ისტორიული სამურზაყანოს წარსულიდან.
კახა კვაშილავა


	

 

მას შემდეგ, რაც ის ოდიშის მთავრებს წაართვეს შარვაშიძეებმა XVIIს. მიწურულს. 1805 წლის 9 ივლისს სოფ. ბანძაში ლევან V დადიანი სამეგრელოს მთავრად დამტკიცების ცერემონიალში მონაწილეობდნენ სამურზაყანოს მმართველი საგვარეულოს წარმომადგენლები ლევან და მანუჩარ შარვაშიძეებიც, რომლებმაც, ოფიციალურად დაადასტურეს რა, რომ ოდითგანვე “სამეგრელოს თვითმპყრობელის თავადის დადიანის” მორჩილები იყვნენ, ასევე დაიფიცეს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ეს ნიშნავდა სამურზაყანოს, როგორც სამეგრელოს ნაწილის, შესვლას რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში.  ეროვნებით აფხაზ ისტორიკოსთა ო. ბღაჟბა და ს. ლაკობა ყოველივე ამას არაფრად აგდებენდა, ამ ფაქტის წარმოჩენას იმგვარად ცდილობენ, რომ სამურზაყანომ დამოუკიდებლად მიიღო რუსეთის “მფარველობა”, სამეგრელოს მთავარი კი მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდა. აფხაზი ისტორიკოსები უბრალოდ ცრუობენ, როცა 1840წ. სამურზაყანოს რუსულ ადმინისტრაციულ ერთეულად _ საბოქაულოდ გადაქცევას ამ კუთხეზე მიხეილ შარვაშიძის უფლებების დადასტურებად აცხადებენ. ამ მტკიცებას არანაირი საფუძველი არ აქვს. რუსებმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს არა აფხაზეთის მთავრის პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად, არამედ საკუთარი საოკუპაციო-კოლონიური რეჟიმის პოზიციების გასამყარებლად ჩრდილო-აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც პერსპექტივაში ითვალისწინებდა აფხაზეთისა და სამეგრელოს სამთავროების ავტონომიური არსებობის მოსპობას. ეს რომ ასეა, დასტურდება იმითაც, რომ 1840 წლამდე რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლება სამურზაყანოს კატეგორიულად მხოლოდ სამეგრელოს კუთვნილებად განიხილავდა.

 ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას “სახელმძღვანელოს” პროპაგანდისტული დანიშნულება სრულიად აშკარაა. შემთხვევითი არაა, რომ ეს წიგნი ფართოდ ვრცელდება დასავლეთელ მეცნიერებში, პოლიტოლოგებში, ჟურნალისტებში, რისი თვითმხილველი და მოწმეც ამ სტრიქონების ავტორიც იყო ამერიკისშეერთებულ შტატებში ყოფნის დროს 2007 წელს. როგორც ჩანს, ამ “შედევრის” ერთადერთი ამოცანა მხოლოდ ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას “თვალებით” ლაჟვარდოვან ფერებში დანახული აფხაზეთის “ჰეროიკული” ისტორიის წარმოჩენაა. ამ მიზანს ბრმად ადევნებული ავტორები ამ გზით ისევ და ისევ საკუთარი ერის ისტორიას ამახინჯებენ და მკითხველიც შეცდომაში შეჰყავთ. მათი “ნაშრომი” არც აფხაზებში იწვევს ერთსულოვან მხარდაჭერას, რისი დასტურიცაა ისტორიკოს ალექსი პაპასკირის წერილი.

 ამრიგად, როგორც ამ მოკლე ისტორიოგრაფიული მიმოხილვიდან ჩანს, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული სამურზაყანოს წარსული, მთლიანობაში, ნამდვილად არარის ჯეროვნად შესწავლილი. და ეს იმ ფონზე, როდესაც სეპარატისტები ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ ძირძველი ქართული კუთხის ეთნო-კულტურული და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ისტორიის მრუდე სარკეში წარმოსაჩენად, და მისი, ისევე როგორც მთელი ამჟამინდელი აფხაზეთის, საერთო ქართული ისტორიული პროცესიდან მოსაწყვეტად. სწორედ ამიტომაა საშური სამურზაყანოს ისტორიის მონოგრაფიული დამუშავება, რომლის პირველ ცდასაც წარმოადგენს ქვემოთ დატანილი ნაშრომი. გარდა საკუთრივ მონოგრაფიული შესწავლისა, ამ წიგნში დაზუსტებულია საკვლევ პრობლემასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ:

•    სამურზაყანოს სტატუსთან დაკავშირებით, ნაშრომში პირველადაა გამოყენებული “კონდომინიუმის” ფორმულა; 

•    უარყოფილია ამ ბოლო დროს ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრება ყვაპუ შარვაშიძის მოღვაწეობის სეპარატიზმად შეფასების თაობაზე;

•    პირველადაა მეტ-ნაკლები სისრულით გაშუქებული სამურზაყანოს მფლობელების ლევან და მანუჩარ შარვაშიძეების მოღვაწეობა, დაზუსტებულია ამ ლიდერთა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

•    პირველადაა ყურადღება გამახვილებული მანუჩარ შარვაშიძის მნიშვნელოვან ინიციატივაზე გაეთავისუფლებინათ ბათუმი ოსმალთაგან XIX საუკუნის 10-იანი წლების მიწურულს და ამ საქმეში აფხაზეთის სამთავრო სახლის წევრების მონაწილეობის საკითხზე, რომელიც ისტორიოგრაფიაში აქამდე ერთგვარად მიჩუმათებული იყო;

•    კრიტიკულად გაანალიზებული და უარყოფილია მოსაზრება სამურზაყანოზე აფხაზეთის მთავრის ქელეშ ბეის სრული კონტროლის დაწესებისა და ამ კუთხის დადიანის გავლენის სფეროდან გასვლის თაობაზე;

წიგნის ელ-ვერსია: