ლია ახალაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

ლია ახალაძე არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი. სწავლობდა აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თსუ სოხუმის ფილიალში ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე ისტორიის მიმართულებით. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა წყაროთმცოდნეობა-ისტორიოგრაფიის განხრით. იქვე დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები აფხაზეთში IX-XVII საუკუნეებში“.
1995 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ სოხუმის ფილიალში ჯერ მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად, ხოლო 2006 წლიდან კონკურსის წესით არჩეული იქნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს ეკავა ადმინისტრაციული თანამდებობები: იყო თსუ სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. 2020 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს. 2019 წლიდან არის განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული ცენტრის „განათლების უმაღლესი განათლების საბჭოს“ წევრი.
ლია ახალაძე იკვლევს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდს, ისტორიულ წყაროებს, ისტორიოგრაფიას, კულტურის ისტორიას, აფხაზეთისა და ჯავახეთის ეპიგრაფიკულ ძეგლებსა და მატერიალურ კულტურას, ისტორიის სწავლების მეთოდიკას, განათლების პოლიტიკას, მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ საქართველოს საკითცებს. აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო აკადემიურ სისტემაში: მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში, ხელმძღვანელობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით ჩატარებულ რამდენიმე საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო - პრაქტიკულ კონფერენციას, არის ევროკავშირისა და აშშ-ს საერთაშორისო პროექტების: DOIT, DARE, ASSET, DITECH -ის ადგილობრივი კოორდინატორი, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მენეჯერი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
შრომები გამოქვეყნებული აქვს ქართულ, ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, ჩეხურ, რუსულ, არაბულ, თურქულ ენებზე. არის ასამდე პუბლიკაციის ავტორი, მათ შორის სამი მონოგრაფიის, ორი სასკოლო სახელმძღვანელოს, რამდენიმე კოლექტიური მონოგრაფიული კვლევისა და კრებულების ავტორი და რედაქტორი.
ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი