კახა კვაშილავა - ჟურნალისტი, ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი


	

 

დაიბადა 1974 წლის 15 იანვარს სოხუმში. 1980-1991 სწავლობდა სოხუმის აკაკი წერეთლის სახელობის VI საშუალო სკოლაში. 1997 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობა წარჩინებით დაასრულა.

2002-2012 წლებში მუშაობდა ჟურნალისტთა ასოციაცია „პოსტფაქტუმში“ ჟურნალისტად, რადიოწამყვანად, გადაცემის სცენარისტი, პროექტის მენეჯერად, რედკოლეგიის წევრად, რედაქტორად. ძირითადი მიმართულებები იყო საგანმანათლებლო გადაცემები და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები.

2002 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის „საქართველოს ისტორიის“ ასპირანტურაში. დისერტაცია თემაზე „ისტორიული სამურზაყანო. XVII-XVIIIსს. მიჯნა – 1840წ.“

2009 წლიდან დღემდე სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოწვეული ლექტორის სტატუსით, ლექციებს კითხულობს რამდენიმე აკრედიტირებულ (სახელმწიფო და კერძო) უნივერსიტეტში.

არის საერთაშორისო რედკოლეგიის წევრი ჟურნალისა „Black Sea Journal of Public and Social Science“  (თურქეთის რესპუბლიკა); აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს „მადლობის სიგელი“ /ორგზის/ „ქ. თბილისის საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო პროექტის „გავირღმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის“; 1998 წლიდან წევრი ინტელექტკლუბისა „რა? სად? როდის?“; საქართველოს საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის მკვლევარი.

გამოქვეყნებული აქვს 55-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის – 3 მონოგრაფია) ქართულ, თურქულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე როგორც საქართველოში, ასევე – თურქეთსა და პოლონეთში.

იკვლევს ახალი და უახლესი პერიოდის აფხაზეთის ისტორიას, ქართულ-აღმოსავლური (ოსმალეთ/თურქეთი, ირანი, ავღანეთი) ურთიერთობათა ისტორიას.

არის ომის ვეტერანი, აფხაზეთში საომარი მოქმედებების მონაწილე.

დაოჯახებულია.

ელექტრონული ფოსტა: kvashilava@sou.edu.ge ;

სოციალური ქსელი: Fb.com/sokhumeli ;

პირადი ვებ-გვერდი: https://sokhumi.academia.edu/KakhaKvashilava ;