ზურაბ მებონია -  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი


	

 

 დაიბადა 1955 წლის 10 ივნისს გალის რაიონის სოფ.ნაბაკევში. 1972 წელს წარჩინებით დაამთავრა სოფ.ნაბაკევის საშუალო სკოლა. 1977 წელს ასევე წარჩინებულის დიპლობით დაამთავრა ქ.სოხუმში მ.გორკის სახ. სეხელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიკოსის სპეციალობით.

1977-79 წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიიის რიგებში, ხოლო 1979-81 წწ. ქ. სოხუმის გემთმშენებელი ქარხნის კომკავშირის კომიტეტის მდივნად.

1981 წლიდან 1192 წლამდე მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე: ინსტიტუტის ისტორიის კათედრის ასისტენტად, ინსტიტუტის რექტორატის სამეცნიერო საბჭოს სწავლულ მდივნად, ინსტიტუტის დიდი სამეცნიერო საბჭოს სწავლულ მდივნად, რექტორის თანაშემწედ, ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსად.

არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული საბრძოლო ოპერაციების მონაწილე: 1992-93 წწ. მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო -საარტილერიო დივიზიონის მეთაურად.

2993-96 წწ. მსახურობდა აფხაზეთის ა.რ. მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო მრჩევლად სამხედრო საქმეებში. 1996 წლიდან 2005 წლამდე მსახურობდა აფხაზეთის ა.რ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ.

1997 -2002 წლებში დაამთავრა ქ.თბილისში მენეჯერების ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინების დიპლომით, სპეციალობით სამართალმცოდნე.

2005 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა აფხაზეთის ა.რ. საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის აპარატის უფროსად;

2006 წლის დასაწყისიდან 2006 წლის ბოლომდე აფხაზეთის ა.რ. საგანგებო დავალებათა კოორდინაციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ.

2006 -2007 წლებში საგანგებო დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის უფროსად.

2007 -2008 წლებში განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის უფროსად.

2008-2009 წლებში აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწედ, შემდეგ მრჩეველად.

2009-2011 წწ. აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს აპარატის ორგანიზაციული საქმიანობის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად;

2011-2019 წლებში უმაღლესი საბჭოს აპარატის აღმასრულებელ სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსად.

2019 წლიდან დღემდე მუშაობს აფხაზეთის ა.რ.უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად.

არის თადარიგის პოლკოვნიკი, დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.