ზურაბ პაპასქირი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი


	

 

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი შარვაშიძის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1998), რუსთაველის სტიპენდიანტი (2010), დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013).

დაიბადა 1950 წელს ქ. ზუგდიდში, 1972 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1972-1975 წლებში – სწავლობდა მიხეილ ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, იქვე 1978 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: საქართველო და აღმოსავლეთი ევროპა XI-XII საუკუნეებში. 1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე: შუა საუკუნეების საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა. X ს. 70-იანი XI ს. 80-იანი წლები“. 1994 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება.

1976 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (1979 წლიდან – აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მასწავლებლის, დოცენტის, კათედრის გამგის მოადგილის თანამდებობებზე. 1989-2005 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახ. თსუ სოხუმის ფილიალის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგეა, ეკავა ფილიალის  დირექტორის მოადგილის (სამეცნიერო დარგში), ხოლო ამ უმაღლესი სასწავლებლის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გარდაქმნის (2007 წ.) შემდეგ ხელმძღვანელობდა (2019 წლამდე) უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის სამსახურს.

პარალელურად (1994-2006 წლებში) სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, იყო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე.

ზურაბ პაპასქირი არის 230-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომელთაგან აღსანიშნავია მონოგრაფიები და წიგნები: „У истоков грузино-русских политических взаимоотношений“ (1982), „ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი“; „აფხაზეთი საქართველოა“ (1998), „ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან“ (ნაკვ. I. 2004, ნაკვ. II. 2007); „და აღმოცისკრდა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ (2009); Абхазия. История без фальсификации“ (2010); Моя Абхазия. Воспоминания и размышления“ (2012); „საქართველო. ისტორიული წარსული და თანამედროვეობა“ (2016).