თამაზ ხუბუა -  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე


	

 

 დაიბადა 1952 წლის 26 ივნისს აფხაზეთში, გალის რაიონ სოფელ გუდავაში. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი.

1974-1976 წლებში მუშაობდა გალის ჩაის ფაბრიკის ცვლის უფროსად. მსახურობდა შეიარაღებული ძალების რიგებში.

1976-1993 წლებში მუშაობდა ქ.სარატოვის დოსააფის საქალაქო კომიტეტის განყოფილების უფროსად; მუშაობდა გალის პროფტექნიკური სასწავლებლის დირექტორის მოადგილედ; კომკავშირის გალის რაიკომის განყოფილების გამგედ; პირველ მდივნად; პარტიის გალის რაიკომის განყოფილების გამგედ, მდივნად, მეორე მდივნად, გალის რაიონის გამგებლის მოადგილედ.

1991 წლის ოქტომბერში არჩეულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

1991-2013 წლებში დაინიშნა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქვეკომისიის თავჯდომარედ. იყო ასევე სხვადასხვა კომისიების თავჯდომარის მოადგილე; კომისიების თავჯდომარე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ინფორმაციის მინისტრი; აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილე

2019 წლიდან დანიშნულია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილედ.

1998-2002 წლებში, ქვეყნის პრეზიდენტის განკარგულებით, დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლად ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების ჟენევის ფორმატის საკოორდინაციო საბჭოში. მუდმივად მონაწილეობს აფხაზეთის გახლეჩილი საზოგადოების მხარეებს შორის ნდობის აღდგენისათვის წარმოებულ ე.წ. „შლაინინგის“ შეხვედრებში, სხვადასხვა ფორმატით ჩატარებულ ქართულ-აფხაზურ კონფერენციებში.

ჰყავს მეუღლე - დალილა ხორავა, შვილი - კახაბერი, შვილიშვილები - გიორგი, ირაკლი, ელენე