თემური მჟავია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი 


	

 

დაიბადა 1952 წლის 5 იანვარს

მეუღლე - მანანა ვადაქარია; შვილები: ირაკლი, ნათია; შვილიშვილები: კესარია, ნიკოლოზ;

განათლება:

სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

კარიერა:

1968-1970 წ.წ. - სოხუმის სასწრაფო დახმარების სადგურის სანიტარი

1975-1978 წ.წ. – ისტორიისა და ლიტერატურის მასწავლებელი

1977-1979 წ.წ. – სუბტროპიკული მეურნეობის ინ-ტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ასისტენტი

1980-1982 წ.წ. – ქარხანა „სოხუმელსაწყოს“ პროფკავშირის კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგე

1982-1983 წ.წ. – კადრების მომზადებისა და გადამზადების განყოფილების გამგე

1988-1990 წ.წ. – სამეურნეო სამმართველოს უფროსი

1983-1986 წ.წ. – კინდღის სასათბურე მეურნეობის კადრების განყოფილების გამგე

1986-1988 წ.წ. - სოხუმის ტურისტული ბაზის უფროსი ინსტრუქტორი

1990-1992 წ.წ. - სოხუმის ელექტრონული ტექნიკის ქარხნის სამეურნეო სამმართველოს უფროსი.
 

წმინდა ილია მართლის საზოგადოების ცხუმ-აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის გამგეობის თავჯდომარე.

ჰელსინკის მოძრაობის აქტივისტი აფხაზეთში.

1980 წლის სოხუმის მასობრივი მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სადაც აფხაზეთში პირველად გაჟღერდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა.

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი:

საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“.

აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1991 წლიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის, ეროვნებათაშორისო ურთიერთობებისა და ეთიკის კომისიის წევრი.

2004-2009 წ.წ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე.

ამჟამად არის ფრაქცია „ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა“ს წევრი.