„დეოკუპაციის საკითხების საერთაშორისო პრეზენტაციის“ პროგრამის შესახებ.
ზურაბ ჯგუბურია


	

 

ზემოთაღნიშნული პროგრამა უნდა განხორციელდეს კომპლექსურად,  დარგების მიხედვითძირითადი შემსრულებლები იქნებიან დარგობრივი სამინისტროები, ხოლო მეთაურ ორგანიზაციად (შემსრულებლად) უნდა განისაზღვროს  აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, როგორც საკანანონმდებლო-წარმომადგენლობითი ანუ პოლიტიკური ორგანო

    ბოლო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, განსაკუთრებით აფხაზეთის თემატიკაზე, სეპარატისტთა მხრიდან მას-მედიის ელექტრონული და ბეჭდვითი  საშუალებების მეოხებით ვრცელდება  აშკარად პროვოკაციული, გაყალბებული და დეზინფორმაციული ხასიათის მასალები აფხაზეთის/საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, განათლებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.

   აღნიშნულ ქმედებებში  ღიად მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პოლიტიკური და სახელმწიფო თანამდებობის პირები, დიპლომატიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ხშირ შემთხვევაში უცხოელი დაქირავებული „ექსპერტები“.

    სამწუხაროა, რომ ანალოგიურ შემთხვევები გახშირდა აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსების წარმომადგენელთა მხრიდანაც, ეს ეგრეთწოდებული ფეიკ ნიუსები, რომლებიც საზოგადოებაში ცდილობს ფეხის მოკიდებას, შორსმიმავალ პოლიტიკურ შედეგებზეა გათვლილი და ამ ყოველივეს ღია მხარდამჭერებად გვევლინებიან ასევე რუსეთის ფედერაციის სომხური დიასპორის წარმომადგენლები რფ-ს უმაღლესი დიპლომატიური და   საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდის სფეროებიდან.

   აუცილებელია აღინიშნოს, რომ ე.წ. კიბერუსაფრთხოებას აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება სხვადასხვა გზით უპირისპირდება: ბოლო წლებში აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა, მეცნიერების და პრაქტიკოსი სპეციალისტების პირადი, უშუალო მონაწილეობით შეიქმნა უამრავი დოკუმენტური და პუბლიცისტური მასალები აფხაზეთის/საქართველოს ჭეშმარიტი ისტორიის, განათლების, კულტურის, არქიტექტურის, ხელოვნების და სხვა თემებზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებათა დარღვევის, მისი ორგანული ეკო-სოციალური სისტემის განადგურებისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ზოგადსაკაცობრიო, ქრისტიანული ძეგლების შეგნებული ხელყოფის ფაქტებზე.

წინადადებები „აფხაზეთის დეოკუპაციის სახელმწიფო პროგრამის“  ფარგლებში ცალკეული, დამოუკიდებელი ელექტრონული პლატორმის -  ვებ საიტის „რეალური აფხაზეთი“(პირობითი სახელწოდებით) განვითარებისა  და მისი პერმანენტული ფუნქციონირების შესახებ

 უკვე მიმდინარეობს ზემოთ ნახსენები მასალების სისტემატიზაცია და მათი მრავალენოვანი, ავთენტური თარგმანების მიწოდება უპირველესად ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის ფართო მასებისათვის, რუსული და მსოფლიო საზოგადოებისათვის დღეისთვის ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი, ინტერნეტსივრცის საშუალებით.

საკითხების უფრო მასშტაბურად და პროფესიულად პრეზენტაციისათვის (პროპაგანდისათვის) უნდა მოხდეს სპეციალური, ელექტრონული  პლატფორმის შემდგომი განვითარება, სადაც  განთავსებული იქნება არა დეზიონფორმაციული ხასიათის, არამედ ნამდვილიჭეშმარიტი, უტყუარი  ინფორმაცია. აუცილებელია ამ პროგრამის სისტემატიზირება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო, კონკრეტულად  უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტში მიზნობრივი პროგრამის ფორმატში, რაც უფრო დამოუკიდებელს, ქმედუნარიანს და პასუხისმგებელს გახდის მის საქმიანობას.