2022 წლის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის ანგარიში


	

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის დეპუტატ ზურაბ ჯგუბურიას ხელმძღვანელობით 2022 წელს საშემოდგომო სესიის პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შესახებ:

  • დაიბეჭდა  წიგნი  „შავი არქეოლოგია“ ოკუპირებულ აფხაზეთში, რომლის მთავარი რედაქტორ-გამომცემელი გახლავთ ზურაბ ჯგუბურია. წიგნის ტექნიკურ-რედაქტორები კი ბაბილინა ბულისკერია და ნანა შამუგია. დოკუმენტური მასალა  ოთხ ენაზეა გამოცემული - ქართული, ინგლისური, რუსული და ფრანგული. წიგნის მეორე ვერსია, რომელიც მოგვიანებით დაიბეჭდა უფრო ვრცელი გამოცემაა.  „შავი არქეოლოგია“ ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე განხორციელებულ ვანდალურ ფაქტებს; არაკანონიერ არქეოლოგიურ გათხრებსა და აღმოჩენილი ნივთების უკანონოდ მითვისებას.
  • ბ. ზურაბ ჯგუბურია ჩართული იყო  საერთაშორისო პროექტში. კერძოდ, ევროპაში, კონკრეტულად კი ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქ.პრაღაში მივლინების ორგანიზებაში. ეს ვიზიტი შეეხებოდა  აფხაზეთის, საქართველო,  მთავრობის თავჯდომარის დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფის რეკონსტრუქციას (ბარილიეფით). დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია აწარმოებდა მოლაპარაკებებს ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან და შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი ერთობლივი  შეთანხმებით განხორციელდება -  რის შედაგადაც გადაწყდა პრაღაში 5Kvetna, 851/70, Prague მისამართზე დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის ბარილიეფიანი მემორიალური დაფის დაყენება.

      საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარემ  ნ.მგალობლიშვილმა შეასრულა  მემორიალური დაფის ესკიზი (პროექტი) დიმიტრი ემუხვარის ბარელიეფური გამოსახულებით თანდართული ესკიზის მიხედვით  (კონკრეტულად - მარმარილოს დაფა; ბრინჯაოს   ბარელიეფი დ.ემუხვარის გამოსახულებით; წარწერა ქართულ და ჩეხურ  ენებზე).                                     

  • აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული აიპი „სოციალური სოლიდარობისთვის“ ჰუმანიტარულ აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულები კომიტეტის მოწვეული სპეციალისტები, პრაქტიკულ საქმიანობაში არიან ჩართულები. რაც ითვალისწინებს ბენეფიციარებთან დაკავშირებასა და ასევე მიწოდებას ადრესატამდე (როგორებიცაა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანებს და ომში მონაწილე პირები).
  • აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს დისტანციური სწავლება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სკოლის მოსწავლეებისთვის. კომიტეტის მოწვეული სპეციალისტი ქ.ნანა შამუგია ამ პროექტშიც აქტიურადაა ჩართული და ასრულებს კოორდინატორის ფუნქციას.
  • პარალელურ რეჟიმში მულტიფუნქციური, საერთაშორისო საიტი სახელწოდებით „რეალური აფხაზეთი“  აგრძელებს სისტემურ ფუნქციონირებას.

        საიტის მთ. რედაქორია უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზ. ჯგუბურია,   მოდერატორები - უმაღლესი საბჭოს მოწვეული სპეციალისტები ბ.ბულისკერია და ნ.შამუგია. მათ ფუნქცია მოვალეობაში შედის საიტის სწორად ფუნქციონირება, განახლება და სათანადო მასალის ჩატვირთვა. ამ პერიოდის აქტუალურ თემებს შორის გამოიყოფა უკარინაში არსებული კონფლიქტი და საერთაშორისო გამოხმაურებანი. ზემოთ დასახელებული „შავი არქეოლოგიის“ ორივე ვერსია ელექტრონულად აიტვირთა საიტზე.

საიტზე ფუნქციონირებს „მთავარი რედაქტორის ბლოგი“, რომელსაც უძღვება ზურაბ ჯგუბურია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმღლესი საბჭოს დეპუტატის ზურაბ ჯგუბურიას და უმაღლესი საბჭოს აპარატის განყოფილების უფროსის ზურაბ ქეცბაიას 2023 წლის 30 იანვარ - 4 თებერვალს პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ვიზიტის

                                      ა ნ გ ა რ ი შ ი

   2023 წლის 30 იანვარ - 3 თებერვალს შედგა შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში - პრაღაში, დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის ხსოვნის მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით - 2014 წელს პრაღაში გაიხსნა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა, რომლის რეკონსტრუქცია (ბარილიეფით) დაგეგმილია მიმდინარე წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების და ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ერთობლივი მეცადინეობით, ასევე, 3 თებერვალს შედგა შეხვედრა ჩეხეთის  მოქალაქესთან, ბატონ იოზეფ ჩერმაკთან. იოზეფ ჩერმაკი არის ის ჩეხი მეგობარი, რომლის დიდი დახმარებით 2014 წელს პრაღაში გაიხსნა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის მემორიალური დაფა,

   ჩეხეთის რესპუბლიკა ჩვენი ისტორიული მეგობარია - 1921 წელს, საართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიის შემდეგ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ საფრანგეთს და ჩეხეთს მიაშურა, ხოლო 1919-1921წლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი(არზაყან) ემუხვარმა თავშესაფარი მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ჰპოვა.

   საელჩოში სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: ნონა ქოჩორაშვილი (ელჩის მოვალეობის შემსრულებელი), მარიკა ორჯონიკიძე(საელჩოს I მდივანი), მადინა ბოკერია- კრიზი(ჩეხეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე), ზურაბ ჯგუბურია (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი), ზურაბ ქეცბაია (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის განყოფილების უფროსი)/

 

    ვიზიტის შედეგად გადაწყდა პრაღაში, 5Kvetna, 851/70, Prague  მისამართზე დიმიტრი(არზაყან) ემუხვარის ბარილიეფიანი მემორიალური დაფის გახსნის  ერთობლივი  ღონისძიებების შემუშავების შესახებ.