რუსლან აბაშიძე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

დაიბადა 1971 წლის 29 ოქტომბერს, გაგრაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი.
1991-1992 წლებში სწავლობდა გოეთეს ინსტიტუტში.
1997-1998 წლებში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. 1994-1996 წლებში იყო „ბაშარან მეტალის“ კომერციული დირექტორი.
1996-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციებზე.
2006-2009 წლებში იყო კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.
2009-2013 წლებში დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ესტონეთის რესპუბლიკაში.
2013-2014 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი.
2015-2018 წლებში იყო „პრიმერა გოლფ ენდ რეზიდენსის“ მრჩეველი, ხოლო 2017-2018 წლებში დირექტორი.
2019 წლის 4 იანვრიდან 1 მაისამდე იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.
2019 წლის 1 მაისს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, 2019 წლის 11 დეკემბრიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.