტრუქტურების განვითარების ძირითადი მიმართულებები გლობალიზაციის პირობებში” და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მისი კვლევის სფეროებია: საერთაშორისო ბიზნესი, საერთაშორისო მეწარმეობა, ბიზნესის ადმინისტრირება, საერთაშორისო მენეჯმენტი, აღრიცხვა-ანგარიშგება აუდიტი. არის 10 - მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის, სტატიების და სახელმძღვანელოს ავტორი/თანაავტორი, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.