ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 4 მაისის გადაწყვეტილებანი

დღეს 4 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, სადაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნები წარმოდგენილნი არიან მთავრობების სახით, მიიღო მორიგი ყოველწლიური გადაწყვეტილება კონფლიქტზე საქართველოში
მიღებული გადაწყვეტილების თანხმად:
რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და შესაბამისად რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების იმ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს აღნიშნულ რეგიონებში;
რუსეთი ახორციელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას მოყოლებული 2008 წლიდან და შესაბამისად, რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების იმ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს 2008 წლიდან;
საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს გააჩნია სუვერენიტეტი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებზე და რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე წარმოადგენს ხელისშემშლელ გარემოებას ლეგიტიმური იურისდიქციის განხორციელებისთვის;
გამოთქმულია შეშფოთება გენადი ბესტაევის სიკვდილის გამო, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა ცხინვალის რეგიონში მოყოლებული 2019 წლიდან;
მოთხოვნილია ირაკლი ბებუას, მამუკა ჩხიკვაძისა და სხვა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებელი განთავისუფლება;