აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი.
ბეჟან ხორავა


	

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარეებს _ ენგურსა და ფსოუს შორის მდებარეობს ქვეყნის
ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე _ აფხაზეთი. აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემადგენლობაში.
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას მდ. ფსოუ და კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი რუსეთის ფედერაციიდან გამოყოფს, ხოლო მდ. ენგური და კავკასიონის გვერდითი, კოდორისა და აფხაზეთ-სვანეთის ქედები _ მეზობელი სვანეთისა და სამეგრელოს მხარეებიდან. აფხაზეთის ა/რ ფართობია 8700 კმ2, რაც საქართველოს ფართობის 12,3% შეადგენს, დედაქალაქია სოხუმი,
საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითად მოსახლეობას ქართველებთან ერთად აფხაზები შეადგენენ. ეთნიკურად
აფხაზები აფხაზურ-ადიღური მოდგმის ხალხია. მათი ენა _ აფხაზური, იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის ჩრდილო-დასავლურ,
აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფში შედის. 

წიგნის ელ-ვერსია: