დე-ფაქტო აფხაზეთის "შავი არქეოლოგია"

აფხაზეთში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მრავალი ობიექტია, სადაც არქეოლოგები რესპუბლიკის ისტორიის შესასწავლად ღირებულ ნივთებს პოულობენ. მაგრამ ხშირად კულტურული ფასეულობები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხვდება, მათ შორის „შავი მთხრელების“ გამო.
კულტურული ფასეულობები საზღვრის მიღმა
მიმდინარე წლის სექტემბერში სამხრეთ საბაჟო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ კრასნოდარის აეროპორტში რუსეთის მოქალაქეს ლითონის ჯვარი აღმოაჩინეს. მფლობელმა განმარტა, რომ ეს მართლმადიდებლური ჯვარი მან აფხაზეთში, სოფელ დრანდას მონასტერში პირადი სარგებლობისთვის შეიძინა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნივთი კულტურული ღირებულებისაა, - ეს იყო XIX ს. ბოლოს დამზადებული კიოტური ჯვარი.
კომენტარის გაკეთებისთვის დრანდას მიძინების მონასტრის იღუმენთან ანდრეი სტრუცკისთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც Sputnik-ის რედაქციამ კულტურის სამინისტროს მიმართა.
კულტურის სამინისტროს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა შანდორ კაიტანმა აცნობა, რომ აფხაზეთში არ არსებობს ოფიციალური ბაზრობები, სადაც კულტურული ღირებულების ნივთების შეძენა შეიძლება, რადგან ეს უკანონოა.
„თუმცა, თუ მოქალაქემ იპოვა ნივთი, იპოვა მყიდველი, მაშინ მას შეუძლია გაყიდოს ეს ნივთი, რის შესახებაც შეიძლება ჩვენ არც ვიცოდეთ, რადგან მან არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს.
სამწუხაროდ, შესაძლებელია ასეთი ნივთების გადატანა საზღვარზე, თუ იქ (საზღვარზე) არ არსებობს სპეციალისტები, რომლებიც დაადგენენ არის თუ არა ეს ნივთი ღირებული და თუ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს.
საზღვარზე სპეციალისტების ნაკლებობა, როგორც აფხაზეთის, ისე რუსეთის მხრიდან, რომელთაც შეუძლიათ დაადგინონ, ეკუთვნის თუ არა კონკრეტული ნივთი კულტურულ მემკვიდრეობას, რაც მათი საზღვარგარეთ გატანის მიზეზი ხდება, ხაზგასმით აღნიშნა კაიტანმა.
საზღვარზე დიდი პრობლემაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით. სპეციალისტები შეიძლება ვერც გაიგებენ, რომ ოქროს ნივთები, სამკაულები ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებია. ამგვარად, ასე ხდება მათი გადატანა საზღვარზე და გაყიდვა“, - განაცხადა კულტურის სამინისტროს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა.
სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ამ მხრივ აფხაზეთის `კანონმდებლობა სათანადოდ არ არის შემუშავებული.
სამწუხაროდ, აფხაზეთის რესპუბლიკაში სათანადოდ არ არის შემუშავებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც არეგულირებს ისტორიულ-კულტურული ღირებულების ნივთების საზღვარგარეთ გატანას, რაც იწვევს გარკვეულ სირთულეებს აფხაზეთის საბაჟო ორგანოების მიერ ხელოვნების ნიმუშებისა და კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტების უკანონო გატანის აღკვეთის პოლიტიკის განხორციელებაში.
ყველა ხელოვნების ობიექტი საზღვრის გადაკვეთამდე უნდა იყოს წერილობით დეკლარირებული, ამიტომ კულტურული ქონების უკანონო საზღვარზე გატანა ითვლება კონტრაბანდად.
„მსგავსი ქმედებები რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად დანაშაულად კვალიფიცირდება. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირი იღებს დეკლარაციას და ახდენს ყველა კულტურული ფასეულობის იდენტიფიცირებას, რის შემდეგაც ტრანსპორტირების ნებართვისთვის სპეციალურ შტამპს სვამენ//გადასცემენ. საბაჟო რეგისტრაციისას კულტურული ფასეულობების საზღვარზე გადატანაზე გადასახადი, როგორც წესი, არ არის გათვალისწინებული“, - აცხადებენ სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში.
კომენტარის გაგრძელებაში დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო ნივთები და ანტიკვარიატი ექვემდებარება სავალდებულო შემოწმებას. ასეთი კვლევა უნდა ჩატარდეს აუცილებლად მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფო მოხელეების მიერ.
ექსპერტიზის ჩატარების შედეგი არის საზღვარზე გატანის უფლების მოწმობა, რომელიც საშუალებას აძლევს საზღვარზე გატანის ნებართვის გაფორმებას. მიღებული საექსპერტო დასკვნები წარმოადგენს სამართლებრივ საფუძველს ნივთების საზღვარგარეთ გატანის გადაწყვეტილების მისაღებად. აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან კულტურული ფასეულობების უკანონო გატანა სულ უფრო და უფრო სახიფატო მასშტაბებს იღებს. საბაჟო ორგანოებს ევალებათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა - აფხაზეთის რესპუბლიკის გარეთ კულტურულ-ისტორიული ფასეულობების უკანონო გატანის აღკვეთა“, - აღნიშნავენ დეპარტამენტში.
ამავდროულად, საბაჟო კონტროლის ტექნიკური საშუალებების ნაკლებობის გამო, ამ ამოცანის შესრულება შეუძლებელია, ისტორიულ-კულტურული ფასეულობების ქვეყნის ფარგლებს გარეთ უკანონო გატანის სრული აღკვეთისთვის.
„აფხაზეთის რესპუბლიკის საბაჟო ორგანოების კიდევ ერთი სირთულე აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიიდან კულტურული ქონების უკანონო გატანის მცდელობებთან ბრძოლაში არის კადრების ნაკლებობა, რომელსაც შეუძლია ხელოვნების ნიმუშების და კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტების იდენტიფიცირება. ამ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის დადგენა, განეკუთვნება თუ არა ესა თუ ის ნივთი საზღვარგერეთ გასატან აკრძალულ ნივთების კატეგორიას“, - აღნიშნავს სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი.
სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი ყველა ღონეს ხმარობს ქვეყნის ტერიტორიიდან ისტორიულ-კულტურული ფასეულობების უკანონო გატანის აღკვეთისთვის, დეპარტამენტის სტატისტიკის მიხედვით, წელს ისტორიულ-კულტურული ფასეულობების უკანონო საზღვარგარეთ გატანის არც ერთი ფაქტი არ გამოვლინდა.
ფასეულობების ლეგალური გატანა
შანდორ კაიტანის თქმით, არსებობს კულტურული ფასეულობების რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გატანის სამართლებრივი საფუძველი. აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნივთების სამუდამოდ გატანა დაუშვებელია.
პირიქით, კულტურის სამინისტრო მუშაობს, რათა დაუბრუნდეს ქვეყანას მრავალი მიზეზის გამო გატანილი ძეგლები, მათ შორის 1992-1993 წლებში ომის დროს. საუბარი შეიძლება მხოლოდ დროებით გატანაზე, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გატანის ან შემოტანის უფლება აქვს მხოლოდ კულტურის სამინისტროდან მოწმობის მიღების შემდეგ.
გატანის მიზანი შეიძლება იყოს განსხვავებული, თუ ეს არქეოლოგიური ობიექტებია, შესაძლებელია მათი დროებითი გატანა სარესტავრაციოდ, ვინაიდან რესპუბლიკაში მაღალკვალიფიციური რესტავრაციის სპეციალისტების ნაკლებობაა. ძირითადად, ნივთები გადააქვთ სპეციალისტები-არქეოლოგები ან ეთნოგრაფები.
„ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ნივთების გატანა საზღვარგარეთ ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გამოფენების გამართვასთანაც. ასეთი პროცედურები ჩატარდა, მაგალითად, შარშან, წელს კი გავცემთ ოფიციალურ ნებართვას ფასეულობების დროებით გატანაზე“, - განაცხადა კაიტანმა.
ფასეულობების არალეგალური გატანა
რესპუბლიკაში არსებობს ასევე კულტურული ფასეულობების არალეგალური გატანა, ამბობს კულტურის სამინისტროს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი შანდორ კაიტანი.
„სამწუხაროდ, არსებობს მრავალი ირიბი ნიშანი იმისა, რომ გარკვეულ ნივთებს, რომლებიც წარმოადგენენ კულტურულ ფასეულობას, ასევე განსაკუთრებული ღირებულების ექსპონატებს, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა საერთაშორისო აუქციონზე. მიგვაჩნია, რომ ისინი აფხაზეთის ტერიტორიიდან გაიტანეს“, - შენიშნა მან. გაგრძელებაში სპეციალისტმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შსს ძალების მიერ ტარდება უზარმაზარი სამუშაო, ე. წ. „შავი მთხრელები“ ძალიან აქტიურობენ ძეგლების განადგურებაში და ძარცვაში, შემდგომი გაყიდვის მიზნით. „მსგავსი ქმედებები არაერთხელ იქნა აღკვეთილი, თუმცა ამ „ჩრდილოვან მუშაობას“ უზარმაზარი მასშტაბები აქვს არა მარტო აფხაზეთში, არამედ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზეც“, - აღნიშნა კაიტანმა.
ადგილობრივი კანონმდებლობა არასრულყოფილია იმ ადამიანების დასჯის კუთხით, რომლებიც ძარცვავენ კულტურულ ობიექტებს და ღირებული ნივთები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვთ, ამბობს ის. სამწუხაროდ, „შავ მთხრელებს“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება, რადგან ჩვენი კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს. მოპარული ნივთები ჩამორთმეულია, მაგრამ ძეგლები მათი შემდგომი შესწავლის თვალსაზრისით გამოუსწორებელად ზიანდება. როდესაც „შავი მთხრელები“ ავლენენ ფასეულობებს, ამით ანადგურებენ არქეოლოგიურ ფენებს, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ ამ ძეგლის უფრო დეტალურ შესწავლას“, - აღნიშნა მან.
„კულტურული ფასეულობების გატანას ხშირად ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც ეხმარება „შავ მთხრელებს“.
ისინი აჩვენებენ, სად არის გარკვეული ობიექტები, ზოგჯერ ხდება, რომ მათთან ერთად თხრიან, ნივთებს პოულობენ და გააქვთ. რამდენიმე შემთხვევა აღიკვეთა, მაგრამ მასშტაბები დიდია და ძალიან რთულია ბრძოლა თვით მოქალაქეების დახმარების გარეშე, იმის გაგების გარეშე, რომ ასეთი რამ არ შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ კულტურას, არამედ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. თუ ჩვენ მივიღებთ მეტ ინფორმაციას ჩვენს ძეგლებზე, მათ ისტორიაზე, მაშინ ეს პრესტიჟული იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - თქვა კაიტანმა.
არაკეთილსინდისიერი ადამიანები არ მიდიან ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან, როცა იქ არქეოლოგები მუშაობენ.
„მაგრამ როგორც კი მთავრდება არქეოლოგების სეზონური სამუშაოები, მოდიან „შავი მთხრელები“, უკვე ლითონის დეტექტორებით აგრძელებენ თხრას, ანტიკურ ნივთებს ეძებენ. გვყავს ჩვენი წარმომადგენლები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ, შეიძლება, ძეგლს გაძარცავენ, ხედავენ ადამიანებს, რომლებიც ლითონის დეტექტორებით დადიან“, - აღნიშნავს ის.
კულტურის სამინისტრო ხშირად იღებს მსგავს სიგნალებს, რის შემდეგაც ტარდება შემოწმება, პოულობენ „შავ მთხრელებს“, მაგრამ საქმე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობამდე არ მიდის, შეაჯამა შანდორ კაიტანმა. -1-
დღეს სოხუმში აფხაზეთისა და თათარსტანის კულტურის მინისტრის მოადგილეების სამუშაო შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პირველად 23-წლიანი ომისშემდგომ პერიოდში აფხაზეთში აღმოაჩინეს და დააპატიმრეს „შავი მთხრელები“. ძეგლთა დაცვით დაკავებული ორი სამინისტროს ხელმძღვანელებმა გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების აქტუალური საკითხები.
შეხვედრა მიეძღვნა „ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ინვენტარიზაციასა და დაცვას, ძეგლთა გამოვლენას და მათი სახელმწიფო რეესტრში შეყვანას“. თუმცა, განიხილეს საკითხთა უფრო ფართო სპექტრი.
თათარსტანის კულტურის მინისტრის მოადგილემ სვეტლანა პერსოვამ ისაუბრა იმაზე, რომ მან მოახერხა აფხაზეთის არაერთი ძეგლის მონახულება. იგი იყო ახალ ათონში, სოფელ ლიხნში, ასევე გეგმავს ბედიის და მოყვას ტაძრების მონახულებაც. აი რა თქვა მან:
„შთაბეჭდილებები, რა თქმა უნდა, ამაღლებულია, რადგან უმდიდრესი მემკვიდრეობაა, განსაკუთრებით გვაოცებენ უძველესი ძეგლები. რუსეთში რამდენიმე ადგილას თუ შეიძლება ასეთი უძველესი საგნების პოვნა, განსაკუთრებით ის, რაც დაკავშირებულია ძველ ქრისტიანულ სიწმინდეებთან. რასაკვირველია, აქ კლიმატიც ხელსაყრელია, იმისათვის რომ ამდენი საუკუნეების მანძილზე ძეგლები დარჩეს ძალიან კარგ მდგომარეობაში, თუ გავითვალისწინებთ ასეთ უძველეს ნაგებობებს”.
მან მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს ძეგლთა დაცვის განყოფილება (დეპარტამენტი), როგორ ხდება მათი კონტროლი და როგორ არეგულირებს დეპარტამენტი დეველოპერებთან თავის ურთიერთობებს. თათარსტანის კულტურის სამინისტრომ შეიმუშავა საპროექტო და არქეოლოგიური კვლევისათვის საჭირო ფასების კრებულები, ხოლო ძეგლთა ინვენტარიზაციისა და მათი კრებულის შექმნაზე მუშაობა თითქმის 10 წელი გაგრძელდა. ამჟამად, სისტემა გამართულია და კარგად მუშაობს.
აფხაზეთში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. ამის შესახებ აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ ბატალ კობახიამ ისაუბრა. ძეგლთა რეესტრი შედგენის პროცესშია, სააღრიცხვო ბარათები და ობიექტების პასპორტები ჯერ კიდევ ივსება. მწვავედ დგას არქეოლოგიური აღმოჩენების შენახვის საკითხი. დღეს ისინი ყველა თავმოყრილია ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი საწყობების შენობებში, მაგრამ მათ პატრონი არ ჰყავთ. უნდა გადაწყდეს, ვის გადასცეს იგი და ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი მის უსაფრთხოებაზე. კოლექცია ახლა უპატრონოა და შემსწავლელი არავინ არის.
ბატალ კობახიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. დღეს ხალხს უკვე ეშინია არქიტექტურული ძეგლების დანგრევის. მათ ესმით, რომ ამისათვის პროკურატურა მათ წინააღმდეგ საქმეს გახსნის, თითოეულ ასეთ საქმეს თან ახლავს დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება. მან მადლობა გადაუხადა მედიას ამ თემის წარმართვისთვის და საზოგადოების ყურადღების მიქცევისათვის. მუშაობის დროს, კულტურის სამინისტროს ახალმა გუნდმა აღმოაჩინა ძეგლების 20-მდე უკანონო იჯარის ხელშეკრულება. ზოგიერთ მათგანს ვადა უკვე ამოეწურა, მაგრამ ათ კონტრაქტზე სერიოზული სამუშაო უნდა ჩატარდეს. კულტურის სამინისტრო უარს ამბობს მათ გახანგრძლივებაზე და სასამართლოში თავისი პოზიციების დაცვას აპირებს.
რაც შეეხება კვლევისა და არქეოლოგიური სამუშაოების ღირებულებას, კულტურის სამინისტრო გვპირდება, რომ შესაბამისი განკარგულების პროექტს ერთ კვირაში შეიმუშავებს.
ბატალ კობახიამ ჟურნალისტებს აცნობა ქვეყანაში „შავი მთხრელების“ საქმიანობა და შეატყობინა დანაშაულებრივი ჯგუფის დაპატიმრების შესახებ.
„შავი მთხრელები“ დიდი ხანია ბატონობენ აფხაზეთში. უკვე მრავალი წელია ცნობილია, რომ აფხაზეთში ისტორიულ სიძველეებზე მონადირეები ძვირადღირებული ტექნიკით ჩამოდიან, რომლის ღირებულება 100-200 ათას ევროს შეადგენს. ამის მეშვეობით შესაძლებელია ოქროსა და ვერცხლისაგან დამზადებული ნივთების დედამიწის ფენებში ამოცნობა. „მთხრელები“ კარგად იციან იმ ადგილების შესახებ, სადაც მოგების პოვნა შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი ადგილია გაგრის რაიონის სოფელი აჩმარდა, სადაც ბოლო 12 წლის განმავლობაში „შავმა მთხრელებმა“ 300-მდე საფლავი გათხარეს.
2013 წელს სოტბის აუქციონზე გამოჩნდა მეოთხე საუკუნის აჩმარდას უნიკალური ვერცხლის რიტონი, რომელიც შეფასდა 30 000 ევროდ. რიტონი არის სადღესასწაულო ღვინის თასი, ხარის თავის სახით დამზადებული.
ის, რომ აფხაზეთში „შავი მთხრელები“ სხვადასხვა ადგილას უნებართვო გათხრებს აწარმოებენ, აფხაზი მეცნიერები და სახელმწიფო მუზეუმის თანამშრომლები უკვე დიდი ხანია საუბრობენ. სამართალდამცავი ორგანოები არ ცდილობენ დამნაშავეებზე ნადირობას, მათ ალბათ აქვთ საკმარისი პრობლემები „მთხრელების“ გარეშე.
და ბოლოს, პირველად ომის შემდგომ პერიოდში, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომელმაც მიიღო ინფორმაცია კულტურის სამინისტროდან, მიაღწია დამნაშავეებს, რომლებიც ნადირობდნენ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე. კულტურისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მინისტრის მოადგილე ბატალ კობახია გვიამბობს: „აჩმარდაში არის მდელო, იქ ბრინჯაოს ხანიდან ადრე შუა საუკუნეებამდე დათარიღებული სამარხებია. და იქ იპოვეს „შავი მთხრელები“. ისინი დააკავეს და გამოძიება მიმდინარეობს. მათ ვერ მოახერხეს რაიმე განსაკუთრებულის ამოთხრა, მაგრამ ის, რაც მათ გათხარეს, არის არტეფაქტები და ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ეს ყველა აღწერილი ნივთი გადავეცით მუზეუმში. სამი ადამიანი თხრიდა. აჩმარდა არის ძეგლი, რომელსაც 23 წელია „თხრიან შავი მთხრელები“. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი იქ ხშირად თხრიდნენ, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა თავის დროზე იპოვა გარკვეული თანხა, ალბათ, 2005 წელს, და მათ დაიწყეს არა ახალი ნაკვეთების გათხრა, არამედ იმ ადგილებში, სადაც ადრე უკვე ცოტა გათხარეს”.
ბათალ კობახიამ მიმართა აფხაზ მეწარმეებს, ფონდებს და კერძო პირებს, რათა დაეხმარონ აჩმარდას არქეოლოგიური გათხრებისათვის საჭირო სახსრების მოძიებაში, ძეგლისთვის, რომელიც მეზობელ რუსეთში მთხრელებს იზიდავს, მაგრამ აფხაზეთში არავის აინტერესებს.
ტექსტი შეიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში გამოყენებულ ტოპონიმებს და ტერმინოლოგიას.
რადიო „ეხო კავკაზა“-ს ფორუმის ძვირფასო სტუმრებო, გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-აქაუნტი დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. კომენტარები იქნება გადამოწმებული და შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს მათ საიტზე გამოჩენას.
-2-
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის კლასიკური არქეოლოგიის განყოფილების თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი გალინა ტრებელევა რადიო Sputnik-აფხაზეთის ეთერში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა გათხრები მერკულაში და რაზე მტყველებს მოპოვებული არქეოლოგიური აღმოჩენები.
2015 წელს ოჩამჩირის რეგიონში გათხრების დროს აფხაზმა და რუსმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს მერკულას ნაქალაქევი.
„ეს რომაული დროის ადგილობრივი მთავრის სასახლეა, რომელიც რომაულ და ბიზანტიურ ხანაში ფუნქციონირებდა, შესაძლებელია შუა საუკუნეებშიც, უფრო ზუსტ მონაცემებს კი ვერ მიგაწოდებთ. ის რამდენიმე საუკუნე ფუნქციონირებდა, განიცადა რეკონსტრუქცია და უფრო დეტალურ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, შევძლებთ ჩვენი შემდგომი კვლევის ჩატარების შმდეგ მივაწოდოთ, როდესაც გამოვიკვლევთ ნაგებობის მთელ ტერიტორიას“, - თქვა ტრებელევამ.
არქეოლოგის თქმით, მათ არ აქვთ უნიკალური აღმოჩენები, მაგრამ მათ მიერ მიღებული მასიური მასალა შეიცავს საკმარის ინფორმაციას.
„წელს ჩვენ ვერ ჩავღრმავდით კონტინენტის ფსკერამდე. მომავალ სეზონშიც მოგვიწევს ჩაღრმავება. ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ. საინტერესო აღმოჩენებს შორის არის ბრინჯაოს ფირფიტა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობდა, იყენებდა ბრინჯაოს ნივთებს. უნიკალური აღმოჩენები ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ მასიური მასალა, რომელიც იქ მივიღეთ, არის კარგად დათარიღებული და შეიცავს საკმარის ინფორმაციას. მთავარია, რისი თქმა შეგვიძლია, ესაა, რომ ჩვენ ვადასტურებთ, რომ ისტორიის ეს პერიოდი, ანუ, ადგილობრივი აფხაზური ისტორია, საკმაოდ მდიდარია. მთავრები იყვნენ მდიდრები, რადგან თავიანთი შენობები ბარელიეფით ამშვენებდნენ. ეს არ ეწერა მეცნიერებაში, არ იყო გამოკვლეული, არ უთქვამთ აღმოსავლეთ აფხაზეთის შესახებ“, - თქვა ტრობელევამ.
-3-
გალის რაიონის სოფელ ხიაცხაში უძველესი კედლის ნაშთების შესახებ ცნობილი გახდა 2017 წელს, არქეოლოგებმა ის გაზომეს, დააფიქსირეს ორ ბორცვს შორის თითქმის 300 მ მანძილზე. მანამდე უცნობი ობიექტით დაინტერესდნენ მეცნიერებები, რადგან კედლის ქვის წყობა - რიყის ქვა კირდუღაბზე - ჰგავს აფხაზეთის დიდი კედლის ქვის წყობას, რომელსაც მეცნიერთა ჯგუფი იკვლევს გასული ზაფხულიდან. ორი წლის წინ ორი საცდელი შურფი ჩავიყვანეთ, მაგრამ სრულფასოვანი გათხრები მხოლოდ ახლა დაიწყო.
აფხაზეთის დიდი კედლის გამოკვლევა „ამშრას“ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. წლიური პროექტი დასრულდება 2020 წლის ივნისში. წინა ეტაპზე ექსპედიციამ გაიარა სამეცნიერო ლიტერატურიდან ცნობილი ყველა კოშკი, შემდგომი შედარებისა და შესწავლისთვის შეიტანა ისინი GPS რუკაზე. ახლა მეცნიერებმა შეუდგნენ არქეოლოგიური გათხრების ეტაპს და დაიწყეს ისინი გალის რეგიონში, სადაც ბევრი გამოუკვლეველი ობიექტია. კერძოდ, ხიაცხეში ისინი იმედოვნებენ, რომ იპოვიან დამახასიათებელ არქეოლოგიურ მასალებს, რომელთა დათარიღება შესაძლებელი იქნება და შემდეგ კი დაადასტურებენ ან უარყოფენ ამ კოშკების კავშირს აფხაზეთის დიდ კედელთან (ადკ). დასკვნითი ეტაპი იქნება გათხრების დროს მიღებული მასალის დამუშავება, სამეცნიერო სტატიების დაწერა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა.
აფხაზეთის დიდი კედელი (კელასურის) კავკასიის მასშტაბური ფორტიფიკაციური ნაგებობაა, მისი სიგრძე დაახლოებით 160 კილომეტრია. ნაგებობა იწყება მდინარე კელასურის შესართავთან მარცხენა ნაპირზე და მთისწინეთში, მერხეულისა და რიგი სოფლების გავლით, უახლოვდება ტყვარჩელს. იქ, მისი შემდგომი მდებარეობის შესახებ მოსაზრებები განსხვავდება, ალბათ, კედელი ჩამოდის მდინარე ენგურის შესართავამდე.
გათხრები, რომელებსაც ახორციელებს აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა ჯგუფი უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის შანდორ კაიტანის ხელმძღვანელობით, ასევე დაგეგმილია გალის რაიონის სოფელ მახუნჯიაში, სადაც კოშკის ნაშთები შემორჩენილია კლდეზე. მასში იპოვეს აფხაზეთის დიდი კედლის სხვა ადგილებშიც აღმოჩენილი კერამიკული ნივთების ფრაგმენტები. გათხრები ჩატარდება აფხაზეთის სხვა რეგიონებში - სოფლებში ჯგერდასა და მერხეულში.
„ჩვენ გავთხრით მანამ, სანამ არ ვიპოვით რაიმეს უტყუარს, ის, რისი ზუსტი დათარიღებაც შესაძლებელი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიპოვოთ იგივე კერამიკა, როგორიც ჩვენ 2018 წლიდან ვპოულობთ, - ამბობს დიმიტრი სჩასტნი, აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტისა და საბრძოლო დიდების მუზეუმის თანამშრომელი. - თუ ჩვენ ვიპოვით ასეთ კერამიკას და თუ დროის მიხედვით იგი შეედრება ბაგრატის ტაძართან სოხუმში (XI-XIII სს.), ანაკოფიის ციხესიმაგრეს ფენებთან - მაშინ ჩვენ შევძლებთ ცალსახად ვთქვათ, რომ იმ დროს აქ რაღაცა ხდებოდა, რომ ეს ძეგლი პარალელურად იყენებოდა“.
„ჩვენთვის საინტერესოა მხოლოდ ისტორია, მხოლოდ ინფორმაცია, ნაპოვნი ფრაგმენტები - ეს არის ჩვენი ოქრო”, - განაგრძობს ექსპედიციის ხელმძღვანელი შანდორ კაიტანი. - უფრო მეტიც, განმარტების თანახმად, ასეთ ნაგებობებში არ შეიძლება იყოს ნამდვილი ოქრო. და წინა წლებში შავი მთხრელებიც იყვნენ აქ არაერთხელ. გარდა ამისა, საბჭოთა პერიოდში გორაკებზე განლაგებული იყო ციტრუსის სახელმწიფო მეურნეობა, მთლიანი უბანი გამოიყენებოდა დარგვისათვის. ასე რომ, ყველა ჩვენთვის ძვირფასი არტეფაქტი, სამწუხაროდ, დიდი ხანია დაიკარგა. იმედი გვაქვს, რომ ვიპოვით რაიმეს ბორცვის მწვერვალზე უფრო ღრმა ფენებში, კედლის ნანგრევების მახლობლად. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ამოვთხრით კოშკის კუთხეებს, რათა დავადასტუროთ არქიტექტურული გეგმა და დავამტკიცოთ, რომ ეს კოშკი იყო კედლის ნაწილი”.
გათხრების პირველ დღეებში არქეოლოგებმა აღმოაჩენეს მხოლოდ დოქებსა და პითოსების კერამიკულ ფრაგმენტებს, ყველა მათგანი შუა საუკუნეების პერიოდს ეკუთვნის. თუმცა, მუშაობის მესამე დღეს აღმოაჩინეს უძველესი სამარხი - ადამიანის ნაშთები, რამდენიმე საკმაოდ კარგად შენარჩუნებული პითოსი, ლითონის ნივთები, ასევე მიმოფანტული კერამიკა. აღმოჩენის ზუსტ დათარიღსა და აღწერას მეცნიერებები მიაწოდებენ მოგვიანებით, მაგრამ ჯერჯერობით ეს არის აფხაზი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ძალიან მნიშვნელოვანი ნივთები.
უნდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთის დიდი კედლის კვლევის ეს პროექტი განსაკუთრებით აფხაზურია, თუმცა ამ ზაფხულს რამდენიმე ერთობლივი რუსულ-აფხაზური არქეოლოგიური ექსპედიცია გაიმართა.
„საერთოდ, აფხაზეთის დიდი კედლის გაბარიტები ყოველთვის აჩერებდნენ მკვლევარებს, მისი მასშტაბი ბევრს აშინებს. ჩვენი პროექტი მასშტაბურია, მოიცავს რამდენიმე უბანს, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც უნდა გაკეთდეს კითხვებზე პასუხის გასაცემად, ვის მიერ და რატომ აშენდა ეს კედელი, - ამბობს შანდორ კაიტანი. - ჩვენი მიზანია - აღვწეროთ ძეგლის ამჟამინდელი მდგომარეობა, რადგან მის შესახებ უახოლესი მონაცემებია - იური ვორონოვის 70-იანი წლებში დაწერილი ნაშრომები. მის მიერ აღწერილი მრავალი კოშკი ბუნებრივი მოვლენების ან ადამიანის საქმიანობის გამო უკვე სამუდამოდ დაიკარგა. ეს ძეგლი საჭიროებს დაცვას, მხარდაჭერას, სანამ გვიან არ არის, საჭიროა მისი დაფიქსირება და შესწავლა, რადგან არ არსებობს პასუხი მთავარ კითხვაზე - როდის, ვის მიერ და რისთვის აშენდა ეს კედელი.
ექსპედიციების დასრულების შემდეგ არქეოლოგები ანგარიშს წარუდგენენ არქეოლოგიურ კომისიას აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტში, დაესწრებიან კონფერენციებს. 2020 წელს ერთ-ერთი უახლოესი არის კრუპნოვსკის კითხვები, კონფერენცია, რომელიც აერთიანებს მეცნიერებებს, რომლებიც სწავლობენ ჩრდილოეთ კავკასიის ისტორიასა და არქეოლოგიას.
აფხაზეთის დიდი კედლის შესწავლის ისტორია დაიწყო საუკუნე-ნახევრის წინ. აფხაზეთის დიდი კედელი ასევე მოხსენიებულია შვეიცარიელი მოგზაურისა და ეთნოგრაფის ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს ნაშრომში. აფხაზეთის დიდი კედლის კოშკების ნაწილი მაჭარისა და ზღვისპირა მონაკვეთზე აღწერილია რუსი მეცნიერის, ისტორიკოსისა და არქეოლოგის, გრაფინია პრასკოვია უვაროვას მიერ. საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის დიდი კედლის შესწავლა მხარეთმცოდნე იოსებ აძინბამ განაგრძო. მას პირველად მიეცა შანსი გაევლო იმ მნიშვნელოვანი ნაწილის, რაც, მისი აზრით, იყო კედლის დაცვის ხაზი კელასურიდან ენგურამდე. თავის სტატიაში „ათი დღე აფხაზეთის დიდი კედლის გასწვრივ“, აძინბამ აღწერა არა მხოლოდ სავარაუდო მიმართულება და სოფლები, რომლითაც გადიოდა კედელი, არამედ უშუალო სიახლოვეში მდებარე ისტორიული ძეგლები. დღეისთვის დადგენილია, რომ მათ უმეტესობას არაფერი აქვს საერთო დიდ კედელთან - უპირველეს ყოვლისა, შენობების არქიტექტურული სტილი და მათი შექმნის დრო არ ემთხვევა.
XIX საუკუნის სამოცდაათიან წლებში ისტორიკოსი და არქეოლოგი იური ვორონოვი გაიარა აფხაზეთის დიდი კედლის გასწვრივ კელასურიდან ტყვარჩელამდე და კოშკებს შორის მანძილს ზომავდა პედომეტრით. მან გამოაქვეყნა თავისი კვლევები 1973 წელს სტატიაში, რის საფუძველზეც მიმდინარეობს დღევანდელი არქეოლოგიური კვლევები.
-4-
აფხაზმა არქეოლოგებმა მოინახულეს შავ მთხრელების მიერ არჩეული ისტორიული ციხესიმაგრეები და დაადგინეს, რომ უძველესი ძეგლები იზიდავს არა მხოლოდ განძის უკანონო მონადირეებს, არამედ იდუმალი კულტის მიმდევრებსაც.
2020 წლის იანვარში აფხაზმა არქეოლოგებმა შეიტყვეს კოდორის ხეობაში წიბილიუმის ციხის ტერიტორიაზე უკანონო არქეოლოგიური გათხრების შესახებ.
არტეფაქტების საგანძური
შავი მთხრელების კვალი „მთიური აფხაზეთის“ პროექტის მოხალისემ ლევონ ცუგურიანმა იპოვა. პროექტის მონაწილეები აკვირდებიან ისტორიული ძეგლის მდგომარეობას და პერიოდულად ახორციელებენ მის ტერიტორიის გასუფთავებას შამბნარისა და ნაგვისაგან.
„ბევრი ყაჩაღური გათხრა იქნა ნაპოვნი წებელდის ციხის ტერიტორიაზე და უშუალოდ მის კედლებთან. დაახლოებით ერთი თვის წინ აქაურობა მოინახულეს შავმა მთხრელებმა. გათხრების ადგილებში ყველგან ჩანს მიწიდან ამოთხრილი და გაფანტული „არასაჭირო“ კერამიკის ნატეხები“, - თქვა ცუგურიანმა.
მათ, ვისაც უყვარს უძველესი საგანძურით და ისტორიული არტეფაქტებით სარგებლობა, უხეშად შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ჯგუფად: „შავი არქეოლოგები“, „განძზე მონადირეები“ და „ტროფეებზე მონადირეები“. ზოგადად, ყველა მათგანს ყველაზე ხშირად „შავ მთხრილებს“ უწოდებენ.
წიბილიუმის ციხე (ახ. წ. II-VII სს.) - შუა საუკუნეების აფსილიის ცენტრი - უძველესი არტეფაქტების ნამდვილი საგანძურია, რომელიც იზიდავს არა მხოლოდ მეცნიერებს, არამედ განძის მაძიებლებს სათანადო განათლებისა და ნებართვის გარეშე.
წებელდაში არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო. აქ მრავალი არტეფაქტი აღმოაჩინა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომელმაც გაანადგურა უძველესი სამარხი ნიადაგის დამუშავების დროს. 1915 წელს თბილისის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა ადგილობრივ მოსახლეობაში შემონახული დანგრეული საფლავებიდან ამოღებული დიდი რაოდენობით შუა საუკუნეების იარაღი და სამკაული.
ცნობილმა აფხაზმა არქეოლოგმა იური ვორონოვმა სკოლის წლებში შეაგროვა აქ უძველესი სამარხებიდან ზედაპირზე ამორეცხილი ათას-ნახევარი ნივთი. მის მიერ შეგროვებული კოლექცია 1959 წელს აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა.
მრავალრიცხოვანი გათხრების შედეგად არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ წებელდაში მდებარეობდა თხუთმეტამდე ნამოსახლარი, ათი ციხესიმაგრე და II-VII სს. ოცამდე სამარხი, ასევე გამოვლინდა ქლუხორის უღელტეხილზე მიმავალი უძველესი გზის კვალი.
„გვიანი ანტიკური პერიოდისა და ადრეული შუა საუკუნეების ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი ძეგლია წიბილიუმის ციხესიმაგრე. წებელდას მიდამოებში ჩატარებული კვლევების წყალობით დაიწერა ათობით სტატია, მონოგრაფია და ა. შ. ამ ყველაფერმა ნათელი მოჰფინა აფხაზეთის უძველეს ისტორიას, მაგრამ დღეს ეს ძეგლი მივიწყებულია. ის ნადგურდება დროის გავლენით და განძის მაძიებელთა ხელით“, - განმარტავს აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის მკვლევარი დიმიტრი სჩასტნი.
ციხის დათვალიერებისას არქეოლოგებმა დააფიქსირეს შავი მთხრელების მრავალი გათხრები.
„მაგნიტი“ მთხრელებისთვის
„შემაშფოთებელი სიგნალის მიღების შემდეგ წიბილიუმის ციხესიმაგრეში შავი არქეოლოგების ბოლო ვიზიტების შესახებ, „აფხაზეთის დიდი კედლის საიდუმლოების“ პროექტის ჯგუფმა გადაწყვიტა ეწვია არა მხოლოდ ამ ისტორიულ ძეგლს, არამედ ტურისტებისთვის ხელმისაწვდომ ადრეული შუა საუკუნეების ერთ-ერთ უახლოეს ძეგლს აფხაზეთში - ციხესიმაგრეს უაზ-აბაას“, - ამბობს აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის არქეოლოგიის დეპარტამენტის უმცროსი მკვლევარი შანდორ კაიტანი.
დღეს აქტიურად ნადგურდება IX-X სს. აფხაზთა სამეფოს თანამედროვე ციხესიმაგრე უაზ-აბაა.
უაზ-აბაას ციხის ყველაზე მაღალი კოშკი სასწრაფოდ საჭიროებს რესტავრაციას, მალე ის შესაძლოა მთლიანად ჩამოინგრეს.
მთავარი 18-მეტრიანი კოშკი - ამ ციხესიმაგრის მთავარი წერტილი, მრავალი წლის წინ ნახევრად ჩამოინგრა და დანარჩენი ორი კედელი ითვლის თავის დღეებს. პროექტის „სუფთა აფხაზეთის“ აქტივისტების ძალისხმევით ციხის ტერიტორია ნაგვისაგან გაიწმინდა.
უაზ-აბაას ციხესიმაგრესთან ახლოს, ღრმა ნაპრალის ფსკერზე, პატარა მშვენიერ ხეობაში, მდებარეობს აფხაზეთის მრავალრიცხოვანი გამოქვაბულებიდან ერთ-ერთი - მღვიმე უაზ-აბაა აღვევა.
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გამოქვაბულამდე ქვის კიბე მიდიოდა, ის ჩამოინგრა და მის ადგილას ხის კიბე ააგეს. მაგრამ ახლა კიბეებზე ჩასვლა შეუძლებელია, საფეხურების უმეტესობა ჩამონგრეულია.
სათანადო ყურადღებისა და მისი აღდგენის სისტემატური მუშაობის გარეშე, ძეგლს უახლოეს მომავალში სრული გაქრობა ემუქრება.
ციხესიმაგრისა და მის შემოგარენის ვიზუალური დათვალიერება, ისევე როგორც წიბილიუმის ციხესიმაგრეში, გამოავლინა მრავალი მცირე ძარცვითი გათხრები.
„ციხის გზასთან შედარებით სიახლოვისა და ამ ობიექტის მონახულების კონტროლის სრული არარსებობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისადმი ინტერესი „განძის მაძიებლების“ მხრიდან გაზრდილი იქნება», - თქვა დიმიტრი სჩასტნიმ.
დავითის ვარსკვლავი უძველეს ციხესიმაგრეში
უაზ-აბაას ციხის ტერიტორიის დათვალიერებისას, არქეოლოგთა ჯგუფმა ერთადერთი გადარჩენილი კოშკის მოპირდაპირედ აღმოაჩინა იდუმალი პიქტოგრამა - შთამბეჭდავი ზომის წრე, რომელშიც ე. წ. დავითის ვარსკვლავი, ანუ სოლომონის ბეჭედია ჩაწერილი. პიქტოგრამა გამოყვანილია მშრალი ტოტებით, ირგვლივ მიწა გათელილია.
ექვსქიმიან ვარსკვლავს ბევრი მნიშვნელობა აქვს. მასონებს სჯერათ, რომ ჰექსაგრამა ძალაუფლებას აძლევს, რათა მთელ მსოფლიზე იბატონონ. ოკულტისტებს უძველესი სიმბოლო „ეხმარება“ სხვა სამყაროსთან კავშირის დასამყარებლად ან დემონების გამოძახების მცდელობებში. ალქიმიკოსები მკერდზე პიქტოგრამას ატარებდნენ და მას უკვდავების ნიშნად თვლიდნენ. ექვსქიმიანი ვარსკვლავი იუდაიზმში რწმენის სიმბოლოდ ითვლება. ეს საერთაშორისო ნიშანი გამოიყენება სხვადასხვა რელიგიაში, მისი ნახვა შეიძლება ისრაელის, ბურუნდის, ნიგერიის დროშებზე, გერბების ელემენტებში.
ჰექსაგრამა უძველესი სიმბოლოა. ვინ და რატომ განათავსა იგი ძეგლიდან რამდენიმე მეტრში უცნობია.
როგორც არ უნდა იყოს, შეუძლებელია ცალსახა პასუხის გაცემა, რისთვის და ვის სჭირდება ეს ნიშანი უაზ-აბაას ციხედან ათიოდე მეტრში. არის თუ არა პიქტოგრამა ვიღაცის ხუმრობა, შავი მესის მომზადება თუ ჯადოქრობის რიტუალი რუსეთიდან ელექტროენერგიის ნაკადის გამოძახებისათვის, უცნობი რჩება.
ყოველ შემთხვევაში, თუ აფხაზმა „მასონებმა“ თავიანთი მესის დროს ცეცხლი წაუკიდეს დაშლილ მშრალ ტოტებს უძველესი ძეგლის უშუალო სიახლოვეს, ეს არ შეუწყობს ხელს ციხესიმაგრის აღდგენას „უმაღლესი ძალების“ დახმარებით, უფრო, წინააღმდეგ.
მაგრამ არის კარგი ამბავიც. კიდევ ერთი ობიექტის დათვალიერებისას (დაზუსტებით ამ სტატიაში არ მოგახსენებთ, რათა არ მივიზიდოთ შავი მთხრელები) შეგროვდა ამწევი მასალა - არტეფაქტები, რომლებიც იპოვეს მიწის ზედაპირზე: პითოსის ფეხი, კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები და შუა საუკუნეებით დათარიღებული ოთხწახნაგიანი ისრის წვერი. აღმოჩენები მიუთითებენ იმაზე, რომ ამ ადგილას შესაძლოა უძველესი ნამოსახლარი ყოფილიყო.
სამწუხაროდ, ეს ძეგლიც იმათ რიგს შეუერთდა, რომლებსაც განძის მაძიებელმა დააბიჯა. არქეოლოგებს უკვირთ - აფხაზეთში შავი არქეოლოგიის პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ობიექტებზე სისტემატური არქეოლოგიური გათხრებისა და სახელმწიფო კონტროლის გზით.
თებერვალში, იური ვორონოვის ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც ეძღვნება აფხაზეთში შავი მთხრელების პრობლემას და ისტორიული ძეგლების დაცვას.
-5-
ისტორიკოსები და არქეოლოგები აფხაზეთის მოსახლეობას შავ მთხრელებთან ბრძოლაში დახმარებისკენ მოუწოდებენ. ი. ვორონოვის სახელობის სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში უკანონო გათხრების პრობლემა განიხილეს. აფხაზეთის ბევრი კულტურული ძეგლი მთხრელების ხელით დაზარალდა, კრიმინალები არ ერიდებიან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნონ თავიანთი უკანონოდ მოპოვებული და აფხაზეთიდან ჩამოტანილი აღმოჩენები. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, შავი მთხრელების დასჯა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ წაასწრებენ საქმეზე ან „ცხელ“ დევნაში, ამიტომ არქეოლოგთა პროფესიული საზოგადოება ითხოვს ყველა საეჭვო გათხრების შესახებ შეატყობინონ სამართალდამცავ ორგანოებს, აფხაზეტის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტს, ან მოძრაობების „მთიულური აფხაზეთის“ და „სუფთა აფხაზეთის“ აქტივისტებს. სიტყვა ეძლევა ნადეჟდა ბოროვიკოვას.
-6-
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იური ვორონოვის სახელობის სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში განიხილეს შემდეგი საკითხები - როგორ გვთავაზობენ აფხაზეთში შავ მთხრელებთან ბრძოლას, რატომ ვერ გვარდება პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს „განძის ნადირობის“ აღმოსაფხვრელად.
აფხაზეთის რესპუბლიკის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების უმეტესობა დასახლებული პუნქტებიდან შორს მდებარეობს, რაც მათ შავმთხრელების ადვილ „ნადავლად“ აქცევს, აღნიშნეს კონფერენციის მონაწილეებმა. ბოლო წლებში ინფორმაცია „განძის მაძიებლების“ უკანონო საქმიანობის შესახებ არაერთხელ იქნა მიღებული.
სხვადასხვა წლებში ნაწილობრივ გაძარცვეს კოდორის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ფსკალის ტაძარი, სოხუმის ბაგრატის ტაძარი, ლაშქენდარის ტაძარი, გაგრის რაიონში აჩმარდას სამარხი და მრავალი სხვა.
აჩმარდას სამარხზე ოპერატიული სამუშაოების პროცესში დააკავეს სამი ადამიანი, რომლებსაც სამოცამდე არქეოლოგიური აღმოჩენა ჩამოართვეს. მათ შორის არის რკინის ხმლები, შუბის და ლახვარის წვერები, მშვილდსაკინძები, მონეტები და სხვა.
მაგრამ მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის არარსებობის გამო, დაკავებულ შავ მთხრელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ვერ მოხერხდა. დამრღვევებს გაისაუბრეს და გაათავისუფლეს. აღმოჩენილი არტეფაქტები (სია გამოქვეყნდა აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის არკადი ჯოპუას და არქეოლოგ ვალენტინ ნიუშკოვის ერთობლივ სტატიაში - რედ.) ჩამოართვეს და აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმს გადასცეს.
2020 წლის იანვარში აფხაზმა არქეოლოგებმა კოდორის ხეობაში, წიბილიუმის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე უკანონო არქეოლოგიური გათხრების შესახებ შეიტყვეს. წიბილიუმის ციხესიმაგრე ისტორიული აფსილიის 13 ციხესიმაგრიდან მთავარია. VI საუკუნეში ეს ციხესიმაგრეები მდებარეობდნენ ჩრდილოეთ კავკასიისკენ მიმავალ უღელტეხილის გზაზე და იცავდნენ აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ განშტოებას.
„ანაკოპიის ციხესიმაგრეში არის ადამიანი, რომელიც იცავს წესრიგს, მაგრამ წიბილიუმის ციხესიმაგრეში ისეთი ადამიანი არ არის, ვინც იბრძოლებდა ამ ძეგლისთვის, ამიტომ დღეს შევიკრიბეთ იური ვორონოვის სახელობის ცენტრში, რომელმაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი წებელდის კულტურის შესწავლას მიუძღვნა. ამ ორგანიზაციის (ვორონოვის ცენტრის - რედ.) თანათავმჯდომარე გახლავარ და მინდა, რომ ამ კედლებში გადაიჭრას არამარტო წიბილიუმის ციხესიმაგრის, არამედ აფხაზეთის მთელი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები“, - განაცხადა პრესკონფერენციის გახსნისას ისტორიკოსმა, კავკასიისმცოდნემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ოლეგ ბღაჟბამ.
როგორ მუშაობენ შავი მთხრელები
აფხაზ არქეოლოგებს, რომლებიც ისტორიულ ძეგლებს ლეგალურად შეისწავლიან, თავიანთ „არსენალში“ მხოლოდ ისეთი პრიმიტიული იარაღები აქვთ, როგორიცაა თოხები, ნიჩბები და მოძველებული, „შუა საუკუნეების“ ლითონის დეტექტორები. შავი მთხრელები კი ყაჩაღურ გათხრებისთვის იყენებენ თანამედროვე ლითონის დეტექტორებსა და მაგნიტომეტრებს, რაც საშუალებას აძლევს კომპიუტერის გამოყენებით დაადგინონ ძვირფასი ლითონების (ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო და ა. შ.) მდებარეობა ექვს მეტრამდე სიღრმეში. ასეთი აღჭურვილობის კომპლექტი, თუნდაც გამოყენებული, ფასდება სულ მცირე 500 ათასი რუბლი.
ამავე დროს, ისეთ ნივთებს, როგორიცაა კერამიკა, ძვლები, მინა, რომლებიც მეცნიერებს აინტერესებთ, მაგრამ არა ძვირფას ლითონებზე მონადირეებს, მთხრელები უბრალოდ ყრიან, როგორც არასაჭირო.
რუსეთთან და საქართველოსთან არის შეთანხმებები, რომ აიკრძალოს ასეთი ტექნიკის შემოტანა აფხაზეთის ტერიტორიაზე სპეციალური ნებართვის გარეშე, მაგრამ თუ აკრძალვას რუსული მხარე აკონტროლებს, საქართველოსთან დაკავშირებით საქმე სხვაგვარადაა. შედეგად, სავსებით შესაძლებელია შავ ტონებში შეღებილი არქეოლოგიური რუქის შედგენა გათხრილი ყაჩაღური ნახევარფაბრიკატების სიმრავლის საფუძველზე.
„შავი ბიზნესი“ და ძვირადღირებული ჩამორთმეული საქონელი
„შავი არქეოლოგიის პრობლემა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ აქ ვაჟღერებთ. იმისათვის რომ ეფექტურად დავიცვათ ისტორიული ძეგლები არა მხოლოდ შავი მთხრელებისაგან, არამედ განძის მაძიებლებისაგან, რიგითი პოზიტიური მოქალაქეებისაგან არ არსებობს მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზა. ხუთი წელია ვიბრძვით, მაგრამ სამართლებრივი ბაზის გარეშე, ბრძოლა დამრღვევებთან შეუძლებელია“, - განაცხადა კულტურის მინისტრის მოადგილემ ბატალ კობახიამ.
მისი თქმით, კულტურის სამინისტროში მუშაობის ხუთი წლის განმავლობაში მან სცადა 20-მდე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, თუმცა ყოველ ჯერზე პროკურატურიდან უარი მიიღო. კობახიამ აღნიშნა, რომ ასევე წარუმატებელი აღმოჩნდა რუსეთის ერმიტაჟისათვის გადაცემული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების კერძო კოლექციებიდან დაბრუნების მცდელობები.
მინისტრის მოადგილის თქმით, არქეოლოგებს შეუძლიათ საძიებო სამუშაოებისთვის უფასოდ მიიღონ შავ არქეოლოგებისგან ჩამორთმეული აღჭურვილობა.
ამ განცხადებამ გამოიწვია დაპირისპირება კონფერენციის მონაწილეებს შორის. ბევრმა მონაწილემ გამოთქვა აზრი, რომ შავი მთხრელებისაგან ამოღებული აღჭურვილობის სამეცნიერო მიზნებისთვის მოპოვება შეუძლებელია.
„გთხოვთ, ნებისმიერ დროს აიღეთ ხელწერილით“, - უპასუხა კობახიამ კონფერენციის მონაწილეებს, რომლებიც მას არ ეთანხმებოდნენ.
საჭიროა კანონი
კობახიანმ ასევე დაამატა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონის არარსებობის გარდა, პრობლემას ამწვავებს დაცული ტერიტორიების საზღვრების განსაზღვრა.
„სანამ მიწა არ გადანაწილდება, სანამ პრივატიზაციის პროცესი არ დასრულდება, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ნაკრძალევის საზღვრები არ დადგინდება“, - განაცხადა ბატალ კობახიამ.
ამასობაში, პრესკონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის მკვლევარმა დიმიტრი სჩასტნიმ Sputnik-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა და EcoGeoProject-ის თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 2016 წ. განსაზღვრეს ისტორიულ-კულტურული ნაკრძალების დაცული ზონების საზღვრები აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ნივთების ინვენტარიზაციის მიზნობრივი პროგრამის ჩარჩოში.
პრესკონფერენციაზე შემოთავაზებული იყო კულტურის სამინისტროს თანამშრომელთაგან ადამიანების შერჩევა, რომლებსაც შეეძლოთ ტერიტორიაზე პატრულირება და ასევე მათთვის შესაბამისი უფლებების მინიჭება, თუმცა სამინისტროში შემცირების გამო (31 თანამშრომლიდან დატოვეს მხოლოდ 8), კულტურის მინისტრის მოადგილის ინიციატივა მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.
არ ითხოვო, არამედ მოითხოვო
გამოსვლის შემდეგ თავად ბატალ კობახიამ, ასევე კონფერენციის ბევრმა მონაწილემ და ჟურნალისტმა ვორონოვის ცენტრი დატოვა. უკვე მინისტრის მოადგილის წასვლის შემდეგ, დეპუტატმა ალხას ჯინჯოლიამ შესთავაზა წებელდის ციხესიმაგრეში არა მარტო შავი მთხრელების პრობლემის მოგვარება, არამედ ზოგადად ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვა.
მისი აზრით, აუცილებელია დაცული ტერიტორიის საზღვრების გაფართოება, შემოღობვა, ფიქსაციის თანამედროვე საშუალებების და ვიდეოხაფანგების დაყენება, გამოიყოს მეტყევეების შტატი, რომელთა ფუნქციებში ძეგლის ტერიტორიის ყოველდღიური შემოვლა შევა.
აფხაზეთში არსებობს კანონი სამეცნიერო პროგრამების დაფინანსების შესახებ, ამ მიზნებისთვის შეიძლება დაიხარჯოს ბიუჯეტის სამ პროცენტამდე, ანუ დაახლოებით 300 მილიონი რუბლი. თუმცა, ბოლო პერიოდში არც ერთი წინადადება არ შემოსულა ამ თანხების სამეცნიერო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, დაასკვნა დეპუტატმა.
„სამეცნიერო საზოგადოება გაფორმებულ მიზნობრივ პროგრამას თუ წარმოადგენს, საუბრის საგანი მაინც იქნება. გარკვეული კანონის მიხედვით, ახლა მისი ნომერი არ მახსოვს, შეიძლება უკვე არ ითხოვოთ, მაგრამ მოითხოვოთ ეს თანხა, რომ შევინარჩუნოთ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. წებელდის ნაკრძალი უნდა გადაიქცეს არა პროექტად, არამედ სამეცნიერო პროგრამად, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვაგრძოთ აფხაზი ხალხის ისტორიის შესწავლა. თქვენის მხრივ მოასწრებთ ასეთი პროგრამის მომზადება ბიუჯეტის ფორმირების დასაწყისამდე? დაფიქრდით, ეს ახლა უნდა გაკეთდეს, მოასწრებთ? - მიმართა ალხას ჯინჯოლიამ არქეოლოგებს.
პრესკონფერენციის დასასრულს არქეოლოგებმა გადაწყვიტეს წებელდის ციხესიმაგრის შენარჩუნების პროგრამა მოამზადონ და ბიუჯეტის ჩამოყალიბებამდე დროულად მოასწრონ.
-7-
„ეს უნიკალური აღმოჩენაა მისი არქეოლოგიური შენარჩუნების თვალსაზრისით. ეს თასი დაახლოებით ათი დღის წინ აღმოვაჩინეთ. თასი თარიღდება ჩვენი წელთაღრიცხვით I-III სს., ჯერ განმარტება არ გვაქვს, იყო ეს დიდი სუფრის ლანგარი, თუ ფხვიერი პროდუქტების საზომი ჭურჭელი. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ ის გადარჩა ასი პროცენტით, ანალოგებს შევისწავლით ლიტერატურაში, ”- თქვა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში გალინა ტრებელევამ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის კლასიკური არქეოლოგიის განყოფილების თანამშრომელმა.
არქეოლოგის ინფორმაციით, მერკულას დასახლებაში გათხრები მთელი აგვისტოს განმავლობაში მიმდინარეობდა.
„საზღვარი გადავკვეთეთ საზღვრის გახსნის პირველ დღეს, 1 აგვისტოს. ექსპედიცია ეძღვნება მერკულას დასახლების შესწავლის გაგრძელებას, ძირითადი სამუშაო ჩატარდა ციხის შესწავლის გაგრძელებაზე, რომელიც გასულ წელს გავთხარეთ. ჩვენ ვიპოვეთ ამ ციხის შესასვლელი, ასევე დადასტურდა ამ ციხის ორი დონე გენერალური რესტრუქტურიზაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა ტრებელევამ.
მისი თქმით, ციხის რესტრუქტურიზაცია შესაძლოა დაკავშირებული იყო მიწისძვრის დროს მომხდარი ტექტონიკურ ძვრებთან.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო ძველი იატაკის ნაწილი იყო კლდის ფენის ქვეშ, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო დიდი ტექტონიკური ძვრების შედეგად. ამის შემდეგ ციხე განაგრძო არსებობა, გაკეთდა ახალი იატაკის დონე; ციხის არსებობის თარიღია - ჩვენი წელთაღრიცხვის I-II სს., მაგრამ არაუგვიანეს III ს.“, - აღნიშნა მეცნიერმა.
გათხრების შედეგად არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ისარი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით XII-XIV სს. თარიღდება.
მერკულას დასახლება აფხაზეთის დიდი კედლის შიგნით მდებარე დასახლებაა და მასში ასახულია მოსახლეობის ცხოვრება და ისტორია, ამბობს ის.
„ტაძარში აღმოჩენილი ნაშთების შესწავლამ აჩვენა, რომ იმ დროის ხალხი სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, მთავარი საკვები კი მარცვლეული იყო. ეს ის მოსახლეობაა, რომელმაც, დიდი ალბათობით, ერთ დროს ააგო აფხაზეთის დიდი კედელი და გამოიყენა იგი ტერიტორიის დასაცავად. შეიძლება ითქვას, რომ კედელი ადგილობრივმა მოსახლეობამ აღმართა; აღმართეს ციხესიმაგრეები, დიდი სიმაგრეები, საკმაოდ აქტიური ვაჭრობა აწარმოეს ანტიკურ ცენტრებთან“, - აღნიშნა არქეოლოგმა.
დასახლების შესწავლა ერთ წელზე მეტხანს გაგრძელდება, რუსი მეცნიერები აფხაზეთში სამუშაოს გასაგრძელებლად 2021 წელსაც გეგმავენ ჩამოსვლას, განაცხადა მან.
მერკულას დასახლება აფხაზმა და რუსმა მეცნიერებმა 2013 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს. გათხრები 2014 წელს დაიწყო. ის უნიკალურია იმით, რომ ძვ. წ. IV ს. აფხაზებით იყო დასახლებული და არანაირი კავშირი არ ჰქონდა აფხაზეთის ტერიტორიაზე ბერძნულ ან რომაულ დასახლებებთან.
სუხუმი, 31 ივლისი - Sputnik, ბადრაკ ავიძბა. რუსეთ-აფხაზური ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის დროს „მერკულას დასახლებაში“ თიხის ხუთი პითოსი იპოვეს, - ამის შესახებ Sputnik-თან ინტერვიუში ექსპედიციის აფხაზური ნაწილის ხელმძღვანელმა, ისტორიკოსმა სურამ საკანიამ განაცხადა.
ყოველწლიურად ობიექტზე პოულობენ სხვადასხვა არტეფაქტი, რომელიც საინტერესოა რესპუბლიკის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, ამბობს საკანია.
„წელს სამუშაოები 22 ივლისს დაიწყო, გათხრები პერიოდულად მიმდინარეობს, იყო წვიმები, არახელსაყრელი ამინდის პირობები. ორი შურფი ორ მეტრის სიღრმეზე ჩავიყვანეთ და უფრო ვაღრმავებთ. გადავწყვიტეთ დასახლების ქვედა ზონაში შურფების გაყვანა, რადგან აქ წინა წელს ვიპოვეთ კერამიკული ნაწარმი, რომელიც წააგავს ალანურ კერამიკას. II ს. კავკასიაში დამკვიდრდნენ ალანები, რომლებსაც შეეძლოთ სავაჭრო კავშირებით შავ ზღვაზე გასვლა და აფხაზებთან დაკავშირება“, - აღნიშნა მეცნიერმა.
სხვა ნივთების აღმოჩენის იმედით, არქეოლოგიური ექსპედიციის წევრები „მერკულას დასახლების“ ქვედა ნაწილში მუშაობას შეუდგნენ.
„წელს ვიპოვეთ ღვინის ან წყლის ქვევრი, რომელიც ძალიან დამტვრეულია. ციხესიმაგრის თავდაცვის პირველ და მეორე ხაზებს შორის გათხრებისას, სრულიად შემთხვევით, წვიმების შემდეგ, პითოსის ყელი აღმოაჩინეს. სამუშაოების პროცესში, აღმოვაჩინეთ ხუთი პითოსის კონცენტრაცია, სამი მთლიანი პითოსი, ორს ხვალ ან ზეგ მოვხსნით“, - აღნიშნა მან.
პითოსი არის მიწაში ჩაფლალული ქვევრი, რომელშიც ინახებოდა ღვინო, მარცვლეული ან წყალი.
„ჯერ ვერ განვსაზღვრავთ, რისთვის გამოიყენებოდა აღმოჩენილი პითოსები, რადგან ისინი ნახევრად წყლით, თიხით და მიწით იყო სავსე. იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ქვევრების შიგთავსის ანალიზს; თუ ოდესღაც მათში ღვინოს ინახავდნენ, ყურძნის თესლებს მივიღებთ“, - განაცხადა სურამ საკანიამ.
მეცნიერები ჯერ არ ამბობენ, თუ რომელ დროს ეკუთვნის აღმოჩენილი პითოსები.
„ციხის ფუნქციონირების დასაწყისი არაუგვიანეს III ს. თარიღდება, რადგან ციხესიმაგრეში აღმოაჩინეს ეკლესია, სამარხებითა და კერამიკის ნაკეთებებით. ეკლესია V ს. დავათარიღეთ, რადგან ეკლესიას აქვს გარკვეული ფორმა, რომელიც არ სცილდება ჩვენი წელთაღრიცხვით V ს., მაქსიმუმ VI ს. დასაწყისს. რაც შეეხება ამ პითოსებს, ეს არის უნიკალური ფორმის კერამიკის ნაკეთებებია. ისინი, შეიძლება, არსებობდნენ საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში ფორმის შეუცვლელად. ამიტომ, ისინი შეიძლება მიეკუთვნებოდეს III, V სს. ან უფრო გვიან. ამიტომ, სანამ ანალიზის შედეგებს არ მივიღებთ, გამოცნობა არ გვინდა“, - აღნიშნა მან.
2013 წელს აღმოსავლეთ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში არქეოლოგიური კვლევისას აღმოაჩინეს აქამდე უცნობი კომპლექსის არქიტექტურული ნაშთები. ძეგლს, რომელიც წარმოდგენილია ტაძრითა და თავდაცვითი ნაგებობებით, ეწოდა „მერკულას დასახლება“.
არქეოლოგიური ობიექტი მდებარეობს ვიწრო ქედის თხემზე, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთ - ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთ ხაზის გასწვრივ 450 მეტრზე. ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კიდეებიდან კომპლექსს ესაზღვრებოდა თავდაცვითი კოშკები: ჩრდილოეთი კოშკი ამჟამად დანგრეულია, სამხრეთი კი შემორჩენილია.
ძეგლის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია ერთაფსიდიანი ტაძარი-ბაზილიკის ნანგრევები. აღმოჩენილია თავდაცვითი კედლებიც: სამხრეთ ფერდობის ძირში და მის კიდეზე და მეორე პლატოს აღმოსავლეთ მხარეს.
ადგილობრივების თქმით, კედელი ადრე პირველი პლატოს დასავლეთ კიდეზეც მდებარეობდა. ამ კედლის ნაშთები ექსპედიციის წევრებმა 2016 წელს არქეოლოგიური დაზვერვის დროს აღმოაჩინეს.
-8-
აფხაზ და რუს მეცნიერების ყოველწლიური არქეოლოგიური ექსპედიცია ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში გრძელდება.
„მერკულას დასახლება“ ერთ-ერთ ისეთ ადგილად იქცა, რომელმაც არქეოლოგების ყურადღება მიიპყრო. 2013 წლიდან აქ გათხრები ტარდება, რომლის დროსაც უძველესი საგნები აღმოაჩინეს. ისინი დიდ ინტერესს წარმოადგენენ აფხაზეთის ისტორიის შესასწავლად.
ერთობლივი ექსპედიციის რუსულ ნაწილს ხელმძღვანელობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის კლასიკური არქეოლოგიის განყოფილების თანამშრომელი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი გალინა ტრებელევა, აფხაზურ ნაწილს - აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი სურამ საქანია.
2013 წელს არქეოლოგიური დაზვერვის პროცესში აღმოსავლეთ აფხაზეთის ტერიტორიაზე ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში აღმოაჩინეს არქიტექტურული ნაშთების მანამდე უცნობი კომპლექსი. ძეგლს, რომელიც წარმოდგენილია ტაძრითა და თავდაცვითი ნაგებობებით, ეწოდა „მერკულას დასახლება“.
არქეოლოგიური ობიექტი მდებარეობს ვიწრო ქედის თხემზე, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთ - ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთ ხაზის გასწვრივ 450 მეტრზე. ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კიდეებიდან კომპლექსს ესაზღვრებოდა თავდაცვითი კოშკები: ჩრდილოეთი კოშკი ამჟამად დანგრეულია, სამხრეთი კი შემორჩენილია.
ძეგლის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია ერთაფსიდიანი ტაძარი-ბაზილიკის ნანგრევები. აღმოჩენილია თავდაცვითი კედლებიც: სამხრეთ ფერდობის ძირში და მის კიდეზე და მეორე პლატოს აღმოსავლეთ მხარეს.
ადგილობრივების თქმით, კედელი ადრე პირველი პლატოს დასავლეთ კიდეზეც მდებარეობდა. ამ კედლის ნაშთები ექსპედიციის წევრებმა 2016 წელს არქეოლოგიური დაზვერვის დროს აღმოაჩინეს.
-9-
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტისა და აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიცია აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში მერკულას დასახლების შესასწავლად 2013 წლიდან მიმდინარეობს.
„მერკულას დასახლებაში“ აფხაზურ-რუსული ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიცია გრძელდება. მიმდინარე წელს სამუშაოები ივლისის ბოლოს დაიწყო და აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
მერკულაში გათხრების დროს მეცნიერებმა ხუთი პითოსის აღმოჩენა მოახერხეს, რომლებიც შესანახად აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცემა.
ერთობლივი ექსპედიციის რუსულ ნაწილს ხელმძღვანელობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის კლასიკური არქეოლოგიის განყოფილების თანამშრომელი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი გალინა ტრებელევა, აფხაზურ ნაწილს კი აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი სურამ საქანია.
2013 წელს აღმოსავლეთ აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოჩამჩირის რაიონის სოფელ მერკულაში არქეოლოგიური დაზვერვისას აღმოაჩინეს აქამდე უცნობი არქიტექტურული ნაშთების კომპლექსი. ძეგლს, რომელიც წარმოდგენილია ტაძრითა და თავდაცვითი ნაგებობებით, ეწოდა „მერკულას დასახლება“.
არქეოლოგიური ობიექტი მდებარეობს ვიწრო ქედის თხემზე, რომელიც გადაჭიმულია სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთ - ჩრდილო-ჩრდილო-აღმოსავლეთ ხაზის გასწვრივ 450 მეტრზე. ქედის სამხრეთ და ჩრდილოეთ კიდეებიდან კომპლექსს ესაზღვრებოდა თავდაცვითი კოშკები: ჩრდილოეთი კოშკი ამჟამად დანგრეულია, სამხრეთი კი შემორჩენილია.
ძეგლის ცენტრალურ ნაწილში შემორჩენილია ერთაფსიდიანი ტაძარი-ბაზილიკის ნანგრევები. აღმოჩენილია თავდაცვითი კედლებიც: სამხრეთ ფერდობის ძირში და მის კიდეზე და მეორე პლატოს აღმოსავლეთ მხარეს.
ადგილობრივების თქმით, კედელი ადრე პირველი პლატოს დასავლეთ კიდეზეც მდებარეობდა. ამ კედლის ნაშთები ექსპედიციის წევრებმა 2016 წელს არქეოლოგიური დაზვერვის დროს აღმოაჩინეს.
-10-
რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე სკაკოვმა რადიო Sputnik-ის ეთერში მოგვითხრა, რაში მდგომარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი გუენოს უნიკალურობა, რა მოგვცა არქეოლოგების სამწლიანმა გათხრებმა.
ოჩამჩირეში, უძველეს დასახლებაში გუენოსში გათხრები სამი წელია მიმდინარეობს. სკაკოვის თქმით, ბევრი სამუშაო გაკეთდა, თვით სამუშაო რთული იყო.
„კულტურული ფენის სისქე ხუთ მეტრზე მეტია. ჩვენ საკმაოდ რთულ პირობებში ვმუშაობთ... ამ დასახლების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ გუენოსი არის ერთადერთი ზუსტად ცნობილი, ზუსტად ლოკალიზებული ანტიკური პოლისი აფხაზეთის ტერიტორიაზე. დიოსკურიას ადგილმდებარეობა ზუსტად არ არის განსაზღვრული, მას ეძებენ სხვადასხვა ადგილას და ის ჯერ არ არის ნაპოვნი. ის, რაც ბიჭვინთაში აღმოაჩინეს, არის გვიან ანტიკური პერიოდის ადრეული ეტაპის ფენები. იგივე სიტუაციაა აფხაზეთის სამხრეთით. ამიტომ, გუენოსი ანტიკური ქალაქის ერთადერთი ზუსტად ცნობილი ადგილმდებარეობაა“, - განაცხადა მეცნიერმა.
-11-
ოჩამჩირეში, უძველეს დასახლებაში გუენოსში გათხრები სამი წელია მიმდინარეობს. იმაზე, როგორ მიმდინარეობს მუშაობა რადიო Sputnik-ის ინტერვიუში მოგვითხრა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე სკაკოვმა.
რაში მდგომარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი გუენოს უნიკალურობა, რა მოგვცა არქეოლოგების სამწლიანმა გათხრებმა, - ამაზე წაიკითხეთ ჩვენ მასალებში.
კულტურული ფენა
ოჩამჩირეში, ანტიკურ დასახლებაში გუენოსში ბევრი სამუშაო გაკეთდა, კულტურული ფენის სისქე ხუთ მეტრზე მეტია, ამბობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე სკაკოვი.
დასახლების სამეცნიერო მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ გუენოსი არის ერთადერთი ზუსტად ცნობილი ანტიკური პოლისი აფხაზეთის ტერიტორიაზე.
„დიოსკურიას ადგილმდებარეობა ზუსტად არ არის განსაზღვრული, მას ეძებენ სხვადასხვა ადგილას და ის ჯერ არ არის ნაპოვნი. ის, რაც ბიჭვინთაში აღმოაჩინეს, არის გვიან ანტიკური პერიოდის ადრეული ეტაპის ფენები. იგივე სიტუაციაა აფხაზეთის სამხრეთით. ამიტომ, გუენოსი ანტიკური ქალაქის ერთადერთი ზუსტად ცნობილი ადგილმდებარეობაა“, - განაცხადა მეცნიერმა.
გუენოსის შესწავლა დაიწყო 1934-1935 წლებში, საზღვაო პორტის მშენებლობის დროს, მაგრამ იმ დროს გათხრები არ ჩატარებულა.
„მაშინ უფრო მეტი დაკვირვება იყო, ვიდრე გათხრები, რადგან ამისი არც დრო იყო და არც შესაძლებლობა. ახლა გვაქვს ასეთი შესაძლებლობა, ჩვენი ორი გათხრა ტაძრის ნანგრევებთან მიმდინარეობს, რომელიც თავის დროზე სერგეი შამბამ შეისწავლა. ჩვენ აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორთან, არკადი ჯოპუასთან ერთად ვატარებთ სამუშაოებს“, - განაცხადა ალექსანდრე სკაკოვმა.
წელს გათხრების დროს სარკოფაგის საფლავის ქვა, ასევე მცირე ოქროს სამკაული აღმოვაჩინეთ.
„სხვა გათხრაზე სამუშაოები მიმდინარეობს ანტიკურ ხანამდე დათარიღებულ ფენაში. ანუ, ამ დასახლებაში პირველად იქნა ნაპოვნი ასეთი ფენა: აღმოჩნდა, რომ ბერძნები არ მივიდნენ დაუსახლებელ ადგილას, არამედ იქ, სადაც დასახლება იყო. ნაპოვნია ბევრი ადგილობრივი კერამიკა. მნიშვნელობა იმაშია, რომ ნაპოვნია უფრო ადრინდელი დროის ფენა და ეს ოდნავ ცვლის ჩვენს წარმოდგენას გუენოსის ისტორიისა და, ზოგადად, შავი ზღვის ამ სანაპიროს ანტიკური კოლონიზაციის მიმდინარეობის შესახებ“, - აღნიშნა მეცნიერმა.
ადრე ითვლებოდა, რომ გუენოსი ბერძნებმა ცარიელ ადგილზე ააგეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი მივიდნენ იმ ადგილას, სადაც მათზე ადრე ცხოვრობდა ხალხი, - ამაში მდგომარეობს სამეცნიერო აღმოჩენის უნიკალურობა, ხაზგასმით აღნიშნა ალექსანდრე სკაკოვმა.
„მათ შორის არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ ყოფილა, იყო ადგილობრივი მოსახლეობისა და ანტიკური კოლონისტების საერთაშორისო ინტეგრაცია“, - განაცხადა მან.
აღმოჩენები დასახლებაში
გუენოსის დასახლებაში მნიშვნელოვან აღმოჩენებს შორისაა - პლინფები წარწერებით არამეულ ენაზე. V საუკუნის ბოლოს - VI საუკუნის დასაწყისში ტაძრის აგებისას ერთმა ოსტატმა გააკეთა წარწერები აგურებზე არამეულ ენაზე, რომელსაც სწავლობდა.
„არამეული ენა არის ის ენა, რომელზეც იესო ქრისტე ლაპარაკობდა. შარშან კი იპოვეს წარწერა უკვე ბერძნულ ენაზე, ასევე პლინფზე, იქ არის სახელი და პატრონიმი, ან ორი სახელი. ეს უნიკალური ძეგლია ამ რეგიონისთვის, რადგან აქ საკმაოდ ცოტაა წარწერაა ცნობილი”, - თქვა ალექსანდრე სკაკოვმა.
არქეოლოგის თქმით, ის გარემოება, რომ გუენოსში მცხოვრებმა ადამიანმა ისწავლა ენა, რომელზეც თანამედროვე სირიისა და ისრაელის მოსახლეობა საუბრობს, მოწმობს უძველესი ქალაქის მაღალ კულტურულ დონეზე.
დასახლებაში აღმოჩენილი ტაძარი უნიკალურია, რადგან ასეთი ნაგებობები ძალიან ცოტაა არა მარტო აფხაზეთში, არამედ მთელ დასავლეთ ამიერკავკასიაში. გარდა საძირკველისა, შემორჩენილია ასევე უძველესი ტაძრის კედლების ნაშთებიც, აღნიშნა მეცნიერმა. სკაკოვის თქმით, ისტორიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტაძარი გუენოსის დასახლებაში შენდებოდა სხვადასხვა დროს, რადგან აგურის სიგანე, რისგანაც ტაძარი აშენდა, განსხვავებულია - აღმოსავლეთ ნაწილში ერთი სისქით, დასავლეთით - მეორისა.
სხვა საკითხებთან ერთად, გათხრების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს კანკელის დიდი რაოდენობის ფრაგმენტები, მათ შორის პროკონეს მარმარილოსაგან დამზადებული, რომელიც ჩამოტანილი იყო დღევანდელი სტამბოლის მახლობლად მდებარე კუნძულებიდან.