იკვლევს საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხებს. მისი ნაშრომები გამოცემულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, თურქულ ენებზე.
დაჯილდოებულია უწმიდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილიაII-ის მადლობის სიგელით.
2011 წელს წიგნის "ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან. აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე" ქართულ (2007), რუსულ(2009), ინგლისურ (2011) ენებზე მომზადებისა და გამოცემისათვის, ავტორთა კოლექტივთან ერთად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დაჯილდოვდა.
იმავე წელს წიგნისათვის "აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე", გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.
არჩეულია აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და წმინდა ამბროსი მარტირის (ისტორიის, ჰერალდიკის, გენეალოგიის, სამართლის) საერთაშორისო აკადემიის (იტალია) წევრად.