მანანა ქვაჩახია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით 1980 წელს. 1990–1991 წლებში იყო კიევის ტ.შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის კრიმინალისტიკის კათედრის სტაჟიორი იურიდიული ფსიქოლოგიის მიმართულებით, ხოლო 1992-1993 წლებში კიევის ტ.შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კრიმინალისტიკის კათედრის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი. 1980-1992 წლებში მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის მასწავლებელად, ხოლო 1995 -2006წწ კი ი.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრაზე, სადაც ატარებდა ლექცია-სემინარებს ზოგადი, ბავშვის, სოციალური, იურიდიული, სამედიცინო ფსიქოლოგიისა და კონფლიქტოლოგიის დარგში.
2005-2009 წწ მუშაობდა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების, ტერიტორიული წარმომადგენლობებისა და საინფორმაციo მართვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 2009-2012წწ მუშაობა გააგრძელა ამავე სამინისტროში განათლების, კულტურისა და სპორტის გაერთიანებული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ხოლო მომდევნო 2012-2017 წლებში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე გახდა, 2017-2019 წწ-აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის, 2019 წ მაისიდან 2020წ. მარტამდე-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობებზე დაინიშნა. აღნიშნულ სამინისტროში ჩემი მუშაობის საკურატორო მიმართულებებს წლების განმავლობაში წარმოადგენდა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მიმდინარე პროექტები და საკითხები. მათ შორის, განათლების პროგრამები და სხვადასხვა საკითხები როგოც აფხაზეთის საჯარო სკოლების, ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების მიმართულებით. 2020 წლის მარტიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით.
2016-2017 წწ იყო საქართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული პროფესორი, სადაც მიყავდა სალექციო კურსი პროფესიოლოგიის ფსიქოლოგიურ საფუძვლებში.
სხვადასხვა წლებში (1998-2017) თანამშრომლობდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან პროექტების ხელმძღვანელის, კოორდინატორის, კონსულტანტის, ექსპერტის, ტრენერის პოზიციებზე:
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო (NRC) პროექტებში:Youth Education Programme/თანამედროვე პედაგოგიური მეთოდების გამოყენება სასწავლო პროცესში/სკოლის მენეჯმენტი/იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომითი შესაძლებლობების განვითარება პროფესიული გადამზადების გზით).
გერმანიის ზრდასრულთა განათლების ასოციაცია (DVV- International) პროექტში: დასაქმების ინოვაციური მეთოდოლოგია ზრდასრულთა განათლებისთვის.
მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ(ACF-მადრიდი) პროექტში: Livelihood Initiatives to Foster Employability and Entrepreneurship of IDPs and host populations in Georgia - “LIFE Georgia”).
ევრაზიის ფონდი (პროექტში:სოციალური მეწარმეობა, როგორც იგპ დასაქმებისა და ეკონომიკური გაძლიერების გზა).
ღია საზოგადოება-საქართველო (პროექტში: პროფესიული განათლება და შრომითი უნარ-ჩვევების განვითარება იგპ ახალგაზრდებისთვის).
USAID/AED (პროექტებში:TOT-ქართველი და აფხაზი ახალგაზრდა ლიდერებისათვის; ქართულ–აფხაზური საზაფხულო სამშვიდობო ბანაკი თურქეთში; Young Leaders for Peace and Development in South Caucasus - კონფლიქტების მართვა და პრევენცია).
გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო ტრენინგ-პროგრამები:
- ტრეინერთა ტრენინგი TOT- “კონფლიქტebის ანალიზი და მოგვარება” / jimi კარტერის ცენტრი, აtლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ
- ,,V4 transition experience transfer for enchancing EaP CSO”s sustainability”. Civitas-Georgica/Visegrad Fund-სასწავლო ტური ვიშეგრადის ქვეყნებში.
- ,,თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის". სასწავლო ტური გალადეტის უნივერსიტეტში (ვაშინგტონი, აშშ) სპეციალური და ინკლუზიური განათლება. Save the Children International Georgia /ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID).
- სოციალური მეწარმეობა-სასწავლო ტური სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. (ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი); ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი-საქართველო, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა. ადვოკატირება/ფანრდაიზინდი. საპროექტო განაცხადის მომზადება(პარტნიორები-საქართველო)
- ,,აქტიური საქართველო. ქალთა აკადემია. დემოკრატიული ცვლილებები-განვითარების ადგილობრივი პერსპექტივები”-სასწავლო ტური/პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო/საერთაშორისო ინიციატივების ბიურო. პოლონეთი ,,მსოფლიო მშვიდობისა და კონფლიქტის შესწავლა ‘’ /კალიფორნიის უნივერსიტეტი, ირვინი- UCI/ თბილისი
- 2006 წელს დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია “განათლება დემოკრატიისათვის”, რომელმაც წარმატებით განახორციელა არა ერთი საერთაშორისო და ადგილობრივი პროგრამები და პროექტები არაფორმალური, პროფესიული, სამოქალაქო განათლების მიმართულებით როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის, ასევე ზრდასრულთათვის. ვარ ექვსი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი კონფლიქტოლოგიის, აღზრდის ფსიქოლოგიის, პიროვნული უნარ-ჩვევების განვითარების, კარიერული ზრდისა და განვითარების თემატიკაზე.
ელ.ფოსტა: kvachakhia_manana@yahoo.com
ტელ . : (+995 99) 577092101
საქართველო, თბილისი